გაუტკივარება მშობიარობის დროს.სამშობიარო ტკივილი ორი ტიპისაა. პირველი წარმოიშობა მაშინ, როდესაც საშვილოსნო – შეკუმშვას, ხოლო ყელი-გახსნას იწყებს. ამ დროს ტკივილი უმეტესად ყრუა და გავა-წელის მიდამოში ვრცელდება.
მეორე ტიპის ტკივილი მშობიარობის ბოლოს იჩენს თავს და სამშობიარო გზებში ნაყოფის გავლისას ქსოვილების დაჭიმვას უკავშირდება. შეგრძნება ძლიერია და საშოს, სწორი ნაწლავისა და შორისის მიდამოს მოიცავს.
არსებობს ტკივილის გაყუჩების 3 ძირითადი მეთოდი:
1.ზოგადი ანესთეზია (ანუ ნარკოზი)
2.რეგიონული ანესთეზია (სპინალური & ეპიდურული)
3.ადგილობრივი ანესთეზია (ამ მეთოდს ძირითაად ჩაჭრის ან ან მშობიარობის შემდეგ დაზიანებული ქსოვილების გაკერვისას მიმართავენ,ამიტომ აქ ცალკე პუნქტად არ განვიხილავ)
დავიწყოთ პირველით.
ზოგადი ანესთეზია ანუ ნარკოზი ნარკოზს უპირატესობა ენიჭება საკეისრო კვეთის დროს, რომელიც კეთდება ექსტრემალური ჩვენებით (პლაცენტის აცლა, პერინატალური სისხლდენა, ნაყოფის დისსტრესი), ასევე კოაგულოპათიის (სისხლის შედედების დარღვევა), სისტემური ინფექციის ან დედის ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიის დროს,როდესაც არსებობს რეგიონული ანესთეზიის უკუჩვენება, და მაშინ, როდესაც პაციენტი ამა თუ იმ მიზეზით უარს ამბობს რეგიონულ ანესთეზიაზე.ამ დროს მშობიარე იძინებს და მხოლოდ მას შემდეგ ახელს თვალს, რაც მისი შვილი ქვეყნიერებას მოევლინება. ზოგადი გაუტკივარება ინტუბაციით (სასუნთქ გზებში სპეციალური მილის ჩადგმით) ხდება. მილის ჩადგმამდე ქალს აძინებენ:საამისოდ ვენაში საძილე საშუალება შეჰყავთ.
რადგან ნარკოზის დროს პაციენტის ცნობიერება და სუნთქვითი ცენტრი გათიშულია,ექიმი თავად აკონტროლებს და არეგულირებს არტერიულ წნევას,სუნთქვას და ა.შ. (ეს ნარკოზის დადებით მხარედ ითვლება,რადგან ხელსაყრელია ქირურგისთვის)
გართულებები – ბონქოსპაზმი, საკვების ასპირაცია (კუჭიდან საკვები სასუნთქ გზებში და საბოლოოდ ფილტვებში ხვდება)ნარკოზიდან ვერ გამოსვლა ეს უბრალოდ მითია,თუმცა არსებობს სუნთქვის გაჩერების საშიშროება (ამისი ალბათობაც საკმაოდ დაბალია)
ნარკოზის უარყოფითი მხარეები იმდენად მრავალფეროვანია,რომ პაციენტის სურვილით მას იშვიათად მიმართავენ და ექიმები მას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უწევენ რეკომენდაციას.თუ არის ალტერნატიული გზა,ჯობს სხვა მეთოდი აირჩეს.
2. რეგიონული გაუტკივარება (სპინალური,ეპიდურული)
რეგიონული ანესთეზიის დროს მგრძნობელობა ითიშება სხეულის განსაზღვრულ ნაწილში, პაციენტის ცნობიერება კი ამ დროს გამოთიშული არ არის. ეპიდურალური და სპინალური ანესთეზია ფართოდ გამოიყენება როგორც მშობიარობის გაუტკივარების მიზნით, ისე საკეისრო კვეთის დროსაც.
დავახასიათოთ უფრო კონკრეტულად
ეპიდურალური გაუტკივარებაანესთეზიის ეს მეთოდი ფართოდ არის დანერგილი განვითარებულ ქვეყნებში სამშობიარო (და არამარტო სამშობიარო) ტკივილების გასაყუჩებლად.ეპიდურალური ანესთეზიის ეფექტიანობა 80%-ს აჭარბებს და მშობიარეს თითქმის სავსებით ათავისუფლებს ტკივილისგან.
ეპიდურალურ სივრცეში, რომელიც ხერხემლის წელის მიდამოში მდებარეობს, სპეციალური კათეტერის საშუალებით შეყვანილი ადგილობრივი ანესთეტიკი ბლოკავს იმ ნერვებს, რომლებსაც იმპულსები თავის ტვინისკენ მიაქვს.
ჩატარების ტექნიკა: ტექნიკურად ეს პროცესი არცთუ ისე რთულია:მშობიარე უნდა დაწვეს გვერდზე ან დაჯდეს და წელში მაქსიმალურად მოიხაროს.წელის ქვედა ნაწილში ექიმი კანს საანესთეზიო საშუალებით ამუშავებს, შემდეგ კანქვეშ ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტი შეჰყავს და მხოლოდ ამის შემდეგ შედის სპეციალური შპრიცით უფრო ღრმად, ხერხემლის ეპიდურულ სივრცეში. ნემსის საშუალებით ეპიდურალურ სივრცეში დგამენ წვრილ კათეტერს. ამის შემდეგ ნემსს იღებენ, ხოლო კათეტერს ზურგზე ამაგრებენ, რაც არანაირ დისკომფორტსაც არ იწვევს. კათეტერის საშუალებით ეპიდურალურ სივრცეში შეჰყავთ ადგილობრივი ანესთეტიკი, რომელიც ტკივილს აყუჩებს. ამ დროს მშობიარე ზურგში ოდნავ სიცივეს შეიგრძნობს. ეფექტის მისაღებად საჭიროა 10-20 წუთი. კათეტერში ანესთეტიკის შეყვანის შემდეგ ტკივილი თანდათან მცირდება და ბოლოს სრულიად ქრება. ქვედა კიდურებში მშობიარე გრძნობს სისუსტეს, დაბუჟებას და სითბოს. საჭირო დროს, მეანის მითითებით, მშობიარე ახერხებს უმტკივნეულოდ გაჭინთვას და აქტიურად მონაწილეობს ბავშვის გაჩენაში. ფეხების დაბუჟება და სისუსტე მშობიარობიდან რამდენიმე საათის შემდეგ გაივლის.
ანესთეზიის ამ ფორმას ბევრი მედიცინისგან შორს მდგომი ადამიანი ეჭვის თვალით უყურებს, აქაოდა ზურგის ტვინი არ დაზიანდესო, ფაქტია, ასეთი რამ არ ხდება და აი, რატომ: ეპიდურული სივრცე, სადაც შპრიცი შეჰყავთ, ზურგის ტვინის დამცავი მაგარი გარსის გარეთ მდებარეობს.ასე რომ,ზურგის ტვინის რაიმე სახით დაზიანებაზე საუბარი აბსურდიაეპიდურალური გაუტკივარების ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ შესაძლებელია ანესთეზიის გახანგრძლივება მშობიარობისა და საკეისრო კვეთის შემდეგ. გარდა ამისა, ამ მეთოდის დახმარებით შესაძლებელი გახდა იმ ქალების მოლოგინებაც, რომელთა მშობიარობა ადრე ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის სახიფათოდ მიიჩნეოდა (გულის მანკი, მაღალი ხარისხის მიოპია, ჰიპერტენზიული დაავადება, თირკმლის დაავადებები და სხვა).
ეპიდურალურ გაუტკივარებას აქვს უკუჩვენებებიც:
ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები;
* ხერხემლის მიდამოს მძიმე პათოლოგია (მაღალი ხარისხის სკოლიოზი, ლორდოზი), რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ანესთეტიკის გავრცელებას;
* ზურგის კანის მიდამოს პუნქციის შემდეგ წარმოქმნილი ჩირქოვანი დაზიანება;
* მოუწესრიგებელი ჰიპოვოლემია (მოცირკულირე სისხლის მოცულობის დაქვეითება);
* სისხლის შემდედებელი სისტემის მძიმე დარღვევები;
*გულის რიტმის სერიოზული დარღვევა და სხვა.
ეპიდურალური ანესთეზიის გართულებები (გამორიცხული არ არის):
* სრულ გაუტკივარებას უფრო მეტი ხანი დასჭირდეს, ვიდრე სპინალური ბლოკადის დროს;
* გახანგრძლივდეს მშობიარობის პირველი პერიოდი;
* დაეცეს არტერიული წნევა;
* თავი იჩინოს ფეხის კუნთების სისუსტემ
* თავი იჩინოს მოშარდვასთან დაკავშირებულმა სირთულეებმა და საჭირო გახდეს შარდის ბუშტის კათეტერიზაცია;
*ნაჩხვლეტის მიდამოში დარჩეს ტკივილისა და სიმძიმის შეგრძნება, რომელიც თანდათან გაივლის.
იშვიათად ეპიდურალურმა ანესთეზიამ შესაძლოა თავის ტკივილი გამოიწვიოს.
3.რაც შეეხება
სპინალურ ანესთეზიასეს მეთოდი ყველაზე ხშირად საკეისრო კვეთის დროს გამოიყენება და მისი ერთერთი ყველაზე დიდი დადებითი მხარე ისაა,რომ დედის ცნობიერება შენახულია ოპერაციის დროს,ასე რომ იგი თანამონაწილეა ამ პროცესიის და შეუძლია შვილთან კონტაქტი მისი მუცლიდან ამოყვანისთანავე.როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, საანესთეზიო საშუალება ეპიდურულ სივრცეზე გაცილებით ღრმად – სპინალურ სივრცეში, ზურგის ტვინის მფარავი მაგარი გარსის შიგნით ხვდება, ამიტომ ტკივილი უმალვე ყუჩდება, თუმცა ეფექტი მხოლოდ ერთ-ორ საათს თუ გასტანს. მედიკამენტის დოზაც ეპიდურულ ბლოკთან შედარებით მცირეა.ანუ,მარტივად რომ ვთქვათ ეპიდურალურისგან განსხვავებით, სპინალური გაუტკივარების მოქმედების ხანგრძლივობა შეზღუდულია.
სპინალურ გაუტკივარებას ეპიდურალურის ანალოგიური ჩვენებები, უკუჩვენებები და უკუეფექტები აქვს, თუმცა ეს უკანასკნელი (განსაკუთრებით - გაუტკივარების შემდგომი თავის ტკივილი) უფრო მეტად არის გამოხატული სპინალურის დროს.
სპინალური ანესთეზიის დროს ხდება ხერხემლის იმ მიდამოს გაუტკივარება,საიდანაც შესაბამისი ნერვული წნული გამოდის, სწორედ აქ შეჰყავთ თხევადი ანესთეტიკი. პრეპარატი აღწევს ნერვულ ბოჭკოებში და ბლოკავს ნერვული იმპულსის გადაცემას.
სპინალური ანესთეზიის დროსაც (ისევე როგორც ეპიდურულის დროს) ანესთეტიკი შედის არა ზურგის ტვინში, როგორც ბევრს ჰგონია, არამედ მის მახლობელ სივრცეში. იმედი მაქვს, მოკლედ და გარკვევით ჩამოვაყალიბე გაუტკივარების ყველა მეთოდის დადებითი და უარყოფითი მხარეები და იმედია ამის შემდეგ ნაკლებად შეშინდებიან განყყოფილების წევრები,როდესაც გაუტკივარებაზე ჩამოვარდება საუბარი
This post has been edited by narkozeli on 26 Jan 2013, 02:35