კვირაში 1000+ მოდელ 3-ს ვაწარმოებთო უკვე... უკვე გაასწრეს ბოლტის წარმოების ტემპს
ცუდი კი ის არის რომ კიდევ ერთი კვარტლით გადაწიეს კვირაში 5000-ის წარმოების გეგმა... ამ კვარტლის ბოლოსთვის 2500-ზე ვიქნებითო..
ასე მგონია (და იმედი მაქვს), თავს იზღვევენ... 3500-4000-ის სიმძლავრეზე ავლენ, ჩემი აზრით, ამ კვარტლის ბოლომდე... თავიდან ხომ ეგეთი გეგმა ჰქონდათ, სექტემბერში 1000-ების წარმოება და ერთ კვარტალში 5000-მდე ასვლა...
პრობლემებიც გადავჭერითო უკვე, ასე რომ უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი
* * *
მცირე სტატისტიკა ამერიკაში ელექტრომობილების ბაზარზე:
გაყიდვები წლების მიხედვით:
2014 - 64K
2015 - 69K
2016 - 84K
2017 - 105K
ზრდა წლიდან წლამდე:
2015 - 9%
2016 - 21%
2017 - 25%
ზრდის ძირითადი განმაპირობებელი ყოველ წელს:
2015 - მოდელი S (8K-თი მეტი გაყიდეს წინა წელთან შედარებით)
2016 - მოდელი X (18K გაყიდეს, წინა წელს 200 გაყიდვა ჰქონდათ)
2017 - ჩევი ბოლტი (22K-თი მეტი გაყიდეს წინა წელთან შედარებით (500, დეკემბერში ჩაუშვეს წარმოებაში))
თითოეულ კარგ ახალ მოდელს აქვს საკმაოდ დიდი გავლენა ბაზარზე... ახლა კი ჩემი პროგნოზები..
2018:
1) ველოდები ბოლტის წარმოების ზრდას 50K-მდე, ანუ +25K
2) ახალი ნისან ლიფის გაყიდვების ზრდას ველოდები 30K-მდე (ამ პოზიციაზე იყო 2014 წელს, სანამ ჯერ კიდევ არ იყო დიდი კონკურენცია), ანუ +20K
3) მოდელი 3 იქნება ზრდის მთავარი ლოკომოტივი, ამერიკაში ველოდები რომ გაყიდიან, დაახლოებით, 151K-ს (საშუალო კვირეული წარმოება კვარტლების მიხედვით: 2000, 3500, 5000, 7000. თან ველი რომ გაყიდვების 70% იქნება აშშ-ში), ეგეც +150K
დანარჩენ მოდელებზე მოთხოვნა შემცირდება 3%-ით (წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე)... ანუ დაჯდება 102K-ზე
ჯამში: 102+150+20+25=297K
ეს არის ბაზრის 182%-იანი ზრდა
2018-ის მეორე ნახევარში ასევე უნდა დაიწყონ The Jaguar I-Pace-სა და Audi Quattro-ს წარმოება, მაგრამ არ ველი რომ 2018-ში ჰქონდეთ მნიშვნელოვანი გაყიდვები, ეგენი უფრო 2019-ზე იქონიებენ გავლენას...აგრეთვე ჰიუნდაი ჩალიჩობს რაღაცებს, მაგრამ არ ეტყობა არაფერი რომ აშშ-ს ელექტრომობილების ბაზარზე აპირებდეს დიდი ძალებით შესვლას.
2019-ში რა გამოვა კი არის დაანონსებული, მაგრამ ჯერ ადრეა მაგაზე საუბარი... როდის რას შეცვლიან კაცმა არ იცის...
ელექტრომობილების წილი აშშ-ს ბაზარზე:
2016 - 0.5%
2017 - 0.6%
2018F - 1.7%
თქვენ რას ელით?
გავაკეთოთ წლის პროგნოზები და ბოლოს შევადაროთ რამდენად დაემთხვა
* * *
ესეც გაყიდვების წყარო:
https://insideevs.com/monthly-plug-in-sales-scorecard/სამწუხაროდ, ჰიბრიდებიანად თვლიან ესენი. მე ცალკე ამოვწერე ელექტრომობილების გაყიდვები და მაგის მიხედვით დავწერე ყველაფერი