Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ავტომობილები > ELECTRIC TURBO - SUPERCHARGER KIT


Posted by: giorgi gocadzee 19 May 2017, 11:55
ვითომ ექნება რამე რეალური შედეგი თეორიულ დონეზე მაინც?
http://www.ebay.com/itm/ELECTRIC-TURBO-SUPERCHARGER-KIT-UNIVERSAL-FIT-RIDE-ON-MOWER/201348501236?_trksid=p2047675.c100005.m1851&_trkparms=aid%3D222007%26algo%3DSIC.MBE%26ao%3D2%26asc%3D40130%26meid%3D37f21992eaf64040a8f8e1dc659bb8af%26pid%3D100005%26rk%3D2%26rkt%3D6%26mehot%3Dpp%26sd%3D182530656392
http://www.ebay.com/itm/5PSI-ELECTRIC-SUPERCHARGER-TURBO-ADD-HORSEPOWER-TORQUE-INTAKE-FOR-MINI-/182530656392?hash=item2a7facc888:g:XFkAAMXQBg5Rpnrh&vxp=mtr
საინტერესოა საცდელად.

Posted by: maverick16 19 May 2017, 12:12
ზოგადად ღლეობებია რათქმაუნდა, მეორე ლინკზე წერია რო 0.3 ბარს უბერავს და თუ მართალია პატარა ძრავზე შეიძლება გამოიცადოს, იმ პირობით რო ის ჩინური ფრთა არ მოტყდება, და შემშვებში არ შეიტანს biggrin.gif

Posted by: streptocidum 19 May 2017, 12:20
QUOTE (maverick16 @ 19 May 2017, 12:12 )
ზოგადად ღლეობებია რათქმაუნდა, მეორე ლინკზე წერია რო 0.3 ბარს უბერავს და თუ მართალია პატარა ძრავზე შეიძლება გამოიცადოს, იმ პირობით რო ის ჩინური ფრთა არ მოტყდება, და შემშვებში არ შეიტანს biggrin.gif

ვერ შეიტანს, ეგ ხომ ვოზდუხამერის მერე ყენდება და ვოზდუხამერს აქვს დამცავი ბადე biggrin.gif

ყველას თუ აქვს არვიცი ოღონდ.

ეგეც წყალბადის და ბენზინის მაგნიტების პონტია, ან ემზარაქს პასატის biggrin.gif

330მა ისე გაასწრო შემეცოდა sad.gif

Posted by: ///M Power 19 May 2017, 12:24
აგერ არის ამაზე ვიდეო უყურე ბოლომდე biggrin.gif




https://www.youtube.com/watch?v=fVjGOVxGF7Y

Posted by: giorgi gocadzee 19 May 2017, 12:37
QUOTE
იმ პირობით რო ის ჩინური ფრთა არ მოტყდება

სეტკას მიაფარებ და ეგაა, ზოგი წერს კარგიაო ზოგი წერს ###ობააო რა უნდა გაიგო. 2.0 ზე ზევიტ ისედაც არ ივარგებს რა უნდა იგრძნო და 2.0მდე 10-20 ცხენი რო მოუმატოს ეგეც საქმეა biggrin.gif

Posted by: Wisemаn* 19 May 2017, 12:41
პრიუსზე გამოცადოს ვინმემ up.gif


/
/
/
/

Posted by: burzgla 19 May 2017, 12:49
giorgi gocadzee
xკაკრაზ 2.0 ია და ეგაყენია მგონი ამმანქანაზე

https://youtu.be/7RrvP8mRWeA

Posted by: giorgi gocadzee 19 May 2017, 14:52
https://www.youtube.com/watch?v=rPDCnzhH5rc
აი ამ ვიდეოში საკაიფოს აყენებს.

Posted by: iloilo603 19 May 2017, 16:16
QUOTE
330მა ისე გაასწრო შემეცოდა


biggrin.gif




.................

Posted by: მილანისტა 19 May 2017, 16:41
QUOTE (maverick16 @ 19 May 2017, 12:12 )
ზოგადად ღლეობებია რათქმაუნდა, მეორე ლინკზე წერია რო 0.3 ბარს უბერავს და თუ მართალია პატარა ძრავზე შეიძლება გამოიცადოს, იმ პირობით რო ის ჩინური ფრთა არ მოტყდება, და შემშვებში არ შეიტანს biggrin.gif

ისე თანამედროვე მატორებს რო უყენიათ ტურბოჩარჯერი რომელიც გამონაბოლქვი აირების ხარჯზე მუშაობს და ბევრად პრობლემურია პრასტოი ძრავთან შედარებით, არ ურჩევნიათ გააკეთონ რამე ელექტროტურბინა, რომელსაც არ ექნება უშუალო კავშირი ძრავთან და მხოლოდ შემშვებ ჰაერს დაბუსტავს საჭირო რაოდენობით რასაც ტურბოჩარჯერი აკეთებს, თუ არ გამოდის არანაირად ?

Posted by: giorgi gocadzee 19 May 2017, 17:14
QUOTE
არ ურჩევნიათ გააკეთონ რამე ელექტროტურბინა, რომელსაც არ ექნება უშუალო კავშირი ძრავთან და მხოლოდ შემშვებ ჰაერს დაბუსტავს საჭირო რაოდენობით რასაც ტურბოჩარჯერი აკეთებს, თუ არ გამოდის არანაირად ?

იდეაში ეგაა ზემოთ დადებულ ლინკებზე.

Posted by: მილანისტა 19 May 2017, 20:21
QUOTE (giorgi gocadzee @ 19 May 2017, 17:14 )
QUOTE
არ ურჩევნიათ გააკეთონ რამე ელექტროტურბინა, რომელსაც არ ექნება უშუალო კავშირი ძრავთან და მხოლოდ შემშვებ ჰაერს დაბუსტავს საჭირო რაოდენობით რასაც ტურბოჩარჯერი აკეთებს, თუ არ გამოდის არანაირად ?

იდეაში ეგაა ზემოთ დადებულ ლინკებზე.

ეგეთს მეც გავაკეთებ

მე ვამბობ ოფიციალურმა მწარმოებლებმა: მერსედესმა, ბმჭ, აუდიმ რო გააკეთოს


ასე ძნელია მაგის გაკეთება თუ უბრალოდ არ არის გამართლებული ეგ მაინტერესებს

Posted by: maverick16 19 May 2017, 22:02
მილანისტა
QUOTE
ისე თანამედროვე მატორებს რო უყენიათ ტურბოჩარჯერი რომელიც გამონაბოლქვი აირების ხარჯზე მუშაობს და ბევრად პრობლემურია პრასტოი ძრავთან შედარებით, არ ურჩევნიათ გააკეთონ რამე ელექტროტურბინა, რომელსაც არ ექნება უშუალო კავშირი ძრავთან და მხოლოდ შემშვებ ჰაერს დაბუსტავს საჭირო რაოდენობით რასაც ტურბოჩარჯერი აკეთებს, თუ არ გამოდის არანაირად ?

იმიტო რო ტურბო გამონაბოლქვის სახით უფასო ენერგიაზე მუშაობს, ჩვეულებრივ რემნიან კომპრესორს თუ ავიღებთ რა ძალასაც გამოიმუშავებს ძრავების მიხედვით 10-დან 60 ცხენისძალამდე ართმევს ძრავს უკან, ეხლა წარმოიდგინე ელექტრო კომპრესორმა საიდან უნდა აიღოს ეს ძალა? 12 ვოლტიანი ბატარეა რო ამ საქმეს ნაღდად არ ეყოფა ფაქტია. ადრე იყო ლაპარაკი აუდის უნდა ქონოდა ერთი ელექტრო 48 ვოლტიან სისტემაზე და 2 ჩვეულებრივი ტურბოჩარჯერი. და ამ ელექტროსთვის ცალკე კვება აქ თუ დამუხრუჭებიდან იტენება ზუსტად არ ვიცი მოკლედ საკმაოდ ართულებს საქმეს და იმიტო არაა პოპულალური თანაც რატო უნდა დავკარგოთ გამონაბოლქვის ძალა ტყუილად.

Posted by: მილანისტა 19 May 2017, 22:54
maverick16
ხო უფასო ენერგია კია გამონაბოლქვი, მარა ისეთი რა დენი უნდა, რომელსაც ვერ წარმოქმნის მატორი, რომელიც მაგ ელექტრო ტურბინის დასატრიალებლადაა საჭირო

კი წარმოქმნის მარა ბევრ ცხენს აახევს ალბათ,თორე მიზეზს ვერ ვხედავ გამონაბოლქვზე ტურბოს აწყობის, ტურბინიანი მატორები ცალკე თავის ტკივილია



ტესლასზეც შეიძლება იგივე biggrin.gif

QUOTE
ამ ტესლას რო ვუყურებ ისე არ შეუძლიათ რო გააკეთონ აი ხო დადის ერთი დატენვით მანქანა და ამ სიარულში დინამოს მაგვარი მოწყობილობა დაუმაგრონ და სიარულისას დაიტენონ, ბენზინები როცა დადიან მაგ დროს დინამოთი წარმოიქმნება დენი და იტენება აკუმულატორი (დენი რო წარმოიქმნას უნდა იტრიალოს შეუწყვეტლივ რაღაცამ)

და ამ ტესლაშიც ეგრე ქნან კი დადის მანქანა და ამ სიარულის დროსაც წარმოიქმნება ენერგია და ეგ ენერგია ისევ მაგის აკუმულატორების დასატენად გამოიყენონ

ასეთ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ მუდმივ ენერგიას და არასდროს დაჭირდება დატენვა მანქანას biggrin.gif საჭირო იქნება მისი მხოლოდ ერთხელ დატენვა თავიდან და მერე ივლის უსასრულოდ biggrin.gif

Posted by: maverick16 19 May 2017, 23:07
მილანისტა

QUOTE
ხო უფასო ენერგია კი გამონაბოლქვი

ხოდა ვსო ეგაა მთელი აზრი

QUOTE
ისეთი რა დენი უნდა, რომელსაც ვერ წარმოქმნის მატორი, რომელიც მაგ ელექტრო ტურბინის დასატრიალებლადაა საჭირო

მატორი კი წარმოქმნის მაგ დენს მარა რა აზრი აქ, მატორს ძალა ხო დაეხარჯება მაგ დენის წარმოქმნაზე. გამოვა რო ელექტრო ჩარჯერი მოგცემს სიტყვაზე 60 ცხენს და აქედან 10 ცხენს უკან წაიღებს იმისთვის რო იმუშაოს. მსგავსი მოწყობილობა კიდე უკვე არსებობს მექანიკური ჩარჯერის იგივე კომპრესორის სახით და იგივეს აკეთებს, რემენის საშუალებით კომპრესორის შკივის დასატრიალებლად მატორს ეხარჯება 10 ცხენი სიტყვაზე და 60 ცხენს აძლევს კომპრესორი. იგივე პონტია და აღარაა საჭირო გაელექტროება და ახალი რაღაცეების მოგონება.

Posted by: მილანისტა 19 May 2017, 23:16
maverick16
ეგ ხო კაი და ტესლას ელექტრო მანქანაზე როგორაა საქმე, მანდაც ძაან დიდი ენერგიაა საჭირო ?

აი ხო დადის ტესლას ელექტრო მანქანა ანუ ღერძი ტრიალებს და მაგ დატრიალებულ ღერძზე წარმოქმნან პატარა ელექტროსადგური და მიიღონ დენი, რომელიც ისევ მაგ აკუმულატორს დატენის, რომელიც მაგ ღერძს აბრუნებს biggrin.gif ჰა როგორია ? biggrin.gif არ მიიღებ მუდმივ ენერგიას ?
და მარტო ერთხელ თავიდან დატენვა დაჭირდება

თუ ახალი ელექტროენერგიის მისაღებად დიდი ენერგიაა საჭირო, რომელიც ბევრ ენერგიას წაართმევს მაგ აკუმულატორს და უცებ დააჯენს და ისე ხო არ გამოვა წრეზე რო იტრიალო და რასაც წარმოქმნი იმდენივე რო აახიო და მოგება ნული იყოს

lol.gif

რა ვიბოდიალე, მაგრამ შეიძლება არც ისე დიდი ენერგია უნდა მაგ დენის წარმოქმნას


რავი ძაან სწრაფი კი არისო ტესლაო, 100კმ/სთ 3 წამში კრეფსო და მაგდენით რო მიდიხარ რა ჩქარა ბრუნავს ღერძი და რამხელა დენის წარმოქმნა იქნება შესაძლებელი

Posted by: giorgi gocadzee 19 May 2017, 23:23
არაა ეგრე, ელექქტრო ძრავს რომილიც დაუშვათ 12 ვოლტზე ტრიალებს თუ მექანიკურად დაატრიალებ თვითონ გამოყოფს ენერგიას ეს ეგრეა, მაგრამ არ არსებოსბ ერთდაიგივე ზომის ძრავა რომელსაც იმდენინენერგიის გამოყოფა შეუძლია ან უფრო მეტის ვიდრე თვითონ ჭირდება დასატრიალებლად. ამიტო არ მუშაობს ეგ მუდმივად ტენვის პრინციპი. ტუმცა მსგავსი დატენვადი მოწყობილობები ელეტრო მანქანებში მაინც დგას და გარკვეულ ელექტრო რესურს აგროვებენ.

Posted by: burzgla 19 May 2017, 23:26
მილანისტა
შენ რაცთქვი ეგ პერპენტუმმობილია biggrin.gif არარსებობს ბუნებაში მსგავსუ რამ

Posted by: მილანისტა 19 May 2017, 23:28
giorgi gocadzee
მარა ხო დადის ეგ ელექტრო მანქანა 100კმ/სთ და 200კმ/სთ და მასეთი დიდი ბრუნვის დროს დიდი ენერგია წარმოიქმნება და მაგ დროს მაინც ვერ დატენის საკუთარ თავს ? biggrin.gif

კაი ნელი სიარულით და აღების დროს არა მარა მერე მაინც ჩქარი სიარულისას

Posted by: giorgi gocadzee 19 May 2017, 23:31
შენ რაცთქვი ეგ პერპენტუმმობილია biggrin.gif არარსებობს ბუნებაში მსგავსუ რამ

არადა ბავშვობაში ბნელ 90იანებში რამდენი მაქ ნაწვალები მსგავსი რაღაცის შექმნის მცდელობაში biggrin.gif

Posted by: მილანისტა 19 May 2017, 23:34
giorgi gocadzee
QUOTE
არადა ბავშვობაში ბნელ 90იანებში რამდენი მაქ ნაწვალები მსგავსი რაღაცის შექმნის მცდელობაში

biggrin.gif

მოხეტიალე დენს ეძებდი ? lol.gif


ბევრი ჩალიჩობდა, ერთს ონკანზე ქონდა რაღაც ნაჩალიჩები და კი ანათებდა ნათურა biggrin.gif

Posted by: giorgi gocadzee 19 May 2017, 23:40
მოხეტიალე მქონდა ისედაც, მაგაზე ერთ ნატურას და მაგნიტაფოს ვრთავდი და ფორტუნა + ვიჭერდი biggrin.gif აი პატარა ტელევიზორს რო ვუერთებდი ისედაც პატარა ეკრანზე დენი რო არ ყოფნიდა უფრო აპატარავებდა biggrin.gif სად იყო ონკანში წყალი კაცო ქარს ვეჩალიჩებოდი biggrin.gif და რაღაც პერეტუმმობილეს მაგვარს ვაგებდი. სააკაშვილი რო არ მოსულიყო შეიძლება დიდი გამომგონებელი გამოვსულიყავი და ტესლას ქარხანა სადღაც თბილის რუსთავს შორის ყოფილიყო biggrin.gif

Posted by: მილანისტა 19 May 2017, 23:58
giorgi gocadzee
QUOTE
სააკაშვილი რო არ მოსულიყო შეიძლება დიდი გამომგონებელი გამოვსულიყავი

lol.gif

ბევრი ისტორიები მსმენია მაგ დროში გამოგონებებზე და ერთს თავად შევესწარი, ახლობელმა მაგ დროს ფერადი ტელევიზორი თავისით გააკეთა და მაგას ქონდა მარტო, როცა მთელ ქალაქში და იქით ყველას შავ-თეთრი კორფუჯი ქონდა, კიდე რაღაც რაცია გააკეთა თავისით, რაღაც სიხშირე დაიჭირა და რუსეთში ვიღაც გენერალს დაუკავშირდა, მერე სახლში დაადგნენ და რახან პატარა იყო მეორეჯერ არ ქნაო ბიძია მასე და კამფეტი აჩუქეს biggrin.gif ოღონდ ნაღდი ისტორიაა, ეგ ბიჭი გენიოსი იყო biggrin.gif ოღონდ მერე გალოთდა და ვერ წაუვიდა რა რაღაც და არის ისე როგორც სხვა, აქ ჩვეულებრივი სამსახური

ხალხი რას არ ჩალიჩობდა მაგ დროს ვინ იცის biggrin.gif
საიდან არ მოქონდა ლევნი დენი და ვინ ვის დენზე არ იჯდა biggrin.gif

რო გაგიჭირდება მერე უფრო ინდომებ და მაგ დროს მოგდის იდეები თავში, იაპონელები ეგრე არიან იმიტო არიან ტექნიკით ბევრად წინ



მეც ვჩხირკედელაობდი რაღაცეებს biggrin.gif მერე ცხოვრება რო განვითარდა ცოტა შევეშვი, მარა ახლა მანქანაზე ვარ გადართული და რას არ ვუშობი ვინ იცის biggrin.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)