ნაწილი I -
Michael Jackson / მაიკლ ჯექსონინაწილი II -
Michael Jacksonნაწილი III -
Michael Jacksonნაწილი IV -
MICHAEL JACKSONნაწილი V -
MICHAEL JACKSONნაწილი VI -
Michael Jackson+
Michael Jackson is dead at 50ბიოგრაფია:
მაიკლ ჯექსონი დაიბადა 1958 წლის 29 აგვისტოს gary-ში, ინდიანაში. მამა, joe jackson (დაიბადა არკანზასში) და დედა katherine scruse (წარმოშობით ალაბამადან) 1949 წელს დაქორწინდნენ და ამავე წელს გაუჩნდათ პირველი შვილი- maureen. შემდეგ jackie, tito, jermaine, laToya, marlon, თვითონ michael-ი და მაიკლის შემდეგ randy და janet.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა, რაც მთელი ცხოვრება აწუხებდა, მაინც სიამოვნებით იხსენებს ოჯახთან ერთად გატარებულ პერიოდს. ძალიან უყვარდა დედა : "I suppose i got my singing ability from my mother and, of course, from God". სწორედ დედამ აღმოაჩინა პირველად მაიკლის ნიჭი და ამის შესახებ უთხრა ჯოს. ჯო ყოველთვის ცუდად ექცეოდა შვილებს და განსაკუთრებით მაიკლს. მაიკლისთვის ცხოვრების ბოლომდე ამოუცნობად რჩებოდა მისი მამის პიროვნება, თუმცა ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ მამამისის სიმკაცრის შედეგი იყო მისი წარმატება. "But I still don't know him, and that's sad for a son who hungers to understand his own father. He's still a mystery man to me and he may always be one.
" - თქვა მაიკლმა თავის საავტორო წიგნში "moonwalk".
პირადი ცხოვრება:
მაიკლს ყოველთვის უნდოდა ბედნიერი ოჯახი ჰქონოდა, თუმცა პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა.
მისი GF-ებიდან ყველაზე ცნობადები არიან:
Tatum O'Neal, Jane Fonda, Tatiana Thumbtzen, Brooke Shields.
პირველი ქორწინება ლიზა მარია პრესლისთან ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა- 1994 წლის 18 მაისიდან 1996 წლის 18 იანვრამდე.
შემდეგი ქორწინება იყო დები როუსთან, 1996 წლის 15 ნოემბერს. მათი ქორწინება 1999 წელს განქორწინებით დასრულდა. ქორწინებისას შეეძინათ ორი შვილი, რომლებიც განქორწინების შემდეგ სრული მეურვეობის უფლებით მაიკლს გადაეცა. დები დღემდე ამტკიცებს, რომ მაიკლი დაბადებული იყო მამობისთვის და საუკეთესო მამობას უწევდა თავის შვილებს.
პირველი შვილი- Prince Michael Jackson I (13 თებერვალი, 1997წ.)
მეორე შვილი- Paris Michael Katherine Jackson (3 აპრილი, 1998წ)
მესამე შვილი- Prince Michael Jackson II aka Blanket(21 თებერვალი,2002).
<3
ჯანმრთელობა:
დაახლოებით ტრილერის პერიოდის შემდეგ, განუვითარდა დაავადება ვიტილიგო, რომელიც ანადგურებდა მისი კანის პიგმენტებს. ამან გამოიწვია კანის გათეთრება. პირველ ეტაპზე ახერხებდა და მარტო უმკლავდებოდა მაკიაჟის მეშვეობით, თუმცა როდესაც გართულდა, უკვე დამალვას აღარ ექვემდებარებოდა. დღემდე ლეგენდები დადის მის კანის ფერთან დაკავშირებით და ჯერ კიდევ ბევრს ჰგონია, რომ მას არ მოსწონდა თავის კანის ფერი. თუმცა ამასთან დაკავშირებით მაიკლმა 1993 წელს ოპრა ვინფრეისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამაყობდა თავისი აფრო-ამერიკული წარმოშობით. გარდა ამისა, ჰქონდა დაავადება ლუპუსიც.
ასევე გადატანილი აქვს პეპსი კომერციალის გადაღების დროს მეორე ხარისხის დამწვრობა. სასცენო შუშხუნა დაეცა თავზე და აალდა. საბედნიეროდ, მალე მოახერხეს მობილიზება და საავადმყოფოში ძალიან ცოტა ხანს მოუწია ყოფნა.
რამდენჯერმე ჰქონდა ფეხიც მოტეხილი.
TABLOIDS:
შეიძლება ითქვას, რომ პრესამ მთელი ცხოვრება გაუმწარა მაიკლს. პოპულარობასთან ერთად იმატებდა ბინძური ჭორების რაოდენობაც. მაიკლს არ ესმოდა რატომ იჯერებდა ხალხი ამ ყველაფერს და ყველას მოუწოდებდა, რომ უბრალოდ დაეიგნორებინათ.
ყველაზე დიდი სკანდალი მოჰყვა ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებას. პირველად 1993 წელს, შემდეგ კი სასამართლო პროცესები 2003 წელს დაიწყო. 2005 წელს სასამართლომ მაიკლი ყველა პუნქტში უდანაშაულოდ სცნო!
პრესის მიერ აგორებული ყველა სკანდალიდან, ყველაზე დიდი ტკივილი მაიკლს ამ ბრალდებამ მიაყენა, რადგან ყველაზე მეტად ბავშვები უყვარდა ცხოვრებაში. ამბობდა, რომ მათში ღმერთს ხედავდა.
დღემდე, ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ ვიდეოდ რჩება მისი განცხადება 1996 წელს ნევერლენდიდან, სადაც ის ძალიან აღელვებული ლაპარაკობს და ცდილობს თავისი უდანაშაულობის შესახებ ამცნოს ხალხს:
მიუხედავად ამ სკანდალებისა, მის ერთგულ ფანებს არასდროს არ შეუტანიათ ეჭვი მაიკლის უდანაშაულობაში.
2009 წლის 25 ივნისს ის გულის შეტევით გარდაიცვალა პროფოფილის ზედმეტი დოზის გამო. დღემდე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები მის სიკვდილთან დაკავშირებით. ზოგი ექიმს ადანაშაულებს, ზოგი სხვადასხვა მიზეზებს დაეძებს, ოჯახსაც ხან AEG-ეს წინააღმდეგ შეაქვს სარჩელი, ხან murray-ს საქმეს უბრუნდება, თუმცა ამ ორომტრიალში ფაქტი ერთია michael gone too soon....
* * *
კარიერა:
მთელი ოჯახი ძალიან მუსიკალური იყო. მაიკლმა თავისი ნიჭი დაახლოებით ხუთი წლის ასაკში გამოავლინა და ამ ასაკიდან მოყოლებული სიცოცხლის ბოლომდე სცენაზე იდგა.
თავიდან ჯოს შექმნილი ჯგუფი " jackson 5" სხვადასხვა ტალანტ შოუებში იღებდა მონაწილეობას, თუმცა ნელ-ნელა წარმატებას მიაღწიეს და motown სტუდიამ ისინი სიხარულით მიიღო. სტუდიის ქასთინგის შემდეგ მაიკლი იხსენებს: I remember Berry Gordy sitting us all down and saying that we were going to make history together. “I'm gonna make you the biggest thing in the world,” he said, “and you're gonna be written about in history books. Your first record will be a number one, your second record will be a number one, and so will your third record. Three number one records in a row.” და მართლაც ასე მოხდა- მაიკლმა მსოფლიო რეკორდები დაამყარა და მისი ალბომი thriller-ი მსოფლიოში დღემდე ყველაზე გაყიდვადი ალბომია. გარდა ამისა იხილეთ award-ების ჩამონათვალი:
American Music Awards - 26
Billboard Awards - 40
BRIT Awards -7
Golden Globe Awards- 1
MOBO Awards- 1
Grammy Awards- 19
Guinness World Records- 13
MTV Awards- 13
Soul Train Awards- 10
NAACP Image Awards- 14
RIAA Awards- 56
American Video Awards- 2
World Music Awards -12
სულ 378!
jackson5-ის motwon-ის დროს გამოცემული ალბომების ჩამონათვალი:
Motown releases: (as The Jackson 5)
Diana Ross Presents The Jackson 5 (1969)
ABC (1970)
Third Album (1970)
The Jackson 5 Christmas Album (1970)
Maybe Tomorrow (1971)
Goin' Back to Indiana (1971)
Greatest Hits (The Jackson 5 album) (late 1971)
Lookin' Through the Windows (1972)
Skywriter (1973)
G.I.T.: Get It Together (1973)
Dancing Machine (1974)
Moving Violation (1975)
Anthology (1975)
მაიკლი ბოლო დრომდე ასრულებდა ლაივებზე jackson5-ის medley-ს.
სოლო კარიერა კი 1971 წლიდან იწყება. გამოუშვა 11 სტუდიური ალბომი და სონისთან დადებული კონტრაქტის მიხედვით, მისი სიკვდილის შემდეგ 7 წლის მანძილზე გამოვა ახალი ალბომები (პირველი ამ წლის ნოემბერში იხილავს დღის სინათლეს)
მაიკლის სტუდიური ალბომების ჩამონათვალი:
[დისკოგრაფიის გადმოსაწერი ლინკი-
http://tiny.cc/fzz4g ]
Got to Be There (1972)
Ben (1972)
Music & Me (1973)
Forever, Michael (1975)
Off the Wall (1979)
Thriller (1982)
Bad (1987)
Dangerous (1991)
HIStory: Past, Present and Future, Book I (1995)
Invincible (2001)
This is It (2009)
TOURS:
jackson5-ის პერიოდშიც ჰქონდათ ტურები, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით The jackson-თან ერთად დაიწყო მოგზაურობა სოლო ტურებამდე.
Destiny Tour - 22 იანვარი, 1979 – 26 სექტემბერი, 1980 (მსოფლიოს გარშემო)
[ლონდონის ლაივის გადმოსაწერი ლინკი
http://tiny.cc/x6p2g ]
Triumph Tour- 9 ივლისი 1981 –26 სექტემბერი , 1981 (ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით )
Victory Tour - 6 ივლისი, 1984 – 9დეკემბერი, 1984 (აშშ-ს და კანადის მასშტაბით)
[
http://tiny.cc/pzb3n ლაივის გადმოსაწერი ლინკი ]
სოლო ტურები:
Bad World Tour 12 სექტემბერი, 1987 – 27 იანვარი, 1989 (მსოფლიოს გარშემო)
[ ლაივის გადმოსაწერი ლინკი
http://tiny.cc/zjopd ]
Dangerous World Tour-27 ივნისი, 1992 –11 ნოემბერი, 1993 (მსოფლიოს გარშემო)
[ლაივის გადმოსაწერი ლინკი
http://tiny.cc/ilv8o09ar4 ]
HIStory World Tour 7 სექტემბერი, 1996 – 15 ოქტომბერი, 1997 (მსოფლიოს გარშემო)
[ლაივის გადმოსაწერი ლინკი
http://tiny.cc/mujzp ]
This Is It 13 ივლისი, 2009 – 6 მარტი, 2010 (ლონდონი. ტური შეწყდა მაიკლის გარდაცვალების გამო)
[ ფილმი this is it-
http://tiny.cc/wr3gq ]
დამიჯერეთ, ამ თემაში მოცემული ინფორმაცია მხოლოდ ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც მაიკლზე შეიძლება იცოდეს ადამიანმა. იმედი მაქვს, ვისაც გიყვართ კარგად ერკვევით მის სრულ დისკოგრაფიაშიც, ვიდეოგრაფიაშიც, ფილმოგრაფიაშიც, რომელიც აქ უბრალოდ არ დაეტეოდა.
ვისაც მაიკლი ნამდვილად უყვარს, ზუსტად ვიცი, მათთვის MJ ყოველდღიურობაა.
ალბათ ნელ-ნელა ყველანი შევეგუებით, რომ ის აღარ არის, მაგრამ მე პირადად ვიცი, რომ ჩემს ბედნიერებას ყოველთვის ეკლდება ერთი რაღაც... michael jackson-ი.
This post has been edited by Q R C V I N I on 25 Sep 2010, 21:12
მიმაგრებული სურათი