Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > CONSOLE GAMES > DAYS GONE


Posted by: philibert 19 Jun 2018, 12:37
DAYS GONE

გამოსვლის თარიღი: 2019 წლის 22 თებერვალი
შემქმნელი: SIE Bend Studio
კომპოზიტორი: Nathan Whitehead
პლატფორმა: PS4

user posted image

Days Gone - სონის მორიგი, სუპერ-ბუპერ სასწაული ექსკლუზივი bis.gif
ეს იქნება SIE Bend Studio-ს პირველი თამაში Syphon Filter-ის შემდეგ, რაც ყველას ასე ძალიან გვიყვარდა თავის დროზე.
Days Gone-ში მოქმედება ვითარდება სასიკვდილო პანდემიიდან ორი წლის შემდეგ.
თამაშის მთავარი გმირია ყოფილი კრიმინალი, დიკონ სენტ-ჯონი sa.gif aba.gif

ესეც გეიმფლეი alk.gif









Posted by: giorgi-alonso 20 Jun 2018, 11:12
საინტერესო პროექტია ძალიან, პლიუს ის ფაქტი აძLიერებს რომ ექსკლუზივია. თუმცა ვინც ითამაშა და ცადა ყველა ამბობს რომ ერთფეროვანია თამაშიაო, სავარაუდოდ მაგიტომ გადაიფიქრეს წელს გამოშვება და მომავალ წელს გადაიტანეს, უფრო რომ დაანავაროტკონ.

Posted by: philibert 20 Jun 2018, 18:01
giorgi-alonso
QUOTE
თუმცა ვინც ითამაშა და ცადა ყველა ამბობს რომ ერთფეროვანია თამაშიაო

ხოო? არ ვიცოდი ასეთი შეფასებებიც თუ იყო.

გეიმფლეი რაც ვნახე, ძალიან საინტერესო ჩანს.

იმედია უფრო დახვეწენ, თებერვლამდე არის დრო პრინციპში.

Posted by: სნუპ დოგი 20 Jun 2018, 18:09
ძაან მაგარი იქნება bis.gif


philibert
ველქამ კონსოლებში bis.gif

Posted by: giorgi-alonso 21 Jun 2018, 09:00
philibert

კიი,

მიმოხილვებს თუ ნახავ ვინც გატესტა, თითქმის ყველა მაგას ამბობს.

Posted by: philibert 21 Jun 2018, 13:13
სნუპ დოგი
მადლობა bis.gif

giorgi-alonso
QUOTE
მიმოხილვებს თუ ნახავ ვინც გატესტა, თითქმის ყველა მაგას ამბობს.

აბა ჩავუჯდები მერე, მადლობა

Posted by: Levson 17 Jan 2019, 19:33



Posted by: overlorder 17 Jan 2019, 21:55
არვიცი, maybe it's just me მარა სასწაულის, შედევრის და რაღაც ამას არაფერი ეტყობა. მილიონჯერ გადაღეჭილი ზომბების/აპოკალიფსის თემა, მილიონჯერ გადაღეჭილი გეიმფლეი ფიშკებით. კრაფტინგი, survival etc. ძალიან მეორეხარისხოვანი და მოსაწყენი ჩანს. ნუ ეს ალფა გეიმფლეის რასაც ვუყურე იმაზე დაყრდნობით ვამბობ და მეეჭვება რამით დააბალანსონ ან რამე შეცვალონ.

Posted by: Levson 17 Jan 2019, 22:54
QUOTE (overlorder)
არვიცი, maybe it's just me მარა სასწაულის, შედევრის და რაღაც ამას არაფერი ეტყობა.

+1 მაგრამ ყველაფრის მიუხედავად სონის ხარისხი მაინც ეტყობა და იმასაც ვერ ვიტყვით რომ ყოველ წელს გამოდის ნორმალური თამაშები ზომბების თემატიკაზე (ბოლოს რაც დამამხსოვრდა Dying Light-ი იყო 2015-ში). ასე თუ ისე ერთხელ დასახურად ყველანაირად გამოდგება და მოლოდინებს თუ ცოტათი დავწევთ შეიძლება სასიამოვნოდაც გაგვაკვირვონ დეველოპერებმა. შედევრზე აქცენტს არა მგონია აკეთებდნენ, მაგისთვის სონის ნაუთი დოგები ჰყავთ biggrin.gif

Posted by: Snes 18 Jan 2019, 11:59
ისეთი განცდა მაქ რო far cry ს ემგვანება და far cry ს დიდი მოყვარული არ ვარ პირველი მომწონს მარტო და ეხლახანს მეხუტე მომეწონა ისიც ლოკაციის გამო.

Posted by: Gioma771 18 Jan 2019, 18:35
კარგია რომ როგორც იქნა გამოსვლის თარიღი გამოაცხადეს. მე მაინც ინტერესით ველი, კარგი გასართობი რამ ჩანს. სამყარო და ექსფლორეიშენი უკვე მომწონს რაც ვიდეოებში ჩანს.

Posted by: МПС 18 Jan 2019, 19:51
ვააჰ, რდრ და ტლოუ, ახლა ეს, მგონი სონი შემომეყიდოს, სამი თამაში უკვე კოლექციისაკენ გადადგმული ნაბიჯია D

Posted by: Gioma771 18 Jan 2019, 21:07
QUOTE
ვააჰ, რდრ და ტლოუ, ახლა ეს, მგონი სონი შემომეყიდოს, სამი თამაში უკვე კოლექციისაკენ გადადგმული ნაბიჯია D


Bloodborne, Horizon Zero Dawn, Uncharted-ები და God of War-ებიც მიუმატე და ეგაა, Sony ftw! smile.gif)

Posted by: FletcheR 19 Jan 2019, 00:25
საერთოდ ვერ დავჰაიპდი ამ თამაშზე.
არ ვიცი ზომბები მომბეზრდა ზოგადად თუ თამაში ვერაა. სონი რო არა არც მივაქცევდი ყურადღებას.

Posted by: norika 19 Jan 2019, 08:52
არც მე მაქვს მოლოდინი ამ თამაშზე, მაგრამ შეიძლება ძალიან მომეწონოს გამომდინარე იქიდან რომ მოლოდინი ძალიან პატარაა ჩემი მხრიდან lol.gif

Posted by: 4L3X 19 Jan 2019, 09:50
მე ამ თამაშს ალბათ დიდხანს არ ვიყიდი. ეხლა TLOU-ს შევუბერავ მერე TLOU 2-ს და "ზომებების" კვოტა შესრულებული მექნება წელს.

Posted by: МПС 19 Jan 2019, 20:52
Gioma771

ინწერესნა, მადლობა.

until dawn ყოფილა კიდევ ექსკლუზივი, ნეეჰ, კაი მაყუთი დამჭირდება.

Posted by: Gioma771 19 Jan 2019, 21:29
QUOTE
until dawn ყოფილა კიდევ ექსკლუზივი, ნეეჰ, კაი მაყუთი დამჭირდება.


ნუ მასე ბევრი სხვა ექსკლუზივები აქვთ, მაგრამ მე ყველაზე მაღალი დონის და ცნობილი თამაშები ჩამოვწერე.

ხო, მაყუთი კი უნდა ბლომად კონსოლიან თამაშებიანა biggrin.gif

Posted by: МПС 19 Jan 2019, 22:41
Gioma771

იასნა ბევრია, მაგრამ მე დამაინტერესა

tlou-2
uncharted-4
days gone
until dawn
horizon zero dawn
rdr-2

მოკლედ რაა, საფიქრალში ვარ ჩავარდნილი D



Posted by: Gioma771 20 Jan 2019, 18:43
QUOTE
მოკლედ რაა, საფიქრალში ვარ ჩავარდნილი D


თუ არ გაქვს აქამდე კონსოლი ნაყიდი მე შენს ადგილას ბარემ PS5-ის გამოსვლას დაველოდებოდი smile.gif მართალია ერთი $500 დოლარი მაინც ეღირება გამოსვლისას (ჩვენთან ალბათ 2000 ლარი მაინც :დ ), მაგრამ თავისი რამე მაგარი ექსკლუზივიც მოჰყვება launch-თან ერთად (შესაძლოა ეს სწორედ The Last of Us II-იც კი იყოს) და პლიუს ამ ყველა თამაშსაც 4k რეზოლუციაში შეუბერავ - თუ ხარჯია მაქსიმალური value უნდა გამოადნო კაცმა რა smile.gif)

Posted by: 4L3X 20 Jan 2019, 21:44
Gioma771
QUOTE (Gioma771 @ 20 Jan 2019, 18:43 )
თუ არ გაქვს აქამდე კონსოლი ნაყიდი მე შენს ადგილას ბარემ PS5-ის გამოსვლას დაველოდებოდი

არ დაუჯერო! no.gif
1) PS5 2020 წლის მარტამდე არ იქნება
2) გამოსვლისას იქნება ძვირი (ამაში ვეთანხმები)
3) Backward compatibility იქნება თუ არა კაციშვილიმა არ იცის და ამ თაობის შეედვრებიდან რომლების remaster-ები გამოვა კაცმა არ იცის.

ჩემი რჩევა იყიდე PS4 ეხლა თუ შეგიძლია Pro. შეუბერე ამ თაობის თამაშები. რომ გამოვა არ ეცე PS5 გააგრძელე PS4-ის თამაში 1-2 წელი. შეხედე PS5-ზე რეები გამოვა შეხედე შემდეგი XBOX როგორი იქნება და რა თამაშები გამოვა იმაზე. შეადარე ამ დროისთვის ახალ კონსოლებზეც ფასები დაიკლებს თამაშებიც გაიაფდება და აი მაშინ იყიდე. მე ეგრე ვაპირებ.

Posted by: Gioma771 21 Jan 2019, 01:58
QUOTE
Backward compatibility იქნება თუ არა კაციშვილიმა არ იცის და ამ თაობის შეედვრებიდან რომლების remaster-ები გამოვა კაცმა არ იცის.


დიდი ალბათობით ექნება backward compatibility, ერთი მაგით ჯობდა Xbox-ი და არა მგონია კიდევ ეგ შეცდომა მოუვიდეს სონის.


Posted by: 4L3X 21 Jan 2019, 09:28
Gioma771
PS3 ქონდა backward compatibility რომ გამოვიდა, ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ღირდა ეგ კონსოლი თავიდან ეგრე ძვირი. ფასის დაწევა რომ დაიწყეს ეგ ამოიღეს პირველი. ასე რომ ეგრე გარანტირებულიც არ არის ეგ backward compatibility.

კიდევ ერთი მიზეზი დამავიწყდა რატომ არ უნდა იყიდო კონსოლი გამოსვლისთ თანავე. თამაშები ექნება ძალიან ცოტა და AAA თამაშები ალბათ არ ექნება ნახევარი წელი მაინც.

Posted by: МПС 23 Jan 2019, 22:26
Gioma771

witcher-3-ც დამაინტერესა, gta-5-ც ხოარ ვიპახაბნო, საფიქრალში ვარ, გავიწეწო თუ იუთუბს ჩავუჯდე? D მაინც სთორი მაინტერესებს მხოლოდ და თუ პაპსაობაა ბარემ პა პოლნი D

Posted by: Gioma771 24 Jan 2019, 14:00
ვიჩერიც და GTA-აც pc-ზეა და იქ დაითრიე ბარემ უფასოდ :დ

Posted by: Levson 24 Jan 2019, 21:17
სურვაივალ ელემენტებიც იქნება თამაშში როგორც ჩანს


Posted by: МПС 27 Jan 2019, 20:26
Gioma771

კარგ პც შესაბამისი თანხა ჰოუნდა +კონსოლი ექსკლუზივებისათვის, ბანკის ვალს ნაღდად ვერ დავიდებ.

METRO-ს სერიებმაც დამაინტერესა პლუს.

Posted by: kaxelooo 28 Jan 2019, 18:36
კარგი თამაში ჩანს უნდა ვიყიდო ეგრევე

Posted by: Gioma771 28 Jan 2019, 19:18
QUOTE
კარგ პც შესაბამისი თანხა ჰოუნდა


ხო ეგეც მართალია smile.gif

QUOTE
კარგი თამაში ჩანს უნდა ვიყიდო ეგრევე


უეჭველი yes.gif instant buy for me too.

Posted by: Levson 5 Feb 2019, 18:24

Posted by: 4L3X 5 Feb 2019, 21:10
მე ტრეილერებიდან ეგრე მივხვდი რომ sand box-ია არა?

Posted by: 4L3X 13 Feb 2019, 19:29
აქაც იდოს

დიაკვანი და სარა დაქორწინებულან


Posted by: 4L3X 28 Feb 2019, 13:22
Days Gone - A Story Breakdown


Posted by: 4L3X 6 Mar 2019, 15:32
Days Gone Open World Gameplay Impressions



მემგონი მარტო მე ველოდები ამ თამაშს აქ. user.gif

Posted by: Levson 6 Mar 2019, 16:37
QUOTE
მემგონი მარტო მე ველოდები ამ თამაშს აქ

არ ხარ მარტო, მეც ველოდები biggrin.gif. აპრილში რელიზზე არა მარა ზაფხულში თამაშების ნაკლებობის ფონზე აუცილებლად ვითამაშებ. სონია რა, დარწმუნებული ვარ ერთხელ დასახურად მშვენიერი ექსკლუზივი იქნება.

Posted by: xtvaofficial 9 Mar 2019, 01:04
აუ ეს ძაან მაგარი თამაში იქნება რა ველოდები

Posted by: სნუპ დოგი 9 Mar 2019, 03:39
მეც ველოდები ამ თამაშს. იმედია მოტოს გარდა მანქანების მართვაც იქნება შესაძლებელი. sad.gif

Posted by: xtvaofficial 9 Mar 2019, 04:50
QUOTE (სნუპ დოგი @ 9 Mar 2019, 03:39 )
მეც ველოდები ამ თამაშს. იმედია მოტოს გარდა მანქანების მართვაც იქნება შესაძლებელი. sad.gif

მეც მაგის დიდი იმედი მაქვს facepalm.gif

Posted by: 4L3X 9 Mar 2019, 19:01
Bend Studio-მ დაურიგა Days Gone-ის დემო ზოგიერთ გეიმინგ ჟურნალისტებს და შეფასება არის რომ კარგიაო.

Posted by: 4L3X 8 Apr 2019, 17:31
Days Gone - One Bullet TV Commercia| PS4


Posted by: Levson 9 Apr 2019, 22:01
ისე ყველა ვიდეო რასაც ვუყურე პს პრო-ზეა ნაჩვენები, საინტერესოა როგორ გამოიყურება სტანდარტულ პს4-ზე. განსაკუთრებით FPS-ზე მედარდება ზომბების რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ. იმედია უბრალო რეკლამაა პრო-სი და არაფერს გვიმალავენ givi.gif


Posted by: Gioma771 9 Apr 2019, 22:26
QUOTE
ისე ყველა ვიდეო რასაც ვუყურე პს პრო-ზეა ნაჩვენები, საინტერესოა როგორ გამოიყურება სტანდარტულ პს4-ზე. განსაკუთრებით FPS-ზე მედარდება ზომბების რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ. იმედია უბრალო რეკლამაა პრო-სი და არაფერს გვიმალავენ


არა მგონია რამე პრობლემა იყოს, RDR 2 დაფრინავს ჩვეულებრივ ჩემს "პირველი თაობის" PS4-ზე (დაჟე slim-იც კი არაა).

მართალია იქ ზომბების არმიები არაა, მაგრამ მაინც.

Posted by: МПС 10 Apr 2019, 20:31
Levson

ჩემთვის მთავარია სთორი და ატმოსფერო კარგი იყოს.

მთავარი პერსონაჟი რემბო რომაა ეგ არ მომწონს, არარეალურად ბევრი ცხენის ძალები აქვს, ამ ანტიქრისტეს ვინ დააოკებს...

Posted by: Levson 20 Apr 2019, 05:47



-------

Posted by: Gioma771 20 Apr 2019, 14:29
ველოდები კი არა, წლის ერთ-ერთი მთავარი რელიზია ჩემთვის.

ულამაზესი, უზარმაზარი, ღია და მრავალფეროვანი სამყარო; ზომბები; მოტოციკლეტი; კრაფტინგი; მრავალფეროვანი იარაღები და RPG-ის ელემენტები - მეტი რა არის საჭირო ბედნიერებისთვის? biggrin.gif

მინიმუმ Far Cry 5-ის დონის მაინც უნდა გამოვიდეს წესით.

Posted by: Ambitious_Person 20 Apr 2019, 16:02
ეგ ღამე უნდა ითამაშო კარგი დინამიკებით biggrin.gif biggrin.gif

Posted by: 4L3X 20 Apr 2019, 16:17
Gioma771
შეფასება შენზე იყოს რომ წაითამაშებ.

Posted by: Levson 20 Apr 2019, 16:38
In-game სქრინები ფოტო რეჟიმით. გრაფიკა და დეტალიზაცია up.gif

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: Gioma771 20 Apr 2019, 17:49
4L3X
QUOTE
შეფასება შენზე იყოს რომ წაითამაშებ.


როგორც კი შევუდგები ეგრევე დავწერ შთაბეჭდილებებს smile.gif)

Posted by: სნუპ დოგი 20 Apr 2019, 18:51
Gioma771
ძმურში რო ითამაშებ დეტალურად დაწერე რა მოგეწონება და რა არა. smile.gif

იმენა ყველაფერი ჩამოწერე <3

Posted by: Gioma771 21 Apr 2019, 21:04
სნუპ დოგი

QUOTE
იმენა ყველაფერი ჩამოწერე <3

რაზეა ბაზარი :დ

Posted by: 4L3X 22 Apr 2019, 17:23
Days Gone - Gameplay Trailer | PS4

* * *
Days Gone - Inside Bend Studio | PS4


Posted by: Levson 22 Apr 2019, 23:11
დინამიური ამინდის სისტემა რა მაგრად გაუკეთებიათ up.gif
არ მახსენდება რომელიმე სხვა თამაშში ამინდის ცვალებადობის გამო ასე შესამჩნევად იცვლებოდეს ლანდშაფტი...

Snowfall and Weather in Days Gone is not just about change in background or during loading, or just some area of the map. In Days Gone, snowfall happens randomly in real-time, so you can see the objects and road covered in snow over time. Amazing, unique technology.


Posted by: Ambitious_Person 23 Apr 2019, 09:45
ძაან წინ მიდის ინდუსტრია

QUOTE
დინამიური ამინდის სისტემა

ძაან გაასწორებს ეგეტები ჯეტიაში biggrin.gif

ალბათ მალე წვიმების მერე მცირე წყალდიდობებსაც დაამატებენ და ამინდის ცვლილება ხალხის სამოსზეც იმოქმედებს და აქტივობებზე

/

ზოგადად თუ ღია სამყაროს აკეთებ როგორიც ჯეტიაა თავისუფლად შეიძლება 4 სეზონის შექმნა

Posted by: overlorder 23 Apr 2019, 09:57
Levson
QUOTE
არ მახსენდება რომელიმე სხვა თამაშში ამინდის ცვალებადობის გამო ასე შესამჩნევად იცვლებოდეს ლანდშაფტი...


პირველი რედ დედი, ბული რაღაც პონტში, მეორე ლეფტ4დედში იყო კიდე მსგავსი, სტალკერები, მედმაქსშიც იყო მგონი ანალოგიური, რაიზ ოფ ტომბ რაიდერში და მეტი არმახსენდება მეც

Posted by: 4L3X 23 Apr 2019, 14:35
ნახევარ საათიანი თამაში დაიდო



Days Gone - 25 Things We Learned From The First Few Hours


Posted by: სნუპ დოგი 23 Apr 2019, 16:18
ბევრი ზომბები რომ მოგზდევს ეგ მაგრად არის გაკეთებული.

Posted by: Faulkner 23 Apr 2019, 20:40
მემგონი რაღაც პომპეზური მაციხვიტიაობა იქნება. TLOU-ს უნიჭო კოპირება. დაჟე პერსონაჟიც რო ჯოელს დაამსგავსეს.

Posted by: FletcheR 23 Apr 2019, 20:49
როგორ მინდა მომეწონოს. როგორ. ყველანაირად ვცდილობ რო მომეწონოს.
მარა არა რაააა. ოდნავი სურვილიც არ მაქვს თამაშის. mo.gif

რატომ ? ვითომ ზომბები ?
* * *
ვიზუალურად კი ძალიან მაგრად გამოიყურება. თან ეს დინამიური ამინდიც chups.gif

Posted by: 4L3X 23 Apr 2019, 20:55
FletcheR
თავიდან ამ თამაშზე რომ გავიგე მეც სკეპტიკურად განვეწყე "კიდევ ერთი ზომბი აპოკალიფსი, კიდევ ერთი ღია სამყარო" მაგრამ რაც უფრო მეტს ვიგებდი ამ თამაშზე და რაც უფრო მეტ გეიმპლეის ვუყურებდი მით უფრო მეტად ვჰაიპდებოდი. ამას ბრმად არ ვიყიდი, ჯერ ბევრ რეცენზიას გავეცნობი და მერე ვიყიდი თუ მომეწონება.



დაგვბომბა ამ ბოლო დღეებში SONY-მ Days Gone-ით. ეტყობა დიდ იმედებს ამყარებენ.

Posted by: სნუპ დოგი 23 Apr 2019, 21:18
FletcheR
შეიძლება თამაშები მოგბეზრდა.

Posted by: FletcheR 23 Apr 2019, 21:27
4L3X
ვიზუალურად თავის ამინდიანა ძალიან მაგარია. გეიმფლეი კარგი ჩანს. ბაიკიც ნორმალურია. სამყარო მომწონს. ყველა წინა პირობაა რეალიზებული იდალურთან მიახლოებული თამაშისთვის.

მაინც ზომბებთან მივდივარ რა biggrin.gif

მაგრამ რატო ტლოუშიც ხომ "ზომბებია" ?
* * *
ისე მაგარი იქნება ასეთ განწყობაზე ძალიან მაგარი რომ აღმოჩნდეს და ძალიან მომეწონოს biggrin.gif სასიამოვნო სურპრიზი იქნება.
მაგ იმედით ხომ არ ვიყიდო biggrin.gif

Posted by: 4L3X 23 Apr 2019, 21:30
QUOTE (FletcheR @ 23 Apr 2019, 21:27 )
მაგრამ რატო ტლოუშიც ხომ "ზომბებია" ?

TLOU-ში ზომბები არის მესამე ხარისხოვანი. მთავარი მაგ თამაშში არის ორი უცნობი ადამიანის დაახლოვება ოჯახის საყვარელი წევრების დონემდე და ასევე ზოგიერთი სხვა პერსონაჟი მაგ ტესი რომლის დაკარგვაც გვეწყინა.

Posted by: goga18a 23 Apr 2019, 21:50
4L3X
QUOTE
მთავარი მაგ თამაშში არის ორი უცნობი ადამიანის დაახლოვება ოჯახის საყვარელი წევრების დონემდე და ასევე ზოგიერთი სხვა პერსონაჟი მაგ ტესი რომლის დაკარგვაც გვეწყინა.


იდეა რომელიც ჯერ ლოგანმა და მერე GOd Of War-მა მოიპარა

Posted by: Snes 24 Apr 2019, 10:04
QUOTE (goga18a @ 23 Apr 2019, 21:50 )
4L3X
QUOTE
მთავარი მაგ თამაშში არის ორი უცნობი ადამიანის დაახლოვება ოჯახის საყვარელი წევრების დონემდე და ასევე ზოგიერთი სხვა პერსონაჟი მაგ ტესი რომლის დაკარგვაც გვეწყინა.


იდეა რომელიც ჯერ ლოგანმა და მერე GOd Of War-მა მოიპარა

ვიჩერის წიგნიც საკმაოდ წააგავს მაგ სიუჟეტს და ის კიდე უფრო ადრე იყო.

მანდაც არაა ცირი შვილი
user posted image

Posted by: norika 24 Apr 2019, 12:15
4L3X
60$-ად არა მაგრამ რომ გაიაფდება აუცილებლად შევმატებ კოლექციას, სეთინგები კარგია, დინამიური ამინდიც მოუხდა, სტორიც წავა რა, ერთადერთი ზომბების N რაოდენობა მაშინებს, არ მიყვარს უაზრო ჭახა-ჭუხი და იმედია მთელი თამაში ხოცვა ჟლეტვა არ იქნება

Posted by: FletcheR 24 Apr 2019, 14:26
დავაპრეორდერე lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Gioma771 24 Apr 2019, 17:11
QUOTE
დავაპრეორდერე

lol.gif biggrin.gif gigi.gif

QUOTE
ერთადერთი ზომბების N რაოდენობა მაშინებს, არ მიყვარს უაზრო ჭახა-ჭუხი და იმედია მთელი თამაში ხოცვა ჟლეტვა არ იქნება


ხო აი მეც ეგ ამბავი მადარდებს ცოტა. იმედია მეტ-ნაკლებად იქნება მშვიდად მოგზაურობის და exploration-ის საშუალება.

Far Cry 5 ვახსენე ზემოთ, ხოდა მაგასაც სწორედ ეგ ჰქონდა ყველაზე დიდი მინუსი, რომ პრაქტიკულად ყველგან respawning-ი იყო და წარა-მარა ვიღაცა გესროდა, მაგრამ იქ ზომბების ამხელა ბრბოები მაინც არ დაგსდევდა კაცს და თუ არ გინდოდა პერესტრელკები შეგეძლო დაგეგაზა ადგილიდან :დ პლიუს ამას თვითმფრინავები, კატერები, სხვადასხვანაირი მანქანები, კვადროციკლები და ა.შ. ამრავალფეროვნებდა გეიმფლეის. აქ კი მხოლოდ მოტოციკლეტი იქნება (როგორც ვხვდები მანქანებით ვერ ვიკატავებთ).

Posted by: 4L3X 24 Apr 2019, 17:17
FletcheR
QUOTE (FletcheR @ 24 Apr 2019, 14:26 )
დავაპრეორდერე lol.gif lol.gif lol.gif

user posted image

მოკლედ გააკეთა SONY-მ თავისი აგრესიული რეკლამით საქმე. სკეპტიკოსს პოტენციურ კლიენტს წინასწარ აყიდინა თამაში gigi.gif
საღოლ სონის მარკეტინგულ გუნდს!

Posted by: FletcheR 24 Apr 2019, 19:57
რავი სიმშვიდე მაინც და მაინც არაა კაი ესეთ სამყაროში.
ყველგან საფრთხე უნდა იყოს რაღაც დონეზე.
ბევრ ვიდეოებს არ მიყურებია იმედია ზომბების გარდა ბანდებიც იქნება.
აი როგორც ვოქინგ დედშია ეგეთი სიტუაცია მინდა იყოს.

Posted by: 4L3X 24 Apr 2019, 20:06
QUOTE (FletcheR @ 24 Apr 2019, 19:57 )
ბევრ ვიდეოებს არ მიყურებია იმედია ზომბების გარდა ბანდებიც იქნება.
აი როგორც ვოქინგ დედშია ეგეთი სიტუაცია მინდა იყოს.

კი იქნება, სულო და გულო როგორიც გინდა ისეთი. შარა გზის მეკობრეები ჩასაფრებულები რომ არიან, სხვა დასახლებებს რომ ესხმიან თავს და რესურსებს რომ აწერენ ისეთები, გიჟი რელიგიური კულტები ფრიკერებათ გადაქცევა რომ უნდათ ა.შ სამთავრობო NERO ძალებთანაც შეგიძლია საქმეების გარჩევა.

აუ შევისწავლე ეს თამაში თავიდან ბოლომდე. მეც ხომ არ დავაპრეორდერო gigi.gif


Posted by: Gioma771 24 Apr 2019, 21:09
QUOTE
რავი სიმშვიდე მაინც და მაინც არაა კაი ესეთ სამყაროში.


დაახლოებით Witcher 3-ში არსებული სიმშვიდის დონე ვიგულისხმე რა. ანუ წარა-მარა ზომბებისგან სირბილი არ უნდა მჭირდებოდეს. თუმცა როგორც გეიმფლეი ვიდეოებიდან ჩანს იქნება გარკვეული "სიწყნარე", რაც კარგია smile.gif

Posted by: FletcheR 24 Apr 2019, 23:54
4L3X
ძაან მაგარი იქნება მასე თუა.
იყიდე იყიდე biggrin.gif საცა მე ვიყიდე შენ მითუმეტეს როგორ ელოდები biggrin.gif

გადმოვწერე. 60გბ არის. 1 დღე და 8 საათი დარჩა.
მაგარი ბანძიი თემა მოყვა პრეორდერს biggrin.gif

Posted by: 4L3X 25 Apr 2019, 00:13
FletcheR
არა იყოს რევიუებს დაველოდები აგერ შენსას Gioma771 youtube-ზე გამოწერილი მაქვს არხები ვედრო მანეთად. მანამდე HZD-ს ვითამაშებ ნება-ნება, ჩემი რამიდის gigi.gif

Posted by: norika 25 Apr 2019, 09:32
Gioma771
რაღაც ადგილები მეც ვნახე სადაც ზომბები არ ჩანან და იმედის ნაპერწკლაი გამიჩნდა.
ტლოუ-ს ვაიბები მოაქვსო ყველ ამაგას ამბობს

4L3X
არ იჩქარო, ჰზდ დიდი თამაშია და თუ დაგევასა კარაგდ გაგართობს, საკმაოდ დიდი დლს-ით

Posted by: FletcheR 25 Apr 2019, 12:35
ჯერ არ გამოსულა და უკვე 1.04 პაჩს იწერს 15გბანს biggrin.gif

Posted by: norika 25 Apr 2019, 14:20
ხალხს უკვე Special edition ები აქვთ
სონი ძალიან მაგარია პიარ მარკეტინგში, იციან რა თავიანთი საქმე, დიდ ფულს ხარჯავენ მაგრამ შედეგი მოაქვს რა

user posted image

Posted by: 4L3X 25 Apr 2019, 15:50
ივნისში გამოუშვებენ DLC-ის სადაც იქნება სირთულის ახალი დონე Survival რომელში არ იქნება Fast Travel, არ იქნება ე.წ Survival Vision, არ იქნება HUD, რუკა და ყველა ინდიკატორიც გაქრება. სამაგიეროთ იქნება შეჯიბრები, Bike, Hoard და Combat. ასევე დაემატება მოტოციკლეტის ახალი სკინები.

https://www.ign.com/articles/2019/04/24/days-gone-free-dlc-confirmed-new-difficulty-mode-coming-in-june

Posted by: Snes 25 Apr 2019, 17:28
იმდენად სტანდარტული ოპენ ვორლდია რო რამე სიუჟეტი თუ არ ექნა განსაკუთრებული ძაან მოსაწყენი იქნება.

Posted by: FletcheR 25 Apr 2019, 17:38
https://www.metacritic.com/game/playstation-4/days-gone

ვერაა კარგი შეფასებები biggrin.gif

Posted by: Gioma771 25 Apr 2019, 17:46
QUOTE
ვერაა კარგი შეფასებები


კრიტიკოსებს არ უნდა ენდო. მთავარია იუზერები (ანუ ხალხი) რას დაწერს. ხანდახან კრიტიკოსების და ხალხის აზრი ერთმანეთს არ ემთხვევა (ნუ ძირითადად იმ გაგებით, რომ კრიტიკოსები აქებენ თამაშს და ხალხი აჯვამს, ხოდა იმედია ამ შემთხვევაში პირიქით იქნება :დ ).

აი მაგალითად Kingdom Come: Deliverance-ს 76 აქვს კრიტიკოსების საშუალო შეფასება, ხოლო ხალხისგან 8.1 - ამ შემთხვევაში ჩემი აზრით ხალხი უფრო სწორია, იმიტომ რომ ნამდვილად დიდებული თამაშია.

ხოდა იმედია Days Gone-ის შემთხვევაც ანალოგიური გამოდგება.

Posted by: FletcheR 25 Apr 2019, 18:18
Gioma771
ვნახოთ 14 საათი დარჩა.
მარა ხვალ არ მეცლება სათამაშოდ. ზეგ ვნახავ

Posted by: Faulkner 25 Apr 2019, 18:47
QUOTE
Kingdom Come: Deliverance

QUOTE
იმიტომ რომ ნამდვილად დიდებული თამაშია

biggrin.gif biggrin.gif


მიაჯვეს როგორც მოსალოდნელი იყო. TLOU 2 ვერ შედგა. უფრო ჯასთ ქაუსია ზომბებით.


Posted by: Levson 25 Apr 2019, 19:16
არც არავინ ელოდა მგონი შედევრს. Band Studio-ს წინა წლის პროექტებს რომ გადახედო სავსებით ლოგიკური შეფასებებია. 2009 წლიდან ვიტაზე გამოუშვეს მარტო 2 ექსკლუზივი. როგორც ადრე დავწერე ერთხელ დასახურად გამოდგება. ნუ ახლა კრიტიკოსებს ყოველთვის რომ არ დაეჯერებათ ეგეც ცნობილი ფაქტია.

Posted by: Faulkner 25 Apr 2019, 19:21
Levson
QUOTE
არც არავინ ელოდა მგონი შედევრს

ელოდნენ რომელია. პირველი ტრეილერი დაიდო თუ არა, რაღაც სასწაული იქნება, ტლოუ მიყენდებაო.


სერიოზული ნამუშევრები ქონიათ. ეტყობა სხვა ლეველზე გადაწყვიტეს გასვლა.

Posted by: Gioma771 25 Apr 2019, 19:26
Faulkner

ნუ ჩემთვის არის დიდებული თამაში Kingdom Come-ი, უკვე ლამის ერთი თვეა ვუბერავ და ჯერ არ მომბეზრებია. ვისთვის როგორ, მაგრამ ზოგადად ხალხს მოეწონა და როგორც მახსოვს მილიონზე მეტი კოპია გაიყიდა, რაც დამოუკიდებელი, ინდი სტუდიისთვის უდიდესი მიღწევაა.

Posted by: Faulkner 25 Apr 2019, 19:35
Gioma771
QUOTE
ნუ ჩემთვის არის დიდებული თამაში Kingdom Come-ი

2006 წელს გამოსული ობლივიონის ერთი კვესტი რო ჯობია მთელ მაგ პადვლის ფირმის ნატანჯს. დრაგონ ეიჯი, მას ეფექტი, ვიჩერი, ფოლაუთი, სტალკერი, თან რომელ წლებში და 2018-ში დელივერანსი, წადი სადღაც ტრაკში და მომიტანე ესა და ეს, ამას რო ვერ გაცდნენ. ეგეთი ერპეგეები ვედრო ლარათ.

Posted by: 4L3X 25 Apr 2019, 19:36
QUOTE (Faulkner @ 25 Apr 2019, 18:47 )

აუ დააუთოვეს

ესენი უფრო შენმდობები არიან


Posted by: Gioma771 25 Apr 2019, 19:40
QUOTE
2006 წელს გამოსული ობლივიონის ერთი კვესტი რო ჯობია მთელ მაგ პადვლის ფირმის ნატანჯს. დრაგონ ეიჯი, მას ეფექტი, ვიჩერი, ფოლაუთი, სტალკერი, თან რომელ წლებში და 2018-ში დელივერანსი, წადი სადღაც ტრაკში და მომიტანე ესა და ეს, ამას რო ვერ გაცდნენ. ეგეთი ერპეგეები ვედრო ლარათ.



მასე ჩემთვის პირველ და მეორე გოთიკაზე დიდი RPG არ არსებობს. გემოვნების ამბავია.

Kingdom Come-ში კარგი და ორიგინალური კვესტებიც არის, თან მე ის მომწონს რომ საკმაოდ რთულია და ბევრი წვალება გჭირდება განვითარებისთვის, ფულის შოვნისთვის და ა.შ. პლიუს survival-ის ელემენტებიცაა, ორიგინალური კომბატის მექანიკა და ა.შ.

პ.ს. სტალკერი საერთოდ არაა RPG (თუ RPG-ებზე წავიდა საუბარი) და ისედაც არც მომწონს, პირველი ძლივს დავხურე უკვე ისე მოსაბეზრებლად მომეჩვენა ბოლოსკენ, სხვა ნაწილები არც მიცდია smile.gif)


Posted by: goga18a 25 Apr 2019, 20:59
World War Z-მ ამ თამაშის სიგნატურა ზომბების ბრბო ბევრად უკეთესად გაააკეთა
მაგის გარდა რა არის ამ თამაშში ისე განსაკუთრებული?? არაფერი

Posted by: Snes 25 Apr 2019, 22:04
გრაფიკა და გარემო ძალიან მომეწონა არ ველოდი თუ ასეთი კარგი იქნებოდა.

Posted by: სნუპ დოგი 26 Apr 2019, 01:48
Snes
იყიდე უკვე? დაწერე ყველაფერი დეტალურად. გიომამ შეგვპირდა დავწერ როგორი თამაში იქნებაო biggrin.gif

Posted by: Gioma771 26 Apr 2019, 02:20
QUOTE
იყიდე უკვე? დაწერე ყველაფერი დეტალურად. გიომამ შეგვპირდა დავწერ როგორი თამაში იქნებაო


მე ჯერ არ მიყიდია. იმიტომ რომ როგორც ზემოთ დავწერე Kingdom Come: Deliverance-ს ვთამაშობ ჯერ და როგორც ჩანს კიდე ერთი ორი კვირა მოვუნდები smile.gif)

Posted by: Temo1234 26 Apr 2019, 05:01
ერთი მაგ ign-ის რევიუებს რო დებთ,ან მაგ ვიდეოს კომენტარებს გადახედეთ ან ლაიქ/დისლაიქებს
ზოგადად ლიბერალურ არხებს არ უნდა ენდოთ

წარმოიდგინეთ კინგდომ ქამი იმიტო გააკრიტიკეს რო შავკანიანი პერსონაჟები არ იყვნენ

Posted by: FletcheR 26 Apr 2019, 09:08
აბაა. ითამაშეთ ვინმემ ?
მე ღამემდე ვერ მოვახერხებ თამაშს. ხვალ დავწერ შთაბეჭდილებებს.
* * *
საშუალო დონის იგრაა ჩემი აზრით. არაფერი განსაკუთრებული.

Posted by: Snes 26 Apr 2019, 10:02
სნუპ დოგი
არც მე არ მიყიდია მაგის ფული ჯერ არ მაქ მარა ვიდეოები ხო დაიდო იქედან ვთქვი

Posted by: Gioma771 26 Apr 2019, 14:13
ამ მომენტისთვის ხალხის შეფასება.
user posted image

ძირითადი უკმაყოფილება გრძელი cutscene-ებით (ეს სასაცილო არგუმენტია), framerate-ის დროდადრო დაცემით და მონოტონური, ერთგვაროვანი გეიმფლეით არის განპირობებული.

დადებით მხარეებად კი კარგ გრაფიკას, ლამაზ სამაყაროს და საინტერესო სიუჟეტს ასახელებენ (თუმცა ზოგის აზრით სიუჟეტიც მონოტონურია).


Posted by: FletcheR 27 Apr 2019, 13:36
ვითამაშე. ერთი შეხედვით ნორმალურია.
გრაფიკას არაფერი დაეწუნება. ამინდი მაგრად ასწორებს წვიმა ქარი მაგრადაა. საუნდი მომეწონა. ჩხუბი და სროლა საკაიფოა. ბაიკის ფიზიკაც ნორმალურია.
სთორიზე ჯერ ვერ ვიტყვი ვერაფერს.

ცოტა სქრინები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


მიუხედავათ იმისა რომ სამყარო ძალიან მაგრადაა გაკეთებული, მგონია რო ცარიელი იქნება და მოსაწყენი.

გრძელი ქათსცენების რა გითხრათ, ჩემთვის პლიუსი უფროა biggrin.gif
მაგრამ ლოუდინგ სქრინებია ბევრი. და არც თუ ისე პატარები.

Posted by: Gioma771 27 Apr 2019, 14:19
FletcheR

კარგი სქრინებია yes.gif up.gif

7.6-მდე ავიდა ხალხის შეფასება მეტაკრიტიკზე. ეტყობა მხოლოდ Xbox-ის ან/და მხოლოდ PC-ის მფლობელებმაც იაქტიურეს ნეგატიური შეფასებებით თავიდან smile.gif))

Posted by: 4L3X 28 Apr 2019, 11:29


მოკლედ ყველაფრიდან რაც ვნახე და მოვისმინე დამრჩა აზრი რომ ახალი Horizon Zero Dawn არის ეს თამაში. მინუს რობოტები პლიუს ზომბები.
ამას ვიყიდი მერე ერთ ნახევარ წელიწადში. Open world თამაში რომ მომენატრება და ფასი რომ დაიკლებს. მეტაკრტიკაზე 7.7 გახდა რეიტინგი.

Posted by: MOLA 28 Apr 2019, 15:16
რაში გადამაყრევინა სონიმ 60 მარადმწვანე sad.gif

ძაან სუსტი თამაშია ... არც ნორმალური სიუჟერტი არც ნორმალური ეფექტერბი...

იტოკში ძაან იმედგაცრუებული ვარ ... ნაუთი დოგის გარდა არავის არ უნდა გააკეთებინო ექწსკლუზივი რააა

Posted by: FletcheR 28 Apr 2019, 15:29
MOLA
მე კიდე მომწონს biggrin.gif
რთულზე მაქ ჩართული და სულ დაძაბული ვარ. 2 ზე მეტი ფრიკერი თუა უკვე პიზდეცია უნდა გაიქცე biggrin.gif
თან ჭკვიანებიც არიან.
ეხა სურვივალ მოუდი უნდა დაამატონ ეგ ვაფშე გაასწორებს.
სხვა რა სიუჟეტს ელოდი პოსტპოკალიპსურ თამაშში ზომბებზე. სერიალ ვოქინგ დედის პონტია biggrin.gif

მეტი ცოცხალი გარემო. მეტი ქრაფტი ძალიან მაგარი გამოვიდოდა. ეხა ცოტა რეპეტეტივი და ბორინგია. იმის სტიმული არაა რო სამყარო გამოიკვლიო. არადა მაგრი გარემოა.

Posted by: MOLA 28 Apr 2019, 15:34
FletcheR
პირველ რიგში ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ერთხელ უკვე ნანახი მაქწვს ეს თამაში სადღაც ... ძალიან ბევრი ელემენტია აღებული ლასთ ოფ ასიდან.

მისიები არის ერთნაირი ... წაიღე მოიტანე წაიღე მოიტანე...


კომბატის ენჯინი არის დაახლოებით სონი 3 ის დონეზე... ანჩარტედის მეორე ნაწილს გაცილებით უკეთესი კონტროლები ქონდა.


მოტოები რომ არ მევასებოდეს ერთი საათი ვრ ვითამაშებდი ამ თამაშს გადაბმულად biggrin.gif



მარა ვნახოთ იქნებ და მეორე სუნთქვა გამეხსნას და შემიყვარდეს biggrin.gif რაშიც ეჭვი მეპარება მარა მაინც biggrin.gif



ა ჰო კიდევ ერთი ...

მემგონი მთავარი გმირი გეია. დაჭრილი ცოლი მიატოვა და გაკაწრული ძმაკაცთან ერთად დარჩა biggrin.gif

Posted by: 4L3X 28 Apr 2019, 15:52
QUOTE (MOLA @ 28 Apr 2019, 15:34 )
მემგონი მთავარი გმირი გეია. დაჭრილი ცოლი მიატოვა და გაკაწრული ძმაკაცთან ერთად დარჩა biggrin.gif

Bros before hoes ქვია მაგას. ძმაკაცობის დევიზად და ეტალონად ითვლება.

Posted by: სნუპ დოგი 28 Apr 2019, 16:01
საერთოდ რატომ უსმენთ ან კითხულობთ ვიღაცის გარჩევებს და შეფასებებს? თუ ყიდვა გინდათ იყიდეთ და თქვენ თვითონ შეაფასებთ.

Posted by: ჩოვიჩა 28 Apr 2019, 19:05
სნუპ დოგი
ეგ არა რაციონალურია. ხშირად თრეილერს წარმოგიდგენენ ისეთს, რომ იტყვი "ვააა" მოლოდინი დიდი გექნება, თამაშის შემდეგ იმედგაცრუებული დარჩები, როგორც ბევრი დარჩა იმედგაცრუებული მაგალითად Watch dogs-ის შემთხვევაში და კიდე Sekiro იყიდა თავიდან ბევრმა იუთუბი კი წაიღო კრიტიკის ქარ-ცეცხლმა, ბევრი გადარეული დარჩა რაში მივეცი ფულიო. შენ დაუშვებ შეცდომას არა გასაკვირი, არ დაგმართნია მასე, თან სონიბოი ხარ ანუ ჯანსაღი მსჯელობა წართმეული გაქ. ცხვირწინ გაქ ცოცხალი მაგალითი, ბატონ MOLA-ს შემთხვევა და კითხულობ რატომ უნდა მივაქციო ყურადღება ვიღაცების შეფასებას და განხილვასო, არ მიაქცევ და დაგემართება მასავით.

Posted by: სნუპ დოგი 28 Apr 2019, 19:44
ჩოვიჩა
კაი რა მაგალითად days gone ამ თამაშს დიდი მოლოდინებით არ ელოდნენ მაგრამ მაინც იუთუბზე სლე საიტების რევიუებს უსმენთ. თამაშის შეფასებას თუ მოუსმენთ რაღაცა დაგაფიქრებთ რომ არ იყიდოთ და აქ შეცდეთ შეიძლება. ჯობია იყიდოთ და ნახოთ მოგეწონებათ თუ არა. მოგება და წაგება ძმებიაო ისეა ესეც რა.

თან ყველა გამოსულ თამაშს აკრიტიკებენ რაღაცა მიზეზს უძებნიან და მაგ ლოგიკით არ უნდა იყიდო თამაში. აგერ God Of War ს და Gta5 ს და Red Dead Redemption 2 საც აკრიტიკებდნენ.

პ.ს. watch dogs ის შემთხვევაში არ უნდა გქონოდა დიდი იმედები რადგან უბისოფტი საღორეთია იცი შენ. ყველა წელს უშვებენ თამაშებს რომლებიც ერთმანეთზე უარესი ნაგავია.

სონი ბოი რა მაქვს მიზეზი რო გავაფანატო სონი biggrin.gif


ისე გაკვირდებით და ძაან კრიტიკულები ხართ. თუ გაგიცრუათ იმედები Days Gone მ ადექით და მოტოთი ათვალიერეთ ქალაქი თან რამხელა მაპია :დდდ

Posted by: MOLA 28 Apr 2019, 20:32
QUOTE
ადექით და მოტოთი ათვალიერეთ

მაგისთვის მოტოს სიმულატორს ვიყიდდი და არა ამ თამაშს. მოტო თამაშის შემადგენელი კომპონენტრი უნდა იყოს და არა თამაშის მთავარი ფიშკა

Posted by: სნუპ დოგი 28 Apr 2019, 20:48
MOLA
მოტო სიმულატორში ვერაფერს დაათვალიერებ smile.gif მხოლოდ რბოლა მოგიწევს.


ამხელა მაპში კი ნახავ გასართობს.

Posted by: MOLA 28 Apr 2019, 22:31
სნუპ დოგი

კარგია ოპტიმისტურად რომ ხარ განწყობილი მარა ითამაშე თუ თრეილერის მიხედვით იძახი რომ რაღაცეები შეგიძლია დათვალიერო და გაერთო ?

Posted by: FletcheR 28 Apr 2019, 22:43
QUOTE
ამხელა მაპში კი ნახავ გასართობს.

რამხელა მაფში ? ჰორიზონზე ორჯერ პატარაა. და იქაც უფრო მეტი აქტივობა იყო ვიდრე აქ. ჰორიზონის სამყარო რო უსიცოცხლოა ხო ცნობილი ფაქტია. და ეს უარესია biggrin.gif

MOLA
თამაში კი არა პს4იც არ აქვს.

ძალიან არა რესფონსივი თამაშია ? შენც ატყობ ?
ცუდი მართვა აქვს ყველაფერს. თითქოს ნაუზე ვთამაშობ ისეთი დილეია.

და კიდე ყველაფერი გაქვავებულია. რაღა ხის ღობეს დაეჯახო და რაღა კლდეს biggrin.gif
ფანარზე არ იკაიფე ? მაგიურად რო ანათებს არსაიდან biggrin.gif

მოკლედ ტექნიკურად ერთი 5-7 წლით უკანაა.

Posted by: MOLA 28 Apr 2019, 23:11
QUOTE
MOLA
ძალიან არა რესფონსივი თამაშია ? შენც ატყობ ?
ცუდი მართვა აქვს ყველაფერს. თითქოს ნაუზე ვთამაშობ ისეთი დილეია.


რაღაცნაირი მოუხერხებელია ... აი თითქოს დეველოპერებს დაეზარათ და ბოლომდე არ მიიყვანესო


QUOTE
და კიდე ყველაფერი გაქვავებულია.

ნუ ეგ ხო ..


მე კიდევ იმას დავაკვირდი რომ ფრიკები / ზომბები ცოცხალ ადამიანებზე ჭკვიანები არიან ...


რაღაცნაირი თამაშIა რა ... აი ვციდლობ რომ მოვიწონო და ვერ ვიწონებ biggrin.gif
* * *
QUOTE
ფანარზე არ იკაიფე ? მაგიურად რო ანათებს არსაიდან biggrin.gif

biggrin.gif ეგ საერთოდ პრიკოლოა. ბევრი ეგეთი დეტალი აქვთ გაპარული. კსტაწი ეხა მოვიდა 10გბ იანი აფდეითი და ერთი უნდა ვნახო რა გაასწორეს ... ბაგებით იყო გატენილი

Posted by: FletcheR 28 Apr 2019, 23:25
MOLA
QUOTE
მე კიდევ იმას დავაკვირდი რომ ფრიკები / ზომბები ცოცხალ ადამიანებზე ჭკვიანები არიან ...

მასეა.
ტიპები ტყვიებს იცილებენ და მელეს დროს აკრობატულ ილეთებს აკეთებენ biggrin.gif და ძალიან რთულად კვდებიან. რთულზე მაქ ჩართული და ჯობია თავი აარიდო.
სტელსიც რთულია. არაპროგნოზირებადები არიან.
და მომწონს მთლიანობაში ამ თამაშის "ზომბები"

ადამიანები ძაან ტუპოები არიან.
* * *
QUOTE
რა გაასწორეს

არაფერი biggrin.gif

General Fixes
· A fix for a streaming issue in a certain locations

Crash Fixes
· Fixed a bug where some players experienced a crash when booting up the game

სულ ესაა.

Posted by: MOLA 28 Apr 2019, 23:38
ა კიდე ის დამავიწყდა ... მოტოციკლი ბენზინს წვავს კამაზივით biggrin.gif


Posted by: FletcheR 28 Apr 2019, 23:45
MOLA
კი მარა იმდენად პატარა მაფია და იმდენად ხშირია ბენზინი არ გაწუხებს.
ნუ გაწუხებს იმ კუთხით რო ხშირად გიწევს ჩასხმა თორე ვაი ბენზინი თავდება და რო ვერ ვიშოვო ეგეთი თემა არაა.

ესეთ სამყაროში ბენზინი და ტყვია ყველაზე რთული საშოვნელი უნდა იყოს. აქ ეგრე არაა.

ბენზინის საშოვნელადაც კი არ გიწევს ადგილები გამოიკვლიო გზად. გზაზევე ყრია.

Posted by: სნუპ დოგი 29 Apr 2019, 01:05
ისე ბენზინის ჩასხმა ასწორებს. უფრო რეალურია.
+++ რთულზე ითამაშეთ. ზომბები მგონი ყველაზე კარგია ამ თამაშში.
MOLA
იუთუბიდან რაც ვნახე არაა ცუდი.


FletcheR
სულ ეგ უნდა წერო რომ პს4 არ მაქვს?


აუ ძაან თესლი თამაში ჩანს როდის მეღირსება პს4 user.gif

Posted by: Gioma771 29 Apr 2019, 09:04
QUOTE
ჰორიზონის სამყარო რო უსიცოცხლოა ხო ცნობილი ფაქტია. და ეს უარესია


Holy fucking shit! sad.gif

HZR ჩემთვის საშუალო დონის ცოტა მონოტონური (მაგრამ ასატანად მონოტონური) თამაში იყო და სამყაროს შედარებითი სიცარიელე ერთ-ერთი ამისი განმაპირობებელი ფაქტორი იყო და ეს თუ კიდე იმაზე ცარიელი სამყაროა... ვერ ყოფილა ეგ მთლად კაი ამბავი...

Posted by: FletcheR 29 Apr 2019, 09:19
Gioma771
ცარიელი რა. ოხრად ზომბები არიან biggrin.gif

პროსტა გასაკეთებელი არაფერია.

რესურსების გამოც კი არ გიწევს სამყაროს გამოკვლევა იმდენად უმნიშვნელოა.

თუმცა ძაან მაგარ ადგილებს გადაეყრები.
* * *
ეხა სონისმ რომ ინამუსოს და რამოდენიმე უფასო დამატება გამოუშვან მეტი კრაფტი მეტი აქტივობა კარგი იქნება.

Posted by: Ambitious_Person 29 Apr 2019, 10:17
რა მდიდარ სამყაროს ეძებდით ამ ზომბების თამაშში



მაშინ არაბუნებრივი იქნებოდა, თუნდაც სოფლების არსებობა დასახლებული ხალხით
ან სხვა რა აქტივობები უნდა იყოს? რბოლა ზომბებთან ერთად თუ სადილი ? მეტრო, ტანსაცლის მაღაზია და ა.შ biggrin.gif

Posted by: FletcheR 29 Apr 2019, 10:52
Ambitious_Person
რაღაც სტიმული უნდა გქონდეს რომ სამყარო გამოიკვლიო. მინიმუმ მეტი კრაფტი არის საჭირო. მეტი სურვაივალი.

უფრო საინტერესო მიდგომა ზომბების ბრბოებთან. მეტი გარემოს გამოყენება მათ წინააღმდეგ. მაგალითად ხიდების ჩანგრევა, მასიური აფეთქებები, ლოდები და ა.შ
იძლევა სამყარო ამის საშუალებას. მარა რაზეა ლაპარაკი როცა ხის ღობეც კი არ იმტვრევა. და მაგიური ფანარი დაგდევს ციცინათელასავით biggrin.gif
მეტი იარაღი და მათი მოპოვების საშუალებები.
მეტი რეალიზმი, გინდაც პერსონაჟის კასტომიზაცია. რდრ2ის დონე რა ცუდი იქნებოდა ? მითუმეტეს ესეთი მაგარი დინამიური ამინდი აქვთ გაკეთებული. ვაჭრობა დასახლებებს შორის. ნადირობა. ბანაკის მოწყობა.
ათასი რაღაცა შეიძლება.
* * *
QUOTE
მაშინ არაბუნებრივი იქნებოდა, თუნდაც სოფლების არსებობა დასახლებული ხალხით

და ხალხი არ არსებობს, არ ცხოვრობენ ?
ყველა პოსტ აპოკალიფსურ თამაშში, ფილმში თუ სერიალშია დასახლებები.
აქაც არის მაგრამ ძალიან პრიმიტიული. უსიცოცხლო.

Posted by: Gioma771 29 Apr 2019, 12:30
FletcheR

გეთანხმები ყველაფერში. ზომბი აპოკალიფსი სულაც არ გამორიცხავს ამ აქტივობებს.

Posted by: norika 29 Apr 2019, 22:55
პირველივე თიზერის შემდეგ ვთქვი რომ სონის ექსკლუზივებში ეს თამაში ყველაზე "სუსტი" იქნებოდა. დიდი ალბათობით ჩემ თვალში ამ სტატუსს ვერ მოიშორებს მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სონი გაბანძდა, ხარისხს უკლო, ბიუჯეტი შემოაკლდა და ა.შ.

ღია სამყარო და მილიონი ზომბის გარემოცვაში ბაიკით მოგზაურობა თავიდან ვერ აღვიქვი საჩემოდ მაგრამ ბოლო ტრეილერებით, გეიმფლეით, სეთინგებით და დინამიური ამინდით ცოტა იმედი მომეცა და რევიუებს საშუალებას არ მივცემ ეს იმედი უთამაშებლად ჩამიკლან.

პირველ რიგში რევიუებზე მინდა ვთქვა, რომ გაცილებით მეტ შეფასებას იმსახურებს ვიდრე აიღო. ნუ ეს არ არის ის ექსკლუზივი რის გამოც ხალხს კონსოლის ყიდვის მუღამი მოუვა მაგრამ ისეთი ცუდიც არაა როგორც რევიუებში იწერება. 2 უცხოელი გეიმერი მეგობარი მყავს და მათი შეფასებები "გავლენიანი" გამოცემების რევიუებზე მეტად ფასობს ჩემთვის, არც ფან Boy-ები არიან რომელიმე პლატფორმის და არც თამაშები აკლიათ, ყველა თამაში პრე-ორდერზე აქვთ თან საკოლექციო ვერსიები და ზოგიერთი მათგანი რელიზამდეც კი! ჰოდა მათ სიტყვას ბრმად ვენდობი, აი რა მოიწერეს ბევრი რომ აღარ გავაგრძელო:

"The Review scores are little bewildering to be honest. Days Gone is easily a solid 8/10 if not higher"

"After 50+ hours of game time. I can safely say Days Gone is my favourite game of 2019 so far !"


ჰოდა ვისაც პრე-ორდერი გაქვთ ან ფიქრობდით და რევიუების გამო ჭოჭმანობთ უკან არ დაიხიოთ, მთავარია ჩვენ მოგვეწონოს და ვისიამოვნოთ, რევიუები ყოველთვის არ ასახავს სინამდვილეს. კარგად თუ დავუკვირდებით ბევრი სისულელეც კი იწერება ხოლმე.

P.S. საკოლექციო ვერსიები ისეთი ლამაზი და გემრიელი გამოდის რომ ძაან რთულია მათი შეგროვების მუღამი არ გაგიჩნდეს

ტლოუს მართლა ჰგავს? მოაქვს ვაიბები?

Posted by: FletcheR 29 Apr 2019, 23:28
norika
QUOTE
რევიუებზე მინდა ვთქვა, რომ გაცილებით მეტ შეფასებას იმსახურებს ვიდრე აიღო.

კარგად ხო იცი რო არც ჰეითერი ვარ და არც ფანბოი.
ძალიან მინდოდა რო 1-1 საუკეთესო ექსკლუზივი გამოსულიყო და ქონდა პოტენციალი.
არავის რევიუ არ მაინტერესებს არც წამიკითხავს და პრე ორდერიც გავაკეთე.
1 რევიუ კი გამოვიდა ჩემი და MOLA-ს პოსტებით.
სადღაც 7.0-7.5-ს იმსახურებს ჩემგან.
ისიც იმიტო რო გარემო მომწონს. და ფრიკერები - "ზომბები"
წეღან ბაიკით მივდიოდი და ისეთი შემომახტა ერთი გადმომაგდო biggrin.gif
მიტოვებულ ბაიკს რო ნაწილებათ გიშლის ვიღაც დაბრუნებისას ეგეც კარგია biggrin.gif
არი რა რაღაც მომენტებში გამონათებები.
QUOTE
ტლოუს მართლა ჰგავს? მოაქვს ვაიბები?

ცოტა. ალბათ უფრო გარემოთი. და პატარ პატარა ელემენტებით.

Posted by: norika 30 Apr 2019, 00:54
FletcheR
გადავხედავ მაგ პოსტებს ხვალ და მერე დავსვავ დამატებით შეკითხვებს, მზად იყავით biggrin.gif , არ მეცალა ეს დღეები
შენი აზრი რომ მაინტერესებს მაგიტომ ვკითხულობ თორემ სავსეა ინტერნეტი
ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს , ეს ზომბები 24/7-ზე დაგდევენ თუ ხარ შედარებით "წყნარად" და ექსპლორაციის მაგვარი არის რამე

Posted by: FletcheR 30 Apr 2019, 01:05
norika
QUOTE
ეს ზომბები 24/7-ზე დაგდევენ თუ ხარ შედარებით "წყნარად"

სიმართლე გითხრა მშვიდად არც ერთ ლოკაციაზე არ ვყოფილვარ ჯერჯერობით biggrin.gif
QUOTE
ექსპლორაციის მაგვარი არის რამე

არანაირი ინტერესი არ არსებობს ექსპლორაციის და არც საჭიროება. ეგაა ყველაზე ცუდი.
ერთადერთი ექსფლორაცია რამაც მაიძულა საიდ მისიებია სადაც ფიკერების ბუნაგები უნდა დაწვა, რასაც წყნარად ვერ იზავ თავისთავად biggrin.gif

ერთ პატარა მიტოვებულ ქალაქს გადავაწყდი და ყველა კარები დაკეტილი იყო. დიდი ეკლესიაც რამაც დამაინტერესა. მე დებილი ვეძებდი რაღაც საიდუმლოს თუ როგორ შემეღწია და რამე პატარა ისტორიას.
თურმე რომელიღაც მთავარ მისიითვისაა "დარეზერვებული"
აბა მითხარი ეხა რა ექსპლორაცია როცა თამაში არ მაძლევს ამის საშუალებას.

Posted by: norika 30 Apr 2019, 01:12
FletcheR
ეგ ძალიან ცუდი რაღაც მითხარი ეხლა, მაგის ხათრით ვთამაშობ ოფენ ვორლდებს, 150 სთ მაგან გამაძლებინა ჰზდ-ში რომ რაღაც დოზით არის ბუნკერები სადაც ცოტა ხნით მარტო ხარ, 1 დიდი მინუსი ეგ იქნება მაშინ. მე მიყვარს წყნარად რომ ხარ და ათვალიერებ ყველა კუთხე კუნჭულს, დასახოცი უნდა დაიხოცოს და მერე ექსპლორაცია

საიდ ქვესტებში მაინც იყოს რამე, იმედია შენ გამოგრჩა რამე ან ჯერ ცოტა ითამაშე და ყველაფერი წინაა tongue.gif

Posted by: სნუპ დოგი 30 Apr 2019, 01:17
ნუ უსმენთ რევიუებს ნუ! ანუ რა გამოდის ბოლომდე რო გაასწორონ მიწასთან ეს თამაში აღარ უნდა იყიდოთ? ვიღაცა სლე ტიპი აჯვამს თამაშს რატო უნდა მიაქციო ყურადღება.

Warning:
ბანი

Posted by: FletcheR 30 Apr 2019, 01:21
norika
QUOTE
საიდ ქვესტებში მაინც იყოს რამე,

ვნახოთ. ჯერჯერობით კურიერი ვარ biggrin.gif
QUOTE
იმედია შენ გამოგრჩა რამე ან ჯერ ცოტა ითამაშე და ყველაფერი წინაა

პლატინას დავდებ ! უმარტივესია.
თუ არ მომბეზრდა მანამ biggrin.gif

Posted by: MOLA 30 Apr 2019, 02:57
რაზე ვკამათობთ მამენტ. ეს რო არ იყოს სონის ექსკლუზივი მშვენიერი გასართობია თავის ჟანრში... მარა სტატუსი არ შეეესაბამება ხარისხს. კიდევ ვიმეორებ ჩემ აზრს :

1)მექანიკა და ფიზიკა მოძველებული.
2)სამყარო სტატიკური ... კარდონის ღობეს ეჯახები თუ ვაგონს ეფექტი ერთი და იგივეა ...
3)რაღაცნაირად ზომბები გაცილებით ჭკვიანები არიანმ ვიდრე ადამიანები.
4)მისიები ერთფეროვანი (წაიღე მოიტანე დაწვი)
5)სთორილაინი რაღაც უცნარად არის აწყობილი ... (ერთმენეთთან ლოგიკურად არ არის გადაბმული და ერთიან შთაბეჭდილებას არ ქმნის)
6)სადღაც 80 % ს რომ მიუახლოვდები მერე იხსნება კარგი იარაღები მანამდე რაღაც მეორე მსოფლიო ომის ვეშებით დარბიხარ ( ნუ ცოტა ვუტრირებ მარა მაინც)
7)მისიებზე აქეთ იქით სირბილი ქმნის შთაბეჭდილებას რომ დეველოპერები კონტენტის კი არა უაზრო კატაობის ხარჯზე ზრდიდნენ გასვლის დროს
8)ძააან ტვინს ღლის გაუთავებელი ლაპარაკი მეორე პერსონაჟთან რადიოთი ... ტიპი ტუალეტში რომ გადის იმასაც ძმას უთანხმებს და ეს ყველაფერი ხდება რადიო კავშირით


კარგი არის :
1)მოტოციკლით კატაობა და მასთან დაკავშირებული ამბები ( ფუჭდება, ბენზიინი გელევა, მოდიფიკაციებს უკეთებ და ა.შ
2)ბევრი ქათ სცენები ( თუ არ ვცდები სადღაც 5+ საათია ჯამში ქათსცენა) რაც მამენტ მე ალიან მომწონს ხოლმე თამაშებში



გართობა ვისაც უნდა გაერთობა...


მარა ამ შეფასებებზე დიდ გავლენას ახდენს ის რომ ნათამაშები გვაქვს ანჩართედი, გოდ ოფ ვორი, ლასთ ოფ ასი ა.შ

ეს და სპაიდერმენი ალბათ ყველაზე სუსტია ექსკლუზივებს შორის

Posted by: norika 30 Apr 2019, 09:53
FletcheR
არ მოიბეზრო, დადე აუცილებლად, მაგარი მუღამი აქვს პლატინის დადებას ბავშვივით მიხარია ხოლმე
ვნახე შენი სქრინები და ტექსტურები არ მომეწონა, ჩემთვის მნიშვნელოვანია რადგან მიყვარს სუბტიტრები, ყველა თამაშში ON-ზე მაქვს მოპტიჩკული
გადავხედე პოსტებს და მთავარ მინუსად ისევ და ისევ ექსპლორაციის არ არსებობაა ჩემთვის. ძალიან კარგი გამოსავალი თქვი, უფასო კონტენტები მაგრამ ეს სონია და უფასოდ გამორიცხული მგონი ეგ, მოსაწონი იყოს და გადაიხდის ხალხი ფულს

MOLA
მართალი ხარ, მაგ გემრიელმა ექსკლუზივებმა სტავკა აწიეს. ანჩები, ტლოუ, გოვ რომ არა ასეთი კრიტიკა არ იქნებოდა, მეტს ველოდით, მიუხედავად იმისა რომ ბომბა ექსკლუზივის მოლოდინი არავის არ ჰქონდა ამ თამაშისგან

user posted image

Posted by: ჩოვიჩა 30 Apr 2019, 11:25
FletcheR
ხო, კიდე ჩაეგდოთ რომელიმე დასახლებაში ნიგანისნაირი ნაბოზვარი როჟა და პიზდეცი თამაში გამოვიდოდა biggrin.gif მინიმუმ 10 დოლარის მიცემა ღირს მაინც ალბათ, მე მეტს არ გადავიხდი მაგაში.

Posted by: Luka211 30 Apr 2019, 12:21
PS PLUS FREE ში რო იქნება მერე დავითრევ lol.gif lol.gif

Posted by: Gioma771 30 Apr 2019, 14:07
იმედია მომავალში რამე "შემავსებელ" DLC-ებს დაამატებენ, რომლებშიც უფრო მეტი ექსპლორაციის, დასახლების შექმნის/აღდგენის (როგორც Kingdom Come: Deliverance-შია პრიბისლავიცის ამბავი), მეტი კრაფტინგის და ა.შ. საშუალებები გაჩნდება. თორემ რასაც თქვენგან ვისმენ აი ძალიან ჯენერიკული რამის შთაბეჭდილებას ტოვებს ეს თამაში და $60-ის გადახდა ნაღდად არ ღირს ამაში.

რომ იყოს PC-ზე, მაშინ სეილზე $15-20 კიდევ არ დაგენანება კაცს, მაგრამ ასეთ უშინაარსო თამაშში ამდენის გადაყრა... რა ვიცი რა ვიცი. მოტოციკლეტებით GTA 5-ში წავალ და ვიკატავებ რაღა ამაში ვიხადო ამდენი ფული? :დ

Posted by: FletcheR 2 May 2019, 10:55
უი რუკის რაღაც ნაწილი გაიხსნა. +1 საკმაოდ დიდი დასახლებაც გაიჩითა.
სულ ის არ ყოფილა რაც მეგონა biggrin.gif
მარა მაინც პატარაა ჰორიზონზე.

სთორი ნორმალურად მიდის. რავი სხვა რა უნდა იყოს ესეთ სამყაროში.

ჯერ ჯერობით არ მომბეზრება up.gif
60$ არა მარა 30$ად კაია.

ხშირად იბაგება ქუესტები და წინა ჩეკპოინტიდან გაგრძელება გიწევს. კიდევ კარგი მალმალე აკეთებს.
ჩოვიჩა
QUOTE
ჩაეგდოთ რომელიმე დასახლებაში ნიგანისნაირი ნაბოზვარი როჟა

ძაან გაასწორებდა.

Posted by: norika 2 May 2019, 11:07
ახალი აფდეითი გამოსულა და ბევრი ჩივის იკრაშებაო კონსოლი, რა მოდაში შემოვიდა კონსოლის დაკრაშვა. პრე ორდერი ვეღარ უნდა გააკეთოს ადამიანმა შიშით?

Posted by: Gioma771 2 May 2019, 11:34
QUOTE
უი რუკის რაღაც ნაწილი გაიხსნა.



ეხლა ვკითხულობდი ზუსტად მეტაკრიტიკზე ერთ-ერთი იუზერის რევიუს, პირველი აქტი ცოტა ნელა დაიწყოო სანამ რუკის ახალი ნაწილი არ გაიხსნაო :დ

სხვათაშორის უკვე 7.9-ზე ავიდა ხალხის საერთო შეფასება smile.gif)

მგონი მაყიდიებენ მაინც lol.gif

Posted by: FletcheR 2 May 2019, 11:40
Gioma771
ხო აი დაწყება იყო ძალიან ბორინგი. ეხა ცოტა ამოიქაჩა, რაღაც ამბებიც წამოვიდა.

დაიცა. სეილზე იყიდე. 30-40$ად. სხვა რამეც გექნება მანამ სათამაშო.

ბაიკით რეისინგი უნდა დაემატოსო წავიკითხე სადღაც biggrin.gif

ბაიკზე უკან გახედვა რატო არ აქვს.

Posted by: norika 2 May 2019, 11:55
Days Gone 1.07 Patch Notes
Hey everyone! Due to an issue that arose with Patch 1.06, we removed the update to the Auto-save functi0n. Players who have not updated to Patch 1.06 yet will now only have access to Patch 1.07.

Patch 1.06 - 1.07
Audio should no longer be cut out/dropped when it involves equipping certain engines and certain exhausts to your bike

სეთინგები მოგწონთ? ერთ-ერთ პლიუსად ვთვლი, ძაან მევასა რაც ვნახე

Posted by: Gioma771 2 May 2019, 18:56
QUOTE
ბაიკით რეისინგი უნდა დაემატოსო წავიკითხე სადღაც


მშვენიერ.

QUOTE
დაიცა. სეილზე იყიდე. 30-40$ად. სხვა რამეც გექნება მანამ სათამაშო.


მართალი ხარ, იმდენი თამაში მაქვს სათამაშო რომ... მარა ხარბი რომ იქნები კაცი :დ

Posted by: FletcheR 2 May 2019, 19:25
Gioma771
სურვაივალ მოუდიც უნდა დაემატოს.
აფდეითებიც ხშირად მოდის.

Posted by: Gioma771 2 May 2019, 19:35
FletcheR
QUOTE
სურვაივალ მოუდიც უნდა დაემატოს.
აფდეითებიც ხშირად მოდის.


ნუ ეგ სურვაივალ მოუდი უკვე ნაკლებად მაინტერესებს, Kingdom Come: Deliverance-ს სურვაივალ მოუდით ვთამაშობ და დავიღალე ჩემი თავის რუკაზე ძებნით და ორიენტირებისთვის სხვადასხვა ლენდმარკების გამოცნობით :დ

Posted by: FletcheR 6 May 2019, 00:04
მოკლედ ძალიან არის სიუჟეტი გაწელილი სპეციალურად. უაზრო და 2 სიტყვიანი დიალოგებით + ამას საკმაოდ ხშირი და დიდი ლოუდინგ სქრინებიც.

აი 1-1 მეინ ქუესტი facepalm.gif


და ესეთი კიდე რამოდენიმეა რაც შემხვდა. ჯერ ალბათ ნახევარზე ვიქნები.

Posted by: FletcheR 10 May 2019, 01:07
user posted image

ესეც დაპირებული პლატინა.

Posted by: Gioma771 12 May 2019, 22:32
QUOTE (FletcheR @ 10 May 2019, 01:07 )
user posted image

ესეც დაპირებული პლატინა.

საღოლ შენ.

30 რისპექტ smile.gif))))

Posted by: 4L3X 12 May 2019, 23:14
FletcheR
დადე ეხლა შენი მოსაზრება ამ თამაშზე smile.gif

Posted by: norika 12 May 2019, 23:17
FletcheR
თემა არ გაჩუქეს პლატინისთვის?

Posted by: სნუპ დოგი 13 May 2019, 00:48
FletcheR
დაწერე ყველაფერი ამ თამაშზე აბა. რა მოგეწონა. რა არა.

Posted by: FletcheR 13 May 2019, 02:06
7/10

ყველაზე სუსტი ექსკლუზივია. ფპს დროფები, გრძელი ლოუდინგ სქრინები, ტექსტურების არ ჩატვირთვა და უამრავი ბაგი.
სიუჟეტი ნორმალურია. თუმცა ძალიან გაწელილი.
პროგრესიც ძალიან ნელია. კარგი იარაღები და ბაიკის ნაწილები ფაქტიურად დახურვის მერე გაიხსნა.
მიუხედავათ იმისა რომ ჰარდზე ვთამაშობდი საერთოდ არ იყო რთული და ეს დამაკლდა. არ იგრძნობოდა პოსტ აპოკალიპსური სამყარო. არც ტყვიის დეფიციტი არ ყოფილა, არც წამლების და ულევი საწვავი.
ყველაფერი ოხრად იყო.
ოდნავადაც არ გიბიძგებს თამაში სამყაროს გამოკვლევაზე. ქუესტებიც იმდენად უინტერესოა. ერთი სული მქონდა ა პუნქტიდან ბმდე მალე მივსულიყავი და ძირითადად ფასტ თრეველს ვხმარობდი.

ნუ ფრიკები(ზომბები) რომ მომეწონა დავწერე უკვე.

Posted by: Lasha_giorgadze 13 May 2019, 09:25
QUOTE (FletcheR @ 13 May 2019, 02:06 )
7/10

ყველაზე სუსტი ექსკლუზივია. ფპს დროფები, გრძელი ლოუდინგ სქრინები, ტექსტურების არ ჩატვირთვა და უამრავი ბაგი.
სიუჟეტი ნორმალურია. თუმცა ძალიან გაწელილი.
პროგრესიც ძალიან ნელია. კარგი იარაღები და ბაიკის ნაწილები ფაქტიურად დახურვის მერე გაიხსნა.
მიუხედავათ იმისა რომ ჰარდზე ვთამაშობდი საერთოდ არ იყო რთული და ეს დამაკლდა. არ იგრძნობოდა პოსტ აპოკალიპსური სამყარო. არც ტყვიის დეფიციტი არ ყოფილა, არც წამლების და ულევი საწვავი.
ყველაფერი ოხრად იყო.
ოდნავადაც არ გიბიძგებს თამაში სამყაროს გამოკვლევაზე. ქუესტებიც იმდენად უინტერესოა. ერთი სული მქონდა ა პუნქტიდან ბმდე მალე მივსულიყავი და ძირითადად ფასტ თრეველს ვხმარობდი.

ნუ ფრიკები(ზომბები) რომ მომეწონა დავწერე უკვე.

და ეს ყველაფერი მაინც 7/10 ? გამოვიდა ? smile.gif

Posted by: FletcheR 13 May 2019, 12:05
Lasha_giorgadze
მომეწონა მაინც.
რაღაცნაირი თავისი ხიბლი აქვს.
ბაგებიც გამოსწორებადია. ოპტიმიზაციაში ქულა არ დავაკელი.
მომეწონა ზომბები. ჰორდებთან ბრძოლა. წინაზე რო ვთქვი გარემოს გამოყენება მათ წინააღმდეგ თქო. ყოფილა რაღაც დონეზე.
სამყარო ულამაზესია. დინამიური ამინდიც ძალიან მაგარია.

სურვაივალ მოუდი დახატავდა რაც ივნისში უნდა დაემატოს წესით როგორც თქვეს.

Posted by: ჩოვიჩა 13 May 2019, 13:54
ფრიკები biggrin.gif არა რეალური სიძლიერის ჩანან, 5 მეტროიან ბარიერზე ხტებიან ბეზ პრაბლემ, გარედან გაისმა არა რობოტიზირებული არიანო, ამიტომ ამ მხრივ ახალი დონეა მიხწეულიო biggrin.gif მე კი გეუბნებით: არა! მაგალითად Halo 3-ში მტრები სულაც არ მოქმედებენ ბოტებივით, აქაც არაპროგნოზირებადები არიან, ეს ახალი დონე Days Gone-ზე არ გადის, რახან ჭკვიანები არიან ფრიკები თუ ზომბო-ვამპიროიდები და წხალს ხრუპავენ ტბიდან, ამიტომ + ს ვერ დაუწერ, ვინ უყურებს ჩემ შეფასებას, მაგრამ მაინ ავღნიშნავ 6/10 biggrin.gif

Posted by: SR-71 13 Jun 2019, 02:07
ღლეობაა, მივაგდე.
ერთფეროვანი მისიები, გარემოს გამოკვლევის არანაირი სურვილი.

Posted by: Lasha_giorgadze 14 Jun 2019, 10:15
QUOTE (SR-71 @ 13 Jun 2019, 02:07 )
ღლეობაა, მივაგდე.
ერთფეროვანი მისიები, გარემოს გამოკვლევის არანაირი სურვილი.

მათხოვე sad.gif რა ვითამაშებ sad.gif მალე მოვრჩები ძალიან sad.gif ან რამეს თუ გინდა მეც გათხოვებ .

Posted by: SR-71 19 Jun 2019, 21:18
Lasha_giorgadze

თავადაც ნათხოვარი მქონდა, კონსოლიანად D

Posted by: FletcheR 19 Jun 2019, 21:21
მეგონა ნიუ გეიმ პლასს დაამატებდნენ სურვაივალთან ერთად facepalm.gif

0იდან ამას ვინ დაიწყებს კიდე drug.gif

Posted by: Levson 1 Jul 2019, 04:15
2 დღეა რაც დავიწყე თამაში და ოპტიმიზაცია რასაც ქვია საშინელებაა, ფატზე ვთამაშობ და წვიმაში მოტოციკლით სადღაც 20 fps-ია vis.gif ცოტა რეზოლუცია მაინც დაეგდოთ სტაბილური ფრეიმრეიტისთვის.

Posted by: FletcheR 1 Jul 2019, 08:56
Levson
რუკის მეორე ნახევარზე რო გადახვალ მერე ნახე შენ დროფები. facepalm.gif

Posted by: Temo1234 3 Jul 2019, 22:22
ჩავარდა საბოლოოდ ეს თამაში
არადა რა ამბები იყო გეიმფლეი რო დაიდო პირველად:დდ

Posted by: სნუპ დოგი 4 Jul 2019, 00:02
არ ჩავარდნილა ეს თამაში gears of wars,halo,forza შმორზას და მსგავს ნაგვობებს კი ჯობია.

Posted by: overlorder 4 Jul 2019, 01:27
არ ჩავარდნილა, ის ჩვენს გულებში არის მხოლოდ

Posted by: სნუპ დოგი 24 Oct 2019, 23:31
რახდება აბა დაწერეთ საბოლოო შთაბეჭდილებები ამ თამაშზე.

Posted by: სნუპ დოგი 3 Jan 2020, 23:11
? არავინ დაწერთ პასუხს?



............

Posted by: Danger77 10 Feb 2020, 11:55
ვინ რა უნდა დაწეროს. თამაში მკვდარი დაიბადა. იმედგაცრუებული მფლობელების პრობლემები ბაგებთან და 20ფპს-ებთან დაკავშირებით მთელს რედდიტს ავსებს.

ალფა ვერსია, მოსაწყენი, ცარიელ სამყაროიანი, ცუდ სთორიანი, ბაგიანი თამაშია.

user posted image user posted image

user posted image

Posted by: bnaichnoi 13 Feb 2020, 00:10
სულ მქონდა ამ თამაშის მუღამი, დაჟე დღემდე მაქვს, მაგრამ ბავშვობის მერე PS2 მქონდა ბოლოს) გადავედი PC თამაშებზე და ძალიან შევეჩვიე კლავიატურას, მერე მოხდა ისე, რომ ვიყიდე PS4 Spider man ედიშენი (წითელი ფერის, სპაიდერმენის თემაში გაფორმებული 1 TB Pro ვერსია. სპაიდერმენი (მოყვა) ვერ ვითამაშე, დამეზარა, ვიყიდე UFC და ეგეც ვერ ვითამაშე, იმდენი ილეთი და ღილაკია დამეზარა, კალათბურთი ვიყიდე 2K 19 და მარტო ინგლისური ენა ქონია, არადა ვკითხე ალტაშI და ჰაერზე მიპასუხა, კი აქვს რუსულიო, ხოდა ინგლისურის არცოდნის გამო კარიერა ვერ ვითამაშე და გადავწიე გვერდით ესეც... რო გავყიდო რა ფასი დავადო ისიც არ ვიცი, რო დავიტოვო ის ვერ გავარკვიე რუსული ენა და გახმოვანება (ან სუბტიტრები მაინც) რომელ თამაშებს მოყვება. მორტალ კომბატი მინდოდა და ტიპმა სამივე მომე მორტალ კომბატს მოგცემო... ფარ ქრაი და ისინ ი რაც პისიზე გამოდის ისედაც პისიზე ვითამაშებ, ეგ კი არა ეხლა პისიზე გამოუშვეს როგორც იქნა რედ დეად რედემფშენი და ჯერ 60$ ღირს ცოტა გაიაფთება და ვიყიდი უეჭველი...
ეს თამაშები მაინტერესებდა
tlou- 1-2
uncharted- 1-2-3-4
days gone
mortal kombat 11
teken 7
zero down
gran turismo
god of war
Concrete Genie
Concrete Genie

მარა ვერ გავიგე რომლებს აქვს რუსული ენა. ანჩარტედს 1-2-3 ნაწილს სპაიდერმენშI მიცვლიდა მარა რუსულ ენაზე რო ვკითხე არ ვიციო, მგონი აქვსო და ეგრე მგონიზე ვაბშე გავყიდო ბოლოს ეს პიესი მგონია ))))))))

მოკლედ იმიტო მოვაყოლე ამდენი, რომ ამას პისიზე უდიდესი სიამოვნებით ვითამაშებდი რომ იყოს. პისიც კაი მოშნი მაქვს გეიმინგის, ხოდა რას მირჩევთ? ვერც ის გავიგე რომელია რუსული ენები და მაინცდამაინც მუღამიც არ მაქვს დიდი პიეს 4-ის. არადა ზომბებიც მომეწონა და ყველაფერი ამ თამაშში, მარა კონტროლერზე მგონია ვერ ვიკაიფებ ისე, რადგან კლავიატურას ვარ მიჩვეული, ან შევუერთებ პიეს4-ს კლავიატურას )))))))))

Posted by: FletcheR 13 Feb 2020, 00:17
bnaichnoi
ყველა დისკს გვერდით აწერია კოდი

https://gostation.lv/ru/russkij-jazik-ps4/
ეგ კოდი დაძებნე ამ საიტზე და ნახავ აქვს თ უარა რუსული.
* * *
კონტროლერს რაც შეეხება მიჩვევის ამბავია.
მე ისე ვარ ეხლა მაუსზე უკეთ კონტროლერით ვთამაშობ.
და ბევრ მაუსიანსაც ვჯობნი მოდერნ ვორფეარში მაგალითად.

Posted by: სნუპ დოგი 18 Feb 2020, 01:12
bnaichnoi
შენ თუ თამაში გეზარება რა კონსოლის ბრალია? smile.gif ჯოოსტიკზე უფრო მარტივადაა ყველაფერი ვიდრე კლავიატურაზე.

Posted by: Danger77 18 Feb 2020, 09:38
ხო არა სნუპჩიკას დავუჯეროთ კაცო.


კლავიატურაზე და მაუსსზე - მსოფლიოს უნივერსალურ და ყველაზე გავრცელებულ პერიფერიაზე და მათ ერგონომიკაზე უფრო ცოტაა ნაფიქრი დიზაინერების და მეცნიერების მიერ ვიდრე ელექტრონიკის წვრილი განყოფილების: კონსოლების გეიმპადზე.

Posted by: სნუპ დოგი 18 Feb 2020, 11:56
QUOTE (Danger77 @ 18 Feb 2020, 09:38 )
ხო არა სნუპჩიკას დავუჯეროთ კაცო.


კლავიატურაზე და მაუსსზე - მსოფლიოს უნივერსალურ და ყველაზე გავრცელებულ პერიფერიაზე და მათ ერგონომიკაზე უფრო ცოტაა ნაფიქრი დიზაინერების და მეცნიერების მიერ ვიდრე ელექტრონიკის წვრილი განყოფილების: კონსოლების გეიმპადზე.

facepalm.gif facepalm.gif



........

Posted by: Danger77 18 Feb 2020, 18:26
იხალე თავში, იქნება გამოიბერტყო რამე

Posted by: სნუპ დოგი 18 Feb 2020, 19:46
facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif




Posted by: Danger77 18 Feb 2020, 23:58
რაიყო სნუპჩიკ, გაბაგული, დაუსრულებელი და ჯოჯოხეთურად მოსაწყენი/ერთფეროვანი ექსკლუზივი რო სახალხოდ გაგიმათრახე მაგაზე რატო არ მიპასუხე?

Posted by: სნუპ დოგი 19 Feb 2020, 02:01
შენი გამათრახებული არ გაიშვა lol.gif facepalm.gif



ერთფეროვნება ზელდაში და ჰოლოვ კნაითებში მოიკითხე დდ

Posted by: Danger77 19 Feb 2020, 09:42
user posted image

user posted image

user posted image


როგორ კბილებით იცავს ამ ალფა ბაგიან გაუგებრობას :დდდდდ


შეეგუე. პროექტი ჩავარდა. რედიტზე გაბრაზებული ხალხის ნაკადები არ წყდება, რომელბსაც უამრავი ტექნიკური პრობლემა აქვთ.


ზელდა კიდევ დახურული მაქვს და ფრჩხილის ნაგლეჯადაც არ ღირს Days Gone ისეთი ცოცხალი, საინტერესო, წვრილმანებით სავსე და გეიმ დიზაინური თვალსაზრისით დახვეწილი სამყარო აქვს ზელდას. აღარ ვლაპარაკობ კომპლექსურ კომბატ სისტემაზე, უთესლეს ფიზიკაზე და გეიმფლეი მექანიკის შესაძლებლობებზე, აურაცხელ საინტერესო კვესტზე, შედევრ story-ზე და ძალიან მაგრად აწყობილ RPG/Survival ელემენტებზე


სადაც ზელდა და Hollow Knight დგანან, თამაშები რომლებიც ინდუსტრიამ MUST PLAY შედევრებად აღიარა და დაჯილდოვების ცერემონიაზე დეკადის საუკეთესო თამაშების სიაში შეიტანა, იქ Days Gone გაკუებული იპარება ოთახიდან ბიჭო ამ ალფა ბაგიან ტექნო დემკა სირობას ვაბშე სხვა თამაშების გვერდით ნუ ახსენებ.

Posted by: სნუპ დოგი 19 Feb 2020, 15:42
lol.gif lol.gif lol.gif


მასტი რა ასტრალშია გასული facepalm.gif



Posted by: Danger77 19 Feb 2020, 16:35
და ისევ ჩემი სიტყვების კორიანტელი :დდდდ

ჯიგრის ჩახარშული თავის რეპერტუარშია: საყოველთაოდ აღიარებულ არგუმენტებსა და ფაქტებზე ჩემი სიტყვებითვე მპასუხობს, რომლებსაც რანდომულად, აქაიქიდან კონტექსტიდან გლიჯავს და კონკრეტულ თემაზე არგუმენტის წამოყენებას ყველანაირად არიდებს თავს.

ობიექტს ჰგონია რომ ამ კლოუნადით დისკუსიაში წონას წარმოადგენს. მაგრამ მისი ამ ბოლო კვირებში წამოროშილი ისტერიკული გამოხტომები, რომლებსაც არანაირი გამყარება არ გააჩნიათ არგუმენტების სახით, საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ რომ საქმე 14-15 წლის რეალობის აღქმადაზიანებულ მოზარდთან გვაქვს.

Posted by: სნუპ დოგი 19 Feb 2020, 21:15
lol.gif lol.gif შენთან ვცადე რეალურად საუბარი მარა შენი სიჯიუტის გამო დაგანებე თავი. აზრი არაქ შენთან დავას. განათლება არგაქვს.

Posted by: Danger77 20 Feb 2020, 22:32
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

ჩემი შენ გითხარიო. facepalm.gif

Posted by: სნუპ დოგი 21 Feb 2020, 01:26
facepalm.gif facepalm.gif



.....................

Posted by: bnaichnoi 17 Mar 2020, 14:59
სნუპ დოგი
არ შეგედავები მეგობარო გემოვნების საკითხში, მე პირადად კლავიატურა და მაუსი მირჩევნია, კონსოლზე იმით არის გაადვილებული, რომ ბევრი რამე ავტომატურ რეჟიმშია, რაც მე პირადად მუღამს მიტეხავს. რომ აიღო ორი პროფი გეიმერი, ერთი პს4 და მეპორე პს-ის, ჩაურთო ერთი და იგივე შუთერი, სადაც დამიზნებაში არანაირი დახმარება არ იქნება არცერთს, სრულიად მანუალ რეჟიმში იქნება ყველაფერი, მაშინ კონტროლერს შანსი არ აქვს. ასევე RPG თამაშებიც. და სხვა მრავალი, მაგრამ რამდენიც არ უნდა ვიდავოდ, ფაქტი ის არის, რომ მაინც გემოვნებას უბრუნდება ყველაფერი, გემოვნებაში კი დავას აზრი არ აქვს...

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)