Amiran Salukvadze
2 ч. ·
==ეს ვიდეო, რომელსაც ახლა განვიხილავ, გუშინ აჩვენეს ტელევიზიით, გაიხსენეს "რევოლუციამდელი" სააკაშვილი (2003წ.). ნაწყვეტები აჩვენეს და პოზიტიურად წარმოჩნდა.
==არადა, ამ ვიდეოში ბევრი რამეა, რაც უკვე მაშინ წარმოაჩენდა უარყოფითად და დასაფიქრებელი იყო, თუმცა ვის ჰქონდა ფიქრის თავი?!
==ჟურნალისტებს ეუხეშება, შეურაცხყოფას აყენებს, ეუბნება შემოვალთ ტელევიზიებში, შემდეგ ვისაუბრებთ პოზიტივზე და გვექნება ბედნიერი ცხოვრებაო და ა.შ.
==შემდეგ მართლა შევიდნენ ტელევიზიებში, დაიწყეს მხოლოდ პოზიტივზე საუბარი. რანაირი "ბედნიერი" ცხოვრება მოუწყვეს ხალხს, ვნახეთ.
==გადასახადებს გავაუქმებთო, გააუქმა? თუ დრო არ ეყო? ან როგორ უნდა გაეუქმებინა? ე.ი. იტყუებოდა.
==რა ენით საუბრობს? ყველას დავიჭერთ, ქონებას ჩამოვართმევთ და ა.შ.
==ყველა დაიჭირა, ვინც მათ ქონება არ გადაუფორმა, ან სანამ არ გადაუფრომა.
==კორუფციას დავამარცხებთო. დაამარცხეს (ადრე დავწერე ვისი დახმარებით), ქვედა რგოლებში. ზემოთ ისეთი დახვეწილი კორუფცია შექმნეს, რომ დახეული ბოტასებით მოსულები, მილიონერები გახდნენ. მისი ოჯახი მკაფიო მაგალითი.
==მე შემოვიღე დეკლარაციებიო და ა.შ. ჰოდა, წაიკითხოს კეზერაშვილის დეკლარაციები და შეადაროს მის ქონებას.
==დაუსაბუთებელ ქონებას ყველას ჩამოვართმევთო. კი, ბევრი ჩაყარეს კარცერებში, ოღონდ მეტწილად ბიზნესმენები. მერე თავად გაუხდათ დაუსაბუთებელი ქონება. სხვათაშორის, როცა შევარდნაძის თათბირებზე მინისტრების სახლების ფოტოებს აფრიალებდა, მაშინ მშობლების ბინიდან სახელმწიფო აგარაკზე გადასახლდა. ახლა საკუთარ სახლებს და ვილებს არ იმჩნევს.
==შევარდნაძე თუ მოიგებს ბინებში შემოგივარდებათო. წააგო შევარდნაძემ, მაგრამ ბინებში თვითონ შეუვარდნენ ხალხს.
==შევარდნაძე ხალხს ესვრისო. სროლები და ხელკეტები მერე ვნახეთ.
==ის რომ შევარდნაძის ხელისუფლებას ლანძღავს, არადა პარტიის გენმდივანიც თვითონ იყო, კომიტეტის თავმჯდომარეც, უმრავლესობის ლიდერიც, მერე მთლად მინისტრი გახდა. მერე მეტი მოინდომა. სულ ეს იყო.
==ბინძური ხალხი, ნაგავი, ყველას დავიჭერთ, ყველა ციხეში, ყველას გავაკულაკებთ, მედიაში შემოვალთ, პოზიტივის ლაპარაკს გასწავლით... აი ეს იყო მისი სასაუბრო ენა.
=="რევოლუციის" შემდეგაც გააგრძელა: "ნულოვანი ტოლერანტობა", "ადგილზე დახვრიტეთ", "ამათთვის (პატიმრებზე თქვა) ტყვიები არ გვენანება და ა.შ.
(დიდი ვიდეო იყო, 3 წუთამდე შევამოკლე)
https://www.facebook.com/salukvadzeamirani/...473432808304087