ესეიგი რა ხდება ეხლა ხალხნო:
ყველაფერი დაიწყო 1 თვის წინ. თითქოსდა არც არაფერი იყო იქ საკვირველი და დასაეჭვებელი. ისე გავიზარდე რომ სამზარეულოსთვის ნამდვილად არ მეცალა. ჯერ სწავლა და სწავლა, მერე ეგრევე სამსახური და ოჯახის ქალობისთვის ვერც ვერასდროს მოვიცალე. კუხნია და მე ყოველთვის შორს ვიდექით ერთმანეთისგან. სახლში ყველაფერს დედა აკეთებდა. ამ ერთი თვის წინ კი გამომიცხადა როდემდე აპირებ ასე "უსაქმურად''ცხოვრებასო, ცოტა რამ მაინც ისწავლე, რო გათხოვდები შენ ს ქმარს მშიერს ხომ არ მოკლავ, ან არ გამოგაგდონ ოჯახიდანო.
ასე შემატოვა კუხნია, მთელი თვეა ვსაქმიანობ შეძლებისდაგვარად, და ჩემს ოჯახის წევრებზე ვატარებ ცდებს. ის საწყლები კიდე საცდელი ვირთხებივით ხმას არ იღებენ და მიირთმევენ ჩემი ჩემი კულინარიული ნიჭის შედევრებს
მაგრამ 1 კვირის წინ დედამ განმიცხადა ასეთი რამ, რომ თურმე ვიღაც ყოლია ჩემთვის შერჩეული, თავისი თანამშრომლის შვილია, ხოდა გინდა არ გინდა უნდა გათხოვდეო
მეთქი არ მიყვარს და ასე შეკვეთით როგორ გავთხოვდე? მარტო იმიტომ რომ დედამ მირჩია? თუ ის აზრი გავითვალისწინო რომ დედა შვილს ცუდს არაფერს ურჩევს?
ეს ჩვენი საუბარი საკმაოდ სერიოზული სკანდალით დამთავრდა
ისიც კი მომაძახა უარი არც გაიფიქრო, თორემ მერე შენს ტავს დააბრალე რაც მოგივაო! ჩვენგან პატივისცემას და ნორმალურ მოპყრობას ვეღარ ეღირსებიო.
გარეგნულად არაუშავს, მაგრამ იმ სტილის ადამიანთა რიგს არ მიეკუთვნება როგორიც მე მომწონს. თეთრია, მოქერო და მწვანე თვალება, მე კი შავგვრემნები მომწონს. ასაკითაც ცოტა დიდია, 33 წლის
როგორც ჩანს ეს ტიპი საკმაოდ ფულიანია, მაგრამ მართლა ფული ხომ არაა ყველაფერი ამ ქვეყანაზე?!
დავიღალე საშინლად ამდენი ნერვიულობისგან, სად გავიქცე უკვე აღარ ვიცი
ის ხომ ნაზია, ყვავილია მინდვრის, რომელსაც მზე ეფერება და მზის ჩასვლის შემდეგ თვითონაც კვდება, მეორე დღეს კი თუ მზე იქნება ისევ ცოცხლდება...
if U luv me let me know ...
if U don't then let me go ...