ეს ტექსტიც ნისლენბურგის ბიბლიოთეკაში იწერება . სამკითხველო დარბაზში ბოლო დაწერილ გვერდზე მუდმივად გადაშლილია დაუსრულებელი წიგნი. მიდიან მოდიან მკითხველები. ბოლო ორ გვერდს თვალს გადაავლებენ რაღაც ისტორიას მიაწერენ თავისგან და ასე ივსება ტომეულები.
საწყისი ფურცლები * * *
როდესაც ქარი იცვლება და წეროების გუნდს ნისლენბურგში მორეკავს, ბაგირები გადაივსება დაღლი ჩიტებით , და აწკარუნდება საბაგირო ზარები და სამაშველო ჟაჭვები აჩხრიალდება. ქალაქი იწყებ ტლანქად კურსის ცვლას. ჯერ განაპირა სახლებს მოატრიალებს ძლიერი ნიავი. ამათ შიდა უბნები წამოყვებიან ბაგირჯაჭვული სისტემ-კავშირით. ნელა ჭრიალით. ცენტრალურ უბნებს რყევები თითქმის არ ეხება.
ნისლენბურგელებს აქვთ კომპასი. მაგრამ არ აქვთ ორიენტირები. თუ ერთი ლანდივით კოსტუმში არსება ეკითხება მეორე კოსტუმში მგდარს - საითკენ წაიღო?
ის მეორე დახედავს კომპასს , თითს საითკენღაც გაიშვერს და პასუხობს - იქით!
ითვლება რომ ქალაქი კი იცვლის მიმერთულებას ქარის მიმართულებით. მაგრამ ძირითადად ჩრდილოეთისკენ მივფრინავთ. უდიდეს პერსპექტივაში.
ეს მასშტაბურ აციებებს უკავშირდება.
ქვედა ორმოცდაათი სართული გაცილრბით თბილი დღეების მომსწრე ყოფილა და ხალხიც უფრო ფერხორციანი ყოფილა. მაგრამ ეს უკვე ფოლკლორია. შუალედურ სართულებზე საგრძნობლად ცივა. და ნისლის განიავებაც
ნაკლებია.
* * *
როდესაც წეროები ბუდეებს აიშენებენ. დაოჯახდებიან. და პატარა წეროები ფრენის ასაკამდე მოვარჯიშდებიან. ისინი იწყებენ ცისკენ ყურებას. წყალს რო სვამენ მაშინაც ცისკენ იხედებიან . ტალღას ელოდებიან. ჰაერის თბილმოგტილო ნაკადს. რო წაყვნენ ამ სეზონზე ნისლის მიმართულებით. ვინ იცის თუ სხვა ქალაქისკენ. არსებობს არქივებში ცნობები თუ ქალაქი ქალაქს შეხვედრია. არქივები სადღაც ქვემოთაა სიცოცხლი ზონის ქვეშ. ჩაკეტილ ან თუ ღია ოთახებში. ძირძირა უბნების ნისლეულობაში.
* * *
შემდეგ მერია იწყებს ბაგირების დაწმენდით სამუშაოებს და მიტოვებული ბუდეების ჩამოშლას. თოხებით , ბარებით, ფოცხებით. ბზიკების გაყრა , დეზინფექცია, ბანკეტები. ძველ ბუდეებს ნისლეულს წირავენ. მაგრამ უნდა გავიგოთ რომ ახალი წეროების კოლონია ყოველ დღე შეიძლება მოფრინდეს და მათ სივრცე ჭირდება.
სუფთა ბაგირები.
თუმცა მერიას კატასტროფულად არ ყოფნის მუშახელი. და მოსხლეობას შაბათობებისკენ აგიტირებს.
ოთხშაბათის აგიტაცია. თრითინათუბანში.
-ბურგომისტრი: ყველამ ვიცით ქალაქი დიდი სისწრაფით მიექანება მოქანავე ქვისკენ. ამიტომ უნდა ავიღოთ ცოცხი და მოვაწესრიგოთ ბაგირხიდები და ნაგავი ნისლეულში გადავუძახოთ.
- კარგი. ამოიოხრებენ თითქოს პალტოს საკიდებივით ადამიანები. და სახლში მიდიან. თუ მიაგნებენ. ან გაიხსენებენ
* * *
როდესაც ნელგრილ ჰაერის ნაკადებს ნელთბილი ნაკადები შემოეპარება. ნისლიც შედარებით გაიფანტება და ამყრალებულ ქვემოუბნებს გამოაშრობს. ხალხმა შეიძლება გარეთ გამოსვლაც დაიწყოს. იმის ინტერესით დარჩა თუ არა მის გარდა ვინმე გარეთ.
მაშინ ყველას ავიწყდება რომ ქალაქი ჩრდილოეთისკენ მიფრინავდა. და ახსოვს ბავშვებიდან თითქოს ქალაქი ყოველთვის მიფრინავდა სამხრეთისკენ , ზაფხულისკენ.
ჩნდება ლეგენდა რომ ადრე თუ გვიან ნისლენბურგი ეკვატორს გადაკვეთს და მაშინ დადგება მუდმივი ზაფხული. და ყველა შორტებით ირბენს. მოქალაქეები ისევ დაიწყებენ დაწყვილებას და გაუდაბურება განაშენიანებად შემოტრიალდება. მაშინ გამოყრიან სალოცავიდან ძველ ღმერთებს და ნისლეულს დაუბრუნებენ. და დაჯდებიან და დაბრუნდება საკუთარი სიზმრიდან მზის ღმერთი და დაიკავებს ტახტს.
დაემატება სართულები ქალაქს და დაუბრუნდება სარდაფები. თუმცა ნისლეული არასდროს გაქრება. თვითონ მზეც ნისლეულიდან დაიბადა
* * *
ბაგირხიდებზე, ბაგირთოკებზე, ბაგირხლართებზე, ბაგირბადეებზე, ბაგირწნულებზე, ბაგირლიფტრბზე. ხავსი, ხვიარა და ბაბუაწვერა იზრდება. მერიას სასტიკად აკრძალული აქვს ყოველგვარი მწვანე მცენარის მოშორება, რათა ნისლიან ქალაქში მეტი ჟანგბადი გამოერიოს ნისლს.
ნიავნელ დღეებში ეს განსაკუთრებით საჭიროა.
თუმცა ეს აკრძალვა ფორმალობაა. რადგან ისედაც ავინ არაფრის მოგლეჯვას არ აპირებს.
თუ არ იწევა მისი ფოთოლი, ფესვი ან ყვავილი
* * *
ერთხელ ერთ ლუნატიზმით შებყრობილ ბეჯოხბაგირეს. შუა ბაგირზე ჯოხით მობალანსეს გამოეღვიაძა. რადგან ჰაერი დაიწმინდა მთვარიან ღამეს.
და შემოელანდა თითქოს თუ ცხადი იყო , მილიარდობით, გიგა კოსმოსური რაოდენობით. ციცინათელებმა ჩაიფრინეს და სიბნელისა და ნისლის ნაზავმა შეიწოვა. მეჯოხბაგირე დარწმუნებულია რომ მოდროიფე გიგა ქალაქის ნათება დაინახა. ახსოვს ტომ იქიდან ეძახდენენ გადმოხტი გადმოხტი. მაგრამ მეჯოხბაგირეს გააჩნდა ლუნატიკის კოდექსი . სადაც პირველივე პუნქტად წერია და წითლად არის შემოხაზული . არსად არასდროს არ გადახტე. ვინცნსადაცროდის არ უნდა შემოგთავაზოს.
* * *
ბურგომისტრი მერიაში ზამბარის ენერგიაზე მომუშავე მანქანით დადის. ოპერატორი ჭიმავს სპირალურ ზამბარას უკიდურეს პოზიციამდე. და ეს დაჭიმულობის ენერგია გადაეცემა ჭიახრახნული მექანიზმებით კონტრჭიახრანულ ბაგირს. რომელიც ფოლადისაა. ერთადერთი ლითონის ბაგირი. რომელიც მთელი ქალაქის ბალანსაც იცავს და მთავარი მაგისტრალიცაა . ბაგირმექანიკური მოძრაობისთვის
* * *
უნივერსიტეტში ორი ძირითადი ფაკულტეტია ბაგირმექანიკა და კოსმოგრაფია. დანარჩენი ფაკულტეტები წვრილწვრილია და ელიტარული ოჯახიშვილების ხვედრი.
კოსმოგრაფია იმდენად მეტაფიზიკურ მონაცემებს ეყრდნობა რომ ბაგგირმექანიკოსები მათ მეცნიერებადაც კი არ აღიარებენ არათუ დიდი მაგისტრის მებაგირეებად. სამაგიეროდ მათი ფინანსური სარგო გაცილებით მეტია კოსმოგრაფების სალაროსთან შედარებით ამიტომ თანაარსებობენ აკადემიებით და სუფრებზეც არ აკლებენ ერთმანეთს ყურადღებას
* * *
კოსმოგრაფების ხელფასი ერთი ნატეხი ორცხობილაა დღეში რომელიც ლოყაზე აშრება კოსმოსზე ფიქრით. კოსმოგრაფმა სამყაროს მოდელი უნდა გამოიგონოს და მოსახლეობაში გაავრცელოს . რომ ნისლ იქით სულიერები კონტაქტს ხედავდნენ. ან თუნდაც ნისლს აქეთ. ამიტომ კოსმოგრაფები თხზავენ მითოსს. ბაგირზე გადმოყუდებული. ნისლეულში თავჩარგული
* * *
ცივი ნისლის სუნთქვამ მეხსიერების გამოფანტვა იცის. პირბადის ტარება სასურველია. ამიტომ კოსმოგრაფებმა უნდა შეთხზან უამრავი მითოსი და გამოცარიელებულ ი სიგრილე შეავსონ შუბლის არეში. იქ სადაც ადრე ლობოტამია კეთდებოდა. დარვინის ეპოქაში. სხვათაშორის მისი კაბინეტის მონახულება მოგვიწევს 39 სართულით ქვემოთ პრაქრიკულა უკვე უსიცოცხლო ზონაში
* * *
ათასში ერთხელ ნისლბურგელები საჰერო ბურთზე გამობმულ ნავიან კაცს შეამჩნევენ. რომელიც ზოგჯერ ნადირჩიტს გაურბის და გზად აგურებს ესვრის. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს რომ . ეს კაცები უცხო ქალაქების მსტოვრები არიან. თუმცა აკადემიური მეცნიერება მიიჩნევს რომ ნავკაცები უბრალოდ ნისლში ბინადრობენ და იქვე აქვთ ბუდეები და საერთოდ ჩიტის ნაირსახეობაა
* * *
და არავითარი სხვა ქალაქი არ არსებობს ნისლში. და თუ არსებობს ფანტომია. თუმცა ფანტომის ხილვაც ფარული ოცნებაა ყველასთვის.
* * *
ნისლში ფანტომიც ფასეულია.
ნისლი შეგება ფანტომებისგან .
* * *
ნისლენბურგის ეპოსშიც პირველი ნისლენბურგელები ნისლიდან მოფრინდნენ და აითვისეს დაუსახლებელი ახალგარემონტებული სახლები. სახლებმა კი ფრენა დაავიწყათ
* * *
ეხლა მთვარე ზის ნისლენბურგის ღმერთების ტახტზე. და უახლოვდება მყინვარე ეკვატორს. ესეიგი ჩრდილოეთია კურსი. და ყველაზე უარესი ჯერ წინ არის.
როცა ყინულის წვრილი ნემსი გამოერვა ქარრბს. შეიძლება მოფრინდეს ალბატროსი და მთავარ ჭიახრახნულ ბაგირზე ჩამოჯდეს ფრინველთა მეფსავით მეტალისხმით. . ალბატროს მარტო ძლიერი ძალის ტალღა თუ მოიტანდა. ძალიან ძლიერი . ცხრა ტალღა რომ მოყვება ერთმანეთზე უფრო ცივი . მინუს ეკვატორის კვეთა ამ ცრა ტალღის დარტყმა მოყინულ კედლებზე. ფანჯრების ლეწვა. ბაგირების წყვეტა. გზრბის კარგვა. მონაცემთა გადამალვა და ახალი ხარჯები და ზარალი.
* * *
ვინაიდან წეროების კურსი მიყვება ქატების კურსს. ხოლო ქალაქის კურსი მიყვება წეროების კურსს მაგრამ მისი სიმძიმიდან გამომდინარე გაცილებით ნელა მოძრაობს ჩამორჩება და ქარის ცვლილებასთან ერთად მუდმივად იცვლის მიმართულებას . ქალაქის კურსის პროგნოზირება შესაძლებელი ხდება. და როგორც ვარაუდობენ 30 წელიწადში ნისლენბურგმა პოლარულ ვარსკვლავამდე უნდა მოაღწიოს
* * *
კალაქი ძირითადად ზღვის პროდუქტებისთ იკვებება. ყველანაირი თევზი, კალმარი, კრაბი, კრევეტი, მოლუსკი იყიდება თევზის ბაზარზე. რომელი ვაჭრებთან პირდაპირ თოლიებს მიაქვთ და კონსერვებში უცვლიან მოვაჭრეებს. იმ კონსერვის გახსნა ცალკე საფასურია თოლიისთვის. რამდენიმე კრევეტი.
ამ ბაზარშივე გამოიგონეს პირველი თევზის პიცა. რომელიც თოლიებშიც კარგად ფასობს და ადამიანისბრებშიც.
სამაცივრო ტექნოლოგიები საკმაოდ მაღალ დონეზეა და ძირითადად ნიკოლა ტესლას ფარული დღიურის სქემებიდანაა ამოკითხული.
ტესლას მაცივარი ენერგიის წყაროდ კონკრეტული ვიბრაციის ნისლს იყენებს და სხვა უფრო დაბალ სიხშირემდე ასტაბილურებს რის შედეგადაც გამონთავისუფლებულუ ენერგია წყალს ყინავს და ყინულისგან სამაცივრე კუბიკებს ხერხავენ.
ასე რომ თევზის მარაგი ქალაქში ყოველთვის ოყო. სანამ მაღალვიბრაციული ნისლის მარაგები ბევრი იყო დასახლებულ უბნებში.
This post has been edited by PANTALONE on 25 Jun 2023, 18:21