#60210378 · 20 Mar 2023, 10:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემი პირველი ნაცნობობა დამბალ ხაჭოსთან ჩემს ყოფილ სამსახურში შედგა. სადღაც 2009-10 წელი იქნებოდა, ერთ-ერთი რეგიონული ოფისის თანამშრომელმა მოგიკითხა ბიჭებს, 4 გუნდა. მე პირველად ვნახე რეალში დამბალ ხაჭო და ეგრევე არ მომეწონა ვიდზე, რაღაც უცნაურად გამოიყურებოდა და სუნიც არ ჰქონდა ახლა იმერული ყველივით. მიშამ, ჩემმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა, აგვიხსნა ტუნელ-გაღმლელებს თუ რა ძვირფასი საჩუქარი მოგვიტანეს თურმე და დიდი სიამოვნება გველის წინ როცა დამბალხაჭოს მოგვიმზადებს თავისი ხელით (მთიული ვარ წარმოშობითო, ასე გვეუბნებოდა). დავბზრიალდით ბიჭები, „ყარაულების ოთახში“ მოვაწყვეთ სადეგუსტაციო სივრცე, ტაფა, „ფეჩი“ კარაქი მოგვაბანინეს კიდე და სხვა თუ რამე იყო საჭირო მოვიმარაგეთ რომ ამ კულინარიულ სასწაულს, ცხელ დამბალ ხაჭოს ვზიარებოდით. არაყიც იქვე გვქონდა რა თქმა უნდა. მოკლედ, დაიწყო მიშამ ამ გუნდების დაჭრა თუ დაფშვნა და ისეთი სუნი დადგა რომ ... ეგრე უნდა იყოსო, ძაან კაიაო, ესე იგი ნატურალურიაო, გვამშვიდებდნენ ქაჯ ტუნელ-გაღმლებს მიშა და ვაჟიკა. კარაქი უქნეს ბლომად, რომელიც კარგად კი გადნა, მაგრამ დამბალ ხაჭო მაინცა და მაინც არა. უტრიალეს ტაფას ვაჟiკამ და მიშამ, ატრიალეს აქეთ იქეთ ეს დამბალი ხაჭო მარგამ რაღაც ვერ გამოსდიოდათ როგორც მე შევატყვე. ამასობაში აბიც მოვიდა, ტუნელ-გამოღმელი არც ეგ იყო, მაგრამ გამოცდილი მონადირის სახელი ჰქონდა დავარდნილი სამსახურში და ასეთ რამეებშიც, რომ ერკვეოდა რატომღაც ადვილად დავიჯერეთ. - გუშინდელი სასისკი მაქვს მაცივარში და ბარემ ვუქნათ, უფრო კარგი იქნებაო თქვა აბიმ. - კარგიო, დაეთანხმნენ ვაჟიკა და მიშა. მოიტანეს გუშინდელი სასისკი, დაჭრეს, უფრო პატარა ტაფაში ცოტა კარაქი უქნეს და ჩაყარეს. გადმოდგეს დაბლა ხაჭო და ახლა სასისკი შედგეს ფეჩზე. დაპიწკინდა სასისკი, უფრო სასიამოვნო სურნელი წამოვიდა. ვაჟიკამ, სასისკზე ცოტა ხახვიც რომ ჩავაშუშოთ არ იქნება ცუდიო. დაჭრეს ხახვიც და ჩაამატეს. მერე ეს მოშუშული სასისკი და ხახვი შესვენებაზე გასულ დამბალ ხაჭოს ჩაამატეს და ისეც შედგეს ცეცხლზე. ყველაფერი რომ თითქმის მომზადდა, ოთახში დაცვის ბიჭებმა შემოიხედეს, ეტყობა პონტში გაძრობა უნდოდათ, მთლად ხელცარიელიც ხომ არ მოვიდოდნენ და ახალი ოხრახუში მოგვიკითხეს, თუ დაგჭირდეთო. ზრდილობის და ჩვენი, ტუნელ-გაღმური ტრადიციის ძალიათ, მომზადებულ და ჯერ კიდევ ცხე დამბალ ხაჭოზე დაჭრილი ოხრახუშიც მოვაყარეთ. მარილი არ უნდაო, გვითხრეს „სპეციალისტებმა“. მოკლედ, არ მომეწონა რა ეს დამბალ ხაჭო. სასიკები გამოვარჩიე და ის ვჭამე.
--------------------
არ უღალატო საქართველოს!
karma is a boss.
|