დაიმონდ ჰედი... ლეგენდარული მუსიკალური მოძრაობის - ბრიტანული მძიმე მეტალის ახალი ტალღის (NWOBHM) თვალსაჩინო წარმომადგენელი... მუსიკალური მოძრაობის, რომელმაც კლასიკური ანუ მძიმე მეტალის ფორმირებაში და ამჟამად არსებული უამრავი მეტალის ჟანრის შექმნაში ერთერთი მთავარი როლი ითამაშა. მისი დამსახურებულზე ნაკლები პოპულარობის მიზეზია ხმის ჩამწერ სტუდიებთან გაუგებარი დამოკიდებულება და ლაივ კონცერტების ნაკლებობა.
ჯგუფი შეიქმნა 1976 წელს სთაურბრიჯში. ოფიციალურად არსებობდა 1976-დან 1985 წლამდე, 1990-დან 1994-მდე და ამჟამად 2000-დან ამ დრომდე.
ამჟამად მასში 5 წევრი ირიცხება და მისი ყოფილი წევრების რაოდენობა 11-ს აღწევს. ერთადერთი მუდმივი წევრი გიტარისტი ბრაიან თეთლერია. ვოკალისტი რასმუს ბომ ანდერსენი ჯგუფს 2014 წელს შეუერთდა და თავისი შთამბეჭდავი მუსიკალური მონაცემებით და შესაძლებლობებით მის ხელახალ აღორძინებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს.
ეს ალბათ დაიმონდ ჰედის ყველაზე ცნობილი სიმღერაა - Am I Evil?
ეს 2016 წელს გამოშვებული სტუდიური ალბომია, რომელსაც ასევე Diamond Head ქვია და უდაოდ ძალიან კარგი ალბომია თანამედროვე მეტალისთვის... თითქმის 50 წუთიანი ნეტარებაა
This post has been edited by SpringtimeOfYouth on 27 Dec 2016, 05:54