#59427132 · 18 Jul 2022, 17:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დაახლოებით 13 წლის წინ გავიცანი ადამიანი, რომელიც პირველივე შეხედვისთანავე არ მომეწონა, თუმცა, მაშინვე დაიწყო მისმა სახელმა და გვარმა ჩემი შეწუხება. ვიღაც 'შიგნიდან' მეძალებოდა თითქოს მასზე მეფიქრა, თუმცა მე ის ცნობიერის დონეზე არ მომწონდა. გავიდა წლები და ცნობიერის დონეზეც ჯერ მომეწონა და მერე შემიყვარდა. .... მისი სიტყვით, კი მას არ ვუყვარვარ.მივწერე (პირდაპირ თქმა ვერ გავუბედე) და უარი მომწერა და დამბლოკა. მოკლედ, მგონი ძალით გავიჩალიჩე ცალმხრივი სიყვარული. ჩემი ვარაუდით სწორედ ქვეცნობიერმა ამირია ტვინი. (და ვინ თქვა ქვეცნობიერი არ სცდებაოვიცი). ეხლა კი ძაან მიჭირს მდგომარეობიდან გამოსვლა. და ვერც ურთიერთობის პერსპექტივას ვერ ხედავ..
პს. მე კაცი ვარ, ის ქალია. ორივე საკმაოდ ასაკიანები.
პპს. პირადი ცხოვრება მე ფაქტიურად არასდროს მქონია, ანუ არავინ მყოლია ფაქტიურად.
This post has been edited by qar-tleti on 18 Jul 2022, 17:07
|