მოგესალმებით,
არ ვიცი ამ რეჟისორზე უკვე თუ დაიწერა ფორუმზე, (ვერ ვიპოვე) ასე რომ გადავწყვიტე ამ ტიტანის შესახებ ახალი თემა გამეხსნა.
პირველ რიგში შევეცდები მოკლედ ინფორმაცია დავდო მის ფილმებზე.
სხვა შედევრებთან ერთად სტენლი კუბრიკმა დადგა კინო ისტორიაში ისეთი ძეგლები როგორიცაა:
"shining", "2001: A Space Odyssey2001", "A Clockwork Orange" და "Dr. Strangelove or: How I Learned to Stop Worrying and Love the Bomb"
ამ ფილმზე საუბრით დავიწყებ. სცენარი სტივენ კინგის წიგნის მიხედვით
"shining" ბევრსთვის ალბატ კარგადაა ცნობილი. მტავარ როლში ჯეკ ნიკოლსონია. ფილმში ბევრი სულისშემხუთველი კადრებია. ერთერთი თავად ნიკოლსონმა აღმოაჩინა, სცენა, როცა ის ტენისის ბურთს კედელს ესვრის.
მოკლედ ძალიან თავი რომ არ მოგაბეზროტ მოკლედ ვიტყვი ინფოს ამ ფილმებზე.
"ნათება"
ფილმში გამოყენებულია გიორგY ლიგეტის მუსიკა, ეს კომპოზიტორი პირველად კუბრიკმა თავის ფილმში "2001"-ში გამოიყენა, და გამოიყენა ვამბობ იმიტომ რომ მისი დაწერილი მუსიკით მან მისდა დაუკითხავად ისარგებლა. თუმცა მაშინ არც ისე ცნობილ ლიგეტისთვის ეს ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა და თავის "ზემლიაკს" დიდად არ გამოედევნა.
2001.
ჩემთვის ახლახან ცნობილი გახდა რომ მთვარე ამ ფილმში უბრალო ნათურამ (ჩვენ რომ "ლამპოჩკას" ვეძახით) ითამაშა. ფილმი გასაოცრად მარტივი ხერხებიტაა გადაღებული. თუმცა მაშინდელ მაყურებელზე თავზარდამცემი ეფექტი მოახდინა.
ტარკოვსკი გამაწყენებული იყო იმით, რომ მას კრიტიკოსებმა ბრალი დასდეს 2001-ის პლაგიატში, როცა სოლარისი გადაიღო.
მე კი დავამატებდი, რომ არა მარტო ტარკოვსკი, არამედ მატიუ ბარნეისაც და დევიდ ლინჩს ნაცილობრივ ამ რეჟისორის დიდი გავლენა ეტყობათ.
კომპიუტერის სახელი HAL კუბრიკმა IBM- დაუკავშირა. ინგლისურ ანბანში HAL-ს შემდეგი ასოებია IBM.
ამ ფილმის შემდეგ ჭორებიც კი დაიბადა რომ კუბრიკმა თითქოს ამერიკელების პირველი მთვარეზე დაფრენ-დაჯდომაც კი გადაიღოო...
რაც საოცარია 200. 000. 000 $ მოგება მოიტანა ამ ფილმმა, ეს ხდებოდა 70 -იაში !!!!!!!
"მექანიკური ფორთოხალი" ეს გახლდათ წიგნის მიხედვით, რომელსაც დიდი აღიარება ქონდა უკვე მოპოვებული. კუბრიკმა აქ განუმეორებელი და გენიალური სტრატეგია გაიტამაშა, როდესაც ფილმი გადაიღო, სასამართლოში შეიტანა სარჩელი რომ ეს ფილმი უნდა აიკრძალოს , რათა არავინ ნახოს, გასნაკუთრებით ახალგაზრდებმა.
ამან რა თქმა უნდა დიდი ინტერესი გამოიწვია მაყურებელში და რა საკვირველია კუბრიკმა ამასთანავე წააგო სასამართლო
და 70 -იანი წლების გაჰიპებული მასა მიაწყდა კინოს.
თუ არ ვცდები ეს ფილმი მან გადაიგო, როდესაც ნაპოლეონზე გადაღებები ჩაეშალა.
ამ ფილმში მას ბეთჰოვენის მუსიკის გაპამპულავებაც მოუწია, თუმცა კრიტიკა ვერავინ შეკადრა. ნახე ტრილერი:
http://www.imdb.com/title/tt0066921/traile...play-E11729-310და ბოლოს "Dr. Strangelove or: How I Learned to Stop Worrying and Love the Bomb"
პოლიტიკური ფილმების მტერი ვარ
მაგრამ ეს ფილმი არის მართლა საოცარი კომედია. ეხება რუსეტსა და ამერიკის შორის ცივ ომს. შინაარს არ მოვყვები რათა თავად იხილოთ. გენიალურად ასრულებს 4 როლს პიტერ სელასი.
და როგორც ყოველტვის კუბრიკის ფილმებში აქაც საოცარი კადრებია
ჩემთვის გასაოცარია სიმამაცე კუბრიკის, თუ როგორ მოახერხა მაშინდელ რეჟიმში ასეთი პაროდიულ- გამანადგურებელ ფორმაში ამ ორი მონსტრი ქვეყნის და მათი პრეზიდენტების ჩვენება.
იყო ასეთი გამოკითხვა- "ორიგინალური თვითმკვლელობა მსოფლიო კინო ფილმებიდან" თუ არ ვაჭარბებ ამ სცენამ პირველი ადგილი აიღო.
ამერიკელი Boeing B-52-ის "პილოტი" კავბოის ქუდით ზის ატომურ ბომბაზე კივილ-წივილით და ვარდება სსსრ-ის მიწაზე!
და...
საბოლოოდ პარანოიაში მყოფი კუბრიკი ცხოვრობდა ლონდონსში და ერიდებოდა ქვეყნის დატოვებას, მგზავრობას და განსაკუთრებით ფრენას.
მან თავისი ბოლოს წინა ფილმი "Full Metal Jacket" ლონდონში გადაიღო, მაგრამ ამის შესახებ შემდეგ. ის არ იძლეოდა ინტერვიუებს, ერთადერთი ინტერვიუ მან თავად გადაიღო, სადაც თუ არ ვცდები თავად უსვამდა თავის თავს თავის შეთხზულ შეკითხვებს.
იყო საშინელი დიქტატორი- გადაღებებზე, ეძინა როგორც ცნობილია 3-4 საათი მხოლოდ. და თავისი ძლიერი ადვოკატის საშუალებით ყველაზე ტერორს ახდენდა, საინთოლოგ ტომ კრუძძე და ტავად ინგლისის სახელმწიფოზე, როდესა "Full Metal Jacket" გადაიღო.
დიდი მადლობა წაკითხვისთვის
კეთილი სურვილებით
წრაწიკიჩი
* * *
კუბრიკი ყმაწვილკაცობაში
This post has been edited by წრაწიკიჩი on 12 Dec 2007, 08:30