#49472917 · 12 Dec 2016, 20:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სალამი! ფორექს ჯობია არ გაეკარო! გირჩევ თავიდანვე ან ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ან ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე დაიწყო ვაჭრობა. მაგრამ ამისათვის მომზადება გჭირდება. მომზადებას შეიძლება რამდენიმე თვე დაჭირდეს, მაგრამ იმისათვის რომ შენ წარმატებულად ივაჭრო უფრო მეტი დრო დაგჭირდება. მე ვიტყოდი ასე - თუ გადაწყვიტავ რომ ამ საქმეს მოკიდო ხელი, მაშინ უნდა შეეგუო იმ აზრს, რომ რამდენიმე წელი შეიძლება არ იყოს წარმატების მომტანი. როგორც წესი ეს 3-4 წელია. თუ ამ პერიოდის განმავლობაში, ამ საქმიანობაზე ხელს არ ჩაიქნევ და მაინც ჯიუტად გააგრძელებ ვაჭრობას, წარმატებაც მოვა, ოღონდ აი ამ პერიოდის გასვლის შემდეგ.
ისე, კი ჩემი რჩევა იქნება, ის თანხა რაც გაქვს სხვა საქმეში დააბანდო. მაგრამ თუ მტკიცედ გაქვს გადაწყვეტილი, რომ ამ საქმიანობას მიყო ხელი, მაშინ, აი ეს ინფორმაცია გაითვალისწინე, რაც ზემოთ დავწერე.
ჩაეწერე ნებისმიერი კომპანიის კურსებზე და იარე (ოღონდ უფასოზე). შემდგომ ფასიანი კურსები რომ აქვთ საქართველოს საბროკეროებს იმ კურსებზე სიარულს არ გირჩევ. უბრალოდ არ ღირს იმ ფულად რაც იმათში უნდა გადაიხადო. ინტერნეტში ზღვა მასალაა, საბროკეროში საბაზისო კურს რომ გაივლი, მერე ადექი და მოიძიე ინფორმაცია ინტერნეტში და შეუდექი თვითგანათლების გზას. ეს იქნება ჩემი რჩევა.
|