იუტას ფანკლუბი ვერ ვნახე რარაც და გადავწყვიტე გამეხსნა
ბავშვობიდან ჯაზს ვქომაგობ,მაშინ სისტემატიურად ვუყურებდი ნბა-ს თამაშებს. უკვე რამდენიმე წელია კი ძალიან იშვიათად.
თუმც აიუტას ყოველთვის ვაკვირდები ხოლმე,ცალი თვალით მაინც და ახლა მიხარია წარმატებასთან ახლოს,რომ არის.წინა წლებთან შედარებIტ რა თქმა უნდა.
არ ველოდი ასე შორს თუ წავიდოდა,იმედია ბოლომდეც მივა
ინფორმაციისთვის დიდი მადლობა
M43DL0-ს
სახელი:
იუტა ჯაზიდივიზიონი:
დასავლეთიკონფერენცია:
ჩრდილოეთ-დასავლეთიდაარსდა:
1974 წელსისტორია:
New Orleans Jazz ( 1974–1979 ), Utah Jazz ( 1979- დღემდე )არენა:
EnergySolutions Arena ( ადრე Delta Center )ქალაქი:
სოლტ ლეიკ სიტი, იუტა მფლობელი:
ლარი მილერიმწვრთნელი:
ჯერი სლოუნიNBA-ს ჩემპიონი:
არასდროსკონფერენციის ჩემპიონი:
2 (1997, 1998 )დივიზიონის ჩემპიონი:
7 ( 1984, 1989, 1992, 1997, 1998, 2000, 2007)გუნდი თავიდან დაარსდა ნიუ ორლეანში, მაგრამ 1979 წელს გადავიდნენ სოლტ ლეიკ სიტიში და დღემდე იქ არიან.
1984 წელს ჯაზმენებმა დრაფტზე აიყვანეს გამთამაშებელი ჯონ სტოქტონი და შემდეგ წელს აიყვანეს მძიმე ფორვარდი კარლ მელოუნი. ეს ორი კალათბურთელი მალევე გახდნენ ვარსკვლავები და ამ დროს იწყება უკვე იუტას აღმასვლა, 1988-89 წლებში იუტამ სეზონი დაამთავრა 51 მოგებით 31 მარცხის წინააღმდეგ, ეს იყო ამ გუნდის რეკორდი ამ დროისთვის. მაგრამ ფლეი ოფის პირველივე რაუნდში დამარცხდა გოლდენ სტეიტთან.90 იან წლებში იუტა უფრო და უფრო პროგრესირებდა და 97 ში მათ კონფერენციის ჩემპიონობა იზეიმეს, სეზონი დაამთავრეს 64–18 შედეგით. იუტა NBA -ს სუპერფინალში გავიდა სადაც წააგო სერია ჩიკაგოსთან 4:2 . ამავე წელს კარლ მელოუნი გახდა სეზონის MVP.
1997-98 წლებში იუტამ ისევ მშვენივრად ითამაშა, კონფერენციის ფინალში გავიდა სადაც სტოქტონი-მელოუნი-ჰორნაჩეკის გუნდი დაუპირისპირდა ლოს ანჯელეს ლეიკერს შაკილ ონილის და კობი ბრაიანტის წინამძღრობით. ჯაზმენებმა დაამარცხეს ლეიკერსი და ფინალში ისევ ჩიკაგოს შეხვდნენ, პირველი თამაში დაამარცხეს 88–85, მაგრამ დათმეს შემდეეგი სამი თამაში ( 88–85, 96–54, 86–82 ) მეხუთე თამაში მოიგეს 83–81 და მეექვსე თამაში გაიმართა სოლტ ლეიკ სიტიში სადაც ჯორდანმა მატცჩის ბოლოს ნახტომში სროლით მატჩში და სუპერფინალში გამარჯვება ჩიკაგოს მოუტანა 87–86.
ეს იყო იუტას საუკეთესო ორი წელი, იმის შემდეგ გუნდი
ყველაფერს ეცადა მაგრამ NBA-ს ჩემპიონი არასოდეს გამხდარა, მელოუნი კიდევ იმისთვის რომ საჩემპიონო ბეჭედი მოერგო ლეიკერსში გადავიდა მაგრამ ამაოდ (
)
2003-2006 წლებში მიმდინარეობდა იუტას ხელახლა აშენების კამპანია. ამ დროში გუნდში გამოჩნდნენ ანდრეი კირილენკო, კარლოს ბუზერი ( აიყვანეს როგორც თავისუფალი აგენტი ), მეჰმეთ ოქური ( დეტროიტიდან, გაცვალეს ელდენ კემბელში ), 2005 წლის დრაფტის მესამე ნომრად აიყვანეს დერონ უილიამსი. 2006 წლის დრაფტზე აიყვანეს რონი ბრეუერი ( brewer ). ეს არის ბირთვი რომელიც დღემდე შენარჩუნებულია
არენა: ნიუ ორლეანში
* Loyola Field House (1974–1975)
* Municipal Auditorium (1974–1975)
* Louisiana Superdome (1975–1979)
სოლტ ლეიკ სიტიში
* Salt Palace (1979–1991)
* EnergySolutions Arena
გუნდის ახლანდელი შემადგენლობა: ''retired'' ნომრები:1. ფრანკ ლეიდონი , მწვრთნელი ( 1981–88 )
4. ადრიამ დანტლი ( 1979–1986, F )
7. პეტე მარავიჩი ( 1974–79, G )
12. ჯონ სტოქტონი ( 1984–2003, G )
14. ჯეფ ჰორნაჩეკი ( 1994–2000, G )
32. კარლ მელოუნი ( 1985–2003, F )
35. დარელ გრიფიტი ( 1980–91, G )
53. მარკ იტონი ( 1982–93, C )
ლიდერები:თამაშები: ჯონ სტოქტონი ( 1,504 )
წუთები: კარლ მელოუნი (53,479)
ქულები: კარლ მელოუნი (36,374)
მოხსნები: კარლ მელოუნი (14,601)
პასები: ჯონ სტოქტონი (15,806)
ჩაჭრები: ჯონ სტოქტონი (3,265)
დაფარებები: მარკ იტონი (3,064)
დაკარგვა: კარლ მელოუნი (4,421)
---
იუტას ლოგო
ჯონ სტოქტონი ( 12 )
კარლ მელოუნი ( 32 )
ჯერი სლოუნი
ეს კიდევ ისე
ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი გუნდია რა, მელოუნ-სტოქტონი მევასებოდა სასწაულად რა...მწვრთნელი ხომ მართლა უძლიერესი
This post has been edited by T@chka on 31 Jan 2008, 17:42
"I feel sorry for people who don't drink. They wake up in the morning and that's the best they're going to feel all day." -Frank Sinatra
---
ყველაფერი მარტივია... ცხოვრება მშვენიერია
---
ეს საინტერესოა:
http://1myway1.wordpress.com/
---
Modigliani