ბურკიტის ლიმფომა ყველაზე სავარაუდო დიაგნოზია, ყველა გეთანხმებით. თუმცა, ყველა სიმსივნის დროს სხვა დიფერენციალური დიაგნოზებიც არის შესაძლებელი. 3 საინტერესო სურათს დავდებ:
ამ ბაშვს, მაგალითად, აღმოაჩნდა შვანომა.
ამ ქალს მარჯვენა ყბაყურა ჯირვლის სიმსივნე აქვს.
ამ ბაშვს კიდევ აღმოაჩნდა რაღაც სიმსივნე, რომელსაც ქვიებია გიგანტური ცემენტომა (Gigantiform Cementoma)
******************************
68 წლის ქალი მოდის კლინიკაში (ერთ-ერთი established პაციენტია). დაახლოებით 4 კვირის წინ ვნახეთ კლინიკაში ტერფის ორმხრივი ძლიერი ტკვილებით. ავადმყოფი გაშვებული იქნა ორთოპედთან და დაესვა Gout-ის (ქართულად პოდაგრა, თუ არ ვცდები) დიაგნოზი. შარდმჟავა 11-მდე ქონდა ამავე დროს. ორთოპედმა ავადმყოფი დასვა ალოპურინოლზე და მელოქსიკამზე (არასტერიოდიული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატია). კლინიკაში მოვიდა იმისათვის, რომ follow-up გაგვეკეთებინა. ამ ავადმყოფს აქვს ასევე თირკმლების ქრონიკული უკმარისობა თირკმლის არტერიების სტენოზის გამო. ამიტომ კრეატინინიც და შარდმჟავაც შევამოწმეთ ელექტროლიტებთან ერთად. ავადმყოფის საშუალო კრეატინინი მერყეობდა 1.5 და 1.8-ს შორის (დაახლოებით შეესაბამება კრეტინინის კლირენსს 45-50). ბოლო შარდოვანა დაახლოებით 30 იყო. ამ ვიზიტზე კრეატინინი აწეული იყო 2.3-მდე და შარდოვანაც 56-მდე. ასევე მაღალი ქონდა კალიუმი. სავარაუდოდ თირკმლების ფუნქციის მწვავე დაქვეითება გამოწვეული იყო მელოქსიკამით და ავადმყოფს შეუწყდა მელოქსიკამი. დაენიშნა კეიექსალატი (kayexalate, რომელიც კალიუმის შეწოვის დასაქვეითებლად გამოიყენება ჰიპერკალემიის დროს). ასევ დროებით შეუწყდა რამიპრილი (აგფ ინჰიბიტორია) ჰიპერკმალემიის და თირკმლის მწვავე უკმარისობის გამო.
ავადმყოფი დაბარებულ იქნა 1 კვირაში ლაბორატორიების გადასამწომებლად. დაახლოებით მეოთხე დღეს ავადმყოფი მოვიდა ემერჯენსიში შემდეგი ჩივილებით: წინა ღამით გამოაყარა. აღწერით ეს გამონაყარი მცირე ზომის იყო, შემაღლებული და ქავილი ქონდა ძალიან. გამონაყარი ქონდა ზედა კიდურებზე, მკერდზე, მუცელზე და ცოტა ქვედა კიდურებზეც. იმავე ღამეს გამონაყარმა თითქმის გაუარა და მეორე დილით ტუჩები გაუსივდა.
ავადმყოფს თირკმლის ქრონიკული უკმარისობის გარდა აქვს ჰიპერტენზია.
წამლებიდან იღებდა რამიპრილს, რომელიც 4 დღის წინ შევუწყვიტეთ, ალოპურინოლს; რომელიც 4 კვირის წინ დაეწყო; კეიექსალატს, რომელიც 4 დღის წინ დაეწყო, რომელიღაც კალციუმის არხის ბლოკატორს (ზუსტად აღარ მახსოვს რომელს) ჰიპერტენზიისათვის მრავალი წლის განმავლობაში.
1) რაზე უნდა იქნეს ყურადღება მიქცეული ფიზიკური გამოკველევის დროს აუცილებლად?
2) შესაძლო დიფერენციალური დიაგნოზები.
3) იმერჯენსიში ავადმყოფის მკურნალობა და იმერჯენსიდან გაშვებისას ავადმყოფი მკურნალობა რა არის?
თუ დამატებით კითხვები გაქვთ, არ მოგერიდოთ