Stalker2005რა მშვენიერი თემები გქონია კაცო შენ.
ყოჩაღ!
სუპერ თემაა.
ტაილერს გამორიყული მორები გამოჰქონდა პლაჟზე. სველ ქვიშაში ერთმანეთისგან რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით ოთხი მორი ნახევარრკალად ჩაერჭო, რომლებიც შუბლამდე სწვდებოდა. რომ გავიღვიძე, ტაილერი უკვე მეხუთეს მოათრევდა. ქვიშა ამოთხარა და მორი ხვრელში ჩააცურა. მორი ქვიშაში თითქმის შვეულად ჩაერჭო.
იღვიძებ პლაჟზე.
პლაჟზე ჩვენ გარდა არავინ იყო.
რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით ტაილერმა ქვიშაზე სწორი ხაზი გაავლო. შემდეგ მორის ძირას ქვიშა მაგრად დატკეპნა და მორი გაამაგრა.
მხოლოდ მე ვხედავდი ამას.
- რომელი საათია, ხომ არ იცი? - გამომძახა ტაილერმა.
ყოველთვის მიკეთია მაჯის საათი.
- რომელი საათია, ხომ არ იცი?
ვკითხე, სად - მეთქი.
- აქ, - მიპასუხა ტაილერმა, - ახლა.
ხუთის ექვსი წუთი იყო.
ცოტა ხანში ტაილერი ფეხმორთხმით დაჯდა მორების ჩრდილში. რამდენიმე წუთის შემდეგ ადგა, იბანავა და მაისური და შორტი ჩაიცვა. წასასვლელად გაემზადა. ვერ მოვითმინე რომ არ მეკითხა.
ძალიან დავინტერესდი, რა გააკეთა სანამ მეძინა.
თუ სხვა ადგილას და სხვა დროს გამეღვიძა, ხომ შეიძლება სხვა ადამიანადაც გამღვიძებოდა?
ტაილერს ვკითხე, მხატვარი ხომ არ ხარ - მეთქი.
ტაილერმა მხრები აიჩეჩა და ამიხსნა, რომ ქვიშაში ჩარჭობილი ხუთივე მორის ძირი მათ თავებზე უფრო ფართო იყო. ტაილერმა მაჩვენა ქვიშაში გავლებული ხაზი, რომლითაც თითოეული მორის ჩრდილის სიგრძე გაზომა.
ზოგჯერ იღვიძებ და სხვას ეკითხები, სად ხარ.
ტაილერმა გიგანტური ხელის მტევნის ჩრდილი შექმნა. ოღონდ ახლა თითები მეტისმეტად წაგრძელებული იყო, თითქოს ნოსფერატუსიაო, ხოლო ცერა თითი მეტისმეტად მოკლე ჩანდა. ტაილერმა ამიხსნა, ხუთის ნახევარზე ჩრდილი იდეალური ზომის იყოო. ეს იდეალურობა სულ წუთს გაგრძელდა და ამ ერთი წუთის განმავლობაში თავის მიერვე შექმნილი იდეალური ხელის მტევნის ჩრდილში იჯდა.
იღვიძებ და არსად არ ხარ.
ერთი წუთიც საკმარისიაო, მითხრა ტაილერმა, ერთი იდეალური წუთისთვის ბევრი უნდა იშრომო, მაგრამ ამად ღირსო. სრულყოფილება მხოლოდ ერთ წუთს გრძელდებაო.
იღვიძებ და უკვე საკმარისია.