ამერიკელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პირდაპირი დიალოგით ცხინვალის და სოხუმის დე ფაქტო ლეგიტიმაციის საფრთხე შეიქმნება
10:16 23-03-2018
აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინასა და უზბეკეთში ჯონ ჰერბსტი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ „სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მთავრობები არალეგიტიმური ფორმირებებია. ლეგიტიმური ერთეულის მხრიდან არალეგიტიმურ ფორმირებებთან შეხვედრა კი, როგორც წესი, არალეგიტიმურ მხარეს მხოლოდ აძლიერებს“.
„საქართველო დიდ რისკზე მიდის ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებისთვის კონფლიქტის სრულუფლებიანი მონაწილეების სტატუსის მინიჭებით. ამისთვის მთავრობას ძალიან კარგი მიზეზი უნდა ჰქონდეს. საქართველო დელიკატური პრობლემის წინაშე დგას“, - განაცხადა ჯონ ჰერბსტმა.
ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი, თავის მხრივ, ამბობს, რომ პირდაპირი დიალოგის დაწყების ნაცვლად თბილისმა ოკუპირებულ რეგიონებთან ხალხთაშორისი არაოფიციალური ურთიერთობა უნდა გააღრმაოს.
„აფხაზები და ოსები უფრო ხშირად უნდა ჩამოდიოდნენ საქართველოში სამკურნალოდ, განათლების მისაღებად. საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ზოგიერთი შეღავათის გავრცელება ოკუპირებულ რეგიონებზეც უნდა გაავრცელოს. ჩემი აზრით, ეს შესაძლებელია“, - აღნიშნა იალოვიცმა.
მისი აზრით, ოფიციალური კონტაქტის რისკი აღიარების მინიშნებაა.
ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს დეიმონ უილსონს მიაჩნია, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია აფხაზებთან და ოსებთან კონტაქტის ქონა, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღები მხარე მხოლოდ მოსკოვია.
„არ უნდა შევქმნათ ის მოჩვენებითი განცდა, რომ ეს რეალობა არ არის. მოსკოვშია მარიონეტების ის მმართველი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების და რეგიონში არსებული გაყინული კონფლიქტების მანიპულირებას აგრძელებს“, - დასძინა უილსონმა.
IPN
//////////////////////
ამ ჩვენს ინდაურებს ვინ ურჩია ნეტავ მაგ განცხდების გაკეთება
ბევრი ჩვენი ფულები დაახარჯეთ ხო, მაგ ნაბ@ზრებს. განსაკუთრებით მკურნალობისთვის!!!
This post has been edited by Lаki on 23 Mar 2018, 10:28
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3