ახლა დავასრულე მეორე ტრილოგიის კითხვა. ნუ, ავტორი ნაბიჭვარია. ზუსტად იგივე განცდა დამრჩა, რაც პირველი ტრილოგიის დასრულების შემდეგ. კითხულობ, წიგნი გითრევს, გყავს ფავორიტები, მათ გულშემატკივრობ, აღტაცებული ხარ იმ ამბებით რაც ხდება და ფინალი ისეთი მოულოდნელი და მიუღებელია, ჟანგის გემოს გიტოვებს პირში
))))
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ყველაზე მაგარი პერსონაჟები იყვნენ ორსო და რიკე ჩემთვის და ერთი ვიღაც დაყლევებულ ხეპრეს ჩამოახრჩობინეს, მეორე კიდე წიგნის ბოლოს უსასტიკესად გაბოზდა ))) აი რატო?! ორსო მაინც გაეშვა ამ ნაბოზარს (ავტორს), თავისთვის აპირებდა ცხოვრებას.
ვიღაცას ეწერა ლოგენის მსგავსი დიდი პერსონაჟი არაა მეორე ტრილოგიაშიო და აბა ორსო ვინ ჩემი ფეხებია?!
მესამე ტრილოგიაც იგეგმება, თუ იცით?! ბოლოს ისეთი წინასწარმეტყველებით დაასრულა, ლამის წინასწარ მოჰყვა რა მოხდა ამ ამბის შემდეგ და რა ვიცი, ასეთი სპოილერის შემდეგ კიდე გააგრძელებს?!
რამდენიმე რამ ვერ გავიგე, შეიძლება უცხო ენაზე კითხვის გამო გამომრჩა დეტალი და სპოილერში ვიკითხავ:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1. ჯეზალი თავისი სიკვდილით მოკვდა თუ ვინმე ჩაერია? საეჭვოდ დაემთხვა მისი სიკვდილი ბაიაზის მიერ გამოჩენილ მრისხანებას და სიტყვას ,,ახლა ახალგაზრდების" დროაო.
2. გორსტს და ლეოს დედას რა კავშირი ჰქონდათ, ასე აღტაცებული რომ საუბრობს ხოლმე ლედი ბროკზე ან მოკითხვას აბარებს?