ეჰ,რაც რუსებს კარგი აქვთ საქართველოსთვის გაკეთებული,ვინ მოსთვლის...
მერე გავაბრაზეთ 80-90-იან წლებში და ამიტომაც დაგვემართა აფხაზეთი და სამაჩაბლო.
მარტო ეს რად ღირს-ერეკლეს დროს 700 000-მდე იყო ქართველების რაოდენობა,საბჭოთა კავშირის დაშლისას კი უკვე 4 000 000.
ის რომ თუში თუშობდა,სვანი სვანობდა,მეგრელი მეგრელობდა და მარტო ქართლ-კახელები იბრალებდნენ ქართველობას...რუსეთის იმპერიაში ესეც შეიცვალა და ქართველებს ქართული თვითშეგნება ჩამოგვიყალიბდა.
1886 წელს ჩატარებულ სახალხო აღწერაში,თუ იმერელები იმერლებად ეწერებოდნენ,აჭარლები აჭარლებად,გურულები გურულებად და ქართლელ-კახელები ქართველებად,1926 წელს უკვე სხვა სურათი იყო. მაგ დროს უკვე ყველა ვქართველობდით.
აჭარა დაგვიბრუნა რუსეთმა,სამცხე-ჯავახეთი შემოუერთა საქართველოს.
აფხაზეთიდან აფხაზები გადაასახლეს და მერე ქართველობი აღმოვჩნდით უმრავლესობაში.
წერა-კითხვა გვასწავლეს.
მეცნიერება,სპორტი,ტექნიკა განავითარეს.
ტურიზმი და ა.შ.
გაიხედეთ ან მარჯვნივ,ან მარცხნივ,ყველაფერი რუსების დროსაა აშენებული...
საფეხბურთო სტადიონები,სპორტის სასახლეები,რუსთაველის გამზირები,თუ ''ხრუშოვკები'' და ჩეხურები.
დიდი მინუსი იყო ოსებისათვის ავტონომიური ოლქის მიცემა და სომხების ჩასახლება ჯავახეთში,თორემ სხვა მხრივ ჩვენ დიდად ვიხეირეთ რუსეთით 1990-იან წლებამდე.