სელერი უნდა შეამოწმო, კი. მე გამოხმაურებებს ვნახულობ-ხოლმე და ისე ვწყვეტ ვენდო თუ არა.
შეკვეთა სტანდარტული, ინტუიტიური პროცედურაა - ირჩევ ნივთს და აჭერ მერე ან ეგრევე ყიდვას, ან კალათში ჩაგდებას.
მანამდე თუ ფერი, რაოდენობა ან რამე სხვა პარამეტრია ასარჩევი, ეგენი უნდა გქონდეს არჩეული (ზოგჯერ გამომგზავნი ქვეყანის ვარიანტიც ირჩევა-ხოლმე).
პროფილში უნდა გქონდეს შენი მისამართი მითითებული, სადაც გინდა რომ მივიდეს გზავნილი; თუ არ გაქვს, ყიდვისას მოგიწევს მაშინ შევსება
გადახდის საშუალებასაც პირველი ყიდვისას რასაც გამოიყენებ, ეგ შეგიძლია დაამახსოვრებინო და მომდევნო ყიდვებზე მხოლოდ cvv კოდს მოგთხოვს ხოლმე (თუ ბარათით ყიდულობ).
მოკლედ შეხედავ კალათში, თუ მისამართი სწორად წერია, ნივთიც ისაა, რაც გინდა, მერე ტრანსპორტირებას ირჩევ: აქ არის ხოლმე რამდენიმე ვარიანტი, ზოგჯერ საკმაოდ ბევრიც. ძირითადად რომელიც იაფია, მას ჩამოსვლის დრო მეტი სჭირდება, ასევე შეიძლება თვალყურიც ვერ ადევნო გზაში გზავნილს (ე.წ. თრეკინგის კოდი არ ჰქონდეს).
ზოგ გზავნილზე ასევე ტრანსპორტირების დაზღვევაც შეგიძლია მონიშნო (ისე ამ ბოლო დროს კი აღარც შემხვედრია მაგის შემოთავაზება), რაც 2-3$-ს უმატებდა, როგორც მახსოვს. თუმცა ზოგ სელერს თუ მისწერ, რომ არ მოგივიდა გზავნილი, ან გაფუჭებული მოვიდა, ისედაც გიგზავნის ახალს და ეგ დაზღვევა რამდენად აზრიანია, შენი გადასაწყვეტია. მგონი დაზღვევა უკვე საიტის მხრიდან დაცულობაა და არა სელერის.
ეგაა რა
ქართველი თუ ხარ, ცეცხლს შენობით ელაპარაკე! მ.ფ.
როცა ერთბაშად ვაგონიდან
შორს, ცისკიდურზე
ჩემი სამშობლოს მთები გამოჩნდნენ -
ჰოი, რარიგად მევიწროვა
მაშინ საყელო! ტ.ი.
ჩაფაან ყორე