forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (14) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Samsung Galaxy S8 & Galaxy S8 Plus, #3, ყველაფერი მათ შესახებ/დისკუსია/განხილვა
BeCooL
Oh really? Gtfo


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 5943
წევრი No.: 74555
რეგისტრ.: 14-November 08

გამოგზავნილია: 6 Dec 2018, 16:22  #53894210      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ,
ეს თემა ეძღვნება სამსუნგის მორიგ ორ შედევრს, ყველაზე ლამაზი და დახვეწილი დიზაინის მქონე Galaxy S8 და Galaxy S8+ს, რომლის ანონსიც იყო დღეს 29მარტს, New York-ში.
მინდა ავღნიშნო რომ ბოლო 3 წელია სერიოზულ პროგრესს განიცდის სამსუნგი დიზაინის მხრივ, S6Edge/Note5/S7Edge/Note7. მოგეხსენებათ რომ შარშან S7edge ხოლო შარშან წინ S6edge დასახელდა წლის საუკეთესო სმარტფონად. გარდა იმისა რომ კომპანია თითქმის ყველაფერს აწარმოებს თვითონ საკუთარი სმარტფონისთვის, ასევე გამოირჩევა ძალიან ლამაზი დიზაინით.



user posted image


S8/S8+ Official Intro:


დავიწყოთ ტექნიკური მახასიათებლებით,
ჩიფსეტი:
ორივე მოდელი აღჭურვილია უახლესი 10ნანომეტრიანი ჩიფსეტ(ებ)ით, ამერიკის და ჩინეთის ბაზრისთვის Snapdragon 835-ით რომელიც მოიცავს 4 მძლავრ(Kryo 280)ბირთვს 2.35Ghz და 4 შედარებით სუსტ ბირთვს 1.9Ghz + Adreno 540 გრაფიკული პროცესორით , ხოლო ევროპული/საერთაშორისო ვერსიებისთვის Exynos 9 რომელიც ასევე მოიცავს 4 მძლავრ( Exynos M2) ბირთვს 2.3Ghz და 4 შედარებით სუსტ(Cortex A-53) ბირთვს 1.7Ghz + 20 ბირთვიანი Mali G71 გრაფიკული პროცესორი. ოპერატიული მეხსიერება კი შეადგენს 4GB-ს, LPDDR4X. შესანახი მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია 256GB-მდე.
პირველი სმარტფონია S8 რომელიც გამოვა გაყიდვაში S835-ით, Bluetooth 5.0-ით და LTE 1 gbps მხარდაჭერით.
ეკრანი:
ორივე სმარტფონის ეკრანი დამზადებულია, სუპერ ამოლედის უახლეს ტექნოლოგიაზე სადაც გაუმჯობესებულია რეალურ ფერთა გადმოცემა, Super AMOLED Infinity HDR10 ეკრანი, 18.5:9 ინჩზე WQHD+ (2960 x 1440) გაფართოებით, ე.წ. 3K. ამ გაფართოებამ არ შეგაშინოთ რადგან პარამეტრებიდან შეგიძლიათ შეცვალოთ იგი FHD+ (2280 x 1080) ან HD+ (1480 x 720) ზე.
ეკრანი გამოირჩევა მისი უნიკალურობით და ძალიან ლამაზი ფორმით დიზაინის თვალსაზრისით. საუკეთესო ეკრანია ბაზარზე.
Edge ტიპის ეკრანი რომელსაც უკავია კორპუსის 83-84%. S8-ის ეკრანის ზომა არის 5.8 ინჩი, ხოლო S8+ის 6.2 ინჩი.
კამერა:
კამერამ ბევრისთვის კითხვის ნიშნები დატოვა რადგან S8-ში წარმოგვიდგინეს იგივე კამერის სენსორი რაც S7-ში იყო გამოყენებული, 12 მეგაპიქსელიანი Sony IMX260 Dual Pixel , 1.7 დიაფრაგმითა და 1.4 მიკრონ პიქსელით. Dual Pixel აუტოფოკუსი, ლაზერული ავტოფოკუსი, ოპტიკური სტაბილიზაცია. S8-ში კამერის კუთხით სიახლე არის ის რომ, გადაღება გაუმჯობესებულია Multi-Frame Processor-ის გამოყენებით სმარტში, რაც გამოიხატება იმაში რომ, სურათის გადაღების დროს იგი იღებს სურათების რამოდენიმე ვარიანტს და საბოლოო სურათად ირჩევს საუკეთესო ვარიანტს ნაკლები ხმაურით და უფრო სუფთა/ნათელი დეტალიზაციით. დაახლოებით იგივე მეთოდია გამოყენებული გუგლ პიქსელში გუგლის მიერ, პროგრამული/ალგორითმული გამოთვლების ხარჯზე რამაც ძალიან მაგარი შედეგი გამოიღო. აქედან გამომდინარე, S8-ის კამერაზე 1.7 დიაფრაგმითა და Dual Pixel ტექნოლოგიით გაცილებით უკეთესი შედეგი უნდა გვქონდეს ამ სიახლით. ასევე, საბოლოო სურათის "მიღება და დამახსოვრება" S8-ზე იქნება უფრო სწრაფი ვიდრე Google Pixel-ზე, 10ნმ ჩიფსეტის და UFS 2.1-ის ხარჯზე.
რაც შეეხება ვიდეო გადაღებას, გაზრდილია FPS 4K 1080P და 720P გადაღებაზე, 4K 60 FPS 1080P 120 FPS და 720P 240fps.
წინა(სელფის) კამერაც გაუმჯობესებულია, 8 მეგაფიქსელიანი 1.7 დიაფრაგმითა და 1.21 მიკრონ ფიქსელით, დაემატა Auto Focus.
აუდიო სისტემა
ამ მხრივ გვაქვს სიახლე S8-ში, ყურსასმენებში შეგვიძლია მოვუსმინოთ Hi-Res 32 ბიტიანი აუდიო ფაილებს. ყუთში კი მოყვება Harman Kardon(AKG)-ს მაღალი ხარისხის ყურსასმენები.
ელემენტი:
S8 და S8+ აღჭურვილია 3000Mah და 3500Mah მოცულობის ელემენტით. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვან სიახლე არის ის რომ ელემენტის სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. შედარებისთვის, მაგალითად S7 EDGE-ის ელემენტი 1 წლის შემდგომ დეგრადაციის შედეგად თუ კარგავს რესურსის 20%-ს, S8 დაკარგავს 5%-ს.
რათქმა უნდა ორივე სმარტფონს აქვს უახლესი ტენოლოგიის სწრაფი დატენვა, ასევე გაუმჯობესებულია Wireless სწრაფი დატენვაც.
დიზაინი:
Galaxy S8/S8+ წარმოდგენილია შუშის დიზაინით გვერდებზე მეტალის კანტებით. Infinity Edge ეკრანის გამოყენებით და Bazell(ჩარჩოების) მინიმუმამდე შემცირებით, მივიღეთ კომპაქტურ ზომებში მაქსიმალურად დიდი ეკრანი. ძალიან მომხიბლა ამის დიზაინმა, საუკეთესოა ჩემი აზრით. ეკრანის ზომებთან შედარებით კომპაქტური, ლამაზი და დახვეწილი <3
წინა პანელიდან ამოღებულია Home ღილაკი და თითის ანაბეჭდი გადატანილია უკან, კამერის გვერდზე. რათქმა უნდა ორივე სმარტფონი არის წყალგაუმტარი, IP68 სერტიფიკატით.


ორივე სმარტფონი წინიდან არის შავი, ხოლო უკნიდან კი წარმოდგენილია 5 ფერში, Black, Orchid Gray, Silver, while Blue Maple Gold.


user posted image



ფიშკები/სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლებიც:

Security/დაცვის კუთხით და ასევე სხვა ფუნქციური დატვირთვებით, თითის ანაბეჭდთან ერთად, Galaxy S8/S8+ აღჭურვილია (Iris Scanner)თვალის ბოიმეტრიული სკანერით და სახის მოძრაობის "დეტექტორით". Galaxy S8/S8+ შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ყველაზე დაცულ სმარტფონად ^^
კარგა ხსნის დეველოპინგის შემდეგ მიაღწიეს იმას რომ თვალის სკანერი+სახის ამომცნობის ერთობლივი მუშაობის ხარჯზე ხდება ტელეფონის განბლოკვა საკმაოდ სწრაფად და კომფორტულად, თითის ანაბეჭდს უმეტეს შემთხვევებში აღარც გამოიყენებთ. პირველი და ერთადერთი სმარტფონია S8 მსგავსად გამართული სიახლით wink.gif
Samsung Pay / Samsung Pass
სამწუხაროდ ჩვენი რეგიონისთვის ხელმიუხვდომელია, მაგრამ საკმაოდ პოპულარული და მნიშვნელოვანი თითქმის ყველ განვითარეულ ქვეყანაში, მილიონობით ადამიანი იყენებს ამ ძალიან კომფორტულ სერვისს, ყველა ბარათის ელექტრონულად გაერთიანება 1 აპლიკაციაში/სერვისში და მათი გამოყენება, თითის ანაბეჭდთან ერთად, აქაც გამოიყენება Iris Scanner.
Virtual Assistant - Bixby
ეს არის მართლაც ინოვაციური, რევოლუციური და მემგონი ყველაზე ჭკვიანი ვირტუალური-ხმოვანი ასისტენტი რაც კი აქამდე გვინახავს, Bixby. იგი ინტეგრირებულია ყველა სისტემურ აპლიკაციასთან, ასევე მისი მეშვეობით შეგიძლიათ მართოთ ყველა თქვენს სმარტფონთან დაკავშირებული ტექნიკა/მოწყობილობა. მორგებულია მომხმარებლის "Experience"-ზე და გადის ადაპტაციას თქვენს "ჩვევებზე"/Experience-ზე სმარტფონის ფუნქციურ გამოყენებაში.
მას განკუთვნილი აქვს ცალკეული ღილაკი, რომლის მეშვეობითაც კამერის გახსნის დროს შეგიძლიათ გამოიძახოთ და Live რეჟიმში ინფორმაცია მოიძიოს ამა თუ იმ საგანზე/ობიექტზე/ტექსტზე და ა.შ. სმარტის გაყიდვაში გამოსვლისთანავე მას ექნება 8 ენის მხარდაჭერა და მომავალში გაანხლების პერსპექტივით.
Eco System Devices/Samsung Connect
კიდევ ერთი მულტიფუნქციური/ინოვაციური დატვირთვა. სმარტფონთან დაკავშირებული ყველა მოწყობილობის/ტექნიკის მართვა ერთი მარტივი აპლიკაციით Samsung Connect, ეს იქნება ტელევიზორი, დინამიკები, მაცივარი სარეცხი მანქანა თუ სხვა რამ )) მათ მართვას/შემოწმებას შეძლებთ კილომეტრების მოშორებითაც Remote Access-ით.
Bixby-ის უნიკალურობა აქაც გამოიხატება ყველა დაკავშირებული Eco System device-ბის მართვით/კონტროლით, ძალიან დიდი კომფორტია მათთვის ვისაც საშუალება აქვს მოაწყოს სახლი სამსუნგის ტექნიკით ^^
Navigation Bar/სენსორული ღილაკები
წინა პანელზე წარმოდგენილია ეკრანში ჩაჭენებული სენსორული "ღილაკები" და ამოღებულია ფიზიკური Home ღილაკი. სამივე სენსორული ღილაკის ფუნქციონალის შეცვლა შეიძლება პარამეტრებიდან. ასევე Home ღილაკი არ არის მარტო "სენსორული", იგი ასევე არის ნაწილობრივ "ფიზიკური", ანუ იზრუნეს მათთვის ვისაც მოსწონდა ფიზიკური Home ღილაკი და მასზე დაჭერა. Invisible HOME Button(უჩინარი home ღილაკი, ჰარდის+სოფტის კომბინაციით მასზე თითის დაჭერა ფიზიკურ ღილაკზე დაჭერის შეგრძნებას გვაძლევს <3 iPhone7-ის haptic feedback/3D Touch-ის მსგავსად.
Dex Dock
მორიგი კარგი სიახლე, Dex-ის მეშვეობით S8/S8+ს გამოვიყენებთ როგორც დესკტოპ კომპიუტერს, მონიტორზე HDMI შნურით მიერთებით. რასაც სხვადასხვადა ფუნქციური დატვირთვა აქვს. შეძლებთ გამოიყენოთ Microsoft-ის საოფისე პაკეტი, დროდადრო დაემატა სხვა Windows აპპების მხარდაჭერა Microsoft-თთან თანამშრომლობის შედეგად.
ინტერფეისი
ინტერფეისი საკმაოდ მინიმალისტურია, და რაც მთავარია შემსუბუქებული.


user posted image

user posted image

user posted image


Samsung Galaxy S8 Impressions/Hands On:


Samsung Galaxy S8: Unbox Your Phone



Galaxy S8: Welcome to New York


წინა თემა: Samsung Galaxy S8 & Galaxy S8 Plus

This post has been edited by BeCooL on 6 Dec 2018, 16:35


--------------------
■M/B -ASUS Z87-K ✔
■CPU - Intel®Core™ i7-4790K T.Boost 4.4 GHz✔
■VGA - EVGA GTX 770 SC 2GB✔
■RAM -G.SKILL TridentX 8GB,2400 MHz✔
■HDD -Seagate 1TB+SSD Intel520✔
■PSU - Seasonic X850 KM3
■Cooler -Noctua NH-D14 <3✔
■Case - Cooler Master HAF 932✔
ambardani
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 8
წევრი No.: 242696
რეგისტრ.: 9-May 18

გამოგზავნილია: 7 Dec 2018, 12:36  #53897714      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოკლედ გამარჯობა, კითხვა მაქვს.

ვიყიდე სამსუნგი ს8 + და სელფის კამერას აქვს პრობლემები, ვფიქრობი რომ უბრალოდ სუსტი წინა კამეერა ქონდა და ამიტომ არ იღებდა სურათებს კარგს მარა ჩემი მეგობრის იგივე მოდელს შევადარე, და ხარისხი არის ბევრად კარგი. ბევრად კი არა სათითაო ნაოჭიც კი ჩანს.

რისი პრობლემა შეიძლება იყოსს?
guccia123
Rock in the free world !!!


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1081
წევრი No.: 141777
რეგისტრ.: 19-January 12

გამოგზავნილია: 7 Dec 2018, 12:42  #53897738      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim
ambardani
beauty mode გამორთე


--------------------
!! იყიდება !!
✔ASUS ROG GL502VM 7700HQ / GTX 1060 3GB / 16GB RAM✔
✔HP Pavilion Gaming 8300H / GTX 1050 Ti 4GB / 16GB RAM✔
✔HP Pavilion Gaming 8300H / GTX 1050 Ti 4GB / 8GB RAM✔

Pioneer HDJ-1500S ახალი

(ყველაფერზე ფასები შეთანხმებით)
ambardani
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 8
წევრი No.: 242696
რეგისტრ.: 9-May 18

გამოგზავნილია: 7 Dec 2018, 12:52  #53897793      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეგ საიდან უნდა გამოვრთო ? ვერ ვნახე ვერსად sad.gif
ferdinandge
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3442
წევრი No.: 68297
რეგისტრ.: 27-July 08

გამოგზავნილია: 11 Dec 2018, 13:57  #53916101      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ,
ჩემი Galaxy S8 ძალიან შენელდა, ეკიდება ეკრანი და აპლიკაციას რომ ვხსნი მაგალითად FB Massenger დაყოვნებით დაგვიანებით იხსნება.

ყველაფერი რაღაც შენელებულია ძველ ტელეფონს დაემსგავსა.

რას მირჩევთ გადავაყენო სისტემა თუ არის , სადიაგნოსტიკო აპლიკაცია რომ თუ ანელებს მოვაშორებ.


მადლობა წინასწარ.

პითონი
^ 2JZ ^


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 32635
წევრი No.: 140199
რეგისტრ.: 9-December 11

გამოგზავნილია: 11 Dec 2018, 14:09  #53916163      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ferdinandge
რესეტი უნდა.

2-3 თვეში ერთხელ რომ დარესეტდეს ხოლმე მობილური კარგია
ferdinandge
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3442
წევრი No.: 68297
რეგისტრ.: 27-July 08

გამოგზავნილია: 11 Dec 2018, 15:07  #53916454      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პითონი
QUOTE
2-3 თვეში ერთხელ რომ დარესეტდეს ხოლმე მობილური კარგია


მადლობა.

ძალიან ცუდია 2 თვეში ერთხელ სისტემა გადააყენო. მინიმუმ დროს მოითხოვს.

სონის ეს პრობლემა არ ქონდა და სამსუნგი მგონი სპეციალურად ანელებს.


Nescafe13
volvo


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9203
წევრი No.: 204458
რეგისტრ.: 1-July 15

გამოგზავნილია: 11 Dec 2018, 15:38  #53916602      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
პითონი
QUOTE
რესეტი უნდა.

2-3 თვეში ერთხელ რომ დარესეტდეს ხოლმე მობილური კარგია


ღადაობ ხო ? biggrin.gif
6 თვეა იფონე მაქ და რესტარტს ვერ მივაგნებ ალბათ მენიუში ისე მუშაობს

ს8 მინდა და რესტარტი რომ ვუკეთო ეგ არ მინდა biggrin.gif
ანუ დავივიწყო გალაქსი ?
anycall
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1333
წევრი No.: 38362
რეგისტრ.: 17-July 07

გამოგზავნილია: 11 Dec 2018, 15:55  #53916693      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Nescafe13
ს6 მაქვს და 3 წელია არ დამირესეტებია.
პირველად მესმის მეც biggrin.gif
პითონი
^ 2JZ ^


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 32635
წევრი No.: 140199
რეგისტრ.: 9-December 11

გამოგზავნილია: 11 Dec 2018, 16:45  #53916977      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ferdinandge
Nescafe13
მე ვთქვი სასურველი ხერხი თორემ ნუ დაარესეტებთ.

GeorgeSword
Milky Way


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28336
წევრი No.: 89609
რეგისტრ.: 23-April 09

გამოგზავნილია: 12 Dec 2018, 09:37  #53920134      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
უცხო მობ პროვაიდერის სიმი რაც მაგთით შევცვალე და შემდეგ 4გ ინტერნეტის პაკეტები გადმოვწერე და დავაინსტზლირე , კონფიგ მესიჯად მომივიდა შემდეგი შეტყობინება რომ ფექტორი რისეტ არის საჭირო რომ ახალი პროვაიდერის სერვისებით ისარგრბლოო
ანუ 4გ ინტერნეტში ვერ შედის და ეს ფექტორი რისეტიც არ მინდა , არის რამე გამოსავალი?


--------------------
All Blacks


ambardani
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 8
წევრი No.: 242696
რეგისტრ.: 9-May 18

გამოგზავნილია: 12 Dec 2018, 15:29  #53921700      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ახლახანს დაეწყო, slow charging , დავარესეტეე მაგრამ მაინც იგივეს შვება.
კაბელი ორიგინალია არაფერი არ ჭირს არც ადაპტერს.

ემართებათ ხოლმეოო სხვა ფრუმებზე წავიკითხე და არის რამე გამოსავალი ?
BeCooL
Oh really? Gtfo


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 5943
წევრი No.: 74555
რეგისტრ.: 14-November 08

გამოგზავნილია: 13 Dec 2018, 15:10  #53926421      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ambardani
QUOTE
ახლახანს დაეწყო, slow charging , დავარესეტეე მაგრამ მაინც იგივეს შვება.
კაბელი ორიგინალია არაფერი არ ჭირს არც ადაპტერს.

ესე ზეპირად ვერ გაიგებ კაბელს რამე ჭირს თუ არა, ცადე სხვის დამტენზეც.
badribarbare
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 2
წევრი No.: 246461
რეგისტრ.: 4-November 18

გამოგზავნილია: 15 Dec 2018, 01:26  #53933231      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ს8 მაქვს დაახლოებით 6 თვეა ვიყიდე და რეკლმაბმა ტვინი შეჭამა რომ მირეკავენ აგდებს რომელიმე პროდუქტის რეკლამას როცა უნდა დავრეკო რეკლამა უნდა წავშალო რომ კლავიატურა გამოჩნდეს…. უკვე ყელშია რა გავაკეთო ვინმემ იცით? მადლობა წინასწარ


* * *
ს8 მაქვს დაახლოებით 6 თვეა ვიყიდე და რეკლმაბმა ტვინი შეჭამა რომ მირეკავენ აგდებს რომელიმე პროდუქტის რეკლამას როცა უნდა დავრეკო რეკლამა უნდა წავშალო რომ კლავიატურა გამოჩნდეს…. უკვე ყელშია რა გავაკეთო ვინმემ იცით? მადლობა წინასწარ

guccia123
Rock in the free world !!!


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1081
წევრი No.: 141777
რეგისტრ.: 19-January 12

გამოგზავნილია: 15 Dec 2018, 08:58  #53933581      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim
badribarbare
რეკლამას რომ ამოაგდებს ეგრევე task manager გახსენი და მაქ ნახავ რომელი პროგრამა აგდებს რეკლამას
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (14) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0234 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]