ახლა, ამის დამწერს თავი ჭკვიანი ან მცოდნე ჰგონია?
სანამ თემის კითხვას ვუპასუხებდე ,გეტყვით რომ თავის დასაწყისში, რომელიც თავის მხრივ რაღაცის დასასრულიდან აღმოცენდა, ფილოსოფია იყო ცნობიერების მდგომარეობა, რომელიც ურთიერთობდა სამყაროს ფორმირების ძალებთან. და ამგვარად მას,- ცნობიერების ამ მდგომარეობას შემოჰქონდა ცოდნა სამყროში ადამინებისათვის, რომლებსაც არ გააჩნდათ ცნობერების ის მდგომარეობა რომელიც პირადად, ცხადად იქნებოდა ჩართული ყოფიერების მაფორმებელ შემოქმედ ინტელექტში.
ასეთნაირად , მას ფილოსოფოსი აწვდიდა ცოდნას სამყაროზე და თავად ადამიანის ყოფიერებაზე.
ახლა, თქვენ გაცილებით მძიმე მდგომარეობაში ხართ, ვიდრე ის ხალხი, ვისაც თქვენი ჭკუით "მბოდავები აჩვენებდნენ თავს ჭკვიანებად".
რატომ ხართ უარესში?
ჯერ ერთი იმიტომ რომ თქვენი პირადი შემეცნების უნარები ყოფიერებასთან მიმართებით კი არ გაიზარდა, უფრო დაკნინდა და გასცოდავდა,
დღეს სწორედ ნაბოდვარს გიტენიან თავში და ათას ნაგავს, ე.წ. ყაზარმული ტიპის გონებისდაბნელების დაწესებულებებში, რომლებსაც რა თქმა უნდა პირიქით- "საგანმანათლებლო" დაწესებულებები ეწოდებათ, და
მეორე- დღევანდელი (და გუშინწინდელიც) ფილოსოფოსი ისეთივე ობივატელი და მაგიდის მტვერია, როგორიც აუდიტორია. სრული სიჩლუნგე და ვითომ სისტემაში მოყვნილი აბსტრაქტული ფანტაზიები.
XXს. დასაწყისში ფილოსოფიამ თავის ზღვარს მიაღწია და მეტამორფოზაც განცადა, როგორც ყველა ცოცხალს ემართება.
თქვენ ეს ისტორია უნდა იცოდეთ, უნდა იცნობდეთ ცოცხალი აზრის მოძრაობას, რომ შეძლოთ სიმართლესთან მიახლოებული რაღაც წარმოდგენა შეიქმნათ ფილოსოფიაზე, როგორიც იყო ის, თავისი დაბადებისას, რაც რაღაცის "გარდაცვალებით" აღმოცენდა.
This post has been edited by annavita on 10 Nov 2018, 22:24
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო