დამთავრდა ჩემი ბერლინური კანიკულები
მოკლედ, იდიოტი ვარ.ისე მეშლება ჩემს თავზე ნერვები
პარასკევს დავიკიდე არ წავედი.ცუდად ვიყავი.მეთქი იქნებ მოვშუშდე
ახლა რა მოხდა შაბათს. ჯერ ხო შაბათს ინჰალთ დერ ნახთზე ვერ მივდიოდი უკვე დაგეგმილი მქონდა მაგ საღამოს რაღაცა,მერე ისე გამოვიდა რომ ნაცნობმაც გადამაგდო ბოლო წუთს და ტყუილად გავმაზე...
კაი... მერე ვაპირებდი ასე 11სკენ მისვლას რომ დროზე შევსულიყავი. ვისთან ერთადაც მივდიოდი იმათმა ჩვენ ცოტა გვიან მოვალთო და ბოლოს 12 საათზე შEვთანხმდით.
მე მივედი 11.45 ისინი ცალ-ცალკე მოდიოდა და მოვიდნენ 1ზე ძლივს ჩავდექით რიგშI
დილის 5ის ნახევარზე კიდე რიგში რომ ვიდექი და ვერც ერთ თითს ვერ ვგრძნობდი, ჰეკტორმაც დაამთავრდა დაკვრა, 999999999ც და უკვე uvb უკრავდა დავიკიდე, და წამოვედი. რაღა აზრი ქონდა. პლიუს სიცხე მქონდა მგონი
აი რა დებილი ვარ?რა მინდოდა, რას დაველოდე? ვერ მივეთრიე უფრო ადრე? ხო შEმიშვებდნენ უპრობლემოდ, რიგიც არ იქნებოდა
ან დავმდგარიყავი რიგში , მე როცა მივედი
მაგარი ვჭამე..ასეთი იდიოტობა არ მიქნია ცხოვრებაში. და ასე არ გავყინულვარ არასოდეს. 5 საათი, გაციებული მინუს გრადუსში ვიდექი
რიგი იყო უზარმაზარი.თავიდან ნელა მიდიოდა.მერე იმენა გაჩერდა. ხალხს არც შიგნით უშვებდნენ და არც უარს ეუბნებოდნენ.ნახევარი საათი ისე გავიდოდა არავინ გამოვიდოდა ფეის კონტროლიდან.ეგეთი რამე არ მინახავს ჯერ.
მოკლედ, მეორე დღეს გამწარებულმა გავიღვიძე.მოვწესრიგდი და 4 საათზე მივედი მარტო. რიგი არ იყო და ეგრევე შევედი. ძაან ისე წავედი, განწყობა არ მქონდა, მეკიდა შემიშVებდნენ თუ არა. ძაან ინდიფერენტულად მივედი, მაგრამ ფეხი რომ შევადგი და მუსიკის ხმა ჩამესმა, აცეკვებული ხალხი დავინახე, განათება, ეგრევე მოვიხოდე და გამითბა გული <3333
16-20 LEIRAS უკრავდა. მშვენივრად დაუკრა. მერე 20-00 ancient methods. რა თქმა უნდა სრულყოფილი იყო
))) დაკვრას რომ მორჩა კოცნები ვუგზავნე და იმანაც გამომიგზავნა. ჭკუაზე არ ვიყავი.
ჩემი სიყვარულია
პროსტა რანაირია. 4 საათი მაგის წინ ვცეკვავდი და ერთხელ არ შემოუხედავს ხალხისთვის. ფბში ხო მყავს და მივწერე გუშინ. როგორც ყოველთვის იდეალურად დაუკარი მეთქი.კოცნებს რომ გიგზავნიდი მე ვიყავი თუ გახსოვართქო :დდდ შემდეგზე რომ მოვალ შენ ივენთზე ფოტო გადავიღოთ მეთქი. ხოდა მომწერა კი როგორ არ მახსოვხარო, შემდეგზე მოდი უეჭველი , მომესალმე და გადავიღოთ ფოტოო <3 <3 უსაყვარლესიაა <3 მაგის ვინილს ვიყიდი და ხელსაც მოვაწერინებ.
ბარში დავტოვე ძალიან ბევრი ფული :დ ექსტაზი რომ მეყიდა ბევრად იაფად გამოვიდოდი
შესვლა იაფი ღირდა - 15 ევრო
კლუბი თვიტონ იყო პატარა. აი ამხელა ივენთისთვის საცოდაობა იყო ეგ ზომა. ეგრევე გადაიტენებოდა აბა რა იქნებოდა
რიგი - საშინელება. ხალხი მოდიოდა და წინ დგებოდა. არ იცავდნენ რიგს.
კაი ბლომად ქართველებიც დავინახე. ეგრე მიაჭრა წინაც ქართველმა 4 გოგომ
)))
რამდენიმე ბიჭი უკან ბრუნდებოდა მე რომ ვდგებოდი რიგში.არ შეუშვეს
ბევრი გეი იყო ძაან :დ
კიდე რაც თვალში მომხვდა, მობილურით არავინ იღებდა,. 1 ადამიანიც არ დამინახავს. ჩვენთან კიდე ხანდახან ძალიან გამაღიზიანებელია, პირდაპირ სახეზე რომ გადებენ.
ხო კიდე თითქოს ჩვენ უფრო ვეცეკვებით ერთმანეთს. უცნობებს ვგულისხმობ. ბიჭი რომ გოგოს ეტორღიალება და კერავს მაგას არ ვგულისხმობ. ზოგადად რა.. თუნდაც გოგო გოგოს ან ბიჭი და გოგოც.
ან შეიძლება მომეჩვენა მარტოსული რომ ვიყავი :დდდ
მაინც რაღაც პონტში ტეხავს მარტო რომ ხარ.ისე კარგად ვიყავი და მინდოდა ვინმესთვის გამეზიარებინა.მართლა ძალიან კარგი იყო.უბრალოდ ხო შემეძლო წინა დღესაც საოცარი ღამე მქონოდა.... იქ ვიყავი, მაგისთვის ჩAსული და ასე სულელურად გამომივიდა...
ინჰალთ დერ ნახთზე როგორ მინდოდა არადა...
დღეს მაგაზე ვფიქრობდი ხიდის ივენთი , რომ ვნახე 4 ში ეგ და ტიმ ტამა რომ . ჩამოყავთ.
ესეც ჩემი იმ დღის მიღწევა
ღამე 12ზე წამოვედი მეთოდსმა რომ დაამთავრა დაკვრა.ძაან დაღლილი ვიყავი უკვე
ორი დღეა ძლივს დავდივარ.ზურგის კუნთები მტკივა საშინლად. ორშაბათს ტრეზორი მუშაობდა და მეთქი ხო არ წავიდე მაგრამ ძლივს დავდიოდი
აკუა ნარუზე ვიყავი ორშაბათ საღამოს და ძლივს ვიქანავე
This post has been edited by marimari11 on 19 Dec 2018, 04:16
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)