სალამი,
ჩემი გამოცდილების შესახებ დავწერ იმ იმედით რომ დამწყებებმა შეიძლება რამე სასარგებლო იპოვონ ანდაც მე თვითონ ვისწავლო რამე კომენტარებიდან
ჩემს შესახებ - 36წლის, 93-94კგ, 184სმ და ცხიმებით ალაგალაგ განსაკუთრებით წინ.
დაახლოებით 6 თვის წინ შევატყვე ჩემს თავს რომ ერთ ადგილზე გავიყინე, ვეღარ ვწევდი წონებს და გამეორებებსაც მაინცდამაინც ვეღარ ვუმატებდი.
წინასწარ უნდა ვაღიარო რომ პროტეინს და კასეინს ვიღებდი ალაგ ალაგ, ანუ დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი დანამატების მიღებას.
რა შევცვალე -
პირველ რიგში ის რომ გავზარდე პროტეინის რაოდენობა დაახლოებით 180-200 გრამამდე საიდანაც გრაფიკის მიხედვით ხანდახან დანამატის წილად მოდის 100გრამამდე პროტეინი და დანარჩენი საკვებიდან. უმეტეს შემთხვევებში პროტეინ შეიკს ვსვავ ორჯერ და კასეინს ძილის წინ.
კრეატინი - დავიწყე ყოველდღიურად 5 გრამი, თავიდან ჩავტვირთე 20გრამი 4-5 დღის განმავლობაში და ვაგრძელებ ყოველდღიურად მიღებას და ვაპირებ ასე გავაგრძელო, მიუხედავად იმისა დაკლება მინდა თუ მომატება. აქაც მიცდებოდა ხოლმე და არ ვაქცევდი ყურადღებას.
პრევორქაუთი - ვანაცვლებ ორ სხვადასხვას იმისდა მიხედვით რამდენად მეძინება დილით.
ვარჯიში - ვვარჯიშობ დილაობით, კვირაში 4 დღე. შეცვლით შევცვალე პატარა დეტალები (სუნთქვა, წოლა, დგომა, ხელის მოჭერა კონცენტრაცია და ასე შემდეგ)
ძილი - გრაფიკიდან გამომდინარე მიჭირს მაგრამ მაინც ვცდილობ ვიძინო 7-8 საათი ღამით.
ჭამა - ვცდილობ ვჭამო 3-4ჯერ პატარა პორციებით, ვერიდები წითელ ხორცს და ვეტანები ქათამს და თევზს.
შედეგად მივიღე ის რომ - ყოველ ვარჯიშის დღეს ან წონას ვამატებ ანდაც გამეორებას, ვარჯიშის მერე ჩვარივით არ ვგრძნობ თავს და კუნთიც იზრება ამ ყველაფერთან ერთად.
დანამატები:
პროტეინი - Dymatize ISO 100 Whey Protein Powder
კასეინი - OPTIMUM NUTRITION GOLD STANDARD 100% Micellar Casein Protein Powder - ამას ჩავანაცვლებ Dymatize Elite 100% Micellar Casein - ით.
კრეატინი - Optimum Nutrition Micronized Creatine Monohydrate Powder, Unflavored
პრევორქაუთი - Edge of Insanity Pre-Workout ან Animal Fury Pre Workout Powder Supplement იმისდა მიხედვით თუ როგორ მეძინება დილით ანდ კიდევ OPTIMUM NUTRITION ESSENTIAL AMINO ENERGY, Iced Vanilla Latte, Keto Friendly Preworkout თუ სხვა არ მაქვს.
ამ ბოლო დროს ფლეილისტი ძალიან გამიბახდა და თუ დააშეარებთ თქვენებს კარგი იქნება.
აგერ ჩემი ავტორები/შემსრულებლები:
Thomas Bergersen
Two Steps From Hell
The Avener
Audiomachine
Matias Puumala
Immediate