ძალიან გამძლეა. ტოიოტა ხო განთქმულია გამძლეობით, მაგრამ ჰონდა კიდევ უფრო გამძლეა.
ერთადერთი ზეთის მიმართაა პრეტენზიული ჰონდები. მაღალი ხარისხის ზეთი უნდა ჩაასხა.
ინსაითის ძრავიც უფრო მძლავრია და აჩქარება უკეთესი აქვს. ზოგადად, ჰონდა განთქმულია ძრავებით.
პრიუსი ცოტათი უფრო ეკონომიურია, მაგრამ ჰონდა ინსაითის ახალი მოდელებიც ძალიან მცირეს წვავს.
2021 წლის მოდელებში პრიუსის წვაა 4.2 ლიტრი 100 კმ-ზე, ინსაითის კი 4.5 ლიტრი. უმნიშვნელო სხვაობაა.
რაც მთავარია, ინსაითის ახალ მოდელებს აქვთ შეუდარებლად უკეთესი დიზაინი.
ძველი მოდელებიდან პრიუსი ჯობია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ინსაითის მესამე თაობა გამოვიდა,
ანუ 2018 წლიდან, ჰონდას ეს მოდელი ორი თავით მაღლა დგას პრიუსზე. ფასი კი იგივეა.
ახალი მანქანის ყიდვას რომ ვაპირებდე, არც დავფიქრდებოდი, ისე ავირჩევდი ჰონდას.
ესაა 2018 წლის ჰონდა ინსაითი, მესამე თაობის. დიზაინის ასეთი გაუმჯობესება იშვიათია,
პრიუსი კი ისევ იმ ბორბლებიან კვერცხად დარჩა, რაც იყო.
This post has been edited by androabuladze on 23 Aug 2021, 17:16