დამთავრდა 2010 წლის მსოფლიოს ჩემიონატი და მოხდა ისე რომ პირველად ფეხბურთის ისტორიის მანძილზე ევროპულმა გუნდა ევროპის გარეთ მოიგო მუნდიალი.
ასევე პირველად მოხდა 1958 წლის შემდეგ, რომ ევროპა დაწინაურდა სამხრეთ-ამერიკასთან პაექრობაში.
მომავალში სამხრეთ ამერიკა ბებერ კონტინენტს კონკურენციას ვეღარ გაუწევს. ევროპელებს 5 მსოფლიოს ჩემიონი ჰყავთ და მინიმუმ 6 ნაკრები მაინც, რომლებსაც აქვთ ამბიცია + შესაძლებლობა მოიგონ უდიდესი სპორტული ტურნირი.
იტალია, გერმანია, ესპანეთი, ინგლისი, საფრანგეთი. ამათ დამატებული ჰოლანდიის უდიდესი ტრადიციების მქონე ნაკრები. (პორტუგალიის ფანები ნუ მიწყენენ, მაგრამ არ მივიჩნევ პორტუგალიას გუნდად რომელსაც შეუძლია იბრძოლოს ჩემიონობისთვის)
სამხრეთ-ამერიკაში მხოლოდ 2 ნაკრებია ვისაც შესწევს ძალა და ამბიცია გახდნენ მსოფლიოს ჩემიონები. ბრაზილია და არგენტინა. ურუგვაი რომელიც შესანიშნავად გამოიყურებოდა წლევანდელ მსოფლიოზე ჩემი აზრით ვერ ჩაითვლება ჩემიონატის მომგებ გუნდად.
წინ 2014 წლის მსოფლიოს ჩემიონატია, სადაც მასპინძელი 5 გზის ჩემპიონი ბრაზილიაა, უპირობო ფავორიტები წესით ეხლანდელი პენტაკამპეონეები უნდა იყვნენ. მაგრამ მსოფლიოს ჩემიონატებმა გვანახა რომ ფავორიტი თითქმის ვერასოდეს იგებს მსოფლიოს. ბრაზილიელებისგან ტორსიდელები საკუთარ კედლებში სასწაულებს მოითხოვენ, ისედაც ყველა ჩემიონატზე სელეცაოს ფანობა საყვარელი გუნდისგან მხოლოდ მოგებას ითხოვს, თან ლამაზ მოგებას. წარმოიდგინეთ რა იქნება ბრაზილიაში. გაუძლებს კი ასეთ ფსიქოლოგიურ წნეხს ბრაზილიის ნაკრები?
სამხრეთ-აფრიკის 1/4 ფინალების დასრულებამდე თითქმის 90% დარწმუნებული ვიყავი რომ ევროპული გუნდი აფრიკაში ვერ გაჩემპიონდებოდა. ესპანეთის ტრიუმფმა კარდინალურად შეცვალა ჩემი წარმოდგენა, ეხლა მიმაჩნია რომ არც ისე არარეალურია ბრაზილიაში ევროპული გუნდის გაჩემიონება.
ჩემი აზრით მომავალი 3-4 მსოფლიოს შემდეგ ევროპა საგძნობლად უკან მოიტოვებს სამხრეთ ამერიკას კონტინენტურ ჭიდილში.
ერთადერთი ბრაზილია დარჩება მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვან გუნდად, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს და რამდენი მსოფლიოც არ უნდა ჩატარდეს. რატომ? იმიტომ რომ ისინი ბრაზილიელები არიან