forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მინი ჰოტელი, საგადასახადოები და კომუნალურები?
l-e-v-a-n
4, 8, 15, 16, 23, 42


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 37339
წევრი No.: 131650
რეგისტრ.: 24-May 11

  გამოგზავნილია: 11 Oct 2019, 20:48  #55357009      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
მოკლედ, ვაპირებ სასტუმროს გაკეთებას მაგრამ იქნება პატარა სასტუმრო, 2 სართული და 4-5 ნომერი
ეს შენობა იქნება ჩემი სახლის ეზოში
როგორც გავარკვიე გუგლის დახმარებით, თუ ნომრებს საკუთარი სველი წერტილები აქვთ ანუ იზოლირებუკები იქნებიან სტუმრები, მაშინ ჰოტელია და არა ჰოსტელი
ჰოდა მოკლედ, მაინტერესებს, ჯერ 1)ინდ.მეწარმედ უნდა გავფორმდე თუ როგორ
2)საშემოსავლოს გადასახადი მექნება გადასახდელი თუ არა? (როგორც მოვიძიე კანონში 5% გადასახდელი და არა 20%)
3) მთავარი - კომუნალურები
3.1) შემიძლია ჩემივე აბონენტიდან გავუშვა გაზი/დენი/წყალი?
3.2) თუ ახალი აბონენტის რეგისტრაციაა საჭირო, ტარიფი ჩვეულებრივი მექნება თუ კომერციული?


მაინტერესებს ამ კითხვებზე სამართლებრივი (ოფიციალური) პასუხებიც და ასევე პრაქტიკაში როგორც ხდება , ჩვენი რეალობიდან გამომდინარე ეგეც
მადლობთ


--------------------
Gilardino la può tenere anche vicino alla bandierina, cerca l'uno contro uno, Gilardino, dentro Del Piero, Del Piero... Goooooooool! Goooooool! Aleeeex Deeel Piero!!! Chiudete le valigie, andiamo a Berlino! Andiamo a Berlino! Andiamo a prenderci la coppa! Andiamo a Berlino!
JSB14BSJ
==NSDAP==


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2737
წევრი No.: 184061
რეგისტრ.: 30-March 14

გამოგზავნილია: 16 Oct 2019, 23:59  #55375041      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
l-e-v-a-n
QUOTE
1)ინდ.მეწარმედ უნდა გავფორმდე თუ როგორ

შენს გემოვნებაზეა.
ფაქტი ისაა, რომ უნდა დარეგისტრირდე ლეგალურად და გადასახადები უნდა გადაიხადო.
მეწარმე ფიზიკური პირის (ე. წ. "ინდმეწარმე") რამდენიმე სახეობა არსებობს, რაც დგინდება ბრუნვისა და აქტივების მოცულობით და ამის მიხედვით დაბეგვრის სხვადასხვა რეჟიმებში ექცევიან. ამის სუსტი მხარე ისაა, რომ საკუთარი კისრით აგებ პასუხს, როგორც ფიზიკური პირი სახელმწიფოს წინაშე.
იურიდიული პირის ყველაზე ადვილი ფორმაა შპს. ძლიერი მხარე ისაა, რომ პირადად შენ, როგორც ფიზიკური პირი არაფერზე არ აგებ პასუხს. პასუხს აგებს იურიდიული პირი და პასუხისმგებლობა შეზეღუდულია მისი ქონებით (რომელიც შეიძლება არც ჰქონდეს).
ბუღალტერი დაითრიე და ზუსტად გაგირჩევს და შენს სიტუაციაზე და საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტას შეგირჩევს.

QUOTE
2)საშემოსავლოს გადასახადი მექნება გადასახდელი თუ არა? (როგორც მოვიძიე კანონში 5% გადასახდელი და არა 20%)

საშემოსავლოს გადასახადი კი არა, საშემოსავლო გადასახადი.
ეგ ყველაფერი დამოკიდებულია პირველ პუნქტზე.

QUOTE
3) მთავარი - კომუნალურები

აქ გასაოცარი დემოკრატიაა.
QUOTE
3.1) შემიძლია ჩემივე აბონენტიდან გავუშვა გაზი/დენი/წყალი?

მაშინ შენ, როგორც აბონენტი, კომერციულ აბონენტად უნდა გადახვიდე, რაც სისულელესთან უფროა ახლოს, ვიდრე ჰოსტელთან.
QUOTE
3.2) თუ ახალი აბონენტის რეგისტრაციაა საჭირო, ტარიფი ჩვეულებრივი მექნება თუ კომერციული?

რა თქმა უნდა კომერციული. შპს ადამიანი ხო არაა.

რეგიონებში მიღებულია შერეული ვარიანტიც - ერთსა და იმავე შენობაში ახალი მრიცხველების მონტაჟი და მათი განმხოლოება (განცალკევებით აღრიცხვა) ან ერთ მრიცხველზე სეზონური ტარიფები - მუშაობის დროს კომერციული ტარიფი და მკვდარი სეზონის დროს - საყოფაცხოვრებო ტარიფი.

შენი სიტუაცია არ ვიცი, ამიტომ ვწერ ზოგად პასუხებს.

QUOTE
მაინტერესებს ამ კითხვებზე სამართლებრივი (ოფიციალური) პასუხებიც

უაღრესად ოფიციალური პასუხები გითხარი.

QUOTE
პრაქტიკაში როგორც ხდება , ჩვენი რეალობიდან გამომდინარე

ეს უკვე მსუბუქი ბრიტანული იუმორის სფეროა.

პრაქტიკაში ისე ხდება, როგორც კაი ნაღდ ჯიგარ ტრადიციულ ლაჩარ მარიაჟ არასრულფასოვნების კომპლექსის მქონე ქართველ ვაჟკაცს ეკადრება: რეგიონებში ახალ აბონენტებს უყენებენ 7 და მეტი წლის ნახმარ და ა პრიორი დაზიანებულ მრიცხველს (როგორც ახალს), რომელიც თავის დროზე მოხსნილია დატაცების ფაქტზე და დაზიანებებიც აღენიშნება შიგნით, მაგრამ ლაბორატორიაში მოყვანილია მუშა მდგომარეობაში და იმ მომენტში კი მუშაობს გამოუცდელი თვალისთვის გამართულად და შეფუთულიცაა ცელოფანში, მაგრამ სულ რამდენიმე სამუშაო საათი სჭირდება, რო მწყობრიდან გამოვიდეს, მერე გეგმიურ თუ სპონტანურ შემოწმებაზე (თვითონ ხო იციან, სად რას აყენებენ) ვითომ ფაქტზე გაა###ავენ კონტროლის სამსახურის ბიჭები და ატყდება ერთი ამბავი. თან კაი დიდხანს აცლიან, რო ჰიპოთეტურად დახარჯული გაზის რაოდენობა ბევრი იყოს და აბონენტს 500-3000 ლარამდე შეაწერონ. და ცალკე ეს თანხები უჯდებათ შავ ბუღალტერიაში აქტივში.

მერე 10-დან 1 თუ გაასაჩივრებს სემეკში (იმიტომ რომ გასაჩივრება ბოზურია ძმაო) და დანარჩენი 9-ის ფული კი შერჩათ ხახვივით.

ასეა წყალში, გაზშიც და, სადაც გასდით, დენშიც.

გაზშიც, წყალშიც და დენშიც პირველივე ლეგალური შესაძლებლობისთანავე შლიან ძველ (არსებულ) აბონენტთა სიას იმისთვის, რომ თუ ვინმეს, რომელსაც ადრე ჰქონდა დენი, წყალი, გაზი და კანონით უფასოდ ეკუთვნის გამრიცხველიანება (ანუ შეყვანა) გამრიცხველიანება უნდა, იმას, როგორც ახალ აბონენტს შეყვანის მაყუთი გადაახდევინონ. და ეს თანხებიც უჯდებათ შავ ბუღალტერიაში აქტივში მეორე მხრიდან. ამასაც 10-დან 1 თუ ასაჩივრებს სემეკში იმიტომ რომ გასაჩივრება ბოზურია ძმაო.

ასეთები რო ვართ, იმიტომ გვაქვს ის ქვეყანა, რაც გვაქვს. ყველა ყველგან იპარავს ყველაფერს.

ისე რო არც რუს კაგებეშნიკ თემურა ალასანიას დორბლიან დისშვილშია პრობლემა (ბრძენ ქართველებს რო დღემდე ამერიკული პროექტი ჰგონიათ), არც გრიგორიჩში და არც ოკუპანტ რუსებში. ასეთი მდაბალი და ზნეობრივად კნინი ერი ზუსტად ისე უნდა ცხოვრობდეს, როგორც ჩვენ ვცხოვრობთ.


--------------------
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული
და თავით თვისით
მზე ხარ გაბრწყინვებული
--
ბეთჰოვენის მეცხრეს ფინალი ხომ არა გაქვთ, კარაიანის შესრულებით და ნიკას დირიჟორობით? © Johnnie Walker
l-e-v-a-n
4, 8, 15, 16, 23, 42


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 37339
წევრი No.: 131650
რეგისტრ.: 24-May 11

გამოგზავნილია: 17 Oct 2019, 02:48  #55375438      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
JSB14BSJ
პირველ რიგში მადლობა პასუხისთვის

QUOTE
შენს გემოვნებაზეა.
ფაქტი ისაა, რომ უნდა დარეგისტრირდე ლეგალურად და გადასახადები უნდა გადაიხადო.
მეწარმე ფიზიკური პირის (ე. წ. "ინდმეწარმე") რამდენიმე სახეობა არსებობს, რაც დგინდება ბრუნვისა და აქტივების მოცულობით და ამის მიხედვით დაბეგვრის სხვადასხვა რეჟიმებში ექცევიან. ამის სუსტი მხარე ისაა, რომ საკუთარი კისრით აგებ პასუხს, როგორც ფიზიკური პირი სახელმწიფოს წინაშე.
იურიდიული პირის ყველაზე ადვილი ფორმაა შპს. ძლიერი მხარე ისაა, რომ პირადად შენ, როგორც ფიზიკური პირი არაფერზე არ აგებ პასუხს. პასუხს აგებს იურიდიული პირი და პასუხისმგებლობა შეზეღუდულია მისი ქონებით (რომელიც შეიძლება არც ჰქონდეს).
ბუღალტერი დაითრიე და ზუსტად გაგირჩევს და შენს სიტუაციაზე და საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტას შეგირჩევს.

ბუღალტერი და ეგრე გართულება არ მჭირდება მგონი, დიდი სასტუმრო არა, პატარა "საოჯახო სასტუმრო" გამოვა და 4-5 ნომრიან სასტუმროში დაქირავებული ხალხი არამგონია საჭირო იყოს biggrin.gif

საქმიანობის ფორმას რაც შეეხება, როგორც გავარკვიე წინა დღეებში, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი მიკრო ბიზნესად რეგისტრაციაა მგონი , ფიზიკური პირი (ანუ მე) დავარეგისტრირებ მიკრო ბიზნესს და არც მეწარმედ რეგისტრაცია არ იქნება სავალდებულო და არც საშემოსავლოს არ გადავიხდი.. ეს საკითხი მემგონი გავარკვიე

QUOTE
რეგიონებში მიღებულია შერეული ვარიანტიც - ერთსა და იმავე შენობაში ახალი მრიცხველების მონტაჟი და მათი განმხოლოება (განცალკევებით აღრიცხვა)

აი ეს არის მემგონი ზუსტად ის, რაც მჭირდება
უბრალოდ გასარკვევი მაქვს და დასაზუსტებელი
ქსელზე მიერთების ფასებს გადავხედე აქ
http://gnerc.org/ge/new-user-calculator
და იმხელა ფასები წერია აქ რო რავი :დ 2000 ლარი არ მეყოფა მგონი ყველაფერი რო შემოვიყვანო და იმედია ეს სხვა რამეა და ის რასაც შენ ამბობ (ცალკე მრიცხველის დადგმა) სხვა.
და იმედია ბევრად ნაკლები დამიჯდება biggrin.gif
QUOTE
შენი სიტუაცია არ ვიცი, ამიტომ ვწერ ზოგად პასუხებს.

კი რეგიონში ვარ, ქუთაისში biggrin.gif
ენერგო პრო, გაერთიანებული წყალმომარაგება და სოკარგაზი

This post has been edited by l-e-v-a-n on 17 Oct 2019, 02:57
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0213 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]