Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშენებლობა და რემონტი > შეკიდული გიფსოკარდონის ჭერი და ბარისოლი


Posted by: irakot 31 Aug 2007, 17:36
მაინტერესებს გაქვთ თუ არა ვინმეს ბარისოლის ჭერი (ეს არის დაჭიმული ჭერი რაღაც ცელოფნისმაგვარი, რომელიც ბიაზივით იკვრება ჭერზე და სარკის ეფექტი აქვს) და რამდენად კმაყოფილები ხართ ექპლუატაციაში.

Posted by: chkarika 31 Aug 2007, 17:39
irakot


მე გიფსოკარდონით გავაკეთე და ძალიან კმაყოფილი ვარ ჯერ ჯერობით



ყოველშემთხვევაში გაჯით გალესილს ჯობია რააა


თან ახალ სახლში შანსი არ არის რომ არ დაიბზაროს გაჯით გალესილი (სახლი რომ ჯდებას პონტში)
და რავიცი რავიცი თან როგორ ფორმასაც გინდა მიაღებინებ




ასე რომ დაეძალეთ გიფსო-კარდონს smile.gif smile.gif რადიო 105





Posted by: irakot 31 Aug 2007, 17:44
პრინციპში მეც გიფსოკარდონებს ვაკეთებინებ, მაგრამ არ ვიცი არაფერი ბარისოლზე, შესახედაობით ლამაზია მაგრამ, თუ ერთ წელიწადში გამოსაცვლელი გამიხდა ეგეთი არ მინდა, ან თუ ყოველ კვირა წმენდა დაჭირდა

Posted by: ShadowCat 31 Aug 2007, 21:22
chkarika
და რა ღირს ეგ გიფსოკარდონი? baby.gif

Posted by: irakot 31 Aug 2007, 22:06
ეს არის ბარისოლის ჭერის ვარიანტი (ჩემი არაა)

Posted by: irakot 31 Aug 2007, 22:17
აი კიდევ ერთი ვარიანტი, ძაან მაგარი

Posted by: ShadowCat 31 Aug 2007, 23:38
irakot
მე რაცხა არ მომწონს user.gif rolleyes.gif

როგორია, იცი.. როგორ ვთქვა.. მეტისმეტად "gaudy" rolleyes.gif

თანაც, სახლის დალაგებაზე ხო ჭკუა მეკეტება და სრული ბედნიერებისთვის ისღა მაკლია, კვირაში ერთხელ ჭერი ვწმინდო givi.gif

Posted by: anakatrin 31 Aug 2007, 23:49
ShadowCat
QUOTE
თანაც, სახლის დალაგებაზე ხო ჭკუა მეკეტება და სრული ბედნიერებისთვის ისღა მაკლია, კვირაში ერთხელ ჭერი ვწმინდო

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Mr.David 1 Sep 2007, 00:09
QUOTE
ბარისოლის ჭერი

რამდენიმე წლის წინ გადიოდა მაგის რეკლამა აქტიურად. მშენინტერსერვისი ერქვა თუ არ ვცდები თბილისში მაგის იმპორტიორ ფირმას. smile.gif

Posted by: mode 1 Sep 2007, 02:23
ბარისოლი არ მევასეფა.

გიფსოკარდონის ჭერი ძაან კაია. გააჩნია ვინ გააკეთებს და როგორ.
გენიალური გამოგონებაა გიფსოკარდონი


Posted by: SaNi 1 Sep 2007, 12:14
irakot
მაგ მასალის 1 კვადრატული მეტრის ფასი 65 ევრო მითხრეს

Posted by: ikebana 1 Sep 2007, 12:18
რაღაცა მეც არ მომწონს ეს ბარისოლი, პლასტიკატს გავს.

Posted by: ShadowCat 1 Sep 2007, 17:57
SaNi
QUOTE
მაგ მასალის 1 კვადრატული მეტრის ფასი 65 ევრო მითხრეს

და გიფსოკარდონი რა ღირს, მეტყვით ვინმე? user.gif

Posted by: l_i_k_a 1 Sep 2007, 18:22
ShadowCat
სადღაც 17-20 ლარი კვადრატული თავის მასალიათ და ხელობით. მე ვიწყებ ორშაბათს და 18 ლარად მიკეთებენ.

Posted by: n-i-c-k 1 Sep 2007, 21:10
l_i_k_a და თვითონ გიფსოკარდონი რა ღირს ხომ არ გახსოვს ? და რა ზომის ?

Posted by: irakot 1 Sep 2007, 21:19
გადავწყვიტე ბარისოლის გაკეთება. წელიწადში ერთხელ უნდა გაწმენდა, ძაან მაგარი ეფექტი აქვს ლაივში, ორშაბათიდან მიწყებენ გაკეთებას biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: l_i_k_a 1 Sep 2007, 21:39
n-i-c-k
ზომები დაახლოებით 2მ 1 მ ზე, ჩემი მუშები ხელობაში იღებენ 2 ლარს კვადრატულში. ამ 18 ლარში მოტანაც შედის და ალბათ სადღაც 15 ლარი ეღირება, ეს ძალიან მიახლოებით

Posted by: irakot 1 Sep 2007, 21:56
ძალიან მაგარი გიფოების ხელოსანი ვიცი, ნებისმიერ ფორმას ძალიან მაგრად აკეთებს, ჩემმა არქიტექტორმა მითხრა ესე კარგად არცერთ გიფსოების მოხელესთან არ მიმუშავიაო, თანაც სულ ოვალების კეთება მოუწია ჩემთან სხვადასვა დონეებზე და ყველაფრით კმაყფილი დავრჩი

Posted by: irakot 2 Sep 2007, 21:07
აი ამდაგვარ რაღაცეებს აკეთEბს.......................................

Posted by: oxx. 2 Sep 2007, 23:52
irakot
ხო მე ეგეთს ვაკეთებ ღონდ ოთხკუთხედს...
მერემეც დავდებ სურათს...
: )

Posted by: Kakha 3 Sep 2007, 10:04
irakot
QUOTE
ჩემი არაა

givi.gif

QUOTE
ეს არის დაჭიმული ჭერი რაღაც ცელოფნისმაგვარი

მაგი თუ ცელოფანივითაა, კონდენსატს დაიგროვებს smile.gif

* * *
irakot
QUOTE
გადავწყვიტე ბარისოლის გაკეთება. წელიწადში ერთხელ უნდა გაწმენდა, ძაან მაგარი ეფექტი აქვს ლაივში, ორშაბათიდან მიწყებენ გაკეთებას 

კარგად დაფიქრდი, უთხარი გაჩვენონ ვინმესთან უკვე გაკეთებული და დაელაპარაკე იმას მუშების გარეშე.

Posted by: irakot 3 Sep 2007, 11:14
Kakha
QUOTE
მაგი თუ ცელოფანივითაა, კონდენსატს დაიგროვებს

კონდენსანტს არ იგროვებს, უკვე ვიკითხე smile.gif

Posted by: Kakha 3 Sep 2007, 11:16
irakot
ჰაერს ატარებსო?  

Posted by: irakot 3 Sep 2007, 13:05
Kakha
არის გახვრეტილებიც და არის მთლიანებიც, რაღაც სპეციალური შემადგენლობაა

Posted by: SnowFlakes 4 Sep 2007, 15:49
გიფსოკარდონით აკეთებენ ხომ ორმაგ ჭერს და შიგნით ცალკე განათებებს?


ვის გაქვთ ეგეთი ჭერი და რა მაინტერესებს იცით კიდე? ნათურა რომ გადაიწვას,როგორ იცვლება? სიღრმეშია როგორც ვიცი განათება.

Posted by: SaNi 4 Sep 2007, 16:47
n-i-c-k
QUOTE
და თვითონ გიფსოკარდონი რა ღირს ხომ არ გახსოვს ? და რა ზომის ?

12 მილიმეტრის სისქის გიფსოკარდონი ბოლოს ვიყიდე 14 ლარად ერთი ფილა, ფილის ზომებია 120 X 250სმ
ნესტგამძლე გიფსოკარდონში მივეცი 19 ლარი (ზომები იგივეა)

Posted by: irakot 4 Sep 2007, 22:22
SnowFlakes
ნათურა ადვილად იცვლება, არანაირი პრობლრმა არ არის შენითაც შესძლებ
QUOTE
12 მილიმეტრის სისქის გიფსოკარდონი ბოლოს ვიყიდე 14 ლარად ერთი ფილა, ფილის ზომებია 120 X 250სმ
ნესტგამძლე გიფსოკარდონში მივეცი 19 ლარი (ზომები იგივეა)

მაგას მარტო აბანოსათვის და სამზარეულოსთვის ყიდულობენ ხოლმე

Posted by: SnowFlakes 4 Sep 2007, 22:46
irakot

ხვდები რომელ ჭერზე ვამბობ?

ორმაგია და სიღრმეშია განათება ჩასმული.
ძალიან მომწონს მასე განათებული ჭერი.

Posted by: irakot 4 Sep 2007, 23:05
SnowFlakes
კი ვხვდები ლამაზია ძალიან

Posted by: Lotosi 8 Sep 2007, 17:43
გიფსოკარდონით ოთახის გაყოფა შეიძლება?

თან ისე, რომ ხმა არ გავიდეს ერთი ოთახიდან მეორეში . . .

Posted by: kudracha 8 Sep 2007, 18:26
l_i_k_a
QUOTE
სადღაც 17-20 ლარი კვადრატული თავის მასალიათ და ხელობით. მე ვიწყებ ორშაბათს და 18 ლარად მიკეთებენ.

spy.gif მეზობელმა იყიდა, თითო ლისტი 3 კვადრატიაო და 13 ლარი ღირსო

Posted by: Natuka NGN 9 Sep 2007, 10:59
ვისაც გამოცდილება გაქვთ, აბაზანაში როგორ ჭერს მირჩევთ?

Posted by: n-i-c-k 9 Sep 2007, 11:06
Natuka NGN სარკის ჭერი გააკეთე smile.gif

Posted by: Natuka NGN 9 Sep 2007, 11:15
n-i-c-k
smile.gif დსკომფორტი მექნება.... ერთი დიდი სარკის დამონტაჯებას კედელზე მთლიან სიგრძეზე ისედაც ვაპირებ და ზედმეტად არ მინდა ჩემი ორეულების ყურება smile.gif

Posted by: მონიკა 9 Sep 2007, 11:15
Lotosi
QUOTE
გიფსოკარდონით ოთახის გაყოფა შეიძლება?

თან ისე, რომ ხმა არ გავიდეს ერთი ოთახიდან მეორეში . . .

ტიხრებს აკეთებენ ხმის იზოლაციაზე რა მოგახსენო, ალბათ შეიძლება
QUOTE
12 მილიმეტრის სისქის გიფსოკარდონი ბოლოს ვიყიდე 14 ლარად ერთი ფილა, ფილის ზომებია 120 X 250სმ
ნესტგამძლე გიფსოკარდონში მივეცი 19 ლარი (ზომები იგივეა)


მაგას მარტო აბანოსათვის და სამზარეულოსთვის ყიდულობენ ხოლმე

აბანოსთვის ნამდვილად არ გამოდგება, ფასები დაახლოვებით ერთი დაიგივეა, განსხვავებულად იანგარიშება მეორე ფენას თუ აკეთებ(ორმაგ ჭერს ვგულისხმობ) მეორე ფენა გაკეთება თავისი მასალით ფასი იგივეა ოღონდ კვადრატულობით არ ანგარიშობენ, პერიმეტრს ზომავენ საბოლოო ჯამში პერიმეტრით უფრო ძვირი გამოდის(მაგალითისთვის ჩემთან ჰოლს, სამზარეულოს და სასტუმრო ოთახს დაჭირდა ერთი ფენა დაახლოვებით1000 ლარი და მარტო სასტუმრო ოთახის მეორე ფენას 800 ლარი)
QUOTE
გიფსოკარდონით აკეთებენ ხომ ორმაგ ჭერს და შიგნით ცალკე განათებებს?


ვის გაქვთ ეგეთი ჭერი და რა მაინტერესებს იცით კიდე? ნათურა რომ გადაიწვას,როგორ იცვლება? სიღრმეშია როგორც ვიცი განათება.

სიღრმე ძალიან გადაჭარბებული ნათქვამია, ორმაგი ჭერის ქვედა ფენას უკეთდება ე.წ. ჯიბე და იქაა დამალული ნათურები უკვე ორჯერ გამოვცვალე, ძალიან ადვილია მარტო კიბე გჭირდება, ბევრი დაშლა აწყობა არ უნდა

Posted by: TT+ 9 Sep 2007, 12:52
გიპსკარდონი ინგლისურად როგორაა ხომ არ იციტ?

Posted by: Kakha 10 Sep 2007, 09:39
TT+
gypsum plasterboard
და ქართულად არის მუყაოთაბაშირი მარა ბინა როა რ2-ზე გადაცემა, მუდმივად "გიპსოკარტონ"-ს გაიძახიან, სირცხვილია user.gif
* * *
kudracha
QUOTE
მეზობელმა იყიდა, თითო ლისტი 3 კვადრატიაო და 13 ლარი ღირსო

კი ეგრეა, მარა ძალიან ბევრი ხარჯი მიდის რკინის კონსტრუქციებზე.
თუ მიხვალ მაღაზიაში და ეტყვი ოთახის ზომებს და კონსტრუქციის პარამეტრებს, თვითონ დაგითვლიან რა ტიპის კონსტრუქცია რამდენი დაგჭირდება.

Posted by: Hellados 10 Sep 2007, 14:09
_________________________________________________

Posted by: irakot 10 Sep 2007, 15:59
QUOTE
Natuka NGN სარკის ჭერი გააკეთე

ეგ რაღაა? ჩვეულებრივი სარკე კეთდება ზემოდან?

მეაბაზანაშიც ბარისოლს ვაკეთებ

Posted by: TT+ 10 Sep 2007, 16:04
Kakha
QUOTE
gypsum plasterboard
და ქართულად არის მუყაოთაბაშირი მარა ბინა როა რ2-ზე გადაცემა, მუდმივად "გიპსოკარტონ"-ს გაიძახიან, სირცხვილია 

მადლობთ

Posted by: Natuka NGN 10 Sep 2007, 18:39
irakot
ეტყობა ბარისოლზე მითხრა smile.gif რა სისულელეა სარკე ჭერზე smile.gif

Posted by: CARDINAL 11 Sep 2007, 12:53
QUOTE
Lotosi

QUOTE
გიფსოკარდონით ოთახის გაყოფა შეიძლება?

თან ისე, რომ ხმა არ გავიდეს ერთი ოთახიდან მეორეში . . .


კი როგორ არა. ტიხარი კეთდება და შუაში ხმის სახშობი გუპკის მაგვარი რაღაც ეტნევა.
მე მაქ სახლში.
და რაც შეეხება აბაზანას მანდაც შეიძლება ნესტგამძლე გიფსოს გაკეთება.
თუ ვინმეს უნდა პირადად დავაკვალიანებ, და გარანტიასაც მივცემ.

* * *
zamtarshi shemovida axali cementi-muyaos pilebi romlitac pasadis gaketeba sheidzleba.
ukrainulebi da germanulebia.
pasi ki daaxloebit tabashir-muyaostan shedarebit ormagia.
magram samushaos shesruleba upro scrapad xdeba da saerto jamshi upro iapi jdeba vidre chveuli cesit pasadis gaketeba.

Posted by: SaNi 11 Sep 2007, 12:58
Lotosi
QUOTE
გიფსოკარდონით ოთახის გაყოფა შეიძლება?

თან ისე, რომ ხმა არ გავიდეს ერთი ოთახიდან მეორეში . . .

შეიძლება
მე გავტიხრე ეგრე და შიგნით ჩავაყოლე პენოპლასტი ხმის და ტემპერატურის იზოლაციისთვის
არის სპეციალური გასატიხრი პროფილი რომლის განი 8 სანტიმეტრია, როდესაც ორივე მხრიდან მიაკრავ გიფსოკარდონს კედლის სისქე გამოდის სადღაც 10-10,4 სმ

Posted by: CARDINAL 11 Sep 2007, 13:04
QUOTE
12 მილიმეტრის სისქის გიფსოკარდონი ბოლოს ვიყიდე 14 ლარად ერთი ფილა, ფილის ზომებია 120 X 250სმ
ნესტგამძლე გიფსოკარდონში მივეცი 19 ლარი (ზომები იგივეა)


მაგას მარტო აბანოსათვის და სამზარეულოსთვის ყიდულობენ ხოლმე


მე თუ მკითხავ სამზარეულოსთვის 9.5-იანიც საკმარისია.
12-იანი ტიხარზე უფროა საცჰირო რადგან დატვირთვა დიდი აქ. კედელზე როაცა აკრავ გიფსოკარდონზე არაპერი დიდი დატვირთვა არ მოდის, ამიტომ 9.5 სისქისაც საკმარისია.
საერტო ჯამსჰი კი ფასში სხვაობა შესამჩნევი იქნება.

Posted by: Kakha 11 Sep 2007, 13:04
პენოპლასტს ჯობია მინვატა, (იზოტრაკი, იზოვერი და მისთ.), "სტეკლოვატას" გავს ოღონდ არაა იგივე, ნაკლებად მავნეა.
* * *
CARDINAL
QUOTE
საერტო ჯამსჰი კი ფასში სხვაობა შესამჩნევი იქნება.

საქმე იმაშია რომ 9-იანზე სტანდარტით ყოველ 40 სანტიმეტრში უნდა გაკეთდეს პროფილი და 12-ზე ყოველ 60-ში, ასე რომ ფასში ბევრი არაფერი მოგება არაა, მე საერთოდ არ გამოვიყენე 9-იანი იმიტომ რომ როცა ვაკეთებდი თითქმის ერთI და იგივე ფასი იყო, მიზერული განსხვავება იყო.

Posted by: Natuka NGN 12 Sep 2007, 14:34
ახლა მითხრეს ჭერის ახალი სახე - CLIPSO - ბარიოსლზე იაფია, სხვადასხვა ფერია და ''სუნთქავსო''. www.clipso.ru აი, სიატი... და ყავთ როგორც ვიცი ქართველი დისტიბუტორები.
http://www.clipso.ru/galery.htm ეს გალერეაა.
გავიგე აქაურების მისამართიც, ჭავჭავაძის 50, კომპანია ''იდეა''

Posted by: irakot 12 Sep 2007, 15:42
Natuka NGN

ვნახე და ძალიან ორიგინალურებია, რა ჯდება ხომ არ იცი კვადრატული მეტრი?

Posted by: Natuka NGN 12 Sep 2007, 20:02
irakot
როგორც მითხრეს 1 კვადრატული - თუ 10 კვადრატულამდე იქნება - 45 ევრო, 10-ის ზევით - 40 ევრო. შეგიძლია წინასწარ მისცე ფერები. ანუ უკვე მოხათული და შეფერადებული ჩამოდის და შენგან არაფერი საჭირო არაა. გადაკვრა შეიძლება მერეცო. უკვე გაკეთებულ ჭერზეო და ძალიან სუფთა სამუშაოაო. აბაზანაში ორთქლს არ იკიდებსო. გაკეთებულებსაც გაჩვენებთო, მაგრამ ახლა ამდენი ფული არ მაქვს. შეგიძლია უკვე დამთავრებულ რემონტზეც გაჭიმოო. რუსეთში ძალიან არის გავრცელებულიო. რამე თუ მეშლება არ ვიცი, იქნებ ფირმაში დააზუსტო.

Posted by: irakot 12 Sep 2007, 22:28
აი ბარისოლიც გაიჭიმაააააააააააააააააააააააააააააააა

Posted by: irakot 12 Sep 2007, 22:33
აი კიდევ ერთი ცალი მგნი ასწორებს..............

Posted by: Lotosi 13 Sep 2007, 23:07
CARDINAL
SaNi
დიდი მადლობა smile.gif

QUOTE
პენოპლასტს ჯობია მინვატა, (იზოტრაკი, იზოვერი და მისთ.), "სტეკლოვატას" გავს ოღონდ არაა იგივე, ნაკლებად მავნეა.


მოკლედ, არსებობს რაიმე ისეთი მასალა დღეს, რომელიც ეჭვს არ იწვევდეს, რომ მავნეა ჯამრთელობისთვის! spy.gif

P.S. კსტაწე ..... გიფსოკარგონიც მავნეაოოოო boli.gif

Posted by: Kakha 14 Sep 2007, 09:17
Lotosi
QUOTE
გიფსოკარგონიც მავნეაოოოო

რატომაო? კონკრეტულად რა არის მავნეო? მუყაო თუ თაბაშირიო? smile.gif

Posted by: ikebana 14 Sep 2007, 12:14
აი ეს მომეწონა ....................................

უი ეს არა, მეორე.

Posted by: irakot 14 Sep 2007, 16:08
ikebana
ორიგინალურია....................

Posted by: SnowFlakes 6 Oct 2007, 22:53
ხალხნო და ჯამაათნო,შემთხვევით ხომ არ იცით გიფსოკარდონის ჭერის დიზაინები სად შეიძლება ვნახო?
ვერ ვნახე საიტი,სადაც გიფსოკარდონის ჭერის ფართო არჩევანი იქნება.

Posted by: n-i-c-k 8 Oct 2007, 21:30
და ხის პანელებით გაკეთებული ჭერის დიზაინებიც ინტერნეტში რომ იყოს სურათები არავინ იცის ??

Posted by: machaxela 12 Oct 2007, 23:02
QUOTE
მაინტერესებს გაქვთ თუ არა ვინმეს ბარისოლის ჭერი (ეს არის დაჭიმული ჭერი რაღაც ცელოფნისმაგვარი, რომელიც ბიაზივით იკვრება ჭერზე და სარკის ეფექტი აქვს) და რამდენად კმაყოფილები ხართ ექპლუატაციაში.

არის ერთერთ სახლში, თუ დამიჯერებთ იდიალური რამ არის, მოსავლელად ადვილია, ირეცხება უპრობლემოდ, ძალიან ლამაზია და გამძლე მაგრამ თბილიში ჯერ ჯერობით ვერ კერავენ უფრო სწორადვერ წებავენ აქ მხოლოდ ზომებს იღებენ და მერე უცხოეთში მზადდება შესაბამისად ძალიან ძვირია. არსებობს უამრავი ფორმისა და ფერის მასალა.

Posted by: cooldadie 16 Oct 2007, 09:46
QUOTE (SnowFlakes @ 6 Oct 2007, 22:53 )
ხალხნო და ჯამაათნო,შემთხვევით ხომ არ იცით გიფსოკარდონის ჭერის დიზაინები სად შეიძლება ვნახო?
ვერ ვნახე საიტი,სადაც გიფსოკარდონის ჭერის ფართო არჩევანი იქნება.

http://www.vseoremonte.ru/varianti/kvartiri/kluch/kvar43.html?photo=8&sort=ord


ეს ნახე არის რაღაცეები...

Posted by: irakot 17 Oct 2007, 23:13
SnowFlakes
QUOTE
ხალხნო და ჯამაათნო,შემთხვევით ხომ არ იცით გიფსოკარდონის ჭერის დიზაინები სად შეიძლება ვნახო?
ვერ ვნახე საიტი,სადაც გიფსოკარდონის ჭერის ფართო არჩევანი იქნება.

ზევით მაქვს დაგდებული ბარისოლის ფოტოები

Posted by: LASHA__ 18 Oct 2007, 12:42
QUOTE (chkarika @ 31 Aug 2007, 17:39 )
irakot


მე გიფსოკარდონით გავაკეთე და ძალიან კმაყოფილი ვარ ჯერ ჯერობით



ყოველშემთხვევაში გაჯით გალესილს ჯობია რააა


თან ახალ სახლში შანსი არ არის რომ არ დაიბზაროს გაჯით გალესილი (სახლი რომ ჯდებას პონტში)
და რავიცი რავიცი თან როგორ ფორმასაც გინდა მიაღებინებ




ასე რომ დაეძალეთ გიფსო-კარდონს smile.gif smile.gif რადიო 105

რა ჯდება კვადრატული ხომ არ იცი?

Posted by: irakot 24 Oct 2007, 13:08
LASHA__
55-65 ევრო..............

Posted by: Lotosi 30 Oct 2007, 21:23
ეხლა ესეთი სიტუაცია შემექმნა:

ე.წ. ჰოლი და მისაღები ოთახი გავაერთიანე; ჰოლში მაღმოჩნდა მისაღებ ოთახზე დაბალი და დამრეცი ჭერი. მინდა, რომ ჭერი ერთიან სივრცეში მოექცეს. არ მინდა შეიMჩნეოდეს სხვადასხვა სიმაღლე......
ამ ვარიანტისთვის გიფსოკარდონით თუ რაიმე ორიგინალურს მირჩევთ . . . smile.gif


Posted by: irakot 30 Oct 2007, 23:20
Lotosi
მეც ზუსტად ეგრე მქონდა და ბარისოლით დავმალე. ცოტა იაფად თუ გინდა გიფსოთიც ძალიან კარგი გამოვა

Posted by: Lotosi 30 Oct 2007, 23:30
irakot
დამალვით კი დაიმალება, მაგრამ :

არ მინდა, რომ მისაღების ჭერი გავუთანაბრო ჰოლის ჭერს, ანუ დავადაბლო
+ არ მინდა, რომ მისაღებსა და ჰოლს შორის ჭერი გაყოფილი იყოს . . .

ანუ რაიმე დეკორი მინდა, რომ ეგ გაყოფა არ იყოს შესამჩნევი

Posted by: Natuka NGN 31 Oct 2007, 00:06
Lotosi
კლიპსოს გირჩევ... დავწერე ზემოთ და ნიმუშებიც დავდე. თუ დაგაინტერესებს, მოგცემ ტელეფონს ოფის მენეჯერისას.

Posted by: Lotosi 31 Oct 2007, 00:47
Natuka NGN
QUOTE
http://www.clipso.ru/galery.htm


მადლობა ამ საიტისთვის smile.gif ძალიან ლამაზია

QUOTE
http://www.vseoremonte.ru/varianti/kvartir...hoto=8&sort=ord


ესეც მაგარი საიტიაა smile.gif

Posted by: Natuka NGN 1 Nov 2007, 00:59
Lotosi
didi madloba, bevri saintereso detali vnaxe mand smile.gif

Posted by: IKARUSA 7 Nov 2007, 03:20
http://www.interiorinfo.ru/objects/condo/limit/?id=213 აქ შედით და ნახავთ რა ჭერებია smile.gif მე გიბსოკარდონს ვაკეთებ!!!და მერე სურათსაც დავდებ.ძაან მაგარს ვაკეთებ!

Posted by: kudracha 11 Nov 2007, 10:03
IKARUSA
კაი რაღაცეებია up.gif

Posted by: natali kalandadze 18 Dec 2007, 11:22
ბარისოლი რაღაც ზედმეტად რესტორნულია...

ეს ჩემი გიფსოკარდონი, 6ჯერ ჩამოშვებული წყლის ისტორიით

Posted by: irakot 18 Dec 2007, 11:46
natali kalandadze

ისე შენი სახლი ფილმებიდანაც ვიცით smile.gif

Posted by: natali kalandadze 18 Dec 2007, 12:00
irakot
ხო smile.gif რას ვიზამ smile.gif
მერე დავდებ ჩემი საძინებლის კარებს, რომელსაც სისხლისგან ვერ ვასუფთავებ ჯერ smile.gif

Posted by: Spieler 18 Dec 2007, 12:07
natali kalandadze
QUOTE
ეს ჩემი გიფსოკარდონი, 6ჯერ ჩამოშვებული წყლის ისტორიით


მეცნობა რანცხა...




მც გიბსოკარდონი მაქვს მიშენებაში, იმიტომ რო იქ საკვამური ჰქონდათ გაყოფილი ჩემი ბინის წინა მფლობელებს და... smile.gif

თან ადვილი გასაკეთებელია გიბსო smile.gif თან მგონი სითბოსაც იჭერს...

Posted by: SnowFlakes 3 Jan 2008, 22:13
ჭერი და გიფსოკარდონის ფენა სხვადასხვა ფერი რომ იყოს რა მოხდა?
მგონი რომ ლამაზი უნდა იყოს. ნუ რათქმაუნდა მკვეთრ განსხვავებას არ ვგულისხმობ.

Posted by: Kakha 3 Jan 2008, 23:10
SnowFlakes
თავად ჭერია მუყაოთაბაშირით, შენ რას გულისხმობ ვერ მივხვდი smile.gif

Posted by: SnowFlakes 4 Jan 2008, 01:49
Kakha

არა,მთლიანად ჭერი ხომ არ არის მუყაოთაბაშირით : ) გარშემო აქვს მუყაოთაბაშირი გარკვეულ ნაწილზე და გარკვეული დიზაინით : )


გიფსოკარდონის "ფენებს" ვგულისხმობ,რომლებიც კუთხეებშია და ჭერის ირგვლივ.ნუ ყველა ოთახში სხვადასხვანაირად.

გაიგე რამე თუ ვერ ავხსენი კარგად? : ))

Posted by: Kakha 4 Jan 2008, 09:46
SnowFlakes
სულ მუყაოთაბაშირია, ყველა ფენა smile.gif ეგრე კეთდება საერთოდ smile.gif
სხვადასხვა ფერში შეღებვას არაფერი არ უდგას წინ, მხოლოდ გემოვნება და ფანტაზია smile.gif
უბრალოდ უნდა გაითვალისწინო ცოტა პრაქტიკული მომენტებიც, ბინა ოფისი არაა, იქ ცხოვრობ და ცხოვრების ძალიან დიდ დროს ატარებ, არ უნდა მოგბეზრდეს ინტერიერი (თუმცა ეგეც არაა პრობლემა, გადაღებავ smile.gif)
მაგის გარდა განათება როგორც წესი მოდის ჭერიდან, თუ ძალიან მუქი იქნება ჭერი, ოთახი ჩაბნელდება. განათება არაეფექტური და არაეკონომიური გახდება.

Posted by: ribo 18 Jul 2008, 19:39
ერთი რაე მაინტერესებს,ეხლა გავაკენებინე გიპსო კარდონის ჭერი და ხელოსნებმა მიტხრეს კარნიზები თუ კანტბი რაც კვია კუტხეებში უნდა მიმაგრდეს ტორე დროთა განმავლობაში სკდებაო.
ხოდა რავკნაა მარტლა სკდება?
არადა არმინდა მაინც და მაინც ეს კარნიზები რაგაც ზველ კლასიკურ სტილში გადადის.
რას მირჩევთ?
დაკიდე ერტი საკითხიც!
ჭერზე რო გაიშპაკლება კაღალდი უნდა გადაეკრას თუ პირდაპირ უნდა გაიღებოს?(გიპსოებიც და ისე სჭორი ჭერიც)

Posted by: rtuli 19 Jul 2008, 02:55
ribo
QUOTE
ხოდა რავკნაა მარტლა სკდება?

უკვე სამი წელიწადია რაც სამზარეულოში გიფსოკარდონით გავაკეთე ჭერი არანაირი კარნიზები არუნდა,თუ კარგი მალიარები გეყოლება თვითონ იციან როგორ უნდა დამუშავდეს შპაკლით.ჩემთან არდამსკდარა.
QUOTE
ჭერზე რო გაიშპაკლება კაღალდი უნდა გადაეკრას თუ პირდაპირ უნდა გაიღებოს?(გიპსოებიც და ისე სჭორი ჭერიც)

გიფსოკარდონს ქაღალდი აღარ ჭირდება და ისე ჭერზე ჩემთან გააკრეს და შეღებეს

Posted by: ribo 19 Jul 2008, 11:52
rtuli
მადლობა ინპოსტვის!
რავი მალიარებმა მიტხრეს თვინონ მაინც დასკდებაო და ვეგარ გავიგე რა ვკნა!

Posted by: n-i-c-k 23 Jul 2008, 10:27
ესეთი მდფ ის ჭერი მომეწონა ელიავაზე...

ხომ არ იცით მისი ჭერზე აკვრის ტექნოლოგია ? ანუ ჭერზე როგორ მაგრდება ? რეიკებით რომ შევკრა ჩარჩო (გიფსოკარტონის ვარიანტში) და რომ მივაჭედო გამოვა ?

Posted by: JustAMinute 26 Jul 2008, 15:09

აბაზანისთვის რომელი შეკიდული ჭერია კარგი? საშუალოდ რა ღირს და სად იყიდება? გაკეთება რა ღირს?

Posted by: გოგიტა 28 Jul 2008, 18:52
QUOTE
აბაზანისთვის რომელი შეკიდული ჭერია კარგი


იაფიანი 5 ლარიდან იწყება...
ცოტა ნორმალური 10-14 ლარი...
არის 20-25 ლარიანებიც...

მონტაჟი რა ღირს არ ვიცი sad.gif

Posted by: შოთა.03. 29 Jul 2008, 13:58
ჩემმა ახლობელმა გააკეტა გიპსოკარდონის და მეზობლის წყალმა თავზე დაალეწა......
ასე, რომ სანამ მაგას გააკეტებთ, მეზობელი შეისწავლეთ ჯერ....
biggrin.gif

Posted by: kea 30 Jul 2008, 18:47
QUOTE
აბაზანისთვის რომელი შეკიდული ჭერია კარგი? საშუალოდ რა ღირს და სად იყიდება? გაკეთება რა ღირს?

ელიავაზე 1 კვადრატული ვიყიდე 16 ლარად პლასტმასის ჭერი, ისე 89 ლარი ღირს კიდე ნიკელის ძაან მაგარია, და გაკეთებაში 7 ლარი მივეცი კვადრატულში.

Posted by: marishka11111 3 Aug 2008, 11:58
http://elstudia.siteedit.ru/
ელექტრო-სამონტაჟო ფირმა
საინტერესო საიტია

Posted by: გოგიტა 4 Aug 2008, 09:58
QUOTE
http://elstudia.siteedit.ru/
საინტერესო საიტია


რა ნახე მანდ საინტერესო ?
ინფორმაცია - 0
საიტის დიზაინი - 0

პირველ გვერდზე წერია
QUOTE
ელექტრო-სამონტაჟო ფირმა გთავაზობთ ბინებსა და ოფისებში ელექტრო გაყვანილობის პროექტირებასა და მონტაჟს.

და ფონში გოგო ლეპტოპით მინდორში ზის !

არც მომსახურების ფასებია sad.gif



Posted by: marmed 8 Oct 2008, 18:01
კვ.მ. 19 ლარად ნუ ხელობაც შედის, გიფსოკარდონის ჭერს ვგულისხმობ ძვირია? ან უფრო იაფად ვინმემ თუ რამე იცით დაგეპოსტათ იქნებ biggrin.gif

Posted by: tamusi 8 Oct 2008, 19:02
არ არის ძვირი............................................................................

Posted by: sopi 21 Oct 2008, 12:13
მომწონს ბარისოლი ოღონც არ ვიყენებ ინტერიერის გაკეთების დროს იმიტომ რომ არაპრაქტიკულია .. ტემპერატურის ცვლილებებზე ხან რას შვება ხან რას და მოკლედ რამდენად ესთეთიკურია იმდენად არაპრაკტიკული და მოუხერხებელი .. + უაზროდ ძვირი biggrin.gif

Posted by: teeaakkoo 17 Nov 2008, 13:54
გიფსოკარდონის ფასი მაინტერესებს. თუ ვინმემ იცის დაწერე რაააა
და კიდევ, კედლებიც გიფსოკარდონის შეიძლება ხომ?
ხელოსნის ფასიც დაწერეთ თუ შეიძლება.
წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: TT+ 17 Nov 2008, 15:52
teeaakkoo
QUOTE
გიფსოკარდონის ფასი მაინტერესებს. თუ ვინმემ იცის დაწერე რაააა

QUOTE
ხელოსნის ფასიც დაწერეთ თუ შეიძლება.



ჯობია ალბათ მთელი თემა გადავიკითხო ინფორმირებულობისთვის
მაგრამ დრო არ მაქვს მადგენი
ასე რომ ტეაკოს კითხვებზე +1

Posted by: teeaakkoo 18 Nov 2008, 15:07
TT+
QUOTE
ჯობია ალბათ მთელი თემა გადავიკითხო ინფორმირებულობისთვის
მაგრამ დრო არ მაქვს მადგენი

შეძლებისდაგვარად გადავიკითხე მაგრამ ფასი ვერ ვნახე?(

Posted by: fordms500 8 Dec 2008, 00:52
QUOTE
შეძლებისდაგვარად გადავიკითხე მაგრამ ფასი ვერ ვნახე?(



ტბლისში ერტ დონიანი სწორი ჭერის პასი არის 17დან20 ლარამდე კვ/მ .


მაგრამ მაგ ფასად ხარისხიანი ჭერის გაკეთება შეუძლებელია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: koba1979 15 Dec 2008, 20:30
ვარ გიფსოს ხელოსანი თუ ვინმეს გინდათ დამიკავშირდით ვაკეთებ სწორ ჭერს 17 ლარად

Posted by: 088 11 Apr 2010, 19:08
მე ვნახე ბარისოლი აბაზანაში შავი ფერის და მინდა გითხრათ რომ ძალიან დამევასა, გვერდებზე იყო გიფსო და შუაში ბარისოლი, ძალიან ლამაზი იყო

Posted by: dachikooo 21 Apr 2010, 00:04
ბარის ტიპის სამზარეულოების დიზაინი მინდა და მსგავსი ვერ ვნახე ვერცერთ საიტზე,იქნებ დამეხმაროთ....

Posted by: amsona69 21 Apr 2010, 01:00
ცოტა ძვირი ჯდება ბარისოლი ,მაგრამ მაგარია ძალიან.ცელოფნის მაგვარი რაღაცაა და ათბობენ და ისე ჭიმავენ.ძალიან ლამაზია

Posted by: tsotne_co 21 Apr 2010, 02:33
ყავისფერი ჭუჭყის ამტანი ფერია, თუმცა გააჩნია ჭუჭყი რა ფერია!

Posted by: mkgnmc 22 Aug 2010, 20:15
შეკიდული გიფსოკარდონის ჭერის კარგი ხელოსანი თუ იცით? რეკომენდაციას რომ გაუწევთ ისეთი.

Posted by: Captain Culpeper 27 Aug 2010, 12:35
და ვაბშე ვინმემ იცით, ეს ჩვენში არსებული გიფსოკორდონები ეკოლოგიურად სუფთაა თუ არა ?
შემთხვევით ასბესტს ხომ არ ურევენ მანდ?

სადაა გარანტიები ?!

Posted by: tata_tata 27 Aug 2010, 15:12
teeaakkoo

მე გამიკეთეს ხელობა 6 ლარია 1კვ

თუ რამე ფიგურა გინდა კედლიდან თუ 60 სმ დაშორებით არ არის მაშინ ფასში შედის თუ არადა გრძივი მეთრობით იზომება და 15 ლარი ღირს

თუ მასალია და ხელობა გინდა რომ თვითონ მოაგვარონ მაშინ 15 ლარი დაგიჯდება

თურქებმა გამიკეთეს და ძაან მაგარია ერთი თვეა რაც დაამთავრეს ჩემთან

კნაუფის მასალით

შემიძლია ფოტოები დავდო

სულ 3800 ლარი გადავიხადე

მათი ნომერიც მოგცე და გითხრა რადისონი და აეროპორტი კიდევ ბევრი მაგდაგვარი ადგილები მათი გაკეთებულია

Posted by: 088 27 Aug 2010, 15:52
QUOTE
აეროპორტი კიდევ ბევრი მაგდაგვარი ადგილები მათი გაკეთებულია


თუ აეროპორტის სახურავიც მაგათი გაკეთებულია აქვე დადე ნომერი ...... შემთხვევით ვინმე არ დაუკავშირდეს biggrin.gif biggrin.gif

Posted by: tata_tata 27 Aug 2010, 15:59

088
სახურავი არა მხოლოდ შიდა ჭერი ასე რომ ,,, lol.gif lol.gif

Posted by: 088 27 Aug 2010, 16:36
tata_tata
QUOTE
ასე რომ ,,, lol.gif lol.gif


შენც გადარჩი და სხვებიც biggrin.gif თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ ერთი სკოლა არ აქვთ გავლილი მაგათ და სახურავის ხელოსნებს lol.gif

Posted by: tata_tata 27 Aug 2010, 16:45
088

იმედია baby.gif დავდებ ფოტოებს მერე ეხლა მეზარებასავით
lol.gif

Posted by: st-borisol 17 Dec 2010, 12:53
თუ ვინმეს აინტერესებს მოჭიმული ჭერის შესახებ შეგიძლიათ დამიკავშირდეთ,15 წელია ამ საქმით ვარ დაკავებული, დღესდღეობით რამოდენიმე გუნდი მუშაობს თბილისში. ჩემი ოფისი მარჯანიშვილის 11 ნომერშია. ტელეფონი. 103113 მობილური. 899511616. ბესო.

Posted by: jeje 25 Jan 2011, 22:33
მე შემოგთავაზებთ ფოტოებს,რომელიც ჩემი მეგობრის სახლშია გადაღებული.და ჭერის ელემენტებიც მისი შემოქმედებაა.ანუ გააკეთებინა სტანდარტული ორდონიანი ჭერი ხელოსნებს და მერე დანარჩენი თვითონ იჩალიჩა.ნახეთ და შეაფასეთ.შემიძლია დაგაკავშიროთ კიდეც.ნებისმიერი ფორმის და დიზაინის ელემენტები შეუძლია დაამზადოს თავისი განათებებიანად.
აქ შეიხედეთ დიდი ფოტოები დევს
http://mymarket.ge/product_info.php?product_id=1119101

Posted by: SaamI 26 Jan 2011, 22:22
აგერ თაბაშირმუყაოს ჭერები ........

Posted by: SaamI 26 Jan 2011, 22:25
....- ..................-.................-.................

Posted by: SaamI 26 Jan 2011, 22:28
....- ..................-.................-.................
This post has been edited by SaamI on 26 Jan 2011, 22:24

Posted by: papilo 29 Jan 2011, 12:04
საახალწლო ფასდაკლება რემონტზე.კომპანია პაპილო გთავაზობთ ნებისმიერი დიზაინის, მასალისა და სირთულის, რემონტისა და ავეჯის დამზადებას უმოკლეს ვადებში და ხარისხის გარანტიით, ექსკლუზიური დიზაინით და რაც მთავარია, სახლიდან გაუსვლელად ჩვენი დიზაინერი მოგემსახურებათ უფასოდ. შეგვიკვეთეთ და მიიღეთ საჩუქრები. გისურვებთ წარმატებებს

რემონტი

-სამალიარო
-სანტექნიკა
-ელექტროობა
-ქვა,კაფელი,მეტლახით მოპირკეთება
-კარ-ფანჯარა
-ბუხარი
-ლამინირებული პარკეტი
-გათბობა- კონდიცირების მონტაჟი
-ლითონის ნაკეთობები

იხილეთ საიტი:www.papilo.ge ოფისი: 18-33-35 მობ: 879001011

მის:ოფისი პეკინის #27,საამქრო ჩაჩავას ქ.#8(დიღმის მასივი)

Posted by: bakako6 7 Feb 2011, 05:10
ხალხო რა მაინტერესებს იცით
კედლების გაკეთება თუ შეიზლება გიბსოკარდონით

Posted by: Anuki 89 21 Feb 2011, 13:49
[* * *
SaamI
ნათურების დაშორება რის მიხედვით განისაზღვრება ორ დონიან ჭერზე? შეიზლება სისულელეს ვკითხულობ მაგრამ თქვენს დადებულ სურათს რომ ვუყურებ მეჩვენება რომ შორსაა ცოტა ნათურები ერთმანეთისგან და უფრო მეტი რომ იყოს შეიძლება უფრო ლამაზი ყოფილიყო. ჩემი ხელოსანიც დაახლოებით ასე აპირებს განაწილებას და ვეუბნეები ცოტა ახლო ახლოს გავაკეთოთ და უფრო ლამაზი იქნება თქო, შეიძლება ვცდები
* * *
იქით რა ხდება სამზარეულოა?

შეგიდზლიათ მეორე ოთახის სურათიც დადოთ? ჭერი მაინტერესებს

Posted by: SaamI 21 Feb 2011, 14:07
Anuki 89
QUOTE
ნათურების დაშორება რის მიხედვით განისაზღვრება ორ დონიან ჭერზე?

მინიმალური რაოდენობა განისაზღვრება აუცილებელი განათებიდან გამომდინარე. დანარჩენი გემოვნების საკითხია.
QUOTE
თქვენს დადებულ სურათს რომ ვუყურებ მეჩვენება რომ შორსაა ცოტა ნათურები ერთმანეთისგან და უფრო მეტი რომ იყოს შეიძლება უფრო ლამაზი ყოფილიყო

გემოვნებაზე არ დაობენ.
QUOTE
შეგიდზლიათ მეორე ოთახის სურათიც დადოთ? ჭერი მაინტერესებს

ჩვეულებრივი ოვალია, როგორც პირველ სურათზე.
bakako6
QUOTE
კედლების გაკეთება თუ შეიზლება გიბსოკარდონით

ტიხრების გაკეთება შეიძლება.

Posted by: ლ_უ_კ_ა 24 Feb 2011, 17:08
კვადრატული რა ჯდება შეკიდული ჭერი??? ვინ აკეთებს იაფად??? smile.gif

Posted by: lovechild 24 Feb 2011, 22:33
გიფსოკარდონის ტიხრის გაკეთება მინდა და რა დამიჯდება კვადრატული მეტრი?

Posted by: Charlotta Rossi 4 Apr 2011, 23:26
გამარჯობათ,, თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ,, საძინებლის ჭერი მინდა და იქნებ რამე საიტები იცოდეთ,არჩევა მინდა და იქნებ დამეხმაროთsmile.gif))

Posted by: zilfo 6 Apr 2011, 23:16
ხელობა რა დამიჯდება კვადრატულის კვადრატულის დაწერეთ ვინმემ smile.gif

Posted by: chipooo 7 Apr 2011, 23:32
გამარჟობათ, გიფსოშI წყალი ჩამოვიდა, ნუ პიკაჯებმა გაატარა, ტოლი არ იყო დაფარებული, ერტი ხუთგან ჩამოვიდან წერტილებად, ძაან არ დასველებულა... ახლა სადც ცჰამოვიდა ცჰამოხსნა გვინდა მაგ ორი ლისტის... მრე გავაშრობტ და კვლავ მივაკრავთ რამე პრობლემა ჰომ არ სჰეექმნება?მითხრეს მერე გაყვითლდებაო და ა.შ. ჯერ არც დაუშპაკლავთ და არც ისე ძაან არ ჩანს დასველებული,,,

Posted by: ambassador 8 Apr 2011, 01:15
chipooo
ერთ ლისტზე ჩამოვიდა ხუთგაან? ყველა ვარიანტში ჩამოხსენი ერთი ლისტი და აიხედე ზემოთ რა ხდება, თუ წყალი აღარ დგას და გამშრალია კიდევ დააცადე რომ გამოშრეს კარგად (თუ შეძლებ გასათბობი ნათურები დაამაგრე ერთი ან ორი დღით). რომ მიხვდე გაშრა თუ არა რამოდენიმე ადგილას გახვრიტე. თუ მშრალია ფქვილივით დაიფხვნება. (თუ სმენა გაქვს დაკაკუნებითაც მიხვდები მშრალია თუ არა yes.gif ) ამის მერე ყველა ლისტზე სადაც წყალი მოხვდა, დაამატე შურუპები!
თუ კარგად გამოაშრობ სიყვითლე ტავიდანვე გამოჩნდება და შეღებვის შედეგად ადვილად დაიფარება, ასე რომ ეგ არაა პრობლემა.
კარგად გააშრე!
თუ მხოლოდ ორი ლისტია გაფუჭებული, ჩამოხსენი და ეცადე რაც შეიძლება სწორ ზედაპირზე დადო. გაშრობამდე! შამოხსნამდე გახვრიტე ის ორი დაზიანებული ლისტი რამდენიმე ადგილას, რომ თუ არსებობს წლის ნარჩენები ბოლომდე ჩამოვიდეს.
ყველაზე კარგ ვარიანტში ყიდულობ ახალს და მოგვარებულია პრობლემა!

Posted by: chipooo 8 Apr 2011, 02:01
მადლობ, ( კი ორი ლისტია დაზიანებული smile.gif გადამბულებში ჩამოდის ანუ ლისტებს შორის...., პიკაჟებს შორის ჩამოჟონა და მაგან დამაზარალა, ლისტის ზემოთ სტეკლოვატა ჩვაყოლე, და მაგ სყალს იგროვებს და იჟღენთება... მაგასაც გამოვცვლი ..ხელოსანი მპირდებოდა წყალი არ ჩამოვაო და აჰა....კარგი მადლობ...

Posted by: tata_tata 12 Apr 2011, 19:43
ლიკას აინტერესებდა და ფოტოებს დავდებ ის რაც ჩემთან გააკეთეს

http://s015.radikal.ru/i333/1104/68/e801aa10a31f.jpg
http://s002.radikal.ru/i199/1104/ba/448b865c9362.jpg
http://s011.radikal.ru/i315/1104/2e/4955cbe9b708.jpg
http://s007.radikal.ru/i302/1104/9e/ecd96bd59a04.jpg
http://s002.radikal.ru/i199/1104/77/b94268b5973d.jpg
http://i071.radikal.ru/1104/21/e43c62e77ceb.jpg
http://i048.radikal.ru/1104/71/2c8c57200a43.jpg
http://s55.radikal.ru/i150/1104/f5/27e01180b675.jpg
http://s009.radikal.ru/i310/1104/2d/2bbd9bc74858.jpg
http://i061.radikal.ru/1104/be/b7328d0b7a02.jpg
http://s40.radikal.ru/i090/1104/e9/01d01bff09fe.jpg
http://s007.radikal.ru/i301/1104/5f/12193aa39dee.jpg
http://s50.radikal.ru/i130/1104/52/b593c5199d42.jpg
http://i004.radikal.ru/1104/fd/475275ed11ef.jpg
http://s60.radikal.ru/i170/1104/2d/cd2a31ea1a11.jpg
http://i006.radikal.ru/1104/d2/1abbe263405c.jpg
http://s42.radikal.ru/i098/1104/54/4f22753b2c40.jpg
http://s009.radikal.ru/i307/1104/ea/858499edbdb6.jpg
http://s53.radikal.ru/i141/1104/ad/8411b7ed01d6.jpg
http://s61.radikal.ru/i171/1104/b3/a2779173d25e.jpg
http://s008.radikal.ru/i303/1104/09/3490281a4499.jpg
http://s010.radikal.ru/i314/1104/ec/41a5fb5523c4.jpg



Posted by: ambassador 17 Apr 2011, 16:21
tata_tata
გილოცავ რემონტის დამთავრებას! wink.gif
დავათვალიერე შენი სურათები! ის რაც არის გაკეთებული მგონია რომ ხარისხიანად და ზუსტად არის შესრულებული!
უბრალოდ ჩემთვის ერთი რამ რჩება გაუგებარი. რატომ გადატვირთე ასე ძალიან სხვადასხვა ფერებით თუ ფორმებით.
ვინ გირჩია ასეთი დიზაინი საერთო საცხოვრებელში!
საქართველოში არ ვარ და არ ვიცი რამდენად მოდურია ახლა ასეთი დიზაინი სახლებში, მაგრამ მე მაინჩ მიმაჩნია რომ ნებისმიერ სახლში სადაც არ უნდა შეხვიდე უნდა იყოს გავლებული ერთი თუნდაც უმნიშვნელო, მაგრამ დამახასაეთებელი ჩტრიხი.
ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის!
ცალ-ცალკე შენი ოთახები არის ძალიან კარგი და ლამაზი, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ რომ ეს ერთ სახლშია გაკეთებული, ხვდები რომ სულ ცოტა სინთეზი არ აწყენდა ამ ყველაფერს!

Posted by: sousou 16 Jul 2013, 01:14
მე გავაკეთებინე ახლა გიფსოკარდონი და უმაგრესიიი გამოვიდა ძაან მაგარი გამოგონებაა, ორდონიანი გავაკეთე და პერფექთია... ძალიან მაგარი ხელოსანია თუ ვინმე ეძებთ კარგ ხელოსანს დაურეკეთ 598 58 34 35 ედგარი ქვია, პატიოსანი ბიჭია და ძვირსაც არ იღებს. სურათებს დავყრი მოგვიანებით

Posted by: Picki-119 16 Jul 2013, 21:16
QUOTE (ambassador @ 17 Apr 2011, 16:21 )
tata_tata

უბრალოდ ჩემთვის ერთი რამ რჩება გაუგებარი. რატომ გადატვირთე ასე ძალიან სხვადასხვა ფერებით თუ ფორმებით.

მე მაინჩ მიმაჩნია რომ ნებისმიერ სახლში სადაც არ უნდა შეხვიდე უნდა იყოს გავლებული ერთი თუნდაც უმნიშვნელო, მაგრამ დამახასაეთებელი ჩტრიხი.
ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის!
ცალ-ცალკე შენი ოთახები არის ძალიან კარგი და ლამაზი, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ რომ ეს ერთ სახლშია გაკეთებული, ხვდები რომ სულ ცოტა სინთეზი არ აწყენდა ამ ყველაფერს!

+1000000



..........................

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)