კუთხეებში ბამპერზე(პლასმასზე) მაქვს ასეთი დაზიანება (ნახეთ ფოტოები) საღებავია აცვენილი და გაკაწრული, წინა მესაკუთრემ მითხრა შეღებვას მერჩივნა ასე დამეტოვებინა რაც არის ხედავო, მაგრამ მე არ მომწონს და მინდა განვაახლო და აღვადგინო,
-მაინტერესებს რა დამიჯდება დაახლოებით 3 ადგილას 3 კუთხე,
-რა სამუშაოებია ჩასატარებელი?
მე როგორც ვხვდები ალბათ, "გაშკურკვა" შემდეგ დაშკაპკვლა ისევ გაშკურკვა რომ დაჯდეს ფორმა და შეღებვა + ლაკი,
-მაინტერესებს რამდენად შესაძლებელია რომ იგივე ფერზე დაჯდეს ზუსტად და განსხვავება არ დაეტყოს? ანუ გადასვლა რომ არ დაეტყოს შესაძლებელია?
- და კიდევ შპაკლი როგორი მასალაა, გაშრობის და გამყარების შემდეგ როგორც პლასმასი ისეთივე მყარია? როგორც ვიცი გამამყარებელ წებოსსაც ურევენ
-და გაშობის შემდეგ როგორც პლასმასი ისე მყარდება?
This post has been edited by Khedie on 24 Mar 2024, 14:50