ქართული ბანკების მოგების ახალი რეკორდი – იანვარ–აპრილში სექტორის მოგება 57%–ით გაიზარდა
2016 წლის 1 მაისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. მათ შორის 17 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 – უცხოური ბანკის ფილიალით.
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს საბანკო სექტორმა იანვარ-აპრილი 180.46 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. გასული წლის აპრილის ბოლოსთვის სექტორის წმინდა მოგება 114.8 მლნ ლარი იყო და შესაბამისად მოგება 57.2%-ით არის გაზრდილი.
თიბისი ბანკის მოგება 17.6%-ით გაიზარდა
თიბისი ბანკის წმინდა მოგებამ ამ წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის 36.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 17.6%-ით მეტია, ვიდრე შარშან მარტის ბოლოს, როცა ბანკის წმინდა მოგება 31.2 მლნ ლარი იყო.
ამ პერიოდში ბანკის აქტივები 5.8 მლრდ ლარიდან 6.4 მლრდ ლარამდე არის გაზრდილი, ხოლო ვალდებულებები – 4.8 მლრდ ლარიდან 5.2 მლრდ ლარამდე.
932.1 მლნ ლარიდან 1.1 მლრდ ლარამდე არის გაზრდილი ბანკის სააქციო კაპიტალი.
საქართველოს ბანკის მოგება 16%-ით გაიზარდა
საქართველოს ბანკის წმინდა მოგებამ ამ წლის პირველი კვარტლის ბოლოს 26.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 16%-ით მეტია გასული წლის მარტის ბოლოსთვის არსებულ მოგებაზე, რაც 23 მლნ ლარი იყო.
2015 წლის მარტის ბოლოდან ამ წლის ანალოგიური პერიოდისთვის ბანკის აქტივები 7.8 მლრდ ლარიდან 8.2 მლრდ ლარამდე გაიზარდა, ვალდებულებები – 6.6 მლრდ ლარიდან 7.4 მლრდ ლარამდე.
ბანკის სააქციო კაპიტალი კი შემცირებულია – 1.2 მლრდ ლარიდან 917 მლნ ლარამდე.
ვითიბი ბანკის მოგება 70.8%-ით გაიზარდა
ვითიბი ბანკი ჯორჯიას წმინდა მოგებამ ამ წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის 3.5 მლნ ლარი შეადგინა და ეს 70.8%-ით მეტია, ვიდრე შარშან მარტის ბოლოს, როცა ბანკის წმინდა მოგება 1.3 მლნ ლარს შეადგენდა.
ვითიბის მთლიანი აქტივები ამ პერიოდში 1.1 მლრდ ლარიდან 1.3 მლრდ ლარამდე არის გაზრდილი, ხოლო ვალდებულებები – 1 მლრდ ლარიდან 1.15 მლრდ ლარამდე.
ბანკის სააქციო კაპიტალიც გაზრდილია – 110 მლნ ლარიდან 142 მლნ ლარამდე.
ქართუს მოგება 45%-ით შემცირდა
ბანკი ქართუს წმინდა მოგებამ ამ წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის 6.3 მლნ ლარი შეადგინა და ეს 45%-ით ნაკლებია, ვიდრე შარშან მარტის ბოლოს, როცა ბანკს 11.5 მლნ ლარის წმინდა მოგება ჰქონდა მიღებული.
ქართუს აქტივები შარშანდელი მარტის 920.4 მლნ ლარიდან 1.2 მლრდ ლარამდე არის გაზრდილი, ხოლო ვალდებულებები – 670 მლნ ლარიდან 981მლნ ლარამდე.
ბანკის სააქციო კაპიტალი კი შემცირებულია – 250 მლნ ლარიდან 224 მლნ ლარამდე.
http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=37503&cat_id=8შარშანდელი მონაცემებია, მარა ახლაც ასეა.
ვითომ ეკონომიკა კარგათ ვერ იზრდებაო, მარა მისი მტავარი ნაწილი მართლაც შთამბეჭდავად გაზრდილა.
საქართველო თანდათანობით ყალიბდება საბანკო სექტორის მხრივ ერთ ერთი ლიდერი ქვეყანა.
ქართუმ კი იზარალა, მაგრამ ეგ გასაგებია ბიძინასათვის ამჟამად ფული კი არაა მთავარი.
ღმერთმა დალოცოს ბატონი ბიძინა და ბატონი ტრამპი.
საჭიროა ევროპული აზროვნების დამკვიდრება დაჟე სადისტური მეთოდებით @ butkuj