Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > TV & Satellite > მაგთი სატი თუ ბლექ სი სატი


Posted by: madridman 29 Sep 2012, 16:27
ადმინ ცოტა ხანი აცოცხლე თემა.. სასწრაფოდ მჭირდება დახმარება..

რომელს რა პლიუსები აქვს მაინტერესებს, ისეთ ადგილას ვარ სილქტვ ვერ მირთავს ფიზიკურად..

ამ ორი ვარიანტიდან რომელიმე უნდა ჩავრთო და იქნებ მირჩიოთ

Posted by: *Batman* 29 Sep 2012, 17:49
madridman
ალუმინის ქილები

Posted by: madridman 29 Sep 2012, 19:12
*Batman*

გამოდი დღეს (რამე ჩაწერე ფლეშკაზე)

Posted by: aka 29 Sep 2012, 19:32
მე ამას ჩავრთავდი
QUOTE
მაგთი სატი

QUOTE
მაგთი სატი

Posted by: madridman 29 Sep 2012, 19:40
aka

ჩვენების ხარისხი დაბალი აქვსო როგორც ამბობენ

Posted by: aka 29 Sep 2012, 20:06
madridman
QUOTE

ჩვენების ხარისხი დაბალი აქვსო როგორც ამბობენ


არანაირად. მაგთის ნებისმიერ ოფისში აქვთ ჩართული, თუ მოხვდები თავად ნახე...

Posted by: madridman 29 Sep 2012, 20:32
aka

SD არხებს მაი ვიდეოს ხარისხი აქვსო ერთმა მითხრა და მაგიტო ვიკითხე.. HD გასაგებია კაი რო იქნება.. ფასით ჯობია უბრალოდ ბლექ სი სატი და რავი.. თან აქ სეტანტას იმედზე უნდა იყო და იქ გმგ-ის.. რომელიმემ ჩართოს ორივე ხო შეიძლება : ((

Posted by: vazhatu 29 Sep 2012, 23:36
QUOTE
SD არხებს მაი ვიდეოს ხარისხი აქვსო ერთმა მითხრა

facepalm.gif

Posted by: aka 30 Sep 2012, 13:12
QUOTE (vazhatu @ 29 Sep 2012, 23:36 )
QUOTE
SD არხებს მაი ვიდეოს ხარისხი აქვსო ერთმა მითხრა

facepalm.gif

+1111111111111111111111111111111111111

Posted by: l-e-v-a-n 30 Sep 2012, 16:05
ჩემი აზრით, ორივეს Global TV ჯობია

Posted by: OtoVon 6 Oct 2012, 15:23
madridman
მაგთისატი არის საუკეთესო დღესდღეობით.
სიგნალი აქვს ძალიან მაგარი!
სილქნეტი და დანარჩენები ახლოსაც ვერ მივლენ


l-e-v-a-n
QUOTE
ჩემი აზრით, ორივეს Global TV ჯობია

არხების დიდი არჩევანით და პაკეტების ხელმისაწვდომი ფასით ნამდვილად ჯობია ყველას,
მაგრამ მაგთისატის ხარისხთან მეეჭვება რომ მივიდეს ახლოს.


Posted by: l-e-v-a-n 6 Oct 2012, 16:02
OtoVon
1 თვე მქონდა მაგთისატი, არ მომეწონა და... ვერ გავიგე რა აქვს მაგთისატს განსაკუთრებული, თუნდაც ხარისხი... ჩვეულებრივი ხარისხი აქვს, ისეთი ხარისხი, რომელსაც ნებისმიერი თეფშით მიიღებ, მე ვერ შევამჩნიე ხარისხშიც სხვაობა, არხებს რაც შეეხება, ნამდვილად არცერთი არ მომეწონა, ფასიც არ იყო იაფი და...

Posted by: OtoVon 6 Oct 2012, 18:28
l-e-v-a-n
QUOTE
1 თვე მქონდა მაგთისატი, არ მომეწონა და... ვერ გავიგე რა აქვს მაგთისატს განსაკუთრებული, თუნდაც ხარისხი...

ამას თუ წერ, მაშინ რაც არ უნდა გითხრა, ვეღარ დაგარწმუნებ რომ მაგთისატს მართლა საუკეთესო ხარისხი აქვს smile.gif
ნუ ყველას თავისი შეხედულება აქვს, გასაგებია.

QUOTE
არხებს რაც შეეხება, ნამდვილად არცერთი არ მომეწონა

ახლა არცერთი არ მომეწონაო, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა იმაში დაგეთანხმები რომ გლობალტვ-ს უკეთესი პაკეტები აქვს smile.gif

QUOTE
ფასიც არ იყო იაფი და...

ფასით გლობალი ჩემპიონია და ვიმედოვნებ რომ ამ ყვავყორნების გაფრენის შემდეგ, სერიოზულად დაიქოქება ეს კომპანია და უკეთეს სერვისს შემოგვთავაზებს.
მე ლიჩნად ჩასაფრებული ვარ, როდის განაახლებს თეფშეფის მონტაჟს, რომ დავაყენო სახლში smile.gif

Posted by: l-e-v-a-n 6 Oct 2012, 20:45
OtoVon
QUOTE
ამას თუ წერ, მაშინ რაც არ უნდა გითხრა, ვეღარ დაგარწმუნებ რომ მაგთისატს მართლა საუკეთესო ხარისხი აქვს

არა, მითხარი, მართლა მაინტერესებს, შეიძლება LCD ან პლაზმურ ტელევიზორზე უფრო შეიმჩნევა სხვაობა, რაც მე არ მაქვს


Posted by: OtoVon 6 Oct 2012, 21:50
l-e-v-a-n
QUOTE
არა, მითხარი, მართლა მაინტერესებს, შეიძლება LCD ან პლაზმურ ტელევიზორზე უფრო შეიმჩნევა სხვაობა, რაც მე არ მაქვს

აა, გასაგებია, lcd, led- ასეთ ტელევიზორებზე იგრძნობ სხვაობას, თან სერიოზულს...

Posted by: madridman 8 Oct 2012, 13:47
led მაქვს Full HD და მაგთისატი ჯობია ვიცი ხარისხით მარა პაკეტები რო უკეთესი აქვს გლობალ ტვ-ს მაგიტო ველოდები

Posted by: l-e-v-a-n 8 Oct 2012, 14:52
ხარისხით ბლექ სი სატი რა ადგილზე უნდა დავაყენოთ მაგთისატსა და გლობალტივის შორის/

Posted by: donshakal 8 Oct 2012, 16:15
მე მაქვს მაგთისატი სახლში, HD რისივერი. ნუ, უკმაყოფილო ვიყავი და აქაც დავწერე.
მერე ამ დღეებში სტუმრად ვიყავი და ვნახე კავკაზუს ტვ-ს ხარისხი smile.gif და იმის მერე აღარ ვწუწუნებ smile.gif

ერთი რაც არის - ძალიან ძვირია ჩემი აზრით.

Posted by: madridman 8 Oct 2012, 16:59
donshakal

კი, ცალკე ინტერნეტს იხდი, ცალკე მაგას.. სხვა რამეები რო აღარ ჩამოვთვალოთ

Posted by: OtoVon 8 Oct 2012, 22:54
იტოგში გლობალტივის პაკეტები და ფასები არის საუკეთესო დღესდღეობით.
ხარისხით კი მაგთისატი ლიდერობს.

იმედია რომ გლობალი მალე უფრო დაიხვეწება და ბევრ ახალ სერვისს შემოგვთავაზებს.
ნუ ხარისხსაც მიხედავენ იმედია.



Posted by: l-e-v-a-n 8 Oct 2012, 23:57
OtoVon
ბლექსისატის ხარისხი გლობალტივისას ჯობია? თუ მაგთისატისასაც ჯობია? biggrin.gif
თუ ვაფშე ყველაზე ცუდი ხარისხი აქვს bssat-ს?

Posted by: OtoVon 9 Oct 2012, 00:27
l-e-v-a-n
QUOTE
ბლექსისატის ხარისხი გლობალტივისას ჯობია?

ვერ გეტყვი,
მხოლოდ იმის თქმა შემიძლია - ბლექსისატის ხარისხი ვისაც აქვს ნანახი,
მათ დამიდასტურეს რომ მაგთისატთან ახლოს ვერ მოდისო smile.gif

Posted by: imena7777 9 Oct 2012, 00:29
donshakal
არ ვარგა კავკასუსის ხარისხი ? ტყვილად ველოდები აბა მაგ ტელევიზიას გაიყვანეს კაბელები და თვის ბოლოს იქნებაო. თუ არ ვარგა ხარისხი მაშინ შარინგს გავაკეთებ რესივერს ვიყიდი და.

Posted by: madridman 9 Oct 2012, 10:03
დავრეგისტრირდი ტელეფონით გლობალ ტვ-ზე და როდის მოვლენ ეხლა ჩემამდე ელოდე....

Posted by: OtoVon 9 Oct 2012, 10:44
madridman
QUOTE
დავრეგისტრირდი ტელეფონით გლობალ ტვ-ზე და როდის მოვლენ ეხლა ჩემამდე ელოდე....

მოვლენ smile.gif

როცა მოვლენ დაწერე შთაბეჭდილებები

Posted by: madridman 9 Oct 2012, 11:23
OtoVon

ანუ სეტანტა და გმგ აქვთ ხო ერთად? smile.gif

Posted by: OtoVon 9 Oct 2012, 11:51
madridman
QUOTE
ანუ სეტანტა და გმგ აქვთ ხო ერთად?


http://globaltv.ge/tvarxebi.html აქვთ smile.gif

http://www.facebook.com/GlobalTVGeorgia?ref=ts&fref=ts

Posted by: donshakal 9 Oct 2012, 15:00
imena7777
კავკაზუსის ტელევიზიაზე კარგად არ ვიცი, შეიძლება სხვადასხვა რისივერს სხვადასხვა ხარისხი აქვს. ეს მართლა არ ვიცი

მე რაც ვნახე - იმის ხარისხი ნამდვილად ჩამოუვარდებოდა მაგთისატის ხარისხს (მაგთIზეც დაკავკაზუსზეც FULL HD ტელევიზორები იყო, ასე რომ მაგის სხვაობა გამორიცხე)

Posted by: madridman 9 Oct 2012, 15:03
OtoVon

ეგ ვნახე ხო smile.gif კაია

მარა HD რამდენი არხი აქვთ ზოგადად?

Posted by: OtoVon 10 Oct 2012, 19:38
madridman
QUOTE
მარა HD რამდენი არხი აქვთ ზოგადად?

არ ვარ დარწმუნებული, რომ საერთოდ HD არხები თუ აქვს გლობალტვ-ს
მაგთისატი რომ მაგთისატია, მაგასაც მხოლოდ 6 HD არხი აქვს smile.gif

მაგთისატის HD არხებისგან ძალიან დიდად არ განსხვავდებოდა მაგთისატისვე ჩვეულებრივი არხების ჩვენება smile.gif
ანუ მაგთისატის ფანი ვარ ჯერ-ჯერობით...

Posted by: madridman 12 Oct 2012, 00:46
OtoVon

ანუ მაგთისატის HD პაკეტის ჩართვას აზრი არააქვს ხო?

Posted by: programist 12 Oct 2012, 00:56
madridman
QUOTE
ანუ მაგთისატის HD პაკეტის ჩართვას აზრი არააქვს ხო?
  • 1001 Eurosport HD
  • 1002 Nat Geo HD
  • 1003 Discovery Showcase HD
  • 1004 Animal Planet HD
  • 1005 iConcerts HD
  • 1006 NBA TV HD
  • 1007 Setanta Sports HD
  • 1008 აფხაზეთის ხმა HD
თუ ეს არხები გინდა რატო არ აქვს აზრი wink.gif

Posted by: madridman 12 Oct 2012, 09:40
QUOTE
მაგთისატის HD არხებისგან ძალიან დიდად არ განსხვავდებოდა მაგთისატისვე ჩვეულებრივი არხების ჩვენება smile.gif


თუ მართლა ესეა ამიტო ვამბობ (ნუ 15 ლარიც ძვირია 8 არხში ნამდვილად)

Posted by: OtoVon 12 Oct 2012, 10:42
programist
madridman
QUOTE
1001 Eurosport HD
1002 Nat Geo HD
1003 Discovery Showcase HD
1004 Animal Planet HD
1005 iConcerts HD
1006 NBA TV HD
1007 Setanta Sports HD
1008 აფხაზეთის ხმა HD


კი ეს არხები აქვს HD ხარისხით,
მაგრამ გაითვალისწინე, რომ ამათგან ეს 4 არხი HD-ს გარეშე ისედაც აქვს პაკეტში.

Nat Geo
Animal Planet
Discovery
Eurosport

ასე რომ ჩემი სუბიექტური აზრით, HD არხებში ცალკე ფულს არ გადავიხდიდი. (თუ რათქმაუნდა NBA-ს ფანი არ ხარ და Setanta-ს გინდა უყურო HD-ში)

QUOTE
iConcerts

ეს მაგარი დებილური არხია, ჩემი აზრით. კი HD არხია, მაგრამ თუ სპეციფიური მელომანი არ ხარ, არ დაგევასება.

Posted by: madridman 12 Oct 2012, 10:46
OtoVon

ჰო მაგრამ თუ 10 ლარიან პაკეტს რთავ და პლიუს HD პაკეტს მაშინ გამართლებული უნდა იყოს (შედარებით)

Posted by: OtoVon 12 Oct 2012, 10:52
madridman
QUOTE
ჰო მაგრამ თუ 10 ლარიან პაკეტს რთავ და პლიუს HD პაკეტს მაშინ გამართლებული უნდა იყოს (შედარებით)

ნუ მაშინ კი yes.gif

მესმის შენი - 10 ლარიანი პაკეტი + 15 ლარიანი HD პაკეტი = 25 ლარი

მაგრამ შეგიძლია პირდაპირ 25 ლარიანი პაკეტი გააკეთო, სადაც გექნება ზემო აღნიშნული არხები ჩვეულებრივ ხარისხში (არ გექნება: Setanta, NBA, iConcerts)
და გექნება პლიუს დამატებით რამდენიმე არხი.

მოკლედ აი ეგ 2 ვარიანტია 25 ლარში.

ორივე ნორმა არჩევანია...

Posted by: madridman 12 Oct 2012, 11:09
OtoVon

რა მაინტერესებს იცი? გლობალ-ტვ-ს ერთ-ერთი პაკეტი რო ჩავრთო (სპორტის) და ამის ეს 25იანი (15 ლარიანი HD) ნუ ერთად გამოვა 31 ლარი, გადართვა ერთიდან მეორეზე მარტივად იქნება შესაძლებელი?

Posted by: OtoVon 12 Oct 2012, 11:16
madridman
QUOTE
რა მაინტერესებს იცი? გლობალ-ტვ-ს ერთ-ერთი პაკეტი რო ჩავრთო (სპორტის) და ამის ეს 25იანი (15 ლარიანი HD) ნუ ერთად გამოვა 31 ლარი, გადართვა ერთიდან მეორეზე მარტივად იქნება შესაძლებელი?

ვერ გეტყვი, მაგრამ ჩემი აზრით არ უნდა იყოს პრობლემა, იმედია იტყვიან გათვითცნობიერებული ადამიანები smile.gif


Posted by: programist 12 Oct 2012, 22:38
madridman
QUOTE
რა მაინტერესებს იცი? გლობალ-ტვ-ს ერთ-ერთი პაკეტი რო ჩავრთო (სპორტის) და ამის ეს 25იანი (15 ლარიანი HD) ნუ ერთად გამოვა 31 ლარი, გადართვა ერთიდან მეორეზე მარტივად იქნება შესაძლებელი?

ტელევიზორის პულტიტ მოგიწევს ჯერ წყარო(source, ხან ერთი აირჩიო ხან მეორე) აირჩიო და მერე რესივერის პულტით მართო

Posted by: madridman 13 Oct 2012, 00:24
programist

ეგ პრობლემა არაა, მთავარია ანტენის გამოძრობა და თავიდან შეერთება არ მომიწიოს

Posted by: davidkutaiseli 2 Nov 2012, 13:16
ისა და მაგტისატის აპარატურაზე მეორე ტარელკის მიერთება არ მოსულა?

Posted by: GIO - GIO 15 Jan 2014, 13:25
ეხლა ველაპარაკე გლობალ ტვ-შ და ახალ აპარატურას ველოდებით თებერვლიდან HD რესივერებსო და სავარაუდოდ გლობალის ხარისხიც გაზრდება smile.gif

Posted by: ADDmin 15 Jan 2014, 13:32
madridman
QUOTE
ეგ პრობლემა არაა, მთავარია ანტენის გამოძრობა და თავიდან შეერთება არ მომიწიოს

ანტენა სხვადასხვა ექნება გლობალს და მაგთისატს, ერთი სატელიტზეა მეორე სამაუწყებლო ანტენებით.

Posted by: GIO - GIO 15 Jan 2014, 13:41
ერთი რა ვერ გავიგე თებშიდან რესივერამდე ჩვეულებრივი ძველი ანალოგური ტელევიზორის კაბელი რო მოდს მერე ხარისხი არ იკარგება? HD რესივერს რაღა აზრი აქვს?

მაგთისატზეც ეგრეა თებშიდან ჩვეულებრივი ტელევიზორის კაბელი მოდის?

Posted by: ADDmin 15 Jan 2014, 16:48
GIO - GIO
QUOTE
ძველი ანალოგური ტელევიზორის კაბელი

და HD-სთვის კაბელი სხვანაირი გგონია? ფიბეროპტიკური? ანალოგურის და ციფრული კაბელი არ განსხვავდება ერთიდაიგივეს მოაქვს ინფორმაცია, მთავარი მიმღებია...

Posted by: GIO - GIO 15 Jan 2014, 20:46
აბა რესივერის მერე რარა საჭიროა მაშინ HDMI კაბელი და ეგ პორტი საერთოდ? რესივერიდანვე რომ იგივე ტელევიზორის კაბელი წაიყვანო რა მოხდება?

რესივერის მიერ ინფორმაციის დამუშავების შემდეგ მონაცემების მოცულობა იზრდება თუ რა ლოგიკაა ეგ ვერ მივხვდი.

Posted by: ADDmin 16 Jan 2014, 02:02
GIO - GIO
QUOTE
აბა რესივერის მერე რარა საჭიროა მაშინ HDMI კაბელი და ეგ პორტი საერთოდ? რესივერიდანვე რომ იგივე ტელევიზორის კაბელი წაიყვანო რა მოხდება?

რესივერის მიერ ინფორმაციის დამუშავების შემდეგ მონაცემების მოცულობა იზრდება თუ რა ლოგიკაა ეგ ვერ მივხვდი.

რისივერი=დეკოდერს. რისივერი რომ გადაიყვანს სიგნალს ვიზუალურ გამოსახულებაში იმის მაქსიმალურად კარგად გადასატანად ტვ-ზე საჭიროა HDMI კაბელი, ესეა მოწყობილი ეს საქმე.
ისე კი მაგ:. ჩემ ტვ-ს ეგ რისივერი უკვე ინტეგრირებული აქვს და პირდაპირ კაბელი შედის ტვ-ში.
ისე კი ცხადია რისივერის შუამავლობა ხარისხს დაუკარგავს ანუ რაც გინდა კარგი HDMI ქონდეს ინტეგრირებული და ტვ-სთან შეწყობილი დივაისი ჯობია. თუმცა 1.3-1.4-2.0 HDMI-ს ვერსიები უკვე პრობლემას აღარ ქმნიან მაგ კუთხით მაგრამ მაინც...

Posted by: sichinavailia 16 Jan 2014, 16:30
QUOTE (GIO - GIO @ 15 Jan 2014, 13:41 )
ერთი რა ვერ გავიგე თებშიდან რესივერამდე ჩვეულებრივი ძველი ანალოგური ტელევიზორის კაბელი რო მოდს მერე ხარისხი არ იკარგება? HD რესივერს რაღა აზრი აქვს?

მაგთისატზეც ეგრეა თებშიდან ჩვეულებრივი ტელევიზორის კაბელი მოდის?

კაბელი ორივესთვის ერთია, ამ შემთხვევაში კოაქსიალური.
ციფრირება ხელშეშლამდგრადობისათვის არსებობს თორემ ზოგადად გადამცემი და მიმღები ანალოგურ სიგნალებზე მუშაობენ.
მიმღებში აღდგება საწყისი სიგნალი და მისი ხარისხი დამოკიდებულია კავშირის არხში ხელშეშლების შედეგად მიმღებში მოსულ ბიტურ შეცდომებზე (BER).
ამის შემდეგ სიგნალის დამახინჯება ხდება თვით მიმღებში და შემდეგ უკვე მიმღების ტელევიზორთან დამაკავშირებელ კაბელში.
ზოგადად იდეალური კაბელი არ არსებობს.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)