იმიტომ, რომ ნება არ არის და არ აღიქვამენ სერიოზულად.
კონკრეტულად ამ კაცის შემთხვევაში იმანაც გააადვილა საქმე, რომ ტურინგის ველოსიპედი ფასიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე დიდი იშვიათობაა საქართველოში და მართლა თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობით შეიძლება იყოს, ხოდა მოდელი იცოდნენ, სერიული ნომერი იცოდნენ, ფერი იცოდნენ, უამრავი ფოტო ჰქონდა მოგზაურობის სპეციფიკიდან გამომდინარე. ოპერებმა მშვენივრად იციან სად საღდება მოპარული ველოსიპედბი. მთელი სისტემაა მოპარული ველოსიპედების გასაღებაზე აწყობილი საქართველოში და იმდენად მსხვილი, რომ ყველა ძაღლმა და მამაძაღლმა იცის რა სად და როდის; და რაკი ყველაფერი ასე თვალსაჩინოდ ხდება, ამით გათამამებულ მომპარავებს შორს აღარ მიყავთ ველოსიპედი და დიდი ხნით არ მალავენ. ეგრევე მიაცუხცუხებენ ან დიღომში, ან სანზონაში, ან რუსთავში, ან... ან... აქვე, ყველგან სადაც მოპარული ველოსიპედების მთელი ბაზრობებია გახსნილი და ღიად იყიდება. ხოდა ჩამოვლას, იდენტიფიცირებას და ჩავლებას რაღა უნდოდა.
უცხოსთვის რომ ყველაფერს გაიმეტებენ და საკუთარი სირზე რომ ჰკიდიათ ეგ ამბავი რომ მოხდა, ესაა გულდასაწყვეტი, თორემ ძალიან კარგია რომ იპოვნეს და დაუბრუნეს. ისიც კარგია, რომ პოლიციამ აჩვენა, რომ შეუძლია მუშაობა თუ ნება იქნება და უუნარო დებილები არ არიან. უბრალოდ არ მუშაობენ იმიტომ, რომ ასეთი პოლიტიკა აქვთ ქოცებს. სადღაც მაინცაა იმის პატარა იმედი, რომ ოდესმე ნორმალური ხელმძღვანელი ეყოლებათ და ამუშავდებიან და ქვეყანასაც დაეტყობა დადებითად პოლიციის ნორმალური და კანონის ფარგლებში მუშაობა. სულ მცირე იმედი მაინც არის...
ზოგადად ველოსიპედის ქურდობას რაც შეეხება, ყველა ქვეყანაში იპარავენ და პოვნით თავს პოლიცია არსად არ იკლავს. ყველგან ღიადაა მოწყობილი უზარმაზარი, მოპარული ველოსიპედების ბაზრობები. სამწუხაროდ ასეა და ამიტომაც თუ გინდათ არ მოგპარონ:
1. არასოდეს და არსად არ დატოვოთ მეთვალყურეობის გარეშე დიდხანს;
2. არ დატოვოთ სარდაფში და ავტოფარეხში, თუ სეიფივით არ იკეტება და ადვილად გასახსნელი საკეტი ან ბოქლომი გაქვთ. სადარბაზოში და ეზოში საერთოდ არ უნდა დატოვოთ როგორც არ უნდა გიცნობდნენ და უყვარდეთ უბნელებს. სხვა დროა და ვისაც არ ეზარება, ყველა მომთაბარეობს რაიმეს წასაყოლებლად უბნებში. ერთხელ თქვენს ველოსიპედსაც შეამჩნევენ და წაიღებენ.
2. არასოდეს არ დააბათ ტროსით. ტროსს ბავშვიც კი გაკვნიტავს 10 წამში დიდი კუსაჩკით. დააბით ჯაჭვით. ჯაჭვი და ნორმალური ტროსი ერთიდაიგივე ფასი ღირს. ჯაჭვის გადაჭრას ბალგარკა სჭირდება. მეტი ხმაურია, მეტი რისკია და აკუმულატორიანი ბალგარკაც დიდ კუსაჩკაზე ძვირია და ყველა მომპარავს არა აქვს;
3. არ დატოვოთ ველოსიპედზე ადვილად მოსახსნელი აქსესუარები (სარკეები, ინსტრუმენტები ჩანთაში, სპიდომეტრი ან გარმინი, ნასოსი, ციმციმა და ა.შ.);
4. ველოსიპედის მაღაზიაში შეძენისას მოითხოვეთ მოგცენ ამ ველოსიპედის პასპორტიც და იქვე შეავსონ ველოსიპედის სერიული ნომერი შესაბამის გრაფაში. ასევე გადაუღეთ სურათები თქვენს ველოსიპედს. ფოტოები დაეხმარება ძებნისას შესაბამის სამსახურს და სერიული ნომრით და ფოტოებით გაადვილდება ველოსიპედის იდენტიფიცირება და იმის დამტკიცება, რომ ნამდვილად თქვენია (ეს მერე, თუ მოხდა სასწაული და იპოვნეს, რომ გაადვილდეს ველოსიპედის თქვენთვის დაბრუნება და არ დაჟანგდეს ნივთმტკიცებად პოლიციის სარდაფში, სანამ ფორმალობები დამთავრდება).
კიდევ არის წვრილმან-მსხვილმანი ნიუანსები. შეიძლება ჯიპიეს ტრეკერის დაყენება და ასე შემდეგ, მაგრამ თუ რამდენიმე მარტივი წესი და პროცედურა არ იქნება დაცული, მოპარვითაც ადვილად მოიპარავენ და მოძებნა-ამოცნობაც ძალიან რთული იქნება.
This post has been edited by AraGviani on 29 Jan 2020, 12:08