Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბანკები > ოვერდრაფტი


Posted by: geg 17 Dec 2010, 00:33
რას ნიშნავს ოვერდრაფტი?

Posted by: ირაკლი17 17 Dec 2010, 10:00
ოვერდრაფტი არის მოკლევადიანი სესხი, რომელიც იფარება მომდევნო ხელფასიდან. იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია სადაც თქვენ მუშაობთ გირიცხავთ ხელფასს ბანკში, თქვენ გეძლევათ საშუალება ისარგებლოთ ოვერდრაფტით.

Posted by: _R_ 20 Dec 2010, 01:23
QUOTE
რას ნიშნავს ოვერდრაფტი?

ოვერდრაფტი ნიშნავს მოკლევადიან სესხს. თუ ოვერდრაფტი არის სახელფასო, მაშინ იგი იფარება მომდევნო ხელფასიდან. ზოგადად ოვერდრაფტი საშუალებას აძლევს კლიენტს დახარჯოს ანგარიშზე არსებულ თანხაზე მეტი, ხოლო ბანკის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება დაფაროს მოგვიანებით.

Posted by: senpai 23 Mar 2011, 23:16
თუ არ გერიცხება ხელფასი იმ ბანკში მაშინ ვერ აიღებ ოვერდრაფტს ?

რა არის საჭირო ოვერდრაფტის ასაღებად ? smile.gif

Posted by: Mr-Banks 23 Mar 2011, 23:22
senpai

ოვერდრაფტი არის იგივე საკრედიტო ლიმიტი ფაქტიურად, უბრალოდ მიბმულია სახელფასო ბარათზე. ოვედრაფტის ასაღებად საჭიროა იმ ბანკში გერიცხებოდეს ხელფასი. მეტი არც არაფერი მოითხოვება.

Posted by: Precursor 13 Apr 2011, 23:41
geg
არ გაგიჟდე - არ აიღო!

ოვერდრაფტს გაძლევენ 3 თვის ხელფასის ლიმიტით, რადგანაც თუ კი სამსახურიდან გაგიშვებენ, სამსახურს კანონი ავალდებულებს გადაგიხადოს 2 თვის კომპენსაცია, ხოლო 1 წლის სტაჟის შემთხვევაში + საშვებულებო...

როგორც წესი, როცა გათავისუფლებენ, ან გაიძულებენ თავად დაწერო განცხადება წასვლაზე, რათა კომპენსაცია არ გადაგიხადონ, ან შემოგთავაზებენ ახალ კონტრაქტს დამამცირებლად მცირე ანაზღაურებით... თუ უარზე დადექი, მაინც გამოგიშვებენ, მაგრამ შენს გათავისუფლებაზე სამსახური განცხადებას არ დაწერს... და სულ ჰკიდიათ, რომ კანონი ამას ავალდებულებს...

შეგიძლია სამსახურს უჩივლო და მაყუთიც ამოიღო, რადგან ნებისმიერი მოსამართლე შენს მხარეს დაიჭერს, მაგრამ მერე შენს სფეროში გაგიჭირდება სამსახურის შოვნა...

როცა სამსახურს ჰკარგავ და ოვერდრაფტი გახარჯული გაქვს, ბანკმა პასუხი უნდა მოსთხოვოს სამსახურს, რადგან ის არის გარანტორი, მაგრამ სამსახურების უმრავლესობა რა ხალხითაც იმართება და რა შრომის კანონმდებლობაცა გვაქვს, კი ვიცით...

ჰოდა, ბანკი ჯერ დაგარიცხავს პროცენტებს და მერე გადაგცემს აღმასრულებელს...

ეგ კიდევ ცალკე სიმღერაა...

არ გინდა ოვერდრაფტი!

Posted by: merabk 14 Apr 2011, 11:14
QUOTE
ოვერდრაფტს გაძლევენ 3 თვის ხელფასის ლიმიტით,
არ არის სავალდებულო.
ზოგი მაქსიმუმ ხელფასის 80%-ს იძლევა.
QUOTE
როცა სამსახურს ჰკარგავ და ოვერდრაფტი გახარჯული გაქვს, ბანკმა პასუხი უნდა მოსთხოვოს სამსახურს, რადგან ის არის გარანტორი
არც ეს არის სავალდებულო.
არცერთი ჩემი სამსახური თანამშრომლის ოვერდრაფტზე პასუხისმგებლობას არ იღებდა.
QUOTE
ოვერდრაფტი არის იგივე საკრედიტო ლიმიტი ფაქტიურად, უბრალოდ მიბმულია სახელფასო ბარათზე. ოვედრაფტის ასაღებად საჭიროა იმ ბანკში გერიცხებოდეს ხელფასი.
არც ეგ პირობაა აუცილებელი. მაგრამ თუ ხელფასი იმ ბანკში არ გერიცხება, დიდი ალბათობაა რომ უარი გითხრან. მე მაქვს ოვერდრაფტი ბანკში, რომელშიც ოთხი წელია ხელფასი აღარ მერიცხება. უბრალოდ ძველი სამსახურიდან რომ წამოვედი, ახალი სამსახურიდან ხელფასის ცნობა მომთხოვეს და ახალი ხელშეკრულება გამიფორმეს. იმის შემდეგ რამდენჯერმე დავდე ახალი ხელშეკრულება და რამდენჯერმე გამიზარდეს და შემიმცირეს ოვერდრაფტი smile.gif
QUOTE
არ გინდა ოვერდრაფტი!
ეს სიტყვა მომწონს ...

Posted by: Tvalebi 14 Apr 2011, 12:23
geg

მარტივას რომ ითქვას იგივე რაც სადებიტო ბარათს ჩაურთონ საკრედიტოს ფუნქცია
უფრო მაღალი %-ით ვიდრე აქ ჩვეულებრივ საკრედიტო ბარათს, მაგრამ თუ 6+ თვე არ გერიცხება ბანკში ხელფასი ისე არ შვებიან თუ არ ვცდები
ხელფასის 60-80% გაძლევენ, მაგრამ ჯობია არგინდოდეს yes.gif

Posted by: gvarjila18 1 Jun 2011, 00:36
მე ხშირად ვსარგებლობ ოვერდრაფტით,განვადებით რამის ყიდვას ოვერდრაფტის გამოყენებით ყიდვა სჯობია,წლიური 18% რესპუბლიკაში და სხვაგან არ ვიცი

Posted by: NewsAvatar 22 Feb 2013, 15:12
ლიბერთიში ორჯერ გავაგზავნე მოთხოვნა ოვერდრაფტზე და ორივე შემთხვევაში უარი მითხერს, ისე რომ არავინ არ ამიხსნა მიზეზი რატომ... რამოდენიმე ფილიალში ვიკითხე და მითხრეს რომ მაგაზე პასუხს ვერავინ გაგცემსო!
ეს ხარვაზია თუ უბრალოდ მე მაქ წითელი ხაზი იმ ბანკში გადასმული?!
* * *
user posted image
* * *
QUOTE (Precursor @ 13 Apr 2011, 23:41 )
geg
არ გაგიჟდე - არ აიღო!

ოვერდრაფტს გაძლევენ 3 თვის ხელფასის ლიმიტით, რადგანაც თუ კი სამსახურიდან გაგიშვებენ, სამსახურს კანონი ავალდებულებს გადაგიხადოს 2 თვის კომპენსაცია, ხოლო 1 წლის სტაჟის შემთხვევაში + საშვებულებო...

როგორც წესი, როცა გათავისუფლებენ, ან გაიძულებენ თავად დაწერო განცხადება წასვლაზე, რათა კომპენსაცია არ გადაგიხადონ, ან შემოგთავაზებენ ახალ კონტრაქტს დამამცირებლად მცირე ანაზღაურებით... თუ უარზე დადექი, მაინც გამოგიშვებენ, მაგრამ შენს გათავისუფლებაზე სამსახური განცხადებას არ დაწერს... და სულ ჰკიდიათ, რომ კანონი ამას ავალდებულებს...

შეგიძლია სამსახურს უჩივლო და მაყუთიც ამოიღო, რადგან ნებისმიერი მოსამართლე შენს მხარეს დაიჭერს, მაგრამ მერე შენს სფეროში გაგიჭირდება სამსახურის შოვნა...

როცა სამსახურს ჰკარგავ და ოვერდრაფტი გახარჯული გაქვს, ბანკმა პასუხი უნდა მოსთხოვოს სამსახურს, რადგან ის არის გარანტორი, მაგრამ სამსახურების უმრავლესობა რა ხალხითაც იმართება და რა შრომის კანონმდებლობაცა გვაქვს, კი ვიცით...

ჰოდა, ბანკი ჯერ დაგარიცხავს პროცენტებს და მერე გადაგცემს აღმასრულებელს...

ეგ კიდევ ცალკე სიმღერაა...

არ გინდა ოვერდრაფტი!

ფუუუ ამათიი !!!! მემგონი ზიმბაბუეშიდაც უფრო ლიბერალური კანონებია!!! ეს სად ვცხოვირბთ ამათი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: Lile_da_luka 23 Feb 2013, 01:51
geg

სესხს, მოკლევადიან სესხ და ლიმიტი აქვს ბარათს
პროცენტიც , ოსე როგორც სესხებზეა

Posted by: Picki-119 23 Feb 2013, 17:39
NewsAvatar
აბა ეხლა შეიარე ფილიალში და სცადე განაცხადი შეავსე, , გამარტივდა გაცემა ევორდრაფტის, დაჟე ბანკომატიც სტავაზობს კლიენტებს ოვერდრაფტს....

Posted by: Santa_papa 27 Feb 2013, 20:20
ეს არის ბანკების სერვისი რომელიც იძლევა ლოხების გაპარსვის საშუალებას

Posted by: paparesta 24 Mar 2013, 20:33
drug.gif ეს სმაილიკია თუ რაც არის ამ კითხვის პასუხია

Posted by: lasha123456 24 Mar 2013, 20:48
QUOTE
რას ნიშნავს ოვერდრაფტი?


ოვერდრაფტი ლათინური სიტყვაა, ქართულად ნიშნავს ორმოს რომელშიც 7 წელია უკვე ვყრი პროცენტებს და ვერ ამოვავსე მაგის დედაც mad.gif mad.gif mad.gif mad.gif

Posted by: likaka 6 Apr 2013, 20:32
ირაკლი17
QUOTE
ოვერდრაფტი არის მოკლევადიანი სესხი, რომელიც იფარება მომდევნო ხელფასიდან. იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია სადაც თქვენ მუშაობთ გირიცხავთ ხელფასს ბანკში, თქვენ გეძლევათ საშუალება ისარგებლოთ ოვერდრაფტით.

მნიშვნელობა არ აქვს იმ ორგანიზაციაში ხელშეკრულებით ვარ თუ შტატით??? ხელფასის პირველივე ჩარიცხვის შემთხვევაში შესაძლებელია ოვერდრაფტის გააქტიურება?

Posted by: მონასპა 13 Apr 2013, 17:06
ვთქვათ ავიღე ოვერდრაფტი 700 ლარი , ყოველ თვე ვიხდი 10 ლარს პროცენტს და გავიდა ერთი წელი უნდა გადავიხადო 700 რომ ჩამომაჭრას და კიდევ რამდენი იქნება პროცენტი ზედ ამ 700 ლარზე წლის ბოლოს გადასახდელი

Posted by: levan777888 14 Apr 2013, 21:40
აუ რა უნდოდა ლიბერთის

მთელი წელი ვძლიე ცდუნებას და არ მივედი ბანკში ოვედრაფტის გასააქტიურებლად


ერთი თვის წინ კი ბანკომატიდან ფულის გამოტანისას დამიწერა, რომ ბანკმა 2500 ლარიანი ოვედრაფტი დაგიმტკიცათო ისე რომ საერთოდ არაფერი მომითხოვია და შემომეხარჯა ეგ ფული sad.gif

Posted by: ZAC-001 25 May 2013, 19:15
QUOTE
რას ნიშნავს ოვერდრაფტი?

წინასსწარ ხელფასის გაცემას. ყველა ბანკს სხვადასხვა პირობა აქვს და ოვერდრაფტის სხვადასხვა ლიმიტო, ზოგმა (ბანკმა) შეიძლება ხელფასის 80%დასვას ანგარიშზე ოვერდრაფტის სახით, ზოგმა 90% და ზოგმა შეიძლება 2-3 ჯერ მეტი ხელფასი. ოვერდაფტი იგივე სესხია (უფრო მაღალი % აქვს, ვიდრე სესხს), მაგრამ უპირატესობა აქვს ის რომ თუ მაგალითად არ გამოიტან და ანგარიშზე გექნება მაშინ პროცენტი არ გერიცხება.

Posted by: bavaria87 17 Dec 2013, 11:19
QUOTE (ZAC-001 @ 25 May 2013, 19:15 )
QUOTE
რას ნიშნავს ოვერდრაფტი?

წინასსწარ ხელფასის გაცემას. ყველა ბანკს სხვადასხვა პირობა აქვს და ოვერდრაფტის სხვადასხვა ლიმიტო, ზოგმა (ბანკმა) შეიძლება ხელფასის 80%დასვას ანგარიშზე ოვერდრაფტის სახით, ზოგმა 90% და ზოგმა შეიძლება 2-3 ჯერ მეტი ხელფასი. ოვერდაფტი იგივე სესხია (უფრო მაღალი % აქვს, ვიდრე სესხს), მაგრამ უპირატესობა აქვს ის რომ თუ მაგალითად არ გამოიტან და ანგარიშზე გექნება მაშინ პროცენტი არ გერიცხება.

თუ მაგალითად ანგარიშზე თანხა მაქვს არ დამისვავენ ოვერდრაფტს?

Posted by: spiridon_surajia 3 Feb 2014, 10:46
რას ნიშნავს ოვერდრაფტი? სესხია ვიცი მაგრამ როგორი?

Posted by: Homo Erotikus 3 Feb 2014, 11:41
spiridon_surajia
QUOTE
რას ნიშნავს ოვერდრაფტი? სესხია ვიცი მაგრამ როგორი?

არ ჩამირთავს არასოდეს user.gif
ჩემი თანამშრომლები იძახიან ერთხელ თუ ჩართავ სულ ვალებში იქნები მთელი ცხოვრებაო user.gif
ერიდე მაქსიმალურად jump.gif

Posted by: donrobita 3 Feb 2014, 13:01
ყველაზე კარგი საკრედიტო პროდუქტი კლიენტებისთვის

spiridon_surajia
ხელფასის 100% გისვამენ ლიმიტში სახელფასო ანგარიშზე როცა მოგინდება გახარჯავ, როცა მოგინდება შეავსებ. აქვს წლიური პროცენტი (სხვადასხვა ზომით, ბანკზეა დამოკიდებული), რომელიც ირიცხება მარტო მაშინ როცა თანხა გახარჯულია

არ გაქვს დაფარვის გრაფიკი და ვადა, როცა მოგინდება იმ წუთას შეავსებ და დახურავ

პირადად ჩემთვის ასეა

Posted by: aivenho 3 Feb 2014, 14:04
donrobita
QUOTE
ყველაზე კარგი საკრედიტო პროდუქტი კლიენტებისთვის

ჭკვიანი კლიენტებისთვის

Posted by: The DoctoR 3 Feb 2014, 14:49
QUOTE
 ოვერდრაფტი რა პონტია?

საკრედიტო ბარათისგან რით განსხვავდება?

Posted by: rsmaan 3 Feb 2014, 15:23
ერთხელ აიღებ და მერე მთელი ცხოვრება მოგყვება smile.gif მაგაზე ცუდი პროდუქტი არარსებობს smile.gif

Posted by: donrobita 3 Feb 2014, 16:07
QUOTE (aivenho @ 3 Feb 2014, 14:04 )
donrobita
QUOTE
ყველაზე კარგი საკრედიტო პროდუქტი კლიენტებისთვის

ჭკვიანი კლიენტებისთვის

ხო biggrin.gif

ვინც გამოყენება იცის იმათთვისაა

საკრედიტო ბარათიც რომ გონიათ საშინელება იმათვისაა ცუდი ვინც არ იცის როგორ გამოიყენოს

QUOTE
საკრედიტო ბარათისგან რით განსხვავდება?

ბევრი რამით

არ აქვს გატანის საკომისიო,

არ აქვს დამტკიცების და წლიური მომსახურების საკომისიო

არ გავალდებულებს მინიმალურის შეტანას

საშუალოდ ორჯერ ნაკლები წლიური პროცენტი აქვს

ჯარიმები არ აქვს



პ.ს. საკრედიტო ბარათიც ძალიან კარგია, თუ საჭიროებისამებრ გამოიყენებ smile.gif

Posted by: aivenho 3 Feb 2014, 17:35
donrobita
QUOTE
ხო

ვინც გამოყენება იცის იმათთვისაა

საკრედიტო ბარათიც რომ გონიათ საშინელება იმათვისაა ცუდი ვინც არ იცის როგორ გამოიყენოს

QUOTE
საკრედიტო ბარათიც ძალიან კარგია, თუ საჭიროებისამებრ გამოიყენებ

+100

Posted by: spiridon_surajia 3 Feb 2014, 19:09
მისმინეთ აგერ ზოგი მბობთ კარგია ზოგი ამბობთ ცუდიაო. ეგ არ მაინტერესებს.

კარგად ვერ გავიგე. დავუშვათ ლიმიტი გაქვს 2000 ლარი. ამ 2000 ლარს ერთიანად აიღებ თუ გინდა, თუ ყოველთვიურად იღებ? და რომ აიღებ რა ვადაში უნდა დაფარო? დაუშვათ ლიმიტის ფარგლებში აიღე 200 ლარი. რამდენ ხანში უნდა დაფარო ეს 200 ლარი?

Posted by: Did_Giorgi 3 Feb 2014, 23:11
spiridon_surajia
ხელფასი გერიცხება ბანკში ვთქვათ 1000 ლარი
ბანკმა 1 იანვარს ჩაგირთო 900 ლარიანი ოვერდრაფტი (ხელფასის 90%, უმრავლესობა მასეა)
ასევე 1 იანვარს დაგერიცხა ხელფასი შენი 1000 ლარი, ჩავთვალოთ რომ მანამდე ანგარიშზე 0 ლარი გქონდა.
დარიცხულ 1000 ლართან ერთად, შენ შეგიძლია გამოიტანო დამტკიცებული ოვერდრაფტი, ანუ 900 ლარი, ან ნაწილი, რაც დაგჭირდება
ვთქვათ ამავე 1 იანვარს მოაგროვე ეს შენი 1900 ლარი და გამოიტანე ანგარიშიდან >>> ეხლა იწყება ყველაზე საინტერესო smile.gif
1 თებერვალს რომ ჩაგერიცხება ახალი ხელფასი - 1000 ლარი, მაგ ხელფასიდან პირველ რიგში დაიფარება შენს მიერ წინა თვეში გახარჯული 900 ლარი და მასზე დარიცხული %
სტანდარტულად წლიური 16% ოვერდრაფტი, ანუ 30 დღის პროცენტი გამოვა 900*16%/365*30=11.84 ლარი
შესაბამისად შენი ხელფასიდან საკუთარი თანხა დაგრჩება 1000-900-11.84=88.16 ლარი
თებერვალში შენ ეს 88 ლარი არ გეყოფა რაღათქმაუნდა და ისევ გამოიტან იმ 900 ლარიან ოვერდრაფტს, შესაბამისად შემდეგ თვეში ისევ 88.16 ლარი დაგრჩება და ასე დაუსრულებლად.

QUOTE
ზოგი მბობთ კარგია ზოგი ამბობთ ცუდიაო

ცუდიაო ისინი ამბობენ, ვისაც სულ დახარჯული აქვთ და ნელ-ნელა შემცირებას ვერ ახერხებენ. ვისაც დამტკიცებული აქვს და არხარჯავს, იმისთვის კარგია რაღათქმაუნდა - %-ს არ იხდის და ფინანსური ზურგიც მყარი აქვს - ნებისმიერ დროს შეუძლია გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს ფული გაჩითოს smile.gif
ესაა სულ
იმედია გასაგებად ავხსენი
QUOTE
რამდენ ხანში უნდა დაფარო ეს 200 ლარი?

1 თვიანია ოვერდრაფტი.

პ.ს. სულ ბოლოს გეტყვი კიდე რა ხდება, სამსახურიდან როცა მიდიხარ ან გიშვებენ
შენს სამსახურს ვალდებულება აქვს არებული ბანკის წინაშე რომ აცნობოს ბოლო ხელფასის ჩარიცხვა, შესაბამისად ბოლო 1000 ლარიდან დაიფარება ოვერდრაფტი, პროცენტი და 88 ლარის ამარა რჩები თან უსამსახუროდ biggrin.gif


Posted by: Homo Erotikus 4 Feb 2014, 09:14
Did_Giorgi
QUOTE
ვისაც დამტკიცებული აქვს და არხარჯავს, იმისთვის კარგია რაღათქმაუნდა - %-ს

მარა ჩემს სამსახურში ვისაც ოვერდრაფტი აქვს ჩართული ბანკომატიდან განაღდების საკომისიოს იხდიან (0,5%-ს თუ არ ვცდები) იმისდა მიუხედავად ოვერდრაფტის თანხით სარგებლობენ თუ არა, მე კიდევ 0% მაქვს განაღდების საკომისიო jump.gif

Posted by: iko-iko 4 Feb 2014, 09:22
ოვერდრაფტი კარგია ოღონდ არ უნდა მიეჩვიო ფულის წინსწრებით აღებას თორე რაღა სესხი აგიღია და რაღა ოვერდრაფტი გიფარია. მეც მქონდა ადრე ჩარტული, საჭირო მომენტში ზალიან გამომადგა უცბად ავიღე ჯერ დაურიცხავი ხელფასი და დავხარჯე მარა მერე სამი თვე ნელნელა ვფარავდი.

Posted by: LARGO_W 5 Mar 2014, 13:47
და რა მაინტერესებს ოვერდრაფტი მაქვს აღებული..ლიმიტი ამოწურული მაქვს..და სამსახურიდან რო წავიდე დაუშვა.. ოვერდრაფტი ხო ერთწლიანია და ერთი წლის მერე უნდა დაიფაროს ხო? ანუ ძირ თანხას +პროცენტები..ხოდა სამსახურიდან გაშვების შემთხვევაში.. მაშინვე დამაკისრებს ბანკი თანხის გადახდას?

Posted by: giorgi1121 22 Mar 2014, 18:39
LARGO_W
QUOTE
და რა მაინტერესებს ოვერდრაფტი მაქვს აღებული..ლიმიტი ამოწურული მაქვს..და სამსახურიდან რო წავიდე დაუშვა.. ოვერდრაფტი ხო ერთწლიანია და ერთი წლის მერე უნდა დაიფაროს ხო? ანუ ძირ თანხას +პროცენტები..ხოდა სამსახურიდან გაშვების შემთხვევაში.. მაშინვე დამაკისრებს ბანკი თანხის გადახდას?

ბანკი ოვერდრაფტის ჩართვიდან 1 წლის შემდეგ მოგთხოვს სრულად დაფარვას, მანამდე თუ წამოხვედი სამსახურიდან შეგიძლია თვეში ერთხელ შენი სახსრებით შეიტანო და უკან გამოიტანო თანხა, მხოლოდ პროცენტის დატოვება მოგიწევს. ზოგიერთ ბანკში მხოლოდ პროცენტის შეტანაც საკმარისია. თუ ვადის გასვლის შემდეგ სრულად არ დაფარავ, ამის შემდეგ დაგეკისრება არასანქცირებული ოვერდრაფტის პროცენტის გადახდა რაც დაახლოებით წლიურ 48%-ს შეადგენს

Posted by: donrobita 22 Mar 2014, 18:53
QUOTE
წლიურ 48%-ს შეადგენს

ამდენი არამგონია რომელიმეს ქონდეს არასაქცირებულ ოვერდრაფტზე

ძირითადად 32-36% -ის ფარგლებში მერყეობს

Posted by: Informator 13 Jun 2014, 16:05
QUOTE (Did_Giorgi @ 3 Feb 2014, 23:11 )
spiridon_surajia
ხელფასი გერიცხება ბანკში ვთქვათ 1000 ლარი
ბანკმა 1 იანვარს ჩაგირთო 900 ლარიანი ოვერდრაფტი (ხელფასის 90%, უმრავლესობა მასეა)
ასევე 1 იანვარს დაგერიცხა ხელფასი შენი 1000 ლარი, ჩავთვალოთ რომ მანამდე ანგარიშზე 0 ლარი გქონდა.
დარიცხულ 1000 ლართან ერთად, შენ შეგიძლია გამოიტანო დამტკიცებული ოვერდრაფტი, ანუ 900 ლარი, ან ნაწილი, რაც დაგჭირდება
ვთქვათ ამავე 1 იანვარს მოაგროვე ეს შენი 1900 ლარი და გამოიტანე ანგარიშიდან >>> ეხლა იწყება ყველაზე საინტერესო smile.gif
1 თებერვალს რომ ჩაგერიცხება ახალი ხელფასი - 1000 ლარი, მაგ ხელფასიდან პირველ რიგში დაიფარება შენს მიერ წინა თვეში გახარჯული 900 ლარი და მასზე დარიცხული %
სტანდარტულად წლიური 16% ოვერდრაფტი, ანუ 30 დღის პროცენტი გამოვა 900*16%/365*30=11.84 ლარი
შესაბამისად შენი ხელფასიდან საკუთარი თანხა დაგრჩება 1000-900-11.84=88.16 ლარი
თებერვალში შენ ეს 88 ლარი არ გეყოფა რაღათქმაუნდა და ისევ გამოიტან იმ 900 ლარიან ოვერდრაფტს, შესაბამისად შემდეგ თვეში ისევ 88.16 ლარი დაგრჩება და ასე დაუსრულებლად.

QUOTE
ზოგი მბობთ კარგია ზოგი ამბობთ ცუდიაო

ცუდიაო ისინი ამბობენ, ვისაც სულ დახარჯული აქვთ და ნელ-ნელა შემცირებას ვერ ახერხებენ. ვისაც დამტკიცებული აქვს და არხარჯავს, იმისთვის კარგია რაღათქმაუნდა - %-ს არ იხდის და ფინანსური ზურგიც მყარი აქვს - ნებისმიერ დროს შეუძლია გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს ფული გაჩითოს smile.gif
ესაა სულ
იმედია გასაგებად ავხსენი
QUOTE
რამდენ ხანში უნდა დაფარო ეს 200 ლარი?

1 თვიანია ოვერდრაფტი.

პ.ს. სულ ბოლოს გეტყვი კიდე რა ხდება, სამსახურიდან როცა მიდიხარ ან გიშვებენ
შენს სამსახურს ვალდებულება აქვს არებული ბანკის წინაშე რომ აცნობოს ბოლო ხელფასის ჩარიცხვა, შესაბამისად ბოლო 1000 ლარიდან დაიფარება ოვერდრაფტი, პროცენტი და 88 ლარის ამარა რჩები თან უსამსახუროდ biggrin.gif

მშვენივრადაა ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტება.


up.gif up.gif up.gif up.gif

Posted by: Gam3Master 8 Jan 2015, 04:48
მეორე თვეა რაც ვმუშაობ და მომცემენ ოვერდრაფტს? TBC-ში მაქვს სახელფასო

Posted by: CrossFire 9 Jan 2015, 17:20
Gam3Master


მაგათ ცოტა უფრო მკაცრი წესები აქვთ, შეიძლება არ მოგცენ. გადაურეკე მაინც.

აი ლიბერთიში პატრონი არ ჰყავს მგონი მაგ პროდუქტს. ორი თვის დაწყებულიც არ მქონდა ხელფასის ჩარიცხვა, რომ ბანკომატმა ტვინი შემიჭამა ერთი თვის ხელფასის ოდენობის ოვერდრაფტი დაგიმტკიცდა და გაიტანეო. მაინც არ გავიტანე smile.gif

Posted by: jadgschloss 14 Jan 2015, 16:09
თუ სწორად გამოყენება იცით საკრედიტო ბარათის და ოვერდრაფტის კარგი პროდუქტებია. ისე ოვერდრაფტი უფრო ოპტიმალურია.
ბანკში ვმუშაობ და რასაც ვაკვირდები 99%მა არ იცის სწორად გამოყენება და რომ იგებენ საკრედიტო ბარათზე თანხას შეიტან მინიმალურს და ისევ უკან გამოგაქვს მაგაზე ხამდებიან და გოიმდებიან. თითქმის არავინ არ იცის საკრედიტო ბარათის მოხმარება როგორ უფრო მომგებიანია მისთვის და არა ბანკისთვის. ოვერდრაფტზეც ასეა ხამდებიან რომ შეუძლიათ მაშინვე გახარჯონ ხელფასს ზემოდან კიდე თითქმის იგივე ოდენობის და მეორე თვესაც ეგრე.

Posted by: i_am_goddess 14 Jan 2015, 16:15
არ ვარ ფულის ხარჯვაში ადეკვატური, ამიტომ უბრალოდ უარს ვამბობ ამ პროდუქტებზე..
არც საკრედიტო ბარათი მაქვს, არც ოვერდრაფტი..


თუმცა ჭკვიანი და "თავსრომთოკავს" ისეთI კლიენტებისთვის მართლა ძალიან კარგია..


როცა დამჭირდება ვიღებ სესხს ბანკში და ვფარავ ნელნელა)
ვფარავ რა.. მაჭრიან ხელფასიდან biggrin.gif

Posted by: assassin23 12 Dec 2017, 00:41
jadgschloss
ამექსი მაქ 22% ვიყენებ და დავამუღამე გამოყენება ბოლობოლო 3წელია მაქsmile.gif)
ოვერდრაფტი შემომთავაზეს 24 %იანი ... არვიცი მისი გამოყენება რა მე სპეციფიური მიდგომა უნდა როგორც ამექსედაანარიშების თარიღები და თემები რომაა? > და ისე რომელი ჯობია ... ოვერდრაფტი ან ამექსი ამათგან რომელიმე უნდა ავარჩიო ... და ამექსის ღირებულებაში ვაგებ 25 ლარია ? აი საშეღავათო ოვერდრაფტს არ აქვს და კვალიფიციური რჩევა მჭირდებ პირობის აზრზე არ ვარ

Posted by: pytgon 12 Dec 2017, 12:40
assassin23
ჯობია ოვერდრაფტი , საკომისიო არაქვს დამტკიცების გატანის და უვადოა + ისეთ ადამიანს შეუძლია გამოიყენოს რომელსაც ხელფასი არ ერიცხება
QUOTE
აი საშეღავათო ოვერდრაფტს არ აქვს და კვალიფიციური რჩევა მჭირდებ პირობის აზრზე არ ვარ


ოვერდრაფტის ვადა 1 გამოყენებიდან (ანუ 0დან ათვისება) გაქვს 70 დღე (40 დაანგარიშების 30 გადახდის) შემდეგ 40 დღე
აქვს 25% და 50% (წლიური საკომისიო არ გეგონოს) ესენი დამოკიდებულია ხელფასი როგორ გერიცხება თვეში 1 ხელ თუ გერიცხება 25% გაქ 2ჯერ-50%

QUOTE
აი საშეღავათო ოვერდრაფტს არ აქვს

საშეღავათო პერიოდი აქვს 5 დღიანს იგივე ტიპისაა ესეც უფრო უმჯობესი
ოვერდრაფტს იღებ ხელფასის 100% ოდენობის და 5 დღიანზე შეგიძლია 3 მაგი ოდენობის
+ 5 დღიანს, 0დან ათვისებიდან 5 დღის ვადაში თუ შეიტან სრულად არანაირ საკომისიოს არ გადაიხდი ანუ ამის პრინციპია 0დან-0მდე

კიდევ ოვერდრაფტს იმით ჯობია რომ გატანილის 10% უნდა დააფიქსირო მხოლოდ 30წთ

ოვერდრაფტის 1 პლიუსი ისაა რომ იხდი ყველ 40 დღეში

და ამ პროდუქტების მინუსი ისაა რო ისე გადიხარ მინუსში არ გეკითხება ანუ 10 ლარი რო გქონდეს ანგარიშზე და ტერმინალზე 20 ლარი გაატარო -10 გადახვალ ისე რო არშეგეკითხება

Posted by: angelozistvaleba 12 Dec 2017, 16:30
assassin23
ქეშებექი გერიცხება ამექსზე და თუ სწორად და კარგად ხარჯავ ღირებულებას ფაქტიურად ამოიღებ რა წლიურს. კომუნლურები ბენზინი აფთიაქი და რავი მობილური ინტერნეტი ეგენი ამექსით იახდე და ქეშბექით ამოიღებ წლიურ საფასურს

Posted by: assassin23 15 Dec 2017, 21:21
pytgon
QUOTE
ჯობია ოვერდრაფტი , საკომისიო არაქვს დამტკიცების გატანის და უვადოა + ისეთ ადამიანს შეუძლია გამოიყენოს რომელსაც ხელფასი არ ერიცხება

საკრედიტოსაც არ აქ დამტკიცების საკომისიო + უვადოა აი გატანაში - მინუსი აქ... (ჩემ შემთხვევაში კი არ გამომქონდა საერთოდ )
QUOTE
გაქვს 70 დღე (40 დაანგარიშების 30 გადახდის

საშეღავათოსავით გამოდის არა ანუ? ...
QUOTE
ოვერდრაფტის 1 პლიუსი ისაა რომ იხდი ყველ 40 დღეში

ანუ ეგ როგორ მხოლოდ %-ს მხოლოდ თუ ძირიანად დააკონკრეტე აბა?
QUOTE
შემდეგ 40 დღე
აქვს 25% და 50% (წლიური საკომისიო არ გეგონოს) ესენი დამოკიდებულია ხელფასი როგორ გერიცხება თვეში 1 ხელ თუ გერიცხება 25% გაქ 2ჯერ-50%

აი ეს კარგად ვერ გავიგე ....?


QUOTE
და ამ პროდუქტების მინუსი ისაა რო ისე გადიხარ მინუსში არ გეკითხება ანუ 10 ლარი რო გქონდეს ანგარიშზე და ტერმინალზე 20 ლარი გაატარო -10 გადახვალ ისე რო არშეგეკითხება

აი ამას რატომღაც მინუსად ვერ ჩავთვლი მითუმეტეს როცა იცი ოვერდრაფტი გაქ + ბალანსის გადამოწმებისას გიწერს შენს ანგარიშს ცალკე ოვერდრაფტს ცალკე
QUOTE
ოვერდრაფტს იღებ ხელფასის 100% ოდენობის და 5 დღიანზე შეგიძლია 3 მაგი ოდენობის
+ 5 დღიანს, 0დან ათვისებიდან 5 დღის ვადაში თუ შეიტან სრულად არანაირ საკომისიოს არ გადაიხდი ანუ ამის პრინციპია 0დან-0მდე

რომელ ბანკშია მსგავსი პირობით?
QUOTE
კიდევ ოვერდრაფტს იმით ჯობია რომ გატანილის 10% უნდა დააფიქსირო მხოლოდ 30წთ

ალბათ რომ მქონდეს მსგავსი ოვერდრაფტი დაგისვამდი კIთXვას რა პონტია უფრო დეტალებში რომ ჩაშალო

angelozistvaleba
QUOTE
ქეშებექი გერიცხება ამექსზე და თუ სწორად და კარგად ხარჯავ ღირებულებას ფაქტიურად ამოიღებ რა წლიურს. კომუნლურები ბენზინი აფთიაქი და რავი მობილური ინტერნეტი ეგენი ამექსით იახდე და ქეშბექით ამოიღებ წლიურ საფასურს

ეხლა დაველოდები პიტგეონის პასუხს და მერე გადავწყვიტავ,,, ეხლანდელი გადმოსახედით ამექსი 1:0 იგებს (ჩემშემთხვევაში

Posted by: angelozistvaleba 15 Dec 2017, 21:24
assassin23
მკითხე რა გაინტერესებს ამექსზე ან ოვერდრაფზწე შენ თუ ფულს ისე ანაწილებ რომ არ გამოიტანო ნაღდზე პლიუს მინიმუმ 1 თვეში უკან შეავსო ამექსი ჯობია .პროსტა თან უნდა დაამუღამო მაღაზიები სად გაატარო.სადაც ცხოვრობ უნდა იკითხო რა უბნის მაღაზიებში .

Posted by: assassin23 15 Dec 2017, 21:34
angelozistvaleba
ამექსი ს მაქ 3 წელი და კანფეტივით ვიყენებ ... ავერსი , ვისოლი , იოლი . 2% ია ვიცი (მაგრამ ხანდახან ჩვეულებრივ მაღაზიებს ვადგები თავზეიმიტო რომ ძვირიანებია სამივე ) და თითქმის 1% იან ქეშშბექზე ვარ სულ ...
რაც შეეხება ოვერდრაფტის გამოყენება არ ვიცი საერთოდ ? აი რაღაცეები გავიგე რაღაცები ბუნდოვანია ჩემთვის პიტგეონს მადლობა ინფოსთვის მაგრამ ჩაშლაა საჭირო ..
angelozistvaleba
> 24 %იანი მაქ ... 12 ში დავამტკიცე გამოვიყენე და უკვე გუშინ დავფარე და ჩამომაჭრა 0.04 თეთრი ... რისია რა არი ვერ მივხვდი ?
>> ეხლაც მაქ ჩემ თანხას + ოვერდრაფტის თანხა ... ანუ როდემდე იქნება ეგრე ?
>>> და თუ გამოუყენებელი მაქ მაშინ რამე მერიცხება მაინც?
>>>> თუ გამოვიყენე ნაწილი თანხა რის მიხედვით ანგარიშდება გადასახდელი % -ი ?
>>>> საერთოდ გარტყმაში არ ვარ რა პირობაა წესიერად ვერ გავიგე ? და ჯერ არ ვეხები არ ვიყენებ ?
>>>>>>სრულად რომ გავხარჯავ მერე რამდენ ხანში ჯობია რომ დავაბრუნო სრული თანხა ? ან დავაბრუნბე ნაწილობრივ დაფარვის დროს რა ხდება ? დარჩენილზე ანგარიშდება თუ როგორ ?

Posted by: pytgon 15 Dec 2017, 23:59
assassin23

არვიცი ამექსის პირობები და საქართველოს ოვერდრაფტის
თიბისისაზე გეტყვი

QUOTE
გაქვს 70 დღე (40 დაანგარიშების 30 გადახდის

საშეღავათოსავით გამოდის არა ანუ? ...

არა საშეღავათოა როცა რაც გამოგაქ იმას აბრუნებ
ოვერზე არის ბილინგის პერიოდი 40 დღე ამდროს რასამდენიხნითAც გაიტან იმდენი დღის საკომისიოს გადაიხდი
QUOTE
ოვერდრაფტის 1 პლიუსი ისაა რომ იხდი ყველ 40 დღეში

ანუ ეგ როგორ მხოლოდ %-ს მხოლოდ თუ ძირიანად დააკონკრეტე აბა?

როცა დაგიანგარიშდება თანხა იქ
ორივე შეგაქ ძირიც+% , %ტი მაშინვე გეჭრება და ძირი შეგილია ისევე უკან გაიტანო 30წთში

QUOTE
აი ამას რატომღაც მინუსად ვერ ჩავთვლი მითუმეტეს როცა იცი ოვერდრაფტი გაქ + ბალანსის გადამოწმებისას გიწერს შენს ანგარიშს ცალკე ოვერდრაფტს ცალკე


ანუ - მათთვის აქ ვისაც ავიწყდება ინტერნეტ ბანკში გადამოწმება ან სმს ტარიფი არაქ ჩართული და როცა გონია მას აქ 10 ლარი ანგარიშზე ატარებს ტერმინალზე და სინამდვილეში ქონდა 1 ლარი და წავიდა -9 ლარით ოვერდრაფტზე ისე რო არანაირი თანხმობა არ მოთხოვა


QUOTE
შემდეგ 40 დღე
აქვს 25% და 50% (წლიური საკომისიო არ გეგონოს) ესენი დამოკიდებულია ხელფასი როგორ გერიცხება თვეში 1 ხელ თუ გერიცხება 25% გაქ 2ჯერ-50%

აი ეს კარგად ვერ გავიგე ....?


ანუ ოვერდრაფტს აქ 2 %-ტი თუ ხელფასი 2 ჯერ გერიცხება გაქ 50%ანი თუ თვეში 1 ხელ 25% ეს რას ნიშნავს
მაგალითად:
გაქვს 1 000 ლარიანი ოვერდრაფტი 25%-იანი
გახარჯე 200 ლარი , დაუშვათ % მოგიწია(12 , 13ლარი დაახლოებით)

1 000 -ის 25% ხო არის 250
რახან შენი გახარჯული თანხა 200< 250-ზე ამიტომ შენ მოგიწევს მხოლოდ იმ %ის შეტანა (12 ლარის) რომელიც მხოლოდ პროცენტია მაგრამ თუ გინდა ძირიც გადაიხადო მერე შენინებით შეიტან მეტს რო ძირზე წავიდეს,
ახლა დავუშვათ გაიტანე 600
600 რამდენითაც მეტია 250-ზე ანუ 350თი ხო , ანუ შენ დასაფიქსირებლად შეიტან 350+(% 12 ლარს ) ანუ 362ლარს რომლიდანაც 12 ლარი ჩამოგეჭრება და თუ გინდა უკან გაიტან ისევე იმ 350 ლარს ან დააცდი მეორე დღეს და წავა ძირზე

ანალოგიურია 50%ზე,


QUOTE
კიდევ ოვერდრაფტს იმით ჯობია რომ გატანილის 10% უნდა დააფიქსირო მხოლოდ 30წთ

ალბათ რომ მქონდეს მსგავსი ოვერდრაფტი დაგისვამდი კIთXვას რა პონტია უფრო დეტალებში რომ ჩაშალო


"5 დღიანი" ასე ქვია ამ პროდუქტს იმით განსხვავდება ოვერისგან რო მას არაქ 25 და 50% ტი

რასაც გაიტან იმის 10% დააფიქსირებ უბრალოდ

დაფიქსირება ნიშნავს რო უბრალოდ უნდა შეიტანო ის თანხა მინიმუმ 30წთ მაინც რომელიც შეგილია დატოვო და ძირს მოაკლდება ან ისევე 30წთ მერე უკან გაიტანო


ოვერდრაფტი ძაან დიდი თემაა თუ რამე ვერ გაიგე ან კიდევ გაინტერესებს მკითხე

....................

QUOTE
საკრედიტოსაც არ აქ დამტკიცების საკომისიო + უვადოა აი გატანაში - მინუსი აქ... (ჩემ შემთხვევაში კი არ გამომქონდა საერთოდ )

ამერიკან ექსპრესი უვადო ბარათია? 4 წელი არაქ ბარათს ვადა ან წლიურად არიხდი საკომისიოს?

Posted by: assassin23 16 Dec 2017, 20:42
pytgon
QUOTE
ოვერდრაფტი ძაან დიდი თემაა თუ რამე ვერ გაიგე ან კიდევ გაინტერესებს მკითხე

ძ\საღოლ მადლობა...

QUOTE
ამერიკან ექსპრესი უვადო ბარათია? 4 წელი არაქ ბარათს ვადა ან წლიურად არიხდი საკომისიოს?

ამექსი 3წლიანია მაგრამ უვადო სესხია რა მაინც ყოველ წელს იხდი 25 ლარს /... რა ისევ საკრედიტო ს დავიბრუნებ ... თან დაკარგული მქონდა და ვფიქრობდი აღდგენა არ აღდგენას ... ამექს ის ღირებულებას 1 წელში ამოვალ და მივხვდი ჯობია ჩემთვის ... აუცილებლად გავაქუმებ ოვერდრაფტს... ერტგულს მტავაზობდნენ და ისეთი სისასტიკეა ერთგული რომ რავი ისევ ამექსი ჯობია მეგობარო გაეცანი აბა თან კარგად გესმის პირობები ...ადვილად გაარჩევ სხვაობას

Posted by: pytgon 16 Dec 2017, 22:16
assassin23
ერთგულიც არაა ცუდი თუ აქციის პირბებში იქონეიბ 6 თვე აქ უპროცენტო

Posted by: assassin23 17 Dec 2017, 10:29
pytgon
QUOTE
ერთგულიც არაა ცუდი თუ აქციის პირბებში იქონეიბ 6 თვე აქ უპროცენტო

პირველი 3 თვე 0% ეს წავიკIთხე მათ საიტზე ... და თუ შენ კიდე სხვას გულისხმობ მაშნ ეგეც ერთჯერადი იქნება და არა სულლ .. ანუ გრძელვადაში წამგებიანიაა ყველა პონტში ...

Posted by: pytgon 17 Dec 2017, 12:21
assassin23
3 თვე აქ სტანდარტულად მაგრამ ახალ აქციაა "დაფარე სხვა ბანკში სესხი" თუ გადარიცხავ სხვა ბანკში 6 თვიანი ხდება + პირველი წლის საკომისიოს არიხდი


ახლა გადავხედე და ერთგული ჯობია
რომელი ამექსი გაქ?



Posted by: assassin23 17 Dec 2017, 15:46
pytgon
ბლუ ....
რითი ჯობია ?

Posted by: pytgon 17 Dec 2017, 17:16
assassin23

QUOTE
განაღდების საკომისიო საქართველოს ბანკისა და საზღვარგარეთის ბანკომატების საშუალებით – 3.9%, მინ. 5.9 ლარი
განაღდების საკომისიო საქართველოს ბანკის სერვისცენტრებში – 5.9%, მინ. 7.9 ლარი


ერთგულს ქეშს 2.9% მინიმუმ 5.50 ,შოპს 3.9% მინიმუმ 5.50

QUOTE
წლიური საპროცენტო განაკვეთი – სავაჭრო ობიექტებში ათვისებულ თანხებზე: 22% (1.83% თვეში); განაღდების ოპერაციებით ათვისებულ თანხებზე: 36% (3% თვეში)


ამას ქეშზე 36% , შოპზე 18%

ჯარიმა ამექზე ერთჯერადად 10 ლარი მერე 0.2%
ერთგულზე 1 ლარი და 1% , ნაკლებია ამექსზე

განვადების ფუნქცია როგორც ვნახე არაქ ამექს , ერთგულს აქ .
დაგროვების ფუნქციაც არაქ

წლიური საკომისიოთი ჯობია 15 ლარით ერთგულს
და ქეშბექით





Posted by: assassin23 19 Dec 2017, 20:20
pytgon
ვიქექე + მოვიკით გავიკითხე ... user posted image
შეჯამება :

>ქეშბექი და ერტგულის ქულა ადინ ხუია ...
>>შავად ნიშნავს იმას რომ ნეიტრალურია როგორც თეთრი და რატომ ყველგან არის მიგდებული ორივეს ბანკომატები ასტე რომ არც დაგჭირდება ეგ რაცაა....
>>> აი განვადება საორჭოფოა რამდენად დადებითი მხარეა ...ჩავთვალე მაგრამ უსამართლოდ მაინც...
>>>> აი ლურჯებში იმენა ძალიან დაკონკრეტება დამჭირდა ისიც თვიური პროცენტი წესიერად ვერ მითხრეს და მიახლოებითო

პ.ს შენზე მომინდია შეჯამება და დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდი ბევრი რაღაც ვისტავლეეე თან
პ.ს.ს ერთI ###ა მაინც ორივე არცერთისკენ არ ვიხრები....
და მაინც შესაძლებელია წლიური საფასური ამოიღო ამექსზე წლიური 2500 ლარით(1%-Iთ) ვიდრე 8000(0.5%-ით)

Posted by: pytgon 19 Dec 2017, 23:40
assassin23
დაზღვევა ერთგულსაც აქვს

ფასდაკლების პროგრამაში , პარტნიორ მაღაზიებში რომ ფასდაკლებაა მაგას გულისხმობ? ეგეც აქ

შოპზე არასწორად შეაფასე 22% აქ ამექს და 18% ერთგულს ამიტომ ერთგული ჯობია (3% განვმარტავ , ყოველთვე შეგაქვს მიახლოებით 8% აქედა 5 ძირია 3 %ტის)


QUOTE
>>შავად ნიშნავს იმას რომ ნეიტრალურია როგორც თეთრი და რატომ ყველგან არის მიგდებული ორივეს ბანკომატები ასტე რომ არც დაგჭირდება ეგ რაცაა....

შენ წარმოიდგინე და ეგეც საჭიროა, ლიბერთის და თიბისის ბანკომატები ერთნაირია, ორვეგან ერთნაირი საკომისიოთი გამოგაქვს ასე რომ (ჭკვიანი პენსიონერები აღარ დგებიან ლიბერთის რიგებში :დ)



QUOTE
>>> აი განვადება საორჭოფოა რამდენად დადებითი მხარეა ...ჩავთვალე მაგრამ უსამართლოდ მაინც...

უპროცენტო აქვს 3 თვე განვადების , და ასე გამოიყურება
დაუშვად განვადება გააკეთე 500 ლარიანი , პირველი თვე შეიტანე 200 ლარი ბოლო 2 თვე გიწევს ერთნაირად შეტანა ანუ ჯამდება დარჩენილი და იყოფა შუაზე ანუ 300/2-ზე და 2 , 3 თვე მოგიწევს 150 150 შეტანა , თუ ვერ შეიტანე 3 თვის განმავლობაში მერე უკვე გიდგინდება განვადების გრაფიკი და ემატება%.
მაგრამ ყველაზე კარგი ის აქვს რომ განვადებას აკეთებ შენი ხელით , ანუ განვადების მენეჯერთან/კონსულტანტან კაირგიწევს სიარული , სუპერ მარკეტშიც კი სადაც ტერმინალია იქვე ტერმინალზე აირჩევ განვადებას და რომ დაადებ ბარათს გაგიაქტიურდება (კარფურში გამოსაყენებადია რა :დ)


QUOTE
და მაინც შესაძლებელია წლიური საფასური ამოიღო ამექსზე წლიური 2500 ლარით(1%-Iთ) ვიდრე 8000(0.5%-ით)


კი საქართველოს ბანკს კარგი დაგროვების პროდუქტი აქ , მე დღესაც ექსპრეს ქულებს ვიყენებ, პრაქტიკულია ძაან

Posted by: assassin23 20 Dec 2017, 23:21
QUOTE
უპროცენტო აქვს 3 თვე განვადების , და ასე გამოიყურება
დაუშვად განვადება გააკეთე 500 ლარიანი , პირველი თვე შეიტანე 200 ლარი ბოლო 2 თვე გიწევს ერთნაირად შეტანა ანუ ჯამდება დარჩენილი და იყოფა შუაზე ანუ 300/2-ზე და 2 , 3 თვე მოგიწევს 150 150 შეტანა , თუ ვერ შეიტანე 3 თვის განმავლობაში მერე უკვე გიდგინდება განვადების გრაფიკი და ემატება%.

ეგ გამოსადეგი რამეა ...
ოვერდაფტიდან აქამდე მოვედით მოკლედ გამოგადგებათ სხვებსაც ,,, ორივე ბანკის რომ ქონდეს არ გეძლევა საშუალება როგორც ვიიცი ხო ...?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)