ბიონსეს მოსმენა არც თუ ისე დიდი ხნის წინათ დავიწყე. დაახლოებით ნახევარი წლის წინ.
მიზეზი კი ისაა, რომ ადრე, როდესაც გამოვიდა მისი პირველი სოლო ალბომი, მთელი მსოფლიო გადარეულ-გაგიჟებული იყო მის მთავარ სინგლზე "Crazy In Love". მაგრამ მე რატომღაც არასდროს ვგიჟდებოდი და პრინციპში, დიდად არც მომწონდა. მაგას მერჩივნა თუნდაც "Baby Boy".
მას მერე გამოშვებული ალბომებისათვის მოსმენის სურვილი არც მქონდა. მაგრამ ერთ დღესაც რაღაცამ დამარტყა თავში, გადმოვწერე მეორე ალბომის ერთ-ერთი სიმღერა, მოვისმინე და... ძალიან მომეწონა. იმ დღესვე გადმოვწერე ორივე ალბომი და მართლა ძალიან (!) კმაყოფილი დავრჩი.
Destiny's Child ყოველთვის მომწონდა, მაგრამ სოლო-კარიერაში აშკრად ბევრად უფრო მაგარია ბიონსე!
B'Day-დან ჩემი უსაყვარლესი სიმღერებია:
* Irreplaceable (ვგიჟდები. ძალიან ლამაზი სიმღერაა);
* Deja Vu;
* Beautiful Liar;
* Listen (ეს კი მართლაც რომ ულამაზესი სიმღერაა და ბიონსე ძალიან მაგრად ასრულებს. ლაივები რომ მოვისმინე, მთლად გამბურძგლა, ისე მაგრად მღერის
);
I Am... Sasha Fierce-დან:
* If I Were A Boy;
* Halo;
* Ave Maria;
* Hello;
* Satellites;
* Ring The Alarm.
მოუთმენლად ველოდები ბიონსეს მეოთხე ალბომს.