ეჰ
რაც მე ამ დღეებში ბავშვთა საავადმყოფოში ვნახე და მოვისმინე, ჯობდა რომ საერთოდ არც მივსულიყავი.
მართალია ახლა ძალიან აღელვებული ვარ მომხდარის გამო, მაგრამ შეცეცდები რომ მოკლედ გადმოგცეთ ყველაფერი.
ადრე გაგონილი მქონდა ქართველი ექიმის დაუდევრობაზე ბეევრი რამ, როგორ ყვლეფენ ხალხს (განსაკუთრებით იმათ, ვისაც ოდნავ მაინც დაუნახავენ ფულს).
რეანიმაციის განყოფილებაში 3 დღე ბავშვის მკურნალობა არის უფასო, ანუ, ყოველ რეგისტრირებულ ბავშვში სახელმწიფო უხდის საავადმყოფოს 800ლარს, ანუ, პაციენტის მშობლემბა არაფერი არ უნდა გადაიხადონ, არც წამლის ფული, და არც ექიმს არ უნდა მისცენ არაფერი. ამ თანხაში ყველაფერი შედის, და მხოლოდ ამ 3 დღის გასვლის შემდეგ უნდა გადაიხადონ, ისიც ოფიციალურად.
ეს წესით, რა თქმდა უნდა. ამ დროს სინამდვილეში რა ხდება:
- ნაგლად,თვითონ მოდიან და გეუბნებიან, რამდენი უნდა მისცე სანიტარს, ცალკე ექთანს, ცალკე ექიმს(5-10-15 GEL საუკეთესო ვარინატში).
- წამლებს გაყიდინებენ ძვირიანს,თან იქ, სადაც თვითონ გეტყვიან.
- ასევე, გეტყვიან, რომ წამალი არის, მაგრამ ძვირია,და იქვე გაყიდინებენ სამმაგ ფასში.
- ბავშვთან შეშვებაზე "ვითომ" სიმკაცრეა, ამ დროს როგორც კი 10 ლარიანს ჩაუდებ სანიტარს.მაშინვე შეგიშვენებნ.
- ნუ, ზოგადად როგორ ეპყრობიან ამ თოთო ბავშვებს უნდა ნახოთ რაა, რა საცოდაობაა.
- ბავშვს შეუძლია საათობით იბღავლოს, და კაციშვილი არ აქცევს ყურადღებას. რამდენჯერ შესულა მშობელი და ბავშვს ჟანგბადის მილი ჰქონია გამოვარდნილი, და იხრჩობოდა უჰაერობისაგან.
- ბავშვებს იმის მიხედვით უვლიან, ვის მშობელს უფრო მეტი ფული აქვს.
და ახლა ყველაზე საშინელი რამ:
რეანიმაციულ განყოფილებას, ძალიან პატარა შესასვლელი აქვს,სადაც საათობით დგანან მშობლები, იმ იმედით რომ ექთნისაგან მისი შვილის მდგომარეობის შესახებ რაიმეს შეიტყობენ.
ასევე იდგა ერთი ბებია ქალი, (არ ვიცი აზერბაიჯანელი, არ ვიცი ქურთი, მაგრამ არა ქართველი!) საცოდავად კუთხეში.
. შვილიშვილი ყოლია დაწვენილი,ბავშვს ფილტვების ანთება ჰქონია. რამდენჯერაც მე მივედი, სულ იქ იდგა, და ელოდებოდა, როდის ანახვებდნენ ბავშვს.რამდენჯერაც ჩვენი ბავშვის სანახავად შევდიოდი, იმდენჯერ ვხედავდი როგორ ტიროდა გაბმულად ამ საცოდავი ქალის ბავშვი და ზედ არც არავინ არ უყურებდა, რომ ვკითხე რატომ ტირის მეთქი,ეგ სულ ეგრე ბღავისო, და უკეთებდნენ მერე დიმედროლს, რომ დაეწყნარებონათ.(ვინ იცის საცოდავს საჭმელიც არ ქონდა, წამლებზე ლაპარაკი ზედმეტია).
გავიდა 3დღე.
მერე ის ბავშვი რომელთანაც მე მივდიოდი, პალატაში გადაიყვანეს, და ამ ქალის ბავშვზე არაფერი გამიგია დღემდე.
თურმე 3 დღის შემდეგ, ეს ბავშვი ადიელაში გაუხვევიათ ექთნებს და გაუტანებიათ, გამოკეთდაო და სახლში წაიყვანეო.
ბავშვი მარშუტკაში დაიღუპა
ქართველი ექიმების პროფესინალიზმზე საუბარი აღარაა, საერთოდ მათი ადამიანობა დგას ეჭვქვეშ.
პ.ს. მე რაც დავწერე,ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე და გავიგონე.
ამ პოსტის მერე თუ 1-2დღე არ მოვიწერე, ზნაჩიტ სროკზე გამიშვეს.
ეს არ ეხება ყველა ექიმს,არსებობენ უიშვიათესი გამონაკლისებიც, თუმცა,სამწუხაროდ დიდი მნიშვნელობა ამ უვარგის უმრავლესობასაც გააჩნია!