#56674904 · 11 Aug 2020, 22:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ კორონაისტერიის გამო ბანკებმა, რომ „გვიჯიგრეს“ და 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი დაგვიწესეს სესხებზე... მე პირადად ლიბერთი ბანკში მაქვს ავტოსესხი, თიბისიში და საქ. ბანკში საკრედიტო ბარათები.
თიბისი ბანკმა პატიოსნად მითხრა, როდესაც ეს საშეღავათო პერიოდი იწყებოდა, რომ პროცენტს დამაკისრებდნენ ამ 3 თვის განმავლობაში დაგროვებულ დავალიანების გამო, რის გამოც უარი ვთქვი საშეღავათო პერიოდზე და საკრედიტო ბარათზე ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელე ფულის ტრიალი ანუ როდესაც საკრედიტო ბარათის ლიმიტის ოდენობის თანხას ატრიალებ ყოველი თვის განმავლობაში სრულად სასესხო საბარათე ანგარიშზე, არ გეკისრება პროცენტი ყოველთვიურად. ამას ჰქვია საკრედიტო ბარათით უპროცენტოდ სარგებლობა ანუ ისე სარგებლობა როგორც უნდა ისარგებლო წესით, რომ არ გაიყიდო მაღალი პროცენტით.
საქ. ბანკმა და ლიბერთიმ მითხრა რომ არანაირი პროცენტი არ დამერიცხებოდა (ტელეფონზე მითხრეს), მაგრამ ორივემ მომატყუა. ლიბერთი ბანკში არსებულ ავტოსესხზეც დაემატა პროცენტი და დღეს გავიგე რომ საქ. ბანკის ამერიკან ექსპრესზეც დაერიცხა გაოთხმაგებული პროცენტი. ამ თვეში ვერ მოვახერხე სრულად დამეტრიალებინა ბარათზე თანხა. წინა თვეში მოვახერხე. ნაცვლად 30-35 ლარისა, ამერიკან ექსპრესმა წაიღო 144.95₾.
ორივე ბანკში ჭარტალებენ, რომ უპროცენტო არ იყოო. ვაპირებ ამ საქმეს მივყვე და ეროვნულ ბანკში განვაცხადო, მაგრამ როგორ, როცა არ მაქვს ოპერატორებთან სატელეფონო საუბრების ჩანაწერები. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს ჩანაწერები, ეს ბანკები საჯაროდ ხომ აცხადებდნენ რომ სესხის გადავადება უპროცენტო იქნებოდა?
იქნებ გამარკვიოთ აქაურმა ბანკირებმა და ზოგადად ნათელი მოჰფინოთ ამ ბნელ სვლებს? გმადლობთ. * * * თუ მოვგროვდებით ანალოგიურად მოტყუებულები შეგვიძლია კოლექტიური სარჩელი აღვძრათ ბანკების წინააღდეგ და იაფი დაგვიჯდება ადვოკატი
--------------------
when you little scamps get together, you're worse than a sewing circle © Mia Wallace
|