forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (48) « პირველი ... 44 45 [46] 47 48   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> აცრები, იმუნიზაცია და ვაქცინაცია
IRMALA
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 146
წევრი No.: 99102
რეგისტრ.: 5-September 09

გამოგზავნილია: 11 Apr 2019, 13:56  #54495421      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მზე

QUOTE
პრევნოკოკურ ინფექციაზე ხო ისედაც არის აცრა ეროვნულ კალენდარში და რა განსხვავებაა?


ეს აცრა ეროვნულ კალენდარში უკვე ჩასმულია 2 თვის ასაკიდან, მაგრამ ის ბავშვები რომლებსაც არ მოუწიათ პნევმოკოკური ინფექციების საწ. უფასო აცრა, უმჯობესია აიცრან. ასევე უნდა აიცრან ხშირად მოავადე მოზარდები და მოზრდილებიც.
სხვაობა უფასოს და ფასიანს შორის არის ის, რომ უფასო არის 10 ვალენტიანი, ხოლო ფასიანი "პრევენარ 13" - 13 ვალენტიანი.


QUOTE
ჰეპიტიტი ა-სა და მენინგოკოკურ ინფექციაზე აცრის შესახებ რა აზრი გაქვთ?


მე ზოგადად ვთვლი, რომ რომელი ინფექციების წინააღმდეგაც არის შექმნილი ვაქცინები - უნდა ჩატარდეს ასაკის შესაბამისად. რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ ისეთ ინფექციებს, რომლებიც მხოლოდ გარკვეული რეგიონებისთვისაა სახიფათო და თუ იმ რეგიონში არ ცხოვრობთ ან არ გეგმავთ გამგზავრებას - არ გჭირდებათ. ასეთი ინფექციებია: ყვითელი ცხელება, იაპონური ენცეფალიტი, მალარია, ტიფი და სხვ.

ა ჰეპატიტზე, იგივე ბოტკინის დაავადებაზე სხვადასხვა აზრი დომინირებს სამედიცინო სფეროში: ზოგი ექიმი თვლის, რომ ბოტკინის დაავადება არ არის რთული ინფექცია და თუ შეხვდება ადამიანს ადვილად გადაიტანს. მაგრამ ა ჰეპატიტის გადატანის შემდეგ ღვიძლზე განვითარებული ცვლილებები მთელი ცხოვრება რჩება და თუ ასეთ ადამიანს ბ ან ც ჰეპატიტი შეეყრება გაცილებით რთულად წარიმართება, ასევე რჩება ღვიძლის ციროზის განვითარების რისკიც. ბოტკინის დაავადების გადატანის შემდეგ ადამიანს მთელი ცხოვრება არ შეუძლია იყოს სისხლის დონორი..

მენინგიტის საწ. აცრა - ცალსახად უნდა ჩატარდეს. ეს ვაქცინა აცრილს იცავს Neisseria meningitidis (სეროჯგუფები A, C, Y da W-135) მიერ განვითარებული სიცოცხლისთვის საკმაოდ საშიში ინფექციებისგან.

Kobalty
არაგველი


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 43299
წევრი No.: 41664
რეგისტრ.: 12-September 07

გამოგზავნილია: 11 Apr 2019, 17:48  #54496421      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
IRMALA
QUOTE
რაც ზემოთ ვარილრიქსზე დავწერე აქაც იგივეა - პრევენარ 13-ს მხოლოდ "ფაიზერი" აწარმოებს და შეფუთვა შეიძლება სხვადასხვა ენოვანი იყოს, იმის მიხედვით თუ რომელი ქვეყნისთვის მზადდება. ასე რომ თურქეთიდანაც, საბერძნეთიდანაც და სხვა ნებისმიერი ევროპული ქვეყნიდან შემოტანილ სხვადასხვა ენოვან შეფუთვებში ხარისხში სხვაობა არ არის

ვაქცინის ყუთი კი თურქულ ენოვანია მაგრამ თურქეთშია წამალი დამზადებულიო - და ეს ნიშნავს რო ზუსტად იგივეა რაც ამერიკაში დამზადებული?
ესაა ყუთი..

მიმაგრებული სურათი
Webp.net_resizeimage.jpg


--------------------
არავინ იფიქროს ვახტანგა შალითურს სიკვდილისა სრცხვენიაო!!!
IRMALA
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 146
წევრი No.: 99102
რეგისტრ.: 5-September 09

გამოგზავნილია: 12 Apr 2019, 11:26  #54499160      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kobalty
QUOTE
ვაქცინის ყუთი კი თურქულ ენოვანია მაგრამ თურქეთშია წამალი დამზადებულიო - და ეს ნიშნავს რო ზუსტად იგივეა რაც ამერიკაში დამზადებული?
ესაა ყუთი..


დიახ, ზუსტად იგივეა რაც ამერიკული smile.gif
Kobalty
არაგველი


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 43299
წევრი No.: 41664
რეგისტრ.: 12-September 07

გამოგზავნილია: 12 Apr 2019, 18:17  #54501153      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (IRMALA @ 12 Apr 2019, 11:26 )
Kobalty
QUOTE
ვაქცინის ყუთი კი თურქულ ენოვანია მაგრამ თურქეთშია წამალი დამზადებულიო - და ეს ნიშნავს რო ზუსტად იგივეა რაც ამერიკაში დამზადებული?
ესაა ყუთი..


დიახ, ზუსტად იგივეა რაც ამერიკული smile.gif

მადლობა ამდენი დახმარებისთვის.. მაგრამ როგორ დავრწმუნდე ან როგორ გადავამოწმო, რომ ზუსტად იგივეა?
მზე
incomprehensible


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6208
წევრი No.: 89835
რეგისტრ.: 25-April 09

გამოგზავნილია: 12 Apr 2019, 18:35  #54501233      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · im · aim · yim · msn
IRMALA
QUOTE
სხვაობა უფასოს და ფასიანს შორის არის ის, რომ უფასო არის 10 ვალენტიანი, ხოლო ფასიანი "პრევენარ 13" - 13 ვალენტიანი.

უფასო თუ აქვს უკვე გაკეთებული ჯობს ფასიანიც გავუკეთო?

ა ჰეპატიტისა და მენინგოკური ინფექციის ვაქცინების ასაკი როგორია?
IRMALA
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 146
წევრი No.: 99102
რეგისტრ.: 5-September 09

გამოგზავნილია: 15 Apr 2019, 13:52  #54513349      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kobalty
QUOTE
როგორ დავრწმუნდე ან როგორ გადავამოწმო, რომ ზუსტად იგივეა?


ზუსტად ვერსად გადაამოწმებთ..
როგორც უკვე ავღნიშნე პრევენარ 13-ს მხოლოდ "ფაიზერი" აწარმოებს და თურქეთში (და სხვა რამდენიმე ქვეყანაში) ხდება მისი დაფასოება და შეფუთვა იმ ქვეყნის ენაზე სადაც ეს ხდება.
მერწმუნეთ, რომ საქართველოში შემოტანამდე, განბაჟებისას საკმაოდ მკაცრად მოწმდება ეს ყველაფერი..


მზე

QUOTE
უფასო თუ აქვს უკვე გაკეთებული ჯობს ფასიანიც გავუკეთო?

არა, თუ უფასოთი გყავთ აცრილი, მინიმუმ 5 წელი აღარ არის მიზანშეწონილი. მერეც, თუ ბავშვი ხშირად მოავადე არ არის და მყარი იმუნიტეტი აქვს, აღარ გინდათ.


QUOTE
ა ჰეპატიტისა და მენინგოკური ინფექციის ვაქცინების ასაკი როგორია?


ა ჰეპატიტის აცრა შესაძლებელია 1 წლის ასაკიდან;
მენინგიტის საწ. ვაქცინა - მენაქტრა შეიძლება 9 თვის ასაკიდან გაკეთდეს, მაგრამ უმჯობესია 2 წლის ასაკის შემდეგ ჩაუტაროთ, რადგან 2 წლამდე მენინგიტების გამომწვევი ძირითადად ბ ტიპის ჰემოფილური ინფექციაა, რომელიც შედის ექვსკომპონენტიან ვაქცინაში (2, 3, 4 თვეზე რომელიც კეთდება).
მზე
incomprehensible


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6208
წევრი No.: 89835
რეგისტრ.: 25-April 09

გამოგზავნილია: 15 Apr 2019, 14:08  #54513434      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · im · aim · yim · msn
IRMALA
დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისათვის ^_^
Sopo_s
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 12
წევრი No.: 245714
რეგისტრ.: 29-September 18

გამოგზავნილია: 2 May 2019, 17:51  #54596528      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გოგოებო, ხომ არ იცით ან გახსოვთ 2 თვეზე რომ აცრას უკეთებენ ფასიანი ვინც გაუკეთეთ თქცენს პატარებს რა გადაიხადეთ?
pearlgirl
Pearl's mom


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6854
წევრი No.: 129248
რეგისტრ.: 25-March 11

გამოგზავნილია: 3 May 2019, 09:54  #54599121      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Sopo_s
1 წლამდე აცრები უფასო ფასიანი ერთია.


--------------------
Let's raise children who won't have to recover from their childhoods.
WITTMA_NN
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 304
წევრი No.: 241968
რეგისტრ.: 6-April 18

გამოგზავნილია: 2 Jul 2019, 09:43  #54908124      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგესალმებით ყველას. ჩემი პატარა 2 თვის გახდა და პირველი აცრა უწევს. აცრის წინ ალერგიაზე თუ არ ვცდები ბევრგან ანალიზს უკეთებენ და ეს აუცილებელია? რაიონში სადაც მე ვცხოვრობ არ აკეთებენ მაგ ანალიზს და სხვაგან წავიყვანო? რას მირჩევთ?
Tamu123tamu
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 194
წევრი No.: 203525
რეგისტრ.: 11-June 15

გამოგზავნილია: 2 Jul 2019, 10:12  #54908230      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
5 წლის აცრა გაუკეთეთ ვინმემ წელს ? და თუ იცით რა ვაქცინებია და რომელი ქვეყნის ?
jerzy
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 122
წევრი No.: 231877
რეგისტრ.: 11-May 17

გამოგზავნილია: 17 Oct 2019, 21:03  #55378246      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რაღაც ჯგუფია თუ ჯგუფები ფეისბუქზე ანტივაქცინაციისტები რაღაც სექტასავით არიან მოდებულები. ყოველგვარი არგუმენტებისა და კვლევების გარეშე დენიროზე და ტრამპზე დაფუძვნებულ ავტორეტეტზე აკეთებენ მთელ რიგ აბსურდულ დასკვნებს.. არანაირი არგუმნტი მაგათზე არ ჭრის, არანაირი კვლევა, არანაირი სტატისტიკა..
* * *
საშიში ხალხია... ფაქტობრივად წირავენ შვილებს და წარმოდგენაც არ აქვთ რამხელა შეცდომას უშვებენ..
Tamu123tamu
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 194
წევრი No.: 203525
რეგისტრ.: 11-June 15

გამოგზავნილია: 18 Oct 2019, 09:46  #55379440      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
jerzy
ვაიმეე ხან ისეთ აბსურდულ რაღაცას დაწერენ აი გადაირევი. და განათლების პრობლემა რომ არის კიდევ ხალხში, ზოგიც კი კიო და იმეორებს - უიდედა ეს რა მომხდარა. მაგალითისთვის - ანევრიზმა გამოიწვია აცრამო. სად აცრა და სად ანევრიზმა. და კიდევ რავიცი sad.gif ზუსტადაც რომ წირავენ ბავშვებს. ამას წინათ ვკითხულობდი, აშშ-ში ვაშინგტონში 35 შემთხვევა დაფიქსირდა წითელასი და საგანგებო სიტუაცია გამოცხადდაო. მთელ აშშ-ში 300 შემთხვევა დაახლოებით და ჩვენთან რა სიტუაციაა წარმოიდგინეთ.
jerzy
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 122
წევრი No.: 231877
რეგისტრ.: 11-May 17

გამოგზავნილია: 18 Oct 2019, 14:08  #55380266      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Tamu123tamu
QUOTE
ვაიმეე ხან ისეთ აბსურდულ რაღაცას დაწერენ აი გადაირევი. და განათლების პრობლემა რომ არის კიდევ ხალხში, ზოგიც კი კიო და იმეორებს - უიდედა ეს რა მომხდარა. მაგალითისთვის - ანევრიზმა გამოიწვია აცრამო. სად აცრა და სად ანევრიზმა. და კიდევ რავიცი  ზუსტადაც რომ წირავენ ბავშვებს. ამას წინათ ვკითხულობდი, აშშ-ში ვაშინგტონში 35 შემთხვევა დაფიქსირდა წითელასი და საგანგებო სიტუაცია გამოცხადდაო. მთელ აშშ-ში 300 შემთხვევა დაახლოებით და ჩვენთან რა სიტუაციაა წარმოიდგინეთ.

ბრბოა ჩვეულებრივი.. ნუ ჯერ მე განათლებული და მოაზროვნე ტიპი არავინ შემხვედრია ვისთნაც მომიწია კამათი. მათი მსჯელობა დაცლილია არგუმენტაციისგან, საღი აზრისგან და ყოველგვარი ლოგიკისგან. სად ერეკელს ციკლებიდან აციტირებენ რაღაცეებს.. ნაგვის ურნიდან ამოღებულ რაღაც გაურკვეველი წარმომავლობის ქაღალდის ნაჭრებს აფრიალებენ და არიან ერთ ამბავში.. vis.gif

კრიტიკული აზროვნება 0, სკეპტიციზმი 0, ლოგიკა 0, საღი აზრი 0.. ჩვეულებრივი ობსკურანტები არიან...
განათლება რო მარტო დიპლომი გონიათ ეგ ხალხია....
* * *
საინტერესოა ჰომეოფათებს რატო უჯერებენ? რა იციან რო მართლა ბუნებრივი საშუალებით ამზადებენ რასაც ამზადებენ? ან იქნებ რამეს უმატებენ იმ ბუნებრივ საშუალებას? იმას რატო არ ფიქრობენ რო იქნებ ესენიც გვატყუებენ და ფულს აკეთებენ ჩვენით? ან კიდე იმას რატო არ უშვებენ რო იქნებ ჰომეოპათებს იყენებენ ეს მასონები რო ჯერ ხალხში ამ გზით მოიპოვონ მათი ნდობადა მათი საშუალებით შეუყვანონ მათ შვილებს აუტიზმისა და ბევრი სხვა დაავადების გამოწვევი ვაქცინები? lol.gif


* * *
QUOTE
აშშ-ში ვაშინგტონში 35 შემთხვევა დაფიქსირდა წითელასი და საგანგებო სიტუაცია გამოცხადდაო. მთელ აშშ-ში 300 შემთხვევა დაახლოებით და ჩვენთან რა სიტუაციაა წარმოიდგინეთ.

eek.gif

This post has been edited by jerzy on 18 Oct 2019, 14:09
Tamu123tamu
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 194
წევრი No.: 203525
რეგისტრ.: 11-June 15

გამოგზავნილია: 21 Oct 2019, 09:55  #55389906      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
jerzy
და არგუმენტები პლიუს ? "აი ბებიაჩემს არც ერთი შვილი არ აუცრია", "სად ცრიდნენ ჩვენი წინაპრები" და ა.შ.
აი ჰომეოპათებზე ზუსტად ის დაწერე რასაც ვფიქრობ. არანაირად გამოკვლეული საკითხი არაა, რა შემადგენლობა აქვს რეალურად და რას სვავენ. საერთოდ ისიც არაა გამორიცხული პლაცებო ეფექტი ჰქონდეს.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (48) « პირველი ... 44 45 [46] 47 48  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0371 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]