Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > მოგზაურთა კლუბი > სასტუმროები ბაკურიანში |
Posted by: asiko 3 Sep 2005, 21:51 |
ვინმემ თუ იცით ნორმალური სასტუმროები ბაკურიანში, ფასები როგორია და ა.შ. სხვა დეტალები. გმადლობთ. |
Posted by: sharlot 4 Sep 2005, 11:33 |
http://eurotour.ge/Geo/tours/bakuriani.htm მაგრამ უნდ აგაგართხილოთ რომ კერძო სასტუმროებიც იგივე პირობებითაა და გაცილებით ნაკლები ღირს. მართალია აუზი არ აქვთ, მაგრამ მაინც ოღონდ გააჩნია როდის მიდიხართ. ახალი წლების შემდეგ თუ გინდათ მაშინ წინასწარ უნდ ადაბრონოთ. ან ახალ წელს თუ იქ შეხვდებით მაშინაც. საახალწლო პროგრამით არ მოიხიბლოთ. ერთი გრუზინული პონტია ყველგან * * * პ.ს. ისე ახლა მეც რომ გადავხედე ფასებს ადგილზე ცოტა ფასდაკლებები არის ხოლმ (გუდაურის ფასებს გასდავხედე, ბაკურიანისას არა ოღონდ). * * * ხო, კიდევ სასტუმროებს ხანდახან თავიანთი თხილამურები აქვს და უფასოდ ან იაფად აქირავებენ, მაგრამ არ გირჩევთ იმ თხილამურებს, ძველებია და გაფუჭებული უმეტესად. აგერ მელისიდან ვაკოპირებ "ბარი, სასადილო, ბილიარდი, მაგიდის ჩოგბურთი, ბურთების ბასეინი ბავშვებისათვის თქვენს განკარგულებაშია მთელი დღის განმავლობაში. გარდა ამისა სასტუმროს აქვს საკუთარი საბუქსირო (ბუგელი) საბაგირო გზა და 130 მეტრიანი სათხილამურო ტრასა. " მაგრამ ვერ ვხვდები რომელია ფორ, ახლა ამათ #4 ბუტკა ვასწავლო თუ არა? |
Posted by: asiko 4 Sep 2005, 14:16 |
sharlot LOL გაიხარე, კაი ინფოა, მარა ძაან დასავლური პასუხია- 6 თვით ადრე თხილამურების და ახალიწლის ზეიმების ამბები რაში მაინტერესებს. |
Posted by: sharlot 4 Sep 2005, 14:25 |
რავი, მე უკვე ზამთრის დასვენებას ვგეგმავ, ზაფხულსი არ მეყო და ვოცნებობ თოვლზე. ახალი წელსი კიდევ მანდ მინდა. უფრო სწორად იმ სიიდან სადაც მინდა მხოლდო ეგ გამომდის |
Posted by: asiko 4 Sep 2005, 14:28 | ||
sharlot შარლოტიჩ, როგორი სასტუმრო მინდა იცი, ძალიან უბრალო, ოღონდ ცხელი წყალი რომ იყოს და 30-40 ლარზე მეტი არ ღირდეს. აბა მირჩიე რამე.
წელსაც მაგრა მინდა კანარის კუნძUლებზეო- მაგ ანეგდოტის პონტში? |
Posted by: sharlot 4 Sep 2005, 15:38 |
მე რა აგირჩიო ასიკ, ჩადი ბაკურიანში ,თან თუ ახლავე გინდა, აყევი ცენტრიდან 25-ანებისკენ ქუჩას, ოხრადაა სასტუმროები კერძო, ცხელი წყლით და მაგ ფასებში. თან ოთახები არაფრით არ ჩამოუვარდება მაგ სასტუმროების სურათებში რომაა ნაჩვენები იმ ოთახებს, უკეთესებიც კია (სათავსოები აქვს მეტი). ან პარკსი მიდამოებში ნახე. გააჩნია როდის აპირებ, ახლა თუ გინდა უფრო პარკისკენ სჯობს. ნაძვნართან ახლოს. თუ 25-ანებზე ივლი, მაშინ იმ ქუჩაზე (ზამთარი მაქვს მხედველობაში) და ტატრაზე და კოხტაზე ყველა ვარიანტში ტაქსით მოგიწევს სიარული. მოკელდ იპოვი, მე სულ იქ ჩასვლისას ვეძებ და ყოველთვის ვშოულობ, ჯერ ისე არ დავრჩენილვარ. იოსე ტაქსა მასეთ ბინებზე 20-25 ლარია. შევაჭრების შEმთხვევაში 15-იც, ოღონდ ცოტა მოშორებით. (100-200მ). პ.ს. ან სEნ არ ხარ ასიკო ,ან მე შარლოტა, რაღAც ვჭუკჭუკებთ დღეს აი მაგრამ ბაკურიანი და დასვენებაზე ფიქრი ოხერი რამაა |
Posted by: asiko 4 Sep 2005, 16:07 |
sharlot ROFL შენსავით გულში ჩადება კი არვიცი ყველაფრის. |
Posted by: paranoidis_dzma 4 Sep 2005, 16:14 |
asiko მე პირადად კრისტალს გირჩევ, მააგრამ ოქტომბრამდე დაბრონილია .... |
Posted by: paranoidis_dzma 4 Sep 2005, 16:18 |
ესეც ბასეინი, აქვს ასევე საუნა .... |
Posted by: sharlot 4 Sep 2005, 16:18 |
asiko მართალაი, მე კი ყველაფერს კი არა მხოლდო კარგ სეგრძნებებს ვიდებ გულში |
Posted by: paranoidis_dzma 4 Sep 2005, 16:19 |
თუ ბილიარდი გიყვარს საბილიარდოც ხელმისაწვდომია |
Posted by: paranoidis_dzma 4 Sep 2005, 16:20 |
არის როგორც ლუქსები ასევე ნახევარ ლუქსები .. ყველა ოთახშია ტელევიზორი და საკუთარი საკაბელო ტელევიზია |
Posted by: paranoidis_dzma 4 Sep 2005, 16:22 |
სასადილო სამჯერადი კვებით ... ( კვება მენიუთი ) რაღაც ძალიან რეკლამასავით გამომდის, მაგრამ კარგია და |
Posted by: paranoidis_dzma 4 Sep 2005, 16:23 |
მინი ბარი ................................................ |
Posted by: asiko 4 Sep 2005, 16:24 |
paranoidis_dzma გაიხარე. ეხლა ფასი თქვი და კიდე ჩამჭრელ შეკითხვასაც უპასუხე. ინტერნეტი თუ არის? |
Posted by: paranoidis_dzma 4 Sep 2005, 16:25 | ||
მსიოო ... ჰოლიც და მეყო თორემ ძალიან რეკლამა გამომივა * * * asiko
ფასი თუ არ ვცდები ზაფხული - 25$ და ზამთარი - 30$ ინტერნეტი არ არის, მაგრამ სამაგიეროდ არის დიდი სურვილი რომ ჰქონდეთ ინტერნეტი ... საერთოდ ბაკურიანში კი აქვთ სატელიტური ინტერნეტი საათი ღირს 2 ლარი. ისე, სასტუმროში არის ტელეფონი საიდანაც შეიძლება Dial-UP ით სარგებლობა, არ მგონია უარი გითხრას მეპატრონემ |
Posted by: paranoidis_dzma 4 Sep 2005, 16:31 | ||
sharlot
* * * უი ხოო ... სასტუმრო მდებარეობს "კუკუშკის" სადგურის პირდაპირ * * * ასევე, სასტუმროს აქვს საკუთარი მიკროავტობუსი, რომელიც უფასოდ უზრუნველყოფს თქვენს გადააადგილებას კოხტამდე, დიდ ველამდე ... |
Posted by: asiko 4 Sep 2005, 16:34 |
paranoidis_dzma დიდი დიდი მადლობა. ამომწურავი ინფოა. შეგიფასებ, თუ გავძვერი იქეთა ვიქენდზე!! |
Posted by: paranoidis_dzma 4 Sep 2005, 16:36 |
asiko არაფრის ბატონო, მაგრამ ვერ მგონია შემიფასო დაბრონილი აქვს BP - ს კონტრაქტით ოქტომბრამდე ... ისე ... ამავე სასტუმროს კოტეჯიც აქვს ძალიან მაგარი 12 ადგილიანი და მგონი 100$ ად აქირავებენ დღეში ... 12 ივე ადგილს ძალიაან რეკლამაში არ ჩამითვალოთ, პირველ რიგში ამის მეპატრონე ჩემი ახლობელია და მეორე რიგში მართლა კარგი სასტუმროა |
Posted by: asiko 4 Sep 2005, 16:39 |
paranoidis_dzma ROFL anyway ეგ არ არის მთავარი. |
Posted by: paranoidis_dzma 4 Sep 2005, 16:41 |
ესეც კოტეჯის ჰოლი .......... მეყო ... ვსო, წავედი .... თუ რამე დაგაინტერესებთ აქ ვარ PM |
Posted by: sharlot 5 Sep 2005, 11:36 | ||
paranoidis_dzma
და ეგ როცა მომინდება თუ განსაზღვრულ საათებში? |
Posted by: paranoidis_dzma 5 Sep 2005, 21:12 | ||
sharlot
როცა ჯგუფური სურვილი იქნება და მგონი ისეც დაყავთ ხოლმე ... თუ თხოვ |
Posted by: freecooler 21 Jan 2010, 22:14 |
კაი სასტუმრო: http://www.vilavita.ge ვიდეო რგოლი: http://www.youtube.com/watch?v=LW36dQCrxW4 |
Posted by: კიკეთელი 21 Jan 2010, 22:19 |
აუ რა კარგი სასტუმროა იმედია ფოტო და რეალობა ძალიან არ განსხვავდება ერთმანეთისგან |
Posted by: = SLeePWaLKeR = 23 Jan 2010, 02:37 |
http://welcome.ge/lamani/ მგონი ყველაზი კარგი შემოთავაზება ამ სასტუმროს აქვს, სერვისს და ფასს ვგულისხმობ. 120 ლარი ღირს ორადგილიანი ნომერი, სამჯერადი კვებით, მართლა ძაან იაფია |
Posted by: = SLeePWaLKeR = 11 Feb 2010, 20:16 |
http://bookit.ge/hotel.php?hotelid=976725 |
Posted by: = SLeePWaLKeR = 30 Mar 2010, 13:41 |
http://lamani.ge/ ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=EGu7HD-PXUo |
Posted by: gveluk 4 Dec 2011, 19:38 |
http://www.facebook.com/pages/Villa-Palace/116668138355081 http://villapalace.ge/ |
Posted by: Dancing Monk 7 Dec 2011, 23:59 |
მოკლედ 2 ღამით მინდა ბაკურიანში წასვლა ბავშვთან და მეუღლესთან ერთად 1 2- ში და არც ერთი ნორმალურ ფასიანი სასტუმრო არ მთანხმდება როგორც ვეუბნები რომ მხოლოდ ორი ღამით ვრჩები, ესეც თქვენი ქართული სერვისი...... |
Posted by: giorgitab 8 Dec 2011, 00:45 |
აქ განვაგრძოთ http://forum.ge/?f=2&showtopic=34192954 |