ბიოგრაფია KAPATEJIb - ის მიერჯგუფის წევრებიტილ ლინდემანი – ვოკალი
კრისტოფ შნაიდერი – დრამები
პაულ ლანდერსი – რიტმული გიტარა
ოლივერ რიდელი – ბას-გიტარა
რიხარდ კრუსპე – მთავარი გიტარა
კრისტიან ლორენცი– კლავიში
რამშტაინი (Rammstein) — გერმანული როკ ჯგუფი, რომელიც 1994 წელს დაარსდა. მათი მუსიკალური სტილი, რომელსაც ჯგუფის წევრები Tanz-Metal-ს ანუ "საცეკვაო მეტალს" უწოდებენ (სინამდვილეში - ახალი გერმანული სიმძიმე), აერთიანებს მეტალის, ინდასტრიალის და ელექტრონული მუსიკის ელემენტებს. ჯგუფზე დიდი გავლენა იქონია სლოვენურმა მუსიკალურმა კოლექტივმა — ლაიბახმა.
ჯგუფის სახელიჯგუფის სახელი Rammstein უკავშირდება დასავლეთ გერმანული ქალაქის Ramstein-Miesenbach-ის სახელს, სადაც მოხდა საჰაერო კატასტროფა 1988 წელს. ჯგუფის ერთერთი სიმღერა “Rammstein”-იც სწორედ ამ კატასტროფის წლისთავისადმია მიძღვნილი. ზედმეტი m სახელში კი მას გვაშიფრინებს სხვანაირადაც : “battering ram” (ანუ მძვინვარე ქვა) რაც გამოხატავს ჯგუფის მუსიკას როგორც მძვინვარეს და ულმობელს. ასევე ზმნა “rammen” გერმანულად ნიშნავს დარტყმას. როგორც ხედავთ მათი სახელი სიტყვებით თამაშია.
ასტეროიდ 110393-ს ჯგუფის საპატივცემულოდ Rammstein დაარქვეს.
ჯგუფის ისტორიარამშტაინი გერმანული ჯგუფია რომელშიც გაერთიანებულია მეტალი/მძიმე როკი, ინდუსტრიალი და ელექტრონული მუსიკა. ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით კი ისინი დანს მეტალს მღერიან. მათი ყველა სიმღერა შესრულებულია გერმანიაში. ჯგუფი შეიქმნა 1994 წელს, მისი ყველა ალბომი გამოქვეყნებულია Universal Music Group-ის მიერ.
ჯგუფი დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მარტო გერმანიაში არამედ ბევრ ევროპის ქვეყნებშიც. ალბომით Reise, Reise (2004) კი ისინი გახდნენ ყველაზე წარმატებული გერმანელი მომღერლები.
რამშტაინის სიმღერების უმრავლესობა გერმანულ ენაზეა, თუმცა არსებობს ზოგიერთი სიმღერის ინგლისური ვარიანტი. ასეთებია ”Engel” , “Du Hast” და “Amerika”. ზოგიერთი სიმღერა (”Amerika” , “Stirb nicht vor mir//Don’t die before I do”, “Moskau”,Pussy და ა.შ.) შეიცავს არა მხოლოდ გერმანულ სიტყვებს.
ჯგუფის სიმღერები საუნდტრეკების სახით გამოყენებულია გახმაურებულ ფილმებში:
1997 - Lost Highway “Rammstein”, “Heirate mich”
1997 - Mortal Kombat: Annihilation “Engel”
1999 - Wing Commander “Eifersucht”
1999 - Family Values Tour 1998 “Du hast”, “Bück dich”
2000 - CKY, Vol. 2 “Du hast”
2001 - How High “Du hast”
2002 - Resident Evil “Halleluja”
2002 - xXx “Feuer frei!”
2002 - Lilya 4-ever “Mein Herz brennt (film-remix)”, “Mein Herz brennt”
2002 - FeardotCom “Sonne”
2004 - Resident Evil: Apocalypse “Mein Teil”
2006 - See No Evil “Mein Teil”
მთლიანობაში ჯგუფს გამოშვებული აქვს 6 სტუდიური ალბომი.
გვერდი ვიკიპედიაზე: http://en.wikipedia.org/wiki/Rammsteinოფიციალური ვებგვერდი: http://www.rammstein.de/en This post has been edited by Glorfindel on 15 Dec 2010, 22:19