წილისყრის შემდეგ, თავს უფლებას მივცემ, ახალი თემა შევქმნა
მიუხედავად იტალიის და საინტერესო ხალხების არყოფნის, მგონია ერთ–ერთი საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატი იქნება, ანუ უკვე დროა დიდი ემოციების
–
გახსნის მატჩი, 14 ივნისი
რუსეთი – საუდეთი, ჩვენი დროით 20:00
–
სუპერ მატჩები
დღე მეორე (15 ივნისი), პორტუგალია – ესპანეთი, 23:00
დღე მე–8, არგენტინა – ხორვატია, 23:00
დღე მე–15 (ბოლო ჯგუფურისთვის, 28 ივნისი) ინგლისი – ბელგია, 23:00
–
ფავორიტები იწყებენ
საფრანგეთი მე–3 დღეს ავსტრალიით, გერმანია მე–4 დღეს მექსიკით, ბრაზილია ასევე მე–4 დღეს შვეიცარიით, ინგლისი მე–5 დღეს ტუნისით
–
1/8 ფინალის შესაძლებელი (ფეხი დაუცდა ფავორიტს) მწვავე დაპირისპირებები
რუსეთი (ურუგვაი) – ესპანეთი (პორტუგალია)
საფრანგეთი – არგენტინა (ხორვატია)
ბრაზილია – გერმანია (მექსიკა)
ინგლისი – პოლონეთი (კოლუმბია)
–
თუ ლოგიკურად (ფურცელზე ფავორიტები) განვითარდა და ფავორიტები 1 ადგილზე გავიდნენ
1 მხარე:
არგენტინა – ესპანეთი (ან პორტუგალია, მესი ვერსუს კრისტიანო) 1/4 ფინალში
1/2 ფინალში გერმანია უნდა დაუხვდეს
2 მხარე:
საფრანგეთი – პორტუგალია (ევრო–ფინალის გამეორება)
ბრაზილია – ინგლისი