დავწერ მე-6 სეზონზე ჩემს ნედლ ემოციას. ამ მომენტში ეს აზრები დამიტოვა და კიდევ თუ გადავავლე შეიძლება სხვანაირად დავინახო.
მეც ეს შთაბეჭდილება დამრჩა რომ მე-6 სეზონი ისეთი მაგარი ვერ არის ან მე ვერ დავუდე გული. ხუთ სეზონს ერთიანად ვუყურე და რომ შეხვალ სერიალის მუღამში. ჩავადდები გილიგანის სამყაროში ასწორებს. მოგწონს ყოველი მორიგი სერია.
კი გადავავლე წინა სეზონებს თვალი, მაგრამ 2 წლიანი წყვეტის შემდეგ, როდესაც ბევრი მომენტის გახსენება და მუღამის ხელახლა დაჭერა გჭირდება. შეიძლება სერიალმა ისე ვეღარ მოიტანოს.
ასე ვხდნიდი ჩემს ემოციას მე-6 სეზონზე. შთაბეჭდილება დამრჩა რომ ბევრი რამ სცადეს ერთდროულად.
მე-5 სეზონს ისეთი მძლავრი დასასრული ჰქონდა, მე იქ BB საერთოდ აღარ მახსოვდა. სოლო,კიმი, ნაჩო, ლალო. ეს უკვე სხვა სერიალი იყო.
დაიწყო მე-6 სეზონი და თითქოს სხვა სერიალი გაგრძელდა, რომელსაც წინა სეზონებთან ბმა არ აქვს.
ნაჩოს ამბავი იყო და მიაფუჩეჩეს. არ ვიცი რა აზრი ჰქონდა მის ასეთ დასასრულს.
ფრინგის მანიაკალირი მოწესრიგებულობა და ხასიათიც იმდენად ეფექტური აღარ იყო. რაღაც სცენები იყო, რომლებსაც ვერ მივხვდი რა დატვირთვა ჰქონდა.
სოლის მომავლის სცენები კარგი იყო, ოღონდ უკეთესს ველოდი. უფრო შეცვლილ სოლს ველოდი, რომელმაც ყველაფერი დაკარგა და სხვა ადამიანად იქცა... ყველა მნიშვნელობით. სხვა სახელით რომ ცხოვრობდა ამას საწყის მომავლის სცემებშიც მივხვდით. მეტ მოულოდნელობებს ველოდი მომავლის ხაზში.
ცალკე BB-ს ფანებს გაუსწორეს. მათმა მონოლოგებმა გაასწორა.
ოღონდ სასამართლო იყო, თითქოს ელ კამინო 2
ბრიქინგ ბედის ახსნა-განმარტება. თუ რა მოიტანა ვოლტის საქციელებმა.
მომენტში თითქოს BB -ის გაგრძელება უფრო იყო, ვიდრე სოლის ფინალი. არადა ამდენი ბრიქინგ ბედი სულ აღარ მჭირდებოდა, ის მოხდა და დასრულდა. ჩემი აზრით იქ ყველაფერი სრულყოფილია და ახსნა-განმარტებას აღარ საჭიროებს.
ახლა სიუჟეტზე:
კიმის პოზიციებიც ზოგჯერ გაუგებარია. თავიდან თვითონ ეუბნება მე ვმოქმედებთ შენზე უარყოფითად და უნდა დავშორდეთო. შემდეგ საყვედურობს რომ ასეთი გახდა. როდესაც მიატოვა ჯიმი უმძიმეს მომენტში. თურმე მისი ლოგიკა არ ყოფილა ჭეშმარიტი.
კიდევ, რატომ მგონია მე-5 და მე-6 სეზონები კარგად ვერ ებმის ერთმანეთს. ის შიში რაც კიმმა და სოლმა მე-5 სეზონის ბოლოს გამოიარეს. ლალო კარს მოადგათ და სამყაროში განხორციელებულ ბოროტებას სასწაულებრივად გადაურჩნენ.
ასეთი გადარჩენის შემდეგ რაღატომ უნდა მოგინდეს თამაშობანა და ნომრების დადგმა ვინმეს სახელის გასატეხად.
ადამიანს ასეთი რამ რომ შემთხვეოდა და სიკვდილს ძვლივს გადაურჩი, რაღატომ რისკავ ასეთ უაზრობაზე. როგორ შეიძლება შენს ცხოვრებაში, ჰოვარდ ჰემლინზე შურისძიების გარდა სხვა უფრო მნიშვნელოვანი აზრი არ გქონდეს.
ესეიგი ცარიელი ყოფილა შენი ცხოვრება და ჯიმი/კიმის ამ შემთხვევის გარეშეც გაშორდებოდნენ ერთმანეთს. მოსწყინდებოდათ.
ჰოვარდის ხაზი ძლიერ სცენას ქმნის სეზონის შუაში, რაც აბსოლუტურ შოკს იწვევს და აქამდე მოთზრობილ სცენარს ატრიალებს, მაგრამ მე ამ ხაზს დავტოვებდი წინა სეზონში...
მოკლედ უამრავი ხაზის, ბრიქინგ ბედის დანატოვარის და სხვა რამეების გაერთიანება სცადეს. ერთდროულად იმდენ სიუჟეტურ ხაზს მიყვებიან მე-6 სეზონში, იქ მთავარი ხაზი გეკადგება. ან შეიძლება მე ვერ დავაკავშირე ყველაფერი.
ჩემი აზრით საბოლოოდ ვერც ერთი ვერ გამოვიდა. დაუკმაყოფილებლობის განცდა დატოვა, ვერ გამოვიდა ამომწურავი ფინალური სეზონი. უკეთესი შეიძლებოდა, გილიგანის მაღალი სტანდარტების გამო ვამბობ ამას.
თუმცა ეს ხარვეზები ამ სერიალს ვერაფერს დააკლებს. ჯერ მარტო იმ დიდებული წინა 5 სეზონის გამო. იშვიათ სერიალებს აქვთ ყოვლად ამომწურავი დასასრული.