musha_boquladzeმიწის ყიდვამდე, როდესაც უკვე შერჩეული გაქვთ კონკრეტული მიწა, ჩემი რჩეევაა დაამტკიცებინოთ
მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები — ჩვენი კანონმდებლობით ეგ დოკუმენტი არის ერთადერთი სამართლებრივი საფუძველი მშენებლობის ნებართვის მიღებისა.
მანმდე კი, ამ რუკაზე
http://maps.tbilisi.gov.ge/ (აქ არის მოცემული თბილისის მიწათსარგებლობა და საკადასტრო რუკა) უნდა მოიძიოთ სამშენებლო მიწის ნაკვეთები, როლმებიც მოქცეულნი არიან შემდეგ ზონებში:
საცხოვრებელი ზონა 1 (სზ-1);
საცხოვრებელი ზონა 2 (სზ-2);
საცხოვრებელი ზონა 3 (სზ-3);
საცხოვრებელი ზონა 4 (სზ-4);
საცხოვრებელი ზონა 5 (სზ-5);
საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6);
სატრანსპორტო ზონა 2 (ტზ-2);
საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ-1);
საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2);
საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 3 (სსზ-3);
სამრეწველო ზონა 1 (სამზ-1);
სამრეწველო ზონა 2 (სამზ-2)
თითოეულ ზონაში დასაშვებია შესაბამისი ფუნქციური დანიშნულების ობიექტების მშენებლობა და იმის მიხედვით, რისი აშენებაც გსურთ — ეძებთ შესაბამისად.
ხოლო ამ ზონებში მიწის ნაკვეთი არის სამშენებლოდ შეზღუდული:
ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა (ლსზ);
სასოფლო-სამეურნეო ზონა (სოფზ);
სარეკრეაციო ზონა (რზ);
სპეციალური ზონა (სპეცზ);
სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1);
სანიტარიული ზონა (სანზ)
არასამშენებლო მიწის ნაკვეთები მოქცეულია:
სატყეო ზონაში