forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სასამართლოში სარჩელის შეტანა, სამოქალაქო დავაში დახმარება
Tim
Stamina


******
ჯგუფი: Administrators
წერილები: 5191
წევრი No.: 10
რეგისტრ.: 26-January 01

გამოგზავნილია: 18 Oct 2019, 11:16  #55379645      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · icq
იურისტებო, ვინმეს თუ აქვს გამოცდილება და შეუძლია დახმარების აღმოჩენა სასამართლოში სარჩელის შეტანაში.
საქმე ეხება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის გაყალბებული 100% კრების ოქმის საფუძველზე ამხანაგობის ქონების რეგისტრაციას.
ან რომელ იურიდიულ ფირმას უწევთ რეკომენდაციას მსგავს საქმეებში ვისაც აქვს გამოცდილება.


--------------------
What have you done today for FORUM.GE to make you feel proud?
zoroscremlebi
ფსიქოანალიტიკოსი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1459
წევრი No.: 127516
რეგისტრ.: 15-February 11

გამოგზავნილია: 19 Oct 2019, 14:16  #55383908      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Tim
თუ გაყალბებულია მიმართეთ სამართალდამცავ სტრუქტურებს მაგ: პოლიციას, დოკუმენტის გაყალბება დანაშაულია და თუ კი ეს დანაშაული დამტკიცდება სამოქალაქო წარმოებაც გაცილებით გაგიმარტივდებათ, მაგრამ თუ გაყალბებული ოქმის ავტორს რაიმე ფულადი ვალდებულებაც აქვთ თქვენს წინაშე ჯობს სამოქალაქო წარმოებით დაიწყოთ. ბევრი კარგი იურიდიული კომპანიაა პირადად შეხება არ მქონია და კონკრეტულს ვერავის გირჩევთ, მაგრამ კარგად შეარჩიეთ ადვოკატი რადგან რამდენი კარგი სპეციალისტიცაა იმაზე მეტი არაკომპეტენტური ადვოკატია რომელსაც მცირე შეცდომითაც შეუძლია თქვენი საქმის შემოტრიალება თქვენს საუარესოდ.


--------------------
რეალისტები არ არსებობენ! არსებობენ პესიმისტები, ოპტიმისტები და პესიმისტები რომლებიც სიტყვა რეალისტს აფარებენ თავს.
smailo551
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 67
წევრი No.: 246631
რეგისტრ.: 13-November 18

გამოგზავნილია: 24 Oct 2019, 12:53  #55402076      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (zoroscremlebi @ 19 Oct 2019, 14:16 )
Tim
თუ გაყალბებულია მიმართეთ სამართალდამცავ სტრუქტურებს მაგ: პოლიციას, დოკუმენტის გაყალბება დანაშაულია და თუ კი ეს დანაშაული დამტკიცდება სამოქალაქო წარმოებაც გაცილებით გაგიმარტივდებათ, მაგრამ თუ გაყალბებული ოქმის ავტორს რაიმე ფულადი ვალდებულებაც აქვთ თქვენს წინაშე ჯობს სამოქალაქო წარმოებით დაიწყოთ. ბევრი კარგი იურიდიული კომპანიაა პირადად შეხება არ მქონია და კონკრეტულს ვერავის გირჩევთ, მაგრამ კარგად შეარჩიეთ ადვოკატი რადგან რამდენი კარგი სპეციალისტიცაა იმაზე მეტი არაკომპეტენტური ადვოკატია რომელსაც მცირე შეცდომითაც შეუძლია თქვენი საქმის შემოტრიალება თქვენს საუარესოდ.

რა კარგი რჩევა მიეცი
დაიწყე საქმე სისხლის მხრივ
ამ დროს გაყალბებული კრების ოქმით მიღებული ქონება გასხვისდება
და დაკარგავ ყველანაირ მოთხოვნის უფლებას
ვინაიდან ახალი მყიდველი იქნება კეთილსინდისიერი შემძენი
ხო სისხლის საქმის შედეგი სამოქალაქო კუთხით პრობლემას არ ჭრის, თუნდაც დაიჭირონ კრების ოქმის გამყალბებელი, პირვანდელი მდგომარეობა არ აღდგება

––––
ამასთან, რეესტრს არ ევალება კრების ოქმის ნამდვილობის შემოწმება
თუ თავმჯდომარემ მიიტანა ოქმი, სადაც ეწერა რომ 100% ეთანხმება, რეესტრი მის საფუძველზე იწყებს რეგისტრაციას.
–––
შესაბამისად დავა არის დასაწყები სამოქალაქო კუთხით, მისი ბათილად ცნობის მოთხოვნით, მოპასუხეები იქნებია ამხანაგობა და შესაბამისად თავმჯდომარე, ისინი ვისაც გაუფორმდა სადაო ქონება და საჯარო რეესტრი.
––
საკმაოდ რთული და დროში გაწელილი საქმეა. ადვოკატი იპოვო და მასთან უკეთ გაივლი ამ საკითხებს, ფორუმიდან დახმარება მსგავს საკითხზე საკმაოდ რთულია

This post has been edited by smailo551 on 24 Oct 2019, 12:55
LG2012
gold member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6203
წევრი No.: 141906
რეგისტრ.: 20-January 12

გამოგზავნილია: 24 Oct 2019, 13:14  #55402156      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Tim
ტიმს რო ფორუმი ვერ ეხმარება...ჩვენ რაღა ვთქვათ biggrin.gif


--------------------
დიდ სიბრძნეს დიდი მწუხარება მოაქვს; ვინც მეტ ცოდნას იძენს, ტკივილს იმატებს
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0232 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]