ქართლოსიმადლობა საინტერესო დოკუმენტურისთვის
საინტერესოა და უკვე ცნობილიცაა როგორც "იძულებითი ცვეთა" უამრავი მწარმოებელი იყენებს ამ მიდგომას, თუნდაც ნათურის მწარმოებლები იცავდნენ იმ სტანდარტს რომ 1000 საათზე მეტი ვერ უნდა ემუშავა ნათურას. ალბათ იმიტომ რომ რომ სამუშაო ადგილები ყოფილიყო ანუ წარმოებები, რომელიც თავის მხრივ აბალანსებს და ასტაბილურებს როგორც ოჯახების ისე საერთოდ სოციალურ წყობა-განწყობას. ჩემი აზრით ეს გამართლებული იყო სანამ ამ პლანეტის რესურსები გამოულევად ითვლებოდა.
მაგრამ სამწუხაროდ დადგა დრო რომ ამგვარი ყოფნა-არყოფნის წინაშე დადგა ჩვენი პლანეტა დედა-მიწა, მათ შორის ყველა რასაც და ისინიც კი ვინც უზომოთ მდიდრდებიან მტაცებლური კაპიტალისტური ეკონომიკით მოხიბლულები, და ისინიც კი იაზრებენ რომ მათი თაობებიც ვეღარ გადარჩებიან, თუ რაღაც არ შეცვალეს მიდგომებში.
ამ აზრის შემცველი იყო ის პირველი დოკუმენტური ფილმიც რომელიც ამ თემის გახსნისას დავდე "პროგრესის უარყოფითი მხარე" იგივე
"Ловушки Прогресса_Обратная Сторона Прогресса"
ასევე იგივე აზრის უძლიერესი ფილმია
წყალდიდობამდე
BEFORE THE FLOOD
* * *
ქართლოსიმადლობა საინტერესო დოკუმენტურისთვის
საინტერესოა და უკვე ცნობილიცაა როგორც "იძულებითი ცვეთა" უამრავი მწარმოებელი იყენებს ამ მიდგომას, თუნდაც ნათურის მწარმოებლები იცავდნენ იმ სტანდარტს რომ 1000 საათზე მეტი ვერ უნდა ემუშავა ნათურას. ალბათ იმიტომ რომ რომ სამუშაო ადგილები ყოფილიყო ანუ წარმოებები, რომელიც თავის მხრივ აბალანსებს და ასტაბილურებს როგორც ოჯახების ისე საერთოდ სოციალურ წყობა-განწყობას. ჩემი აზრით ეს გამართლებული იყო სანამ ამ პლანეტის რესურსები გამოულევად ითვლებოდა.
მაგრამ სამწუხაროდ დადგა დრო რომ ამგვარი ყოფნა-არყოფნის წინაშე დადგა ჩვენი პლანეტა დედა-მიწა, მათ შორის ყველა რასაც და ისინიც კი ვინც უზომოთ მდიდრდებიან მტაცებლური კაპიტალისტური ეკონომიკით მოხიბლულები, და ისინიც კი იაზრებენ რომ მათი თაობებიც ვეღარ გადარჩებიან, თუ რაღაც არ შეცვალეს მიდგომებში.
ამ აზრის შემცველი იყო ის პირველი დოკუმენტური ფილმიც რომელიც ამ თემის გახსნისას დავდე "პროგრესის უარყოფითი მხარე" იგივე
"Ловушки Прогресса_Обратная Сторона Прогресса"ასევე იგივე აზრის უძლიერესი ფილმია
წყალდიდობამდე
BEFORE THE FLOODდა ბოლოს ფილმი რომელიც პირველ ადგილზეა
"HOME" [IMG]https://static.imovies.cc/movies/posters/small/87/874079e8610887427e3a10710e21e857822b5867.jpg[/IMG]
(ანუ დედამიწა როგორც ყველას საერთო სახლი". ნათარგმნია ყველა ენაზე, (ქართულად კი ჯერ ვერ ვნახე
ვფიქრობ ეს ის დოკუმენტური ფილმებია რომლებიც წესით ყველამ უნდა ნახოს. ალბათ დადებით მოტივად მაინც გამოგვადგება სინამდვილის მაშტაბურად გააზრებაშიც, და ამ ჩვენი საერთო სახლის დედამიწის დაფასება-დალაგებაში, და ჩვენჩვენი წილის შეტანაშიც.
ჩემი აზრით ბევრად ჯობია რომ ეს ჩვენი პლანეტა დედამიწა დავალაგოთ და შევირგოთ ერთად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ა დ დავრჩეთ. ვიდრე ავიწყვიტოთ და გადავბუგოთ აქაურობა და ბალახიც აღარ ამოდიოდეს (როგორც ფილმ ავატარშია ნათქვამი), მერე წავიდაა... ჯერ ამერიკაში გავიქცეთ, მერე ილონ მასკის ფალკონებით მარსზე გადავსახლდეთ, მერე მთელი მზის სისტემა პლანეტების ტერაფორმირებებით და ა.შ.. , მერე მზეც გამოვწუროთ დაისონის სარტყელებით, მერე ნელნელა დროის ამბავია თორემ მთელი მილკივეიც მოვინელოთ, მერე ანდრომედასაც გადავწვდეთ, მერე არცერთ გალაქტიკასაც აღარ დავტოვებთ. და ბოლოს მთელ სამყაროს რო გამოვხრავთ როგორც გაუმაძღარი ჭია ვაშლს მერე უკვე მააართლა გაგვიჭირდება და ღმერთო მიშველეო (მელგიფსონის ფილმ "აპოკალიპტაში რო მომენტი ცეცხლის პირას რო ზიან და უხუცესას რო ეკითხებიან ადამიანი რააო, და რაღაცა სიხარბის ღრმული აქვსო მკერდში და ვერადა ვერ კმაყოფილდებაო რაც არ უნდა მიეცესო, და ბოლოს ყველა სურვილს რო აუსრულებსო სამყაროო ანუ ღმერთიო, ბოლოს მივაო და მიშველეო რამეო. და სამყარო უპასუხებს აბა როგორღა გიშველო უკვე ყველაფერი მოგეციო მთლიადო და მეც კი უბრალოდ აღარც ვარსებობო სულ შენ მომინელეო.
ეს რა თქმა უნდა ფილოსოფიურ-მეცნიერული-რელიგიური ფანტაზიაა პესიმისტური სცენარით. მაგრამ ვფიქრობ საფიქრალად და შესადარებლად ღირს. თუნდაც იმიტომ რო ამ მაშტაბური შედარების ფონზე მეერე უკვე დედამიწა გახდება ის სამოთხე და ედემი საიდანაც სიხარბის ცდუნებისთვის გამოგვაგდეს რელიგიურ ლეგენდური გადმოცემების თანახმად. კი ბევრი რამ გამხატრულებულია გადმოცემების პროცესში მაგრამ სუფთა მეცნიერული დაკვირვებით მაინც ინფორმაციას იძლევა რელიგიები და შემორჩენილი ლეგენდებიც თუ რა ტრაექტორიას გადის ადამიანი თერმოფილურ არქეობაქტერიიდან ევოლუციის გზით ადამიანად ყოფნამდე და შემდგომ სიხარბით როგორ კარგავს სრულყოფილად ყოფნას და დროში და სივრცეში იკარგება.
ასე რომ ამ ვარაუდ ლოგიკით მგონია რო არჩევანის წინაშე ვიმყოფებით. და რადგან ჩემი მეორე რელიგიდ მეცნიერება მიმაჩნია, მგონია პროგრესი მაინც გარდაუალია და რომ კი არ დავაზიანოთ მშობელი-დედამიწა და გავიქცეთ, არამედ დავალაგოთ და გავაკეთილშობილოთ და ისე წავიდეთ რო ჩამოსასვლელიც გვქონდეს ყოველთვის. ასე რომ უდიდესად მომხრე ვარ როგორც ელექტრო ტრანსპორტის და მზის პანელების აქტიურად გამოყენების ისევე როგორც მთლიანად განახლებად ენერგიებზე გადასვლაზე.
ვაფასებ ილონ მასკისაც რომელმაც უკვე რეალურად აქციაელექტრობის გამოყენება ტრანსპორტშიც და მზის პანელებშიც , ეს ჯერ საერთო ჯამში მაინც დუღილის პროცესია უფროა, და ყოველთვის იყვნენ და იქნებიან კომერციულად დაინტერესებული მხარეები რო ხელი შეუშალონ ამა თუ იმ სუფთა ტექნოლოგიის განვითარებას. მაგრამ ვგულშემატკივრობ იმ საკითხს რო თვითონაც გაიაზრებენ რო მათ ყოფნაარყოფნასაც ეხება ეს საკითხი და ნაწილს მაინც დათმობენ თავიანთი კომერციულ თუ პოლიტიკური ინტერესებიდან
ისე, ერთი თხოვნა მექნება რო ამ თემის ძირითად აზრს
"სამეცნიერო დოკუმენტური ფილმები" ნუ გაამრუდებთ პარამეცნიერულ და რაღაცა შეთქმულებისთეორიულ ვითომ სენსაციური ყვითელპრესული ხასიათის ვიდეოებით.
თუმცა ეს მაინც თხოვნაა და არც არავინ გიშლით, აქაც დემოკრატიაა
ნებისმიერი ხედვა გასათვალისწინებელია და ინფორმაციული. ასე რომ რეალობის გამრუდებას თვითონ მეცნიერება ალაგებს თავისი ცდების, ტესტების, თუ დასაბუთების გზით.
ასე რომ ამ ნათლისღება ღამეს საკმაოდ დიდი პოსტი გამომივიდა, და სადამდეც გვიწერია იმ უკუნისამდე დავესწროთ ქრისტეს ნათლისღებას შვილი ღმერთისა რომელშიც სამყაროს შემოქმედი და თვით სამყარო კეთილი სახით გამოჩნდა
This post has been edited by lasha-9 on 20 Jan 2019, 06:46