#58522330 · 25 Oct 2021, 18:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ზამზუმი არა, ცამცუმი: მიწათმოქმედ ქართველთა წინაპარი.
მიმოხილვა მართლაც ზოგად წარმოდგენას უქმნის მკითხველს. ვეცნობით ვინ გაიმარჯვა, წინათ რა ხდებოდა, მაგრამ ავტორის პოზიცია არ იკვეთება.
კითხვისას შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მიმომხილველი ფრთხილობდა. ვთვლი, რომ სწორადაც მოიქცა.
ამ არჩევნებით დამთავრდა მერკელის 16 წლიანი მმართველობა. მასთან ერთად მისი პარტიაც მოცურდა. მერკელი უმნიშვნელო ქვეყნის კანცლერი არ იყო. ცხადია, მასზე და მის ეპოქაზე ბევრი იწერება არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ საზღვარგარეთაც. ინგლისის პრესამ ასე შეაფასა: მერკელი უფრო მონარქივით მართავდა ქვეყანას, ვიდრე დემოკრატიული ქვეყნის კანცლერიო. ჰოლანდიელებმა დაწერეს: 50 წელიც არ დასჭირდება მისი ღვაწლის გადაფასებას. მას საშუალო დონის პოლიტიკოსებთან თუ ახსენებენო.
ასეთ თამამ შეფასებას ქართველი მიმომხილველი ვერ და არ გააკეთებს. ჩვენ სხვა ლიგაში ვთამაშობთ და არ არის საჭირო.
ეს არჩევნები, როგორც პრესა ერთხმაში იმეორებს, წააგო ლაშეტმა. მე კი ვთვლი, რომ წააგო მერკელმა. მისი პოლიტიკის პასუხი იყო შედეგები და ლაშეტიც მისი შერჩეული კანდიდატია.
რაც შეეხება ბერბოკს: დიახ, მას ამომრჩეველთა 15%-მა მისცა ხმა, დანარჩენებმა არა თუ ხმა არ მისცა (ერთზე მეტს ვერ აირჩევდნენ), თვლიან, რომ ეს ქალი უბრალოდ სამარცხვინო კანდიდატია. არა მგონია, ომის შემდგომ გერმანიაში ვინმეს მიმართ ასეთი ერთსულოვანი უარყოფითი აზრი ყოფილიყო.
მერკელი და ბერბოკი. ქვეყანას ვერც ერთმა მოუტანა და ვერც მეორე მოუტანს რამე სიკეთეს. ატომური გერმანია კავის გერმანიად აქციეს. ამას წარმატებული პოლიტიკა არ ჰქვია.
|