რას არ გაიგებ კაცი
ეს გამოთქმა ხომ იცით?
ცოტა შორიდან დავიწყებ...
სად უნდა გაიცნო მომავალი მეუღლე?
შეძლება ეს მოხდეს კაფეში, მეტროში, პურის რიგში და ა.შ. თუმცა არსებობს
სხვა მეთოდები
ჩემს ბავშვობაში იყო
ტელეფონით რეკავდნენ და თუ ვინმე უპასუხებდა გოგო , იწყებოდა სათბობით საუბარი. შემდეგ ეს ყველაფერი ტელეფონზე მესიჯების ეპოქამ
ჩანაცვლა. დღეს უკვე ინტერნეტზე
ლამის ყველა ვართ დამოკიდებული და
საპირისპირო სქესის გაცნობა გაცილებით იოლი და ხელმისაწვდომი გახდა.
ამ ხერხს იყენებენ, როგორც ძალიან
მორცხვი და ლუზერი ტიპები , ასევე
ახალ დამწყები კაზანოვები თუ უკვე გამოცდილი ალფები (თეუდოს მოკითხვა).
მაგრამ ბევრი რომ არ ვიტიკტიკო!
მთავარი კითხვა... შეიძლება შეგიყვარდეს
ინტერნეტით გაცნობილი ადამიანი ისე, რომ მზად იყო მასთან ოჯახის შესაქმნელად? ანუ როცა არ გინახავს
ლაივში, თორემ ისე ინტერნეტში გაცნობა
საკმაოდ აპრობირებული მეთოდია.
ამ თემის შთაგონების წყარო გახდა ჩემი
ყოფილი უფროსი. ადრე მე დავარეგისტრირე v.k და იქ გაიცნო
ქართველი გოგო რომელიც ცხოვრობს
როსტოვში. 2დღის წინ გაემგზავრა ეს ტიპი
დასანიშნად, არდა პირველად ნახავს....
მათი პირველი შეხვედრა იქნება ვირტუალური სამყაროს გარეშე.
ხელი სთხოვა სკაიპით
გოგოც თანახმა.
არდა ეს ტიპი არა ისეთი მორცხვი და
რამე თან 37წლისა და მანამდე ყავდა ცოლი
გოგო ჩემი ტოლია. მოკლედ ისეთ დღეში იყო ან ამას მოვიყვან ცოლად ანდა უცოლოდ დავრჩებიო. მოკლედ მართლა
რას არ გაიგებს კაცი.
გამოგიცდიათ ვირტუალური სიყვარული?
და გიფიქრიათ რომ ის ნამდვილია???