- ცოტა არ იყოს, თავაზიანობას მოვითხოვ, - ამბობს ხელმძღვანელი, განრისხებულია, - რა გააჭირეთ, ბოლოს და ბოლოს, ამ თქვენი ლიტერატურით საქმე, ასე მეც შემიძლია გაგაკვირვოთ და აბა, მიპასუხეთ, რა გსმენიათ ჩემს სპეციალობასა და მის ბრწყინვალე წარმომადგენლებზე, აბა, ვინ იყვნენ ემილ დურგჰაიმი და მაქს ვებერი, ანდა პარსონსი და მერტონი, რა გსმენიათ პარეტოსა და ფონ ვიზეზე, - ეშხში შედის ხელმძღვანელი, მიხარია, - ანდა, ვინ იყვნენ შეპანსკი, ბეკერი და პიტირიმ სოროკინი?
- კი ბატონო, ლიტერატურა განზე გადავდოთ, - ამბობს რესპონდენტი, - თქვენ სულ დაგავიწყდათ, რომ მე ლიტერატურათმცოდნე კი არა ვარ, არამედ - ფოტოგრაფი, და მაგ რიხით დასახელებულ გვარებს ფოტოგრაფიის კორიფეთა ჩამოთვლით გაგიბათილებთ: რა გსმენიათ, მაგალითად, დიდ ლუი დაგერზე, ანდა რას მეტყვით კარლ ცეისისა და იოფისის მიღწევებზე, რა კავშირია, თუ იცით, ფოტოგრაფიასა და პოლიგრაფიას შორის და აბა, ერნსტ ლეიტცმა რა გამოიგონა? როგორი ყოვნით უნდა გადაიღოთ სურათი თუნდაც აი, ასეთ ამინდში და მაქს ალპერტზე რა აზრის ბრძანდებით? ანდა როდჩენკოს, მიკულინისა და ოცუპის რომელი ნამუშევრები მოგწონთ... - და შემპარავად ეკითხება: - ა?
აქ კი ხელმძღვანელმა მეხუთედ დამიბღვირა. უუჰ, რა სიტყვაა - „ჩამომალაბორანტეს...“
ეს ისე, წინასიტყვაობისთვის. . . . .
და ამ შემთხვევაში არც მთლად მტყუანია ხელმძღვანელი. . . . .
ასევე წინასწარ აღვნიშნავ, რომ ისტორიული წიგნებიც (და კვლევებიც, ლიტერატურული კრიტიკა, წიგნები მოგზაურობაზე, მემუარები, ბიოგრაფიები და ავტობიოგრაფიები, მითოლოგია და რელიგიური წიგნები და.ა.შ.) მხატვრულ ლიტერატურაში გავიყვანე (მაგალითად პლუტარქე, სოკრატეს აპოლოგია, ჯავახაძის უცნობი და მსგავსი რაღაცეები, თუმცა მაგალითად დაო დე ძინი ჩემტვის მხატვრულ ლიტერატურისგან განზე დგას და.ა.შ.) და არ დავწერე, ასე ვთქვათ ზოგად შეხედულებებს მივყევი . . . . .
მაგრამ გარდა ამისა, მხატვრული ლიტერატურის გარდა ბევრი საინტერესო წიგნი წამიკითხავს და ეს ის შემთხვევაა, როდესაც მხატვრულ ლიტერატურაზე ძნელია, მოიძიო რა უნდა წაიკითხო. . . .
ამიტომ მჭირდება თქვენი რჩევებიც. . . . .
რაც გამახსენდა იმ წიგნებს ჩამოვწერ:
1. კასტერი - 30 წელი მიწის ქვეშ.
2. ტორვალდი - კრიმინალისტიკის 100 წელი.
3. სუნ ცზუ - ომის ხელოვნება
5. მჲამოტო მუსაში - წიგნი ხუთი წრის შესახებ
6. ლალი გეგუჩაძე - ახლა შენი ჯერია (წიგნი სინემას და უფრო მულტიპლიკაციის წარმოშობა-განვითარებაზე - ბავშვებისთვის).
7. იაკოვლევი - ცხოვრების მიზანი.
8. ნათელა ბალიაური - სწორფობა ხევსურეთში
9. რენე დავიდი - თანამედროვე სამართლებრივი სისტემები
10. მორიჰეი უეშიბა - მშვიდობის ხელოვნება
11. Попов, Диденко - Традиций Воинских Искуств
12. რემი შოვენი - ფუტკრიდან გორილამდე
13. ფარლი მოუეტი - ნუ იყვირებ მგელი, მგელი
ის არამხატვრული წიგნებია, რომლის წაკითხვასაც ყველას ვურჩევდი, იმედია თქვენს აზრსაც დაწერთ . . . . .
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始,
有名萬物之母。
https://bilingua.ge/