აი, სიტყვათა შეთანხმება "კინაღამ დავიბრიდე" შემეფერება. სახიფათო იყო, სასარგებლო აღმოჩნდა.
ღმერთი ხომაა ჩვენს წარმოდგენებში დიიიდი, შემწყნარებელი, ძლიერი მამა?
ხოდა, ჩემი ღმერთი ის იყო დღეს. როგორ გავიქეცი და მივუცუცქდი სიკვდილის პირას მყოფი.
კალთა არა და შენი ზოოორბა მხრები გადმომაფარე, ღმეეერთო, დიდებულოო ვებაზრე.
ისე, ცოტათი ახლაც იქედან ვწერ, ღონემიხდილი და სრულ აცდენაში ვარ.
ნეტავ აქ იყოს, მომივლიდა.
და მეტყოდა, ვაააიმე, როგორ გიყვარს შენი თავი და როგორ მოგწონს და რააა ეგოისტი ხააარ.
და ზოგადად, თუ გაპიროვნებული ღმერთი აუცილებლად უნდა მყავდეს, კაცს ვირჩევ ღმერთად და კერპად ჩემად. დიიიდ, ღონიერ, ძლიერ, ენერგეტიკულად ცენტრირებულ კაცს.
თან, ეს ჩვენი მოგონილო ღმერთი ძაან კაი და სასარგებლო ტიპია, მისი სიმკაცრითა და ამავდროული ლმობიერებით.
ღმერთის იდეა არის მუდმივი, ღმერთები მიდიან და მოდიან.
თვითონ ღმერთს, ჰყავს დედა-დედოფალი, ღმერთობისგან დაღლილმა რომ მიაშუროს, და მე ვარ დედის იდეის მატარებელი ჩემში.
ბლეეეჰჰჰჰ.... მგონი ისევ დამეწყო. ნეტა არ დავიბრიდო. ვკვტეეეეეები......
ჩემი ერთი ღმერთი ახლა ქობულეთშია, ნეტავ ის მაინც იყოს აქ. ეს ღმერთი სხვანაირ კავშირშია ჩემთან.
მივხვდი, მე ძალიან მიყვარს, როდესაც პატარა ბავშვივით მანებივრებენ კუნთიან-მხარბეჭიანი არსებები.
დიახაც. და ძაანაც მიხდება. აბა რაა.... არა ბიჭოს. სხვებმა დაახვიონ საქსოვი ძაფები და ააცვან.
შესაძლოა ახლა ეს კონდიცია და სურვილი არის დროებითი, განპირობებული და რამე?
აუ, ნიკაპზე ფუა მაქვს დაცემისგან და ყავიანი რძე მინდააა...
თუ ღმერთი მართლა არსებობს, რატომ არ მიამებს ნიკაპს და მიმზადებს თბილ რძეს?
კაი.
მე ჩემს თავში ვატარებ ღმერთს, ვატარებ მამაკაცურ საწყისს, ხოდა, ჩემით გავაკეთებ.
და საერთოდ, ბოლო საათებისთვის ნუ გადავდებ საქმეებს.
მაგრამ ახლა ფეხზეც არ შემიძლია დგომა დააა... სრულიად უღონო და აპათიური ვარ. ლეთარგიულიც.
მუსიკა და დგება მარტო ძალმიძს. სრულ სისუსტეს და მოკვდინებას განვიცდი. ძილი მჭირდება.
არა და რამდენი საქმე მაქვს. კაი ჩელენჯია ისე. ოღონდ ხვალისთვის გადავდებ ან საღამოსთვის.