ღუმელისთვის რომლის სიმძლავრე 1800 ვატია... მაგ სიმძლავრეზე გადამყვანის ყიდვა დაჯდება მაგ ღუმელის ფასზე მეტი და გიღირს?...
ტრანსფორმატორულ გადამყვანს ვგულისხმობ თორემ სიმისტორულ გადამყვანი შეიძლება იყიდო 30-40 ლარში მაგრამ მაგ რუმელს ელექტრონიკა აქვს შიგ და მერე როგორ იმუშავებს იაფასიან სიმისტორულ გადამყვანზე საეჭვოა, შეიძლება დაწვას რამე შიგ... ამიტომ ტრანსფორმატორული გადამყვანებია ასეთ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი რომელიც არ ამახინჯებს გამომავალ ძაბვის სინუსოიდალურ ფორმის სიგნალს მაგრამ დიდ სიმძლავრეზე გადამყვანის ყიდვა საკმაო ფინანსებთან ასოცირდება ეხლა თუ ისეთი დანადგარია რომ ათასები ღირს კიდე ხო, ხოლო რაღაც ღუმელისთვის საკმაოდ ძვირია. მაგას ჯობია გახსნა შიგ ნახო რა ტენები აყენია, შეცვალო ეგ ტენები 110 ვოლტიანის მაგივრად 200-იანები ჩასვა ან თუ აყენია ორი ცალი ჩართე მიმდევრობით ორივე, მოკლედ კარგი ნორმალური ხელოსანი გადაგიკეთებს მაგ ღუმელს. რაც შეეხება ელექტრონიკას კიდე მისი გადაკეთება 220-ზე გაცილებით მარტივი იქნება რადგან მას დიდი სიმძლავრე არ ჭირდება.
This post has been edited by procesora on 15 Jun 2023, 22:15