Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > ანევრიზმა.


Posted by: killer 3 Nov 2006, 13:02
ამ ბოლო დროს ჩემს გარშემო 2 ადამიანს გაუსკდა ანევრიზმა, მადლობა უფალს, ორივე გადარჩა, თუმცა მეორეს (პატარა ბავშვს) ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია ისრაელში sad.gif

მაინტერესებს როგორ შეიძლება გავიგოთ ეს ადრე და მოხდეს ამის თავიდან აცილება?

Posted by: radiology 3 Nov 2006, 20:08
killer
ხო ეგ ბავშვი ჩემი მეგობრის განყოფილებაში წევას ,მომიყვა და ძაან შემეცოდა...

Posted by: tikusha 3 Nov 2006, 20:41
killer

ანევრიზმა რა არის??

Posted by: ancho 3 Nov 2006, 20:57
killer
მგონი სიმპტომები არ აქვს. თუ ვინმეს ძალიან ეშინია რომ არ აღმოაჩნდეს, ტომოგრაფია უნდა გადაიღოს და ეგაა.. (მგონი)..

როგორ არის ის გოგო? უშოვეს ფული წასასვლელად? sad.gif

Posted by: radiology 3 Nov 2006, 21:58
QUOTE
ანევრიზმა რა არის??

ანევრიზმა ნიშნავს სისხლძარღვის პათოლოგიურ გაფართოვებას,უფრო ხშირად არტერიისას,რომლის მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა....

Posted by: killer 3 Nov 2006, 22:21
radiology
რა მიზეზები შეიძლება იყოს?

Posted by: radiology 3 Nov 2006, 23:32
QUOTE
რა მიზეზები შეიძლება იყოს?

ტრამვული,ინფექციური,მედიკამენტოზური,სიმსივნური,რომლებიც ჰემოდინამიკურ დარღვევებს იწვევენ საბოლოო ჯამში...

შეიძლება მიზეზი იყოს სისლძარღვის კედლის ლოკალური,თანდაყოლოლი პათოლოგია,რომელიც სიცოცლის განმავლობაში გამწვავდეს და შემდგომ პერიოდში ასე ვთქვათ ,,უეცრად "გამოვლინდეს...

Posted by: killer 8 Oct 2007, 13:14
radiology
უეცრად გამოვლენა არა. მაგრამ თავი მასკდება ისე მტკივა ბოლო 1 კვირაა.
სადაზღვევოში მითხრეს ჯერ კონსულტაცია გაიარე და ტომოგრაფია მერეო.

ხოდა ნევროპათოლოგთან ხუთშაბათზე ადრე ვერ ჩამწერეს კონსულტაციაზე. იმედია იქამდე არ მოვკვდები sad.gif
გავგიჟდი რაა... მუდმივად თავის ტკივილი და გულის რევის შეგრძნება... sad.gif

Posted by: ikebana 8 Oct 2007, 13:24
killer
წნევა გაიზომე?...................................

Posted by: killer 8 Oct 2007, 13:31
ikebana
პერიოდულად ვიზომავ
არეულ დარეული მაქვს sad.gif

Posted by: აღასპერი 8 Oct 2007, 21:16
killer

გენეტიკურიცაა ანევრიზმა.

აუცილებელი არაა ყველა თაობაში იყოს, მაგრამ მათ, ვის წინაპრებშიც ასეთი ფაქტი ყოფილა, უნდა იფრთხილონ ამაზე.


Posted by: თეოგოგო 8 Oct 2007, 22:43
გამოვლინებამდე რაიმე ნიშანი აქვს ტკივილის ხასიათის მიხედვით?
გამჭოლი ან მუდმივად ერთ ადგილზე არსებული ყრუ ტკივილების სახით?

Posted by: mtvareuli 10 Oct 2007, 01:17
მცირე ამონარიდი ანევრიზმებთან დაკავშირებით... chups.gif


ანევრიზმა არის სისხლძარღვის სანათურის ადგილობრივ გაგანიერება ან მისი კედლის გამობერილობა.

ანევრიზმა შეიძლება იყოს ნამდვილი და ცრუ, ანუ ტრავმული, აგრეთვე-არტერიული, ან არტერიულ-ვენური.

ნამდვილი ანევრიზმის დროს (არატრავმული) სისხლძარღვის კედლის ყველა შრეა გამობერილი, ანევრიზმის კედელში არტერიის ყველა შრე მონაწილეობს. იგი ვითარდება ათერომატოზის, სიფილისის, კვანძოვანი პერიარტერიტის, სეფსისური, ეროზიული ან ირგვლივ ქსოვილებში ტუბერკულოზური პროცესის შედეგად და სხვ. აგრეთვე შეიძლება იყოს თანდაყოლილი.

თანდაყოლილი ანევრიზმა არის არტერიასა და ვენას შორის მომცრო ერთეული ან მრავლობითი ხვრელმილი, რომელიც ჩნდება ემბრიოგენეზში (ემბრიოგენეზის მოშლისას შეიძლება არტერიულ და ვენურ სისტემებს შორის პათოლოგიური კავშირი განვითარდეს, როგორც არტერიოლებსა და ვენულებს, ისე არტერიებსა და ვენებს შორის და ჩამოყალიბდეს თანდაყოლილი ანევრიზმა).

თანდაყოლილი ანევრიზმები უმეტესად ცალმხრივია. ისინი გვხვდება თავზე ექსტრა- და ინტრაკრანიალურად, სახეზე, კიდურებზე, აგრეთვე შინაგან ორგანოებში (ნაწლავებში, ფილტვებში, კმელებში და ა.შ.) უფრო ხშირად კიდურების დისტალურ ნაწილებში.

კლინიკა დამოკიდებულია არტერიულ-ვენურ ხვრელმილთა რაოდენობასა და ოდენობაზე, მათ გავრცელებასა და სისხლძარღვთა კალიბრზე

ადგილობრივი ნიშნებიდან აღსანიშნავია კანქვეშა ვენების გაგანიერება, ზოგჯერ მკვეთრად. ვენის კედელი ძლიერ გასქელებულია, სისხლის წნევა მასში მომატებულია (არტერიული სისხლის მიმოქცევის გამო), ზეწოლით ვენა ძნელად იჭყლიტება, კიდურის მაღლა აწევისას არ ქრება. ზოგჯერ ვენაზე ისინჯება (და თვალითაც ჩანს) პულსაცია, შეხებით კატის კრუტუნი აღინიშნება (თუ ხვრელმილი ძლიერ მცირე არ არის). ასეთ ვენაზე მოსმენით ისმის დამახასიატებელი სისტოლურ-დიასტოლური ხმა, რომელიც ფონოგრაფიით კარგად ისახება ფონოგრამაზე, რაც ანევრიზმის პათოგნომიური ნიშანია.

თანდაყოლილი ანევრიზმის დროს, ერთი მხრივ აღინიშნება ვენის არტერიალიზაცია და კანქვეშა ვენა არტერიას ემსგავსება, მეორე მხრივ კი ვითარდება ანევრიზმის პროქსიმალურად მდებარე არტერიის გაგანიერება, იგი თხელდება, გრძელდება და მის კედელში ცვლილებების შედეგად ვენას ემსგავსება.

რეგიონული ნიშნებიდან აღსანიშნავია დაავადებულ მხარეზე კიდურის ჰიპერტროფია, დაგრძელება რამდენიმე სანტიმეტრით (გაძლიერებული ვასკულარიზაციის შედეგად), უფრო ქვედა კიდურზე, კანის ტემპერატურის მნიშვნელოვნად მატება (განსაკუთრებით ხვრელმილთან ახლოს), ტროფიკული მოშლილობები (ჰიპერტრიქოზი, წყლულები, იშვიათად განგრენაც), კანის ფერის შეცვლა (წითელი ან ყავისფერი დიდი ზომის ლაქები ხალების მსგავსად).

ზოგადი ნიშნებიდან აღსანიშნავია გულის ცვლილებები (დასაწყისში კომპენსაციური ჰიპერტოფია, შემდეგ გულის გაგანიერება) სისხლის მიმოქცევის გაუკურმართების გამო, რადგან გულს უხდება დამატებითი მუშაობა.
გულის მხრივ ცვლილებები დამოკიდებულია დაავადებიდან გასულ დროსა და ანევრიზმის ოდენობაზე. მცირე, იზოლირებული ანევრიზმის დროს გულის მხრივ მოვლენეთქმის არ არის (მძიმე შემთხვევაში, ოპერაციის შემდეგ, როცა არტერიასა და ვენას შორის თანდაყოლილი შუნტი ისპობა, გულის მხრივ მოვლენები გამოსწორდება). დამახასიათებელია აგრეთვე პულსის გაიშვიათება


ტრავმული ანევრიზმა შემაერთებელქსოვილოვანი პარკია, რომელიც არტერიასთანაა დაკავშირებული. მის შექმნაში არტერიის კედელი არ მონაწილეობს, იგი ნაწიბუროვანი ქსოვილითაა წარმოდგენილი, ამიტომ ყალბ ანევრიზმასაც უწოდებენ. იგი შეიძლება იყოს არტერიული ან არტერიულ-ვენური.

განვითარების მექანიზმი: ტრავმული, ანუ ყალბი ანევრიზმა ვითარდება მოპულსირე ჰემატომისგან. სისხლძარღვის (ხშირად ტყვიით, ნაღმის ნამსხვრევით, საფანტით, დანით ან სხვ.) დაზიანების შემთხვევაში, როცა არტერიაში სისხლის მიმოქცევა შენარჩუნებულია, ირგვლივ ქსოვილების ზეწოლა კი ჰემატომაზე კარგად არის და ავადმყოფი გადარჩება. ჯერ ვითარდება მოპულსირე ჰემატომა, შემდეგ კი ანევრიზმული პარკი. ამისთვის დაახლოებით ორ თვემდე დროა საჭირო. მოპულსირე ჰემატომაში არტერიასთან დამაკავშირებელი ხვრელით სისხლი მუდმივ მოძრაობს და არ დედდება. ჰემატომის ირგვლივ ქსოვილებიდან რეაქტიული ანთების შედეგად ფიბროზული კაფსულა ვითარდება, ჩაღვრილი სისხლი გაიწოვება და ანევრიზმული პარკი ჩამოყალიბდება.

არტერიისა და ვენის ერთდროული დაზიანების შემთხვევაშიც ჯერ მოპულსირე ჰემატომა ვითარდება, შემდეგ-ანევრიზმული პარკი, რომელიც არტერიული ანევრიზმისგან განსხვავებით დაკავშირებულია როგორც არტერიის, ისე ვენის სანათურთან.

სიმპტომები: ავადმყოფის ჩივილი სხვადასხვანაირია, დამოკიდებულია დაჭრიდან გასულ დროზე, ანევრიზმის პარკის ადგილზე, ნერვის დაზიანებაზე.

ნაადრევ პერიოდში, ჯერ კიდევ ჰემატომის არსებობის პერიოდში აღინიშნება ტკივილი და კიდურის მოძრაობის გაძნელება. მოგვიანებით, დაახლოებით ორი კვირის შემდეგ-კიდურების გაბუჟების, გაცივების და ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება.

ანევრიზმული პარკის ჩამოყალიბების შემდეგ მწვავე მოვლენები ქრება, ავადმყოფი კიდურს ხმარობს დაზოგვით. არტერიული ანევრიზმის მიმდინარეობა მის ოდენობაზე, მის ლოკალიზაციასა და ირგვლივ ქსოვილების მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მცირე ანევრიზმა შეუმჩნეველია და შემთხვევით აღმოაჩენენ, საშუალო და დიდი კი ადვილად შეიმჩნევა.

ანევრიზმის დამახასიათებელი ნიშნებია: არტერიის პროექციაზე ელასტიკური კონსისტენციის სიმსივნე შეუცვლელი კანით, გულის სისტოლასთან სინქრონული პულსაცია, მოსმენით სისტოლური შუილი. ანევრიზმის ცენტრალურად არტერიაზე ზეწოლით სიმსივნე მცირდება, პულსაცია და შუილი ქრება (ხელის აღებისთანავე პირვანდელი სურათი ვითარდება). ანევრიზმის დისტალურად, თრომბოზის ან საზმის გამო, საღ კიდურთან შედარებით პულსაცია შესუსტებული ან გამქრალია.

ანევრიზმული პარკის ზეწოლის შედეგად დაავადებული კიდურის ფუნქცია დაქვეითებულია. ზოგჯერ აღინიშნება ნევრალგია, პარესთეზია, ართრიტი, ტროფიკული მოშლილობა, კიდურების შესივება ვენური ან ლიმფური სტაზის შედეგად და ა.შ.


არტერიულ-ვენური ანევრიზმა არტერიისა და ვენის ერთდროულად დაზიანების და მათ შორის კავშირის შედეგია. მას გაცილებით მძიმე მოვლენები ახასიათებს. ამ დროს არტერიული სისხლი ვანაში გადადის და სისხლის მიმოქცევა უკუღმართდება, რაც ქსოვილთა კვებაზე და, განსაკუთრებით, გულის მუშაობაზე მოქმედებს. აღინიშნება პულსის გახშირება, პარკუჭთა ჰიპერტროფია, სისტოლური შუილი.

არტერიულ-ვენური ანევრიზმა ორგვარია: პირდაპირი (როცა არტერიასა და ვენას შორის უშუალო კავშირია) და არაპირდაპირი (როცა ერთმანეთს უკავშირდებიან შემაერთებელქსოვილოვანი ანევრიზმული პარკით, რომელიც ყოველთვის ნაკლები ოდენობისაა, ვიდრე არტერიული ანევრიზმის დროს).

ხშირად არტერია და ვენა ხვრელმილით პარკის გარეშე მჭიდროს ეკვრის ერთმენეთს. ზოგჯერ ამასთან ერთად ვითარდება პარკი არტერიის ან ვენის მხარეზე ან მათ შორის.


ანევრიზმის გართულებებია: გასკდომა და ძლიერი სისხლის დენა (რომელსაც დაუყოვნებლივ თუ არ შეაჩერებენ, ავადმყოფი დაიღუპება, ამიტომ ასეთ შემთხვევაში ყოველთვის გამზადებული უნდა ჰქონდეთ ლახტი), ანევრიზმული პარკის ქსოვილებზე ზეწოლა, ირგვლივ ქსოვილების (და არა ანევრიზმის) დაჩირქება და ფლეგმონიის განვითარება, ემბოლია, თრომბოზი, გულის ჰიპერტროფია და მუშაობის მკვეთრი გაუარესება (არტერიულ-ვენური ანევრიზმის დროს), იშვიათად შეიძლება განვითარდეს ანევრიზმის პეტრიფიკაცია.

მკურნალობა ქირურგიულია

***

რავიცი, თუ ვინმეს დააინტერესებს, წაიკითხოს... rolleyes.gif

Posted by: killer 10 Oct 2007, 20:58
ბოლომდე წავიკითხე
სისტოლოგიური ვერ გავიგე დანარჩენი ყველაფერი smile.gif
მადლობა 2kiss.gif

Posted by: mtvareuli 11 Oct 2007, 12:09
killer
QUOTE
სისტოლოგიური ვერ გავიგე დანარჩენი ყველაფერი


აბა სისტოლოგიური?

QUOTE
ასეთ ვენაზე მოსმენით ისმის დამახასიათებელი სისტოლურ-დიასტოლური ხმა


ამაზე ამბობ? smile.gif


Posted by: killer 11 Oct 2007, 12:23
mtvareuli
ხო smile.gif

Posted by: mtvareuli 11 Oct 2007, 12:27
killer
სისტოლა გულის შეკმუშვაა, დიასტოლა - მოდუნება. სისტოლური და დიასტოლური ხმა შესაბამისად მათი ხმები, რომლებიც წესით ვენაზე არ უნდა ისმოდეს, ნორმაში.

Posted by: killer 11 Oct 2007, 12:31
მადლობა smile.gif

ანუ ეს მარტო იმ ვენაზე ისმის, რომელზეც ანევრიზმაა ხო? როგორც გავიგე..

Posted by: Natosha 11 Oct 2007, 12:34
killer
QUOTE
ანუ ეს მარტო იმ ვენაზე ისმის, რომელზეც ანევრიზმაა ხო? როგორც გავიგე..

თანდაყოლილი არტერიულ-ვენური ანევრიზმის დროს-ო, აგრე ჰსთქუ მთვარეულმა smile.gif smile.gif

Posted by: vendy 4 Feb 2008, 23:27
რამდენადაც აქ არის უკვე ეს თემა გახსნილი აქვე დავსვამ კითხვას. არტერიის ანევრიზმის ოპერაციაზე ხომ ვერ მომაწვდით რაიმე ინფორმაციას?
თან იქნებ ისიც მითხრათ თბილისში სად კეთდება ეს ოპერაციები ყველაზე კარგად და ვინ აკეთებს?
გთხოვთ სასწრაფოდ მესაჭიროება თქვენი რჩევა

Posted by: lexomd 5 Feb 2008, 01:25
vendy
რამდენადაც ვიცი, რკინიგზის საავადმყოფოში დიღომში, რამდენიმე კარგი ოპერატორია, რესპუბლიკურში კახა ქუნთელია

Posted by: vendy 5 Feb 2008, 14:11
lexomd
დიდი მადლობა. ..........................

Posted by: deputati 5 Feb 2008, 14:26
რატომღაც ახალგაზრდებშიც ძაან გახშირდა, იმედის ჟურნალისტი 24 წლის გოგოც მაგით გარდაიცვალა

Posted by: revolucioneri 5 Feb 2008, 15:43
QUOTE (killer @ 8 Oct 2007, 13:14 )
radiology
უეცრად გამოვლენა არა. მაგრამ თავი მასკდება ისე მტკივა ბოლო 1 კვირაა.
სადაზღვევოში მითხრეს ჯერ კონსულტაცია გაიარე და ტომოგრაფია მერეო.

ხოდა ნევროპათოლოგთან ხუთშაბათზე ადრე ვერ ჩამწერეს კონსულტაციაზე. იმედია იქამდე არ მოვკვდები sad.gif
გავგიჟდი რაა... მუდმივად თავის ტკივილი და გულის რევის შეგრძნება... sad.gif

killer
ადამიანო, შაკიკი გაქვს, ვერ მიხვდი? მე მაგის ისეტი შეტევები მქონდა ლოგინს ვიყავი გაკრული, რაც კამბუჩას ვსვავ ზუსტად 1 წელი გახდა არარ მაქვს არანაირი ტავის ტკივილი.

Posted by: xvlikideida 5 Feb 2008, 18:24
ჩემს დეიდაშვილს გაუსკდა sad.gif საშინელებაა

Posted by: Kost@ 6 Feb 2008, 19:33
killer
ანევრიზმის რა მოგახსენო მაგრამ შენ ცოტა ნერვები გაქ ცუდ დღეში wink.gif

Posted by: killer 6 Feb 2008, 22:38
Kost@
პოსტების თარიღს შეხედე კაცო smile.gif

იმის მერე წამლებიც დავლიე, შეყვარებულთან პრობლემებიც აღარ მაქვს და ბედნიერეად ვცხოვრობ biggrin.gif

Posted by: Kost@ 7 Feb 2008, 10:14
killer
QUOTE
პოსტების თარიღს შეხედე კაცო

იმის მერე წამლებიც დავლიე, შეყვარებულთან პრობლემებიც აღარ მაქვს და ბედნიერეად ვცხოვრობ

ძალიან კარგი up.gif

Posted by: NITSA_144 7 Feb 2008, 22:50
radiology
აღასპერი
mtvareuli


ძალიან გთხოვთ იქნებ მითხრათ ასეთი რამ...........................





აქ ბევრი ექიმი შემოდის და ძალიან მიხარია ხოლმე............... ახლა მე მჭირდება დახმარება.


ჩემს ერთ ნაცნობს, ძალიან კარგ ადამიანს, სერიოზული პრობლემა შეემთხვა: თავი სტკიოდა ძალიან და გამოიძახეს სამსახურში სასწრაფო, და სასწრაფომ უთხრა არაფერი გჭირს და მაინც თავზე კომპიუტერული ტომოგრაფია გადაიღეო.............


ხოდა გადაიღო და მეუბნება რომ სასწრაფოდ გერმანიაში მივდივარ პატარა ოპერაცია უნდა გავიკეთოო, ისეთი არაფერიო, ორ კვირაში დავბრუნდებიო, მერე დასძინა, რომ მადლობა ღმერთს მთელი დანარჩენი ორგანიზმი სუფთაა და მხოლოდ თავში მაქვს პატარა პრობლემაო...........




მოკლედ ბევრი რამ დამიმალა და არ თქვა, და ნეტა რა უნდა სჭირდეს ასეთი რომ ოპერაცია სჭირდება სასწრაფოდ და რამდენად დიდია შანსი იმისა რომ ყველაფერი ცუდად დამთავრდეს, ძალიან ვნერვიულობ, არ მოკვდეს.......


cry.gif cry.gif cry.gif


Posted by: Natosha 8 Feb 2008, 01:12
NITSA_144
აქ ექიმები არიან, მკითხავები კი არა smile.gif

ასეთი ზოგადი ცნობებით, როგორიცაა "თავის ტკივილი", "პატარა ოპერაცია","მთელი ორგანიზმი ჯანმრთელი და მარტო ტვინში მცირე რაღაც", ვერაფერს ვერ იტყვი. ვერც დიაგნოზს დასვავ, ვერც პროგნოზს გააკეთებ.

ნუ, თუ ადამიანი ჯანმრთელია და ახალგაზრდა, შემიძლია გითხრა, რომ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა ოპერაციას არ დაამძიმებს. სხვას ვერაფერს.

Posted by: აღასპერი 8 Feb 2008, 14:48
NITSA_144
QUOTE
ჩემს ერთ ნაცნობს, ძალიან კარგ ადამიანს, სერიოზული პრობლემა შეემთხვა: თავი სტკიოდა ძალიან და გამოიძახეს სამსახურში სასწრაფო, და სასწრაფომ უთხრა არაფერი გჭირს და მაინც თავზე კომპიუტერული ტომოგრაფია გადაიღეო.............

ხოდა გადაიღო და მეუბნება რომ სასწრაფოდ გერმანიაში მივდივარ პატარა ოპერაცია უნდა გავიკეთოო, ისეთი არაფერიო, ორ კვირაში დავბრუნდებიო, მერე დასძინა, რომ მადლობა ღმერთს მთელი დანარჩენი ორგანიზმი სუფთაა და მხოლოდ თავში მაქვს პატარა პრობლემაო...........



მოკლედ ბევრი რამ დამიმალა და არ თქვა, და ნეტა რა უნდა სჭირდეს ასეთი რომ ოპერაცია სჭირდება სასწრაფოდ და რამდენად დიდია შანსი იმისა რომ ყველაფერი ცუდად დამთავრდეს, ძალიან ვნერვიულობ, არ მოკვდეს......



ასე ვერ გავიგებთ რა სჭირს.

მთავარი ისაა, რომ სერიოზულ გართულებამდე აღმოჩენილა ის, რაც სჭირს (როგორც მივხვდი) და სანერვიულო ბევრი არაა.

საპანიკო მაშინაა, როცა სკდება.

deputati
QUOTE
რატომღაც ახალგაზრდებშიც ძაან გახშირდა, იმედის ჟურნალისტი 24 წლის გოგოც მაგით გარდაიცვალა


კი, ნამდვილად.

ძალიან "გაახალგაზრდავდა".

ჩემს დეიდაშვილს დაემართა, თუ არ ვცდები 15 წლის იყო.

კიდევ კარგი, საქართველოში არ იყო.

ურთულესი ოპერაციები უტარდებოდა ერთი წლის განმავლობაში.

მედიცინის ისტორიაში შევიდა.

მსოფლიოს მთავარი ქირურგები მუშაობდნენ წამყვანი ქვეყნებიდან.

საოცრება ხდებოდა.

იმ ხნის მანძილზე სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები საავადმყოფოში იყვნენ და მისთვის ლოცულობდნენ.

უნიკალური შემთხვევა იყო

ძალიან დიდი ხნის შემდეგ შემდეგ გონზე რომ მოვიდა, ყველა გაგიჟდა.

ახლა საქართველოში არიან, მდგომარეობიდან ბოლომდე ჯერ არ გამოსულა, მაგრამ დღითი დღე უკეთ ხდება.

Posted by: iohan 28 Dec 2009, 14:28
კარგი ანევრიზმა რა უბედურებაა ხომ არ იცით ვინმე? ან ინსულტთან რამე კავშირი აქვს? ანუ ახლობელს გაჟონვა დაემართა და მხოლოდ მეორე ტომოგრაფიის მერე თქვეს ანევრიზმაა, ოღონდ კარგიო drug.gif

Posted by: gast 29 Dec 2009, 17:16
აღასპერი
QUOTE
ჩემს დეიდაშვილს დაემართა, თუ არ ვცდები 15 წლის იყო.

კიდევ კარგი, საქართველოში არ იყო.

ურთულესი ოპერაციები უტარდებოდა ერთი წლის განმავლობაში.

მედიცინის ისტორიაში შევიდა.

მსოფლიოს მთავარი ქირურგები მუშაობდნენ წამყვანი ქვეყნებიდან.

შენ იმ გოგონაზე ამბობ მგონი ჩინეტში რომ იყო ოჯახტან ერთად?
ეგ ბავშვი მგონი ეხლაც ვერ არის კარგად, დადის?
როგორ არის დაწერე რა, სულ მაინტერესებდა მისი ამბავი.

NITSA_144
QUOTE
ჩემს ერთ ნაცნობს, ძალიან კარგ ადამიანს, სერიოზული პრობლემა შეემთხვა: თავი სტკიოდა ძალიან და გამოიძახეს სამსახურში სასწრაფო, და სასწრაფომ უთხრა არაფერი გჭირს და მაინც თავზე კომპიუტერული ტომოგრაფია გადაიღეო.............


ხოდა გადაიღო და მეუბნება რომ სასწრაფოდ გერმანიაში მივდივარ პატარა ოპერაცია უნდა გავიკეთოო, ისეთი არაფერიო, ორ კვირაში დავბრუნდებიო, მერე დასძინა, რომ მადლობა ღმერთს მთელი დანარჩენი ორგანიზმი სუფთაა და მხოლოდ თავში მაქვს პატარა პრობლემაო...........

როგორ არის შენი ამხანაგი?

Posted by: NITSA_144 29 Dec 2009, 17:46
gast
QUOTE
როგორ არის შენი ამხანაგი?

ხანგრძლივი მკურნალობის მერე გარდაიცვალა

sad.gif

Posted by: აღასპერი 30 Dec 2009, 00:28
gast


კორეაში ))

კარგადაა, ბევრად უკეთესად.
შტატებში გადის რეაბილიტაციის კურსს smile.gif

Posted by: utilizatori 30 Dec 2009, 01:24
QUOTE (iohan @ 28 Dec 2009, 13:28 )
კარგი ანევრიზმა რა უბედურებაა ხომ არ იცით ვინმე? ან ინსულტთან რამე კავშირი აქვს? ანუ ახლობელს გაჟონვა დაემართა და მხოლოდ მეორე ტომოგრაფიის მერე თქვეს ანევრიზმაა, ოღონდ კარგიო drug.gif

კარგი ანევრიზმა როგორია? smile.gif

გაჟონვასთან ის კავშირი აქვს რომ გაჟონვას რასაც ეძახიტ ეგ არის ჰემორაგიული ინსულტი

ინსულტი არსებობს ჰემორაგიული და იშემიური
ხოდა ანევრიზმა ერთერთი მიზეზია ჰემორაგიული ინსულტის

სამწუხაროდ ანევრიზმას სიმპტომები არა აქვს
შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე ან როცა უკვე გასკდება მაშინ
ანევრიზმას უფრო თხელი და სუსტი კედელი აქვს ვიდრე ჯანმრთელს სისხლძარღვს და პატარა დატვირთვაზე შეიძლება გასკდეს
ტიპიურია ანევრიზმის გასკდომა ტუალეტში გაჭინთვისას smile.gif
კლასიკური სიმპტომია რა რომ დაიტვირთა დაკარგა გონება მივიდა კლინიკაში გადაუღეს სურათი და სავსეა სისხლით ტვინი
CT ანგიოგრაფიის გარეშე ვერ დაადგენ ანევრიზმას
მარტო CT ვერ ნახავს

ახალგაზრდებში მომრავლდა მეთქი ვერ დაგეთანხმებით
პატარ ბავშვს თუ აქვს ანევრიზმა თანდაყოლილი
სისხლძარღვოვანი მალფორმაციები და რამე

სხვათაშორის ჩვენს კლინიკაში გვყოლია ახალგაზრდა ბიჭები ჰემორაგიული ინსულტით
ეფედრინს იკეთებენ ვენაში ნარკოტიკის პონტში და მაგ დროს წნევა 300-ს ურტყავს
2 ბიჭი დაიღუპა ერთი გადარჩა 20 წლის იყო

Posted by: nineza 27 Dec 2011, 16:26
ჩემ ი მეგობარია 19 წლის და დრო და დრო ებერება საფეთქელთან ვენა ოღონდ ხან საერთოდ არ აქვს ხან აქვს sad.gif ნეტა რისი ბრალია , ამბობს თავი მტკიოდა ერთხელ ძაანო და იმის მერე მებერება საფეთქელთანო sad.gif ნეტა ანევრიზმა ხო არაა? sad.gif

Posted by: tristeza 28 Dec 2011, 14:28
QUOTE
ტიპიურია ანევრიზმის გასკდომა ტუალეტში გაჭინთვისას


ანუ? utilizatori
wow.gif

Posted by: N2O 22 Mar 2012, 09:01
მე მაქვს ანევრიზმა, მაგრამ ძალიან პატარა 1-1.5 მმ, ხოდა ექიმი მეუბნება არანაირი ჩარევა არ არის საჭIროო, უბრალოდ 1 წელიწადში მოდი და დავაკვირდეთ ხომ არ გაიზარდაო, ვინც იცის და ერკვევა რას ნიშნავს ასეთი ზომის ანევრიზმა? არაფერია საგანგაშო?

Posted by: mokheve 10 Jan 2013, 16:38
გასკდომის შემდეგ რა შეთხვევაში არ ექვემდებარება ქირურგიულ ჩარევას??


Posted by: versus27 20 Jan 2013, 00:02
ჩემს ახლობელს აქვს ანევრიზმა და ხომ არ იცით საზღვარგარეთ რომელ ქვეყანაში და რომელ კლინიკაში აკთებენ კარგად მაგ ოპერაციას? 1 წლის წინ უკვე გაიკეთა და კიდევ გამოეზარდა იმავე ადგილას ...

Posted by: loadingData 23 Jan 2016, 03:18
გამარჯობა.შეიძლება სათაური ძალიან სასაცილოდ ჟღერს :დ
ვარ 20 წლის.დაახლოებით 6-7 წლის წინ წავიქეცი ცუდად და დავეცი ხელზე.მახსოვს რო ისე მეტკინა,ჩვეულებრივ ტკივილს არ გავდა.და ამ ამბის მერე გამიჩნდა მარჯვენა იდაყვთან,რა ადგილითაც დავეცი,გამობერილი "ვენა",ასე ვეძახი ყოველ შემთხვევაში,იმიტომ რო არც კუნთია და არც ძვალი.რაღაცნაირი რბილია,როცა ხელს ვხრი და ვჭიმავ უფრო დიდდება.ვიღაც ექიმთან მოვხვდი სიტუაციაში და რო ვაჩვენე მითხრა ანევრიზმააო,მარტო თავში არ ჩნდებაო.ძალიან დილეტანტი ვარ ამ თემაში და მაინტერესებს რა შეიძლება იყოს და რამდენად საშიშია

Posted by: gogincha 23 Jan 2016, 19:58
გირჩევ რომ აუცილებლად მიაკითხო ექიმს, არ გაშინებ მაგრამ თუ ანევრიზმა აუცილებლად ჭირდება ყურადღების მიქცევა, სამედიცინო კუთხით დიდი არაფერი არც მე გამეგება, მაგრამ ექიმს აუცილებლად მიაკითხე მაინც თავის დაზღვევის მიზნით.

Posted by: Natuka NGN 24 Jan 2016, 01:05
loadingData
კი, ყველგან შეიძლება ანევრიზმა გაჩნდეს. უნდ ამიხვიდე ისეტ ანგიოლოგთან ვინც მაგის ოპერაციას გაგიკეთებს. თუ გაინტერესებს გასწავლი ვისთანაც

Posted by: loadingData 1 Feb 2016, 04:06
QUOTE (Natuka NGN @ 24 Jan 2016, 01:05 )
loadingData
კი, ყველგან შეიძლება ანევრიზმა გაჩნდეს. უნდ ამიხვიდე ისეტ ანგიოლოგთან ვინც მაგის ოპერაციას გაგიკეთებს. თუ გაინტერესებს გასწავლი ვისთანაც

დიახ მაინტერესებს.ვისთან მივიდე?

Posted by: umbr_ella 10 Feb 2016, 01:35
mtvareuli
დღეს გაუსკდა ახლობელს. ოპერაცია ახლახანს დამთავდა. აქ თუ თემა იყო არც ვიცოდი, google-ში ვეძებდი ინფორმაციას და ამოაგდო..
ზუსტი ანალიზის პასუხი არ ვიცით მაგრამ მოკლედ, ოპერაციას გართულება არ მოყოლია; ოპერაციის შემდეგ უბრალოდ ტვინი სულ წითელიაო და გადარჩენის 1%ა მხოლოდო.
მსგავსი სიტუაციიდან გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი თუ არა, ვინმე მაინც იცი? (( თუ ხავსს ვეჭიდებით?
2 კვირა უნდა ეძინოსო და მერე ვნახოთო....

Posted by: shoot_1 11 Feb 2016, 16:50
გამარჯობათ, მეგობრებო თქვენი დახმარება მჭირდება, მამაჩემს გაუკეთეს 5 წლის წინ ანევრიზმის ოპერაცია, გახეთქვის საშიშროება იყო და ოპერაციის დროს გასკდა მაინც, 5 წელი გავიდა უკეთესობა არის ფეხზე ადგა დადის ყველას ცნობს, თავის მდგომარეობასაც აცნობიერებს უკვე, ქონდა ეტაპები, მაგრამ ბოლო 2 წელია მდგომარეობა უკეთესობისკენ არ იცვლება და არის ერთიდა იგივე, ყველა ექიმი ერთი და იგივეს გვეუბნება დრო ჭირდებაო, ეხლა მოსკოვში ვარ და მოვიძიე კარგი ნერვოპათალოგი ვიფიქრე ვაჩვენებ ანალიზებს რას მეტყვის თქო, ისტორია სად გადავათარგმნინო? რაიმე განსხვავებული თარჯიმანი მჭირდება? რაიმე კონკრეტული ანალიზი მივუტანო თუ მთელი ისტორია?

Posted by: Naniko1 20 Feb 2016, 20:20
იქნებ მიპასუხოთ ვინმემ
ყურის უეცარი ძლიერი ტკივილის დაწყება, დაგუბება შუილი, მერე წნევა 180 რომელსაც ვერ იგდებ მხოლოდ დამწევი აბებით. წნევის ნორმამდე დაყვანის შემდეგ იხსნება ყურის ტკივილი და დაგუბება. მხპლოდ ერთ ყურზე ხდება ეს. შესაძლებელია თუ არა ანევრიზმის ნიშანი იყოს?

Posted by: wkna 27 Feb 2016, 10:58
გამარჯობა,

მარცხენა ფეხის ტერფი მისივდება 4 წელია დაახლოებით უკვე,გადავიღე დოპლერი ორივე ფეხზე მაგრამ ზუსტი მიზეზი არ გამოჩნდა,ვერ დამისვს დიაგნოზი,დღემდე მუდმიდავ მხოლოდ ტერფი მისივდება,მეშინოდა ორსულობა-მსობიარობის დროს არ გამრთულებოდა მაგრამ ისევ ისე აგრძელებს დასიებას,რამდენიმე ექიმთან თითქოს ვიმკურნალე მაგრამ უშედეგოდ საბოლოოდ ვერ მისვავენ დიაგნოზს იქნებ მირჩიოთ რამე ? ეხლა ვკითხულობდი აქ ანევრიზმაზე და შემეშინდა შეიძლება ამის ბრალი იყოს ? sad.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)